პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადიროვი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება - "ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია"
კადიროვი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება - "ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია"

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას გუ­შინ­დელ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მელ­მაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მერ პუ­ტინს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

"კავ­კა­სი­ა­ში კაცი მსგავს სი­ტყვებს არ ამ­ბობს, მი­თუ­მე­ტეს თა­ვი­სი მო­სის­ხლის მი­მარ­თაც. გა­ბუ­ნია მში­შა­რაა. ის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და სა­ქარ­თვე­ლოს სირ­ცხვი­ლია" - წერს რამ­ზან კა­დი­რო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პრე­ზი­დენტს და მთი­ლი­ა­ნად რუ­სეთს ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დოს. მან გა­ბუ­ნი­ას წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრა მო­ი­თხო­ვა.

"მუდ­მი­ვად არ შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს ისე­თი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა, რომ არ ვიმ­ჩნევთ სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან მტრულ გა­მოხ­დო­მებს. ამი­ტომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის მი­მართ შე­მო­ვი­ღოთ ყვე­ლა­ზე ხის­ტი სან­ქცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ შე­ე­ხე­ბა იმ ქარ­თვე­ლებს, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. ახლა ცდი­ლო­ბენ შთაგ­ვა­გო­ნონ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ დაგ­მო არამ­ზა­დის გა­მოხ­დო­მა, მაგ­რამ სა­ჭი­როა არა დაგ­მო­ბა, არა­მედ მისი პირ­და­პი­რი ეთე­რის­გან შორს ყოფ­ნა" - აცხა­დებს კა­დი­რო­ვი

ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის გა­და­ცე­მა „პოსტსკრიპ­ტუ­მის“ წამ­ყვან­მა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინს პირ­და­პირ ეთერ­ში რუ­სუ­ლად აგი­ნა.

გა­ბუ­ნი­ამ კვი­რის 9-სა­ა­თი­ა­ნი გა­მოშ­ვე­ბა რუ­სუ­ლი მი­სალ­მე­ბით და­ი­წყო და პირ­და­პირ ვლა­დი­მერ პუ­ტინს მი­მარ­თა:

"მო­გე­სალ­მე­ბით ძვირ­ფა­სო მა­ყუ­რებ­ლე­ბო, თქვენ უყუ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ ტე­ლე­არხს. მინ­და პირ­ველ რიგ­ში უდი­დე­სი მო­კი­თხვა გა­დავ­ცე ჩვენს დიდ მე­გო­ბარს ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რის ძე პუ­ტინს. ვო­ვა­ჩკა, შენ ხარ ორ­ღო­ბის მე­ძა­ვი... ჩვენს მშვე­ნი­ერ დე­და­მი­წა­ზე შენ­ნა­ი­რი უღ­მერ­თო არ­სე­ბის და მა­ხინ­ჯის ად­გი­ლი არ არის. წადი შენი.... შენს მო­ნებ­თან ერ­თად. შენი დე­დაც... უი, დე­და­შე­ნი მკვდა­რია, რა სამ­წუ­ხა­როა. დაე, და­იწ­ვას ჯო­ჯო­ხეთ­ში შენ­თან და მა­მა­შენ­თან ერ­თად...“, - ეს არის ნა­წი­ლი იმ უხამ­სი მი­მარ­თვი­სა, რომ­ლი­თაც გა­ბუ­ნი­ამ პირ­და­პი­რი ეთე­რით, ათა­სო­ბით მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე მი­მარ­თა პუ­ტინს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

კადიროვი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება - "ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია"

კადიროვი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება - "ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია"

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გიორგი გაბუნიას გუშინდელ სატელევიზიო გამოსვლას ეხმაურება, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა.

"კავკასიაში კაცი მსგავს სიტყვებს არ ამბობს, მითუმეტეს თავისი მოსისხლის მიმართაც. გაბუნია მშიშარაა. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია" - წერს რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პრეზიდენტს და მთილიანად რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს. მან გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

"მუდმივად არ შეიძლება გვქონდეს ისეთი გამომეტყველება, რომ არ ვიმჩნევთ საქართველოს მხრიდან მტრულ გამოხდომებს. ამიტომ, აუცილებელია ქვეყნის მიმართ შემოვიღოთ ყველაზე ხისტი სანქციები, რომლებიც არ შეეხება იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. ახლა ცდილობენ შთაგვაგონონ, რომ საქართველომ დაგმო არამზადის გამოხდომა, მაგრამ საჭიროა არა დაგმობა, არამედ მისი პირდაპირი ეთერისგან შორს ყოფნა" - აცხადებს კადიროვი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა.

გაბუნიამ კვირის 9-საათიანი გამოშვება რუსული მისალმებით დაიწყო და პირდაპირ ვლადიმერ პუტინს მიმართა:

"მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ უყურებთ საქართველოს მთავარ ტელეარხს. მინდა პირველ რიგში უდიდესი მოკითხვა გადავცე ჩვენს დიდ მეგობარს ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს. ვოვაჩკა, შენ ხარ ორღობის მეძავი... ჩვენს მშვენიერ დედამიწაზე შენნაირი უღმერთო არსების და მახინჯის ადგილი არ არის. წადი შენი.... შენს მონებთან ერთად. შენი დედაც... უი, დედაშენი მკვდარია, რა სამწუხაროა. დაე, დაიწვას ჯოჯოხეთში შენთან და მამაშენთან ერთად...“, - ეს არის ნაწილი იმ უხამსი მიმართვისა, რომლითაც გაბუნიამ პირდაპირი ეთერით, ათასობით მაყურებლის წინაშე მიმართა პუტინს.

"თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს სამშობლოს ინტერესებს" - საქართველოს კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ცსკა-ში გადასვლას ეხმაურება

"დედა და და კარანტინში არიან... ატირონ სასტიკად მოკლული ოჯახის წევრი " - ვაჟა ტყებუჩავას ოჯახი დახმარებას ითხოვს

"ნიღბიანმა გადაგვირბინა, საქარე მინას ქვა ესროლა და სიბნელეში გაუჩინარდა" - უკავშირდება თუ არა ზუგდიდი-თბილისის რეისის ინციდენტი მძღოლების "გარჩევებს"?