ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინი“ ცხელ ზაფხულს სასიამოვნო სიახლეებით ხვდება: ბრენდი იტალიური ნაღების ყველის - მასკარპონეს გემოვნური თვისებებით გამდიდრებულ, ესპრესოზე დამზადებულ ცივი ყავის ასორტიმენტს ახალ პროდუქტებს ამატებს.
დღეიდან, „დანკინის“ მომხმარებლებს საყვარელ რესტორანში მასკარპონეს გემოვნური თვისებებით გამდიდრებული მარწყვის, ბანანისა და შოკოლადის, მარილიანი კარამელის, ჩიზქეიქის გემოს ცივი ყავის გასინჯვა შეუძლიათ.
„დანკინის“ პოპულარობიდან გამომდინარე, საქართველოში ყავის ასორტიმენტთან ერთად, რესტორნების ქსელიც ყოველწლიურად იზრდება. ამჟამად, ჩვენს ქვეყანაში „დანკინის“ 24 რესტორანია გახსნილი, რომელიც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 25 სახეობის ცივი და ცხელი ყავაა წარმოდგენილი.
რესტორნების ქსელის გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე აღნიშნავს, რომ „დანკინის“ ყავა ქართველი მომხმარებლისთვის ერთ-ერთ საყვარელ პროდუქტად იქცა და გაყიდვების დიდი ნაწილიც სწორედ მასზე მოდის. შესაბამისად, რესტორანი არამხოლოდ უგემრიელესი დონატებით, არამედ უმაღლესი ხარისხის ყავითაც ძალიან პოპულარულია.
„ამერიკულმა რესტორნების ქსელმა დანკინმა“ მიზნად დაისახა, მეტი აქცენტი ყავაზე გააკეთოს. როდესაც ადამიანები სახელწოდება „დანკინ დონატსს“ ხედავდნენ, ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობით დონატების რეალიზაციას ვახდენდით, არადა, რეალობა განსხვავებულია.
„დანკინის“ გაყიდვების 50% მოდის ყავაზე და ყავის პროდუქტებზე; 25% - სენდვიჩებზე და 25% დონატებსა და ფრანგულ ფუნთუშეულზე. „დანკინის“ ყავა უმაღლესი ხარისხის არაბიკაა, შესაბამისად, ყავის მოყვარული მომხმარებელი ადვილად წყვეტს, დილას, შუადღეს თუ საღამოს, ცხელ თუ თბილ სეზონზე ყავა სად დააგემოვნოს“, - განაცხადა „დანკინის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ.
მასკარპონეს გემოვნურ თვისებებზე მომზადებული ცივი ყავა მედიის წარმომადგენლებმა თავად დააგემოვნეს. მათ საშუალება მიეცათ, ოთხი ახალი სახეობიდან ერთ-ერთი თავად მოემზადებინათ და შეეფასებინათ.
მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მასკარპონეს გემოვნურ თვისებებით გამდიდრებული ესპრესოზე დამზადებული ცივი ყავა პირველად გასინჯეს და ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად, უჩვეულოდ გემრიელი საშუალებაა.
„დანკინი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 67 წელია, მსოფლიოს 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. „ვისოლ ჯგუფმა“ „დანკინის“ ქსელის განვითარება საქართველოში 2015 წელს დაიწყო და დღეს უკვე ქვეყნის მასშტაბით, რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია. ამ ეტაპზე, საქართველოში „დანკინს“ 24 ბრენდირებული რესტორანია და კომპანია ახალ წლამდე, კიდევ 4-ის გახსნას გეგმავს.