რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეხლა-შემოხლა მოხდა. პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი ცდილობდა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებთან გადასვლას და პოლიციის კორდონის გარღვევას, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ამას კვიციანის და მასთან ერთად მყოფი პირების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.