პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენზე ადამიანი ცუდს ვერ იტყოდა, ისეთი ერთგული იყავი..." - ზესტაფონში ავარიას 17 წლის მორაგბე ემსხვერპლა
"შენზე ადამიანი ცუდს ვერ იტყოდა, ისეთი ერთგული იყავი..." - ზესტაფონში ავარიას 17 წლის მორაგბე ემსხვერპლა

ზეს­ტა­ფონ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 17 წლის ბიჭი ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლი სა­რაგ­ბო კლუბ ზეს­ტა­ფო­ნის "არ­წი­ვე­ბის" მო­რაგ­ბეა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბილ­ში, რო­მე­ლიც შო­რა­პან­ში ტრა­ი­ლერს შე­ე­ჯა­ხა, მამა-შვი­ლი იჯდა. 17 რეზი თა­ბა­გა­რი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მამა გოგი თა­ბა­გა­რი და­შავ­და და ის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. გოგი თა­ბა­გა­რი ზეს­ტა­ფონ­ში წინა მოწ­ვე­ვის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი იყო. შემ­თხვე­ვა 6 ივ­ლისს მოხ­და.

ტრა­გე­დი­ას სა­რაგ­ბო კლუ­ბი ზეს­ტა­ფო­ნის "არ­წი­ვე­ბი" "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"მე­გობ­რე­ბო!! დღეს ჩვე­ნი რაგ­ბის დიდი ოჯა­ხის წევ­რი დავ­კარ­გეთ. რე­ზი­კო თა­ბა­გა­რი რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლით და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მე­ლიც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს შენი სული... ბაკო სუყ­ვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­დი, გვიყ­ვარ­ხარ და მუ­დამ გვეყ­ვა­რე­ბი. ჩევნს გუ­ლებ­ში დარ­ჩე­ბი ყო­ველ­თვის"- წერს კლუ­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

ასე­ვე, ემო­ცი­უ­რი პოს­ტე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბი­ან 17 წლის ახალ­გაზ­რდას გარ­დაც­ვა­ლე­ბას მისი მე­გობ­რე­ბი:

"გვე­ნატ­რე­ბი ძმაო, ბევ­რს დაგ­ვაკ­ლდა შენი თავი. არას­დროს და­გი­ვი­წყებ ბაკო, მაგ­რად მიყ­ვარ­ხარ და მეყ­ვა­რე­ბი სულ ღვიძ­ლი ძმა­სა­ვით, ვერ და­ვი­ვი­წყებ იმას თუ რო­გორ მეხ­მა­რე­ბო­დი რაგბ­ში, შენი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა ძმაო ასე რომ შე­მაყ­ვა­რე ეს სპორ­ტი. შენ­ზე ადა­მი­ა­ნი ცუდს ვერ იტყო­და, ისე­თი ერ­თგუ­ლი და მე­გობ­რუ­ლი უბო­რო­ტო კაცი იყა­ვი და უბო­რო­ტოდ და­ტო­ვე ეს სამ­ყა­რო, ჩემს გულ­ში ყო­ველ­ვის იქ­ნე­ბა შენი სა­ხე­ლი, სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი იყა­ვი და იქ­ნე­ბი სა­მა­რა­დი­სოდ" - წერს თაზო ყუ­რაშ­ვი­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს და რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

ავტორი:

"შენზე ადამიანი ცუდს ვერ იტყოდა, ისეთი ერთგული იყავი..." - ზესტაფონში ავარიას 17 წლის მორაგბე ემსხვერპლა

"შენზე ადამიანი ცუდს ვერ იტყოდა, ისეთი ერთგული იყავი..." - ზესტაფონში ავარიას 17 წლის მორაგბე ემსხვერპლა

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა. გარდაცვლილი სარაგბო კლუბ ზესტაფონის "არწივების" მორაგბეა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში, რომელიც შორაპანში ტრაილერს შეეჯახა, მამა-შვილი იჯდა. 17 რეზი თაბაგარი ადგილზე გარდაიცვალა, მამა გოგი თაბაგარი დაშავდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. გოგი თაბაგარი ზესტაფონში წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო. შემთხვევა 6 ივლისს მოხდა.

ტრაგედიას სარაგბო კლუბი ზესტაფონის "არწივები" "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა:

"მეგობრებო!! დღეს ჩვენი რაგბის დიდი ოჯახის წევრი დავკარგეთ. რეზიკო თაბაგარი რომელიც სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ადამიანი იყო, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ნათელში ამყოფოს შენი სული... ბაკო სუყველას ძალიან გვიყვარდი, გვიყვარხარ და მუდამ გვეყვარები. ჩევნს გულებში დარჩები ყოველთვის"- წერს კლუბის ადმინისტრაცია.

ასევე, ემოციური პოსტებით ეხმაურებიან 17 წლის ახალგაზრდას გარდაცვალებას მისი მეგობრები:

"გვენატრები ძმაო, ბევრს დაგვაკლდა შენი თავი. არასდროს დაგივიწყებ ბაკო, მაგრად მიყვარხარ და მეყვარები სულ ღვიძლი ძმასავით, ვერ დავივიწყებ იმას თუ როგორ მეხმარებოდი რაგბში, შენი დამსახურებაცაა ძმაო ასე რომ შემაყვარე ეს სპორტი. შენზე ადამიანი ცუდს ვერ იტყოდა, ისეთი ერთგული და მეგობრული უბოროტო კაცი იყავი და უბოროტოდ დატოვე ეს სამყარო, ჩემს გულში ყოველვის იქნება შენი სახელი, საუკეთესო ადამიანი იყავი და იქნები სამარადისოდ" - წერს თაზო ყურაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ