ინტერნეტმომხმარებელი ქეთი კალაძე (Majlajuna Lu) "ფეისბუქის" პირად გვერდზე ავრცელებს ფოტოს, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტოზე მისი და მამა თომას (ყალამბეგაშვილი) დიალოგია ასახული.
ქეთი კალაძე, იგივე მაჯლაჯუნა ლუ, მხატვარი და პოეტია. ფოტოს ის ასეთ აღწერას ურთავს:
"მართალი და სუფთა ადამიანი... უამრავ რამეზე ვილაპარაკეთ, ვიცინეთ, ვიხარხარეთ, მისმინა, ვუსმინე... ცოტა დაბნეულები კი გვიყურებდნენ გამვლელ-გამომვლელები, ასეთ ფრაზასაც მოვკარით ყური: "იიი, ნახე ელჭიპიტის დამცველი მღვდელიო", ამაზეც ბევრი მაცინა...
ჰოდა, მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია მაჯლაჯუნას გვერდზე შემოსკუპება და იმის მოხერხება, რომ მე ოქროყანაში ავალ ხოლმე ეკლესიაში, თუნდაც მარტო ამ კაცის ბევრჯერ სანახავად... სიყვარულით სავსე... p.s იასამნის ლიქიორი მოვიგონეო და რომ ამოხვალთ გამისინჯეთო" - წერს ინტერნეტმომხმარებელი.
კომენტარებში ასევე წერენ, რომ 21 ივნისიდან აქციების დაწყების დღიდანვე მამა თომა ყალამბეგაშვილი ახალგაზრდების გვერდით დგას და ოკუპაციას აპროტესტებს:
"აქციებზე გვერდით გვედგა, ჩუმი, თავმდაბალი, სიყვარულით სავსე თვალებით და ახალგაზრდების დამცველად მოვლენილ ანგელოზად!" - წერენ კომენტარებში.
მამა თომა ყალამბეგაშვილი ოქროყანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.