რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აღნიშნული გადაწყვეტილება შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიიღო.
გზა გადაკეტილია როგორც ცოცხალი ძალის მეშვეობით, ასევე ის ჩახერგილია ავტობუსებით, რათა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებსა და “ლგბტ პრაიდის” მოწინააღმდეგეებს შორის ინციდენტები არ მოხდეს.
პერიმეტრზე მთლიანად მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც აკონტროლებენ როგორც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტენრიტორიას, ასევე მასთან დამაკავშირებელ ქუჩებს.