რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველთა დამატებითი ეკიპაჟები არიან მობილიზებული.
შს სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან როგორც პარლამენტის, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის, კინო "რუსთაველის", ეროვნული მუზეუმის, პირველი სკოლისა და ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიებზე.
შეგახსენებთ, პარლამენტის შენობის წინ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იმყოფებიან.
დღესვე, პარლამენტის შენობის წინ, რუსული ოკუპაციისა და გახარიას გადადგომის მოთხოვნით, აქციაც უნდა გაიმართოს. ამ აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერში იკრიბებიან და პარლამენტამდე მსვლელობას მოაწყობენ.