ავტორი:

7 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ უნივერსიტეტის არჩევისას

7 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ უნივერსიტეტის არჩევისას

პროფესიის არჩევა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა უნივერსიტეტის შერჩევა.

თუ გვინდა, რომ სრულყოფილად დავეუფლოთ ჩვენთვის სასურველ პროფესიას და თანაც კარიერული განვითარების გზაზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ, სასურველია, უნივერსიტეტის შერჩევისას პერსონალური კვლევა ჩავატაროთ და ის უნივერსიტეტი შევარჩიოთ, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

გთავაზობთ 7 რჩევას, რომელიც უნივერსიტეტის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ.

1. ევროპული განათლება

დიდწილად სწორედ სასწავლო პროცესზეა დამოკიდებული, რამდენად შეგვიყვარდება ჩვენი მომავალი პროფესია. თეორიისა და პრაქტიკის ერთობლიობა ის აუცილებელი პირობაა, რომელსაც უნივერსიტეტი აუცილებლად უნდა სთავაზობდეს სტუდენტებს. ევროპული განათლება, სწავლების თანამედროვე მეთოდები, ინტერაქციული ლექცია, პრაქტიკა სწავლის პარალელურად– სასურველია, ამ კრიტერიუმებს უნივერსიტეტი სრულად აკმაყოფილებდეს. მაგალითად, ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტი მთლიანად ორიენტირებულია ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებაზე. სალექციო კურსის წარმართვა ქოუჩინგის მეთოდებით ხდება, ტარდება როლური თამაშები, ინოვაციური იდეების განხილვა და რეალური ბიზნესპროექტების შექმნა.

2. რეპუტაცია და საქმიანი კავშირები

უნივერსიტეტის სანდოობისთვის მნიშვნელოვანია მისი რეპუტაცია და საერთაშორისო კავშირები. უნივერსიტეტს სასურველია ჰქონდეს მუშაობის, მინიმუმ, 10–წლიანი გამოცდილება, შედიოდეს პრესტიჟული უნივერსიტეტების რეიტინგში და თანამშრომლობდეს სხვა ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

3. საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომი

რასაკვირველია, სწავლების ხარისხი მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია დიპლომი, რომელსაც სწავლის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტი იძლევა. მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წახვიდეთ სამუშაოდ, აუცილებლად მოიკითხავენ თქვენს დიპლომს. თუკი მას საერთაშორისო ღირებულება არ გააჩნია, სხვა ქვეყანაში არაფერს წარმოადგენს. ამიტომ, თუკი საზღვარგარეთ სწავლის ან მუშაობის გაგრძელებას გეგმავთ, საქართველოში ისეთი უნივერსიტეტი შეარჩიეთ, რომელიც საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს გადმოგცემთ

4. საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა

სასურველია უნივერსიტეტი თავად უზრუნველყოფდეს თავისი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლებას გარკვეული დროით. მაგალითად, ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტი მეორე სემესტრის დასრულებისას მაგისტრატურის სტუდენტებს ვარშავაში გამგზავრებასა და ინტენსიურ სწავლებას სთავაზობს. 2–წლიანი სალექციო კურსის დასრულების შემდეგ, მაგისტრანტები კვლავ მიემგზავრებიან ვარშავაში და შესაბამისი კომისიის წინაშე წარადგენენ სამაგისტრო ნაშრომებს. შედეგად, სტუდენტები საქართველოშივე იღებენ ევროპულ განათლებას, მიღებულ ცოდნას კი ევროპაში აუმჯობესებენ და თავიანთ ნაშრომებს საერთაშორისო დონის პროფესორებთან წარადგენენ.

5. მაღალკვალიფიციური ლექტორები

უნივერსიტეტის შერჩევისას დააკვირდით აკადემიურ პერსონალსაც. სასურველია, ლექტორი არამხოლოდ თეორეტიკოსი, არამედ პრაქტიკოსიც იყოს და ჰქონდეს შესაძლებლობა, სტუდენტებს თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს. ასევე, თანამედროვე სწავლების მეთოდებს იყენებდეს და ადეკვატური სამსახურეობრივი გამოცდილება ჰქონდეს.

6. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა

„თუ სწავლა გინდა, ყველგან ისწავლი“ სტერეოტიპია, რომელიც მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურისა და არასრულფასოვანი განათლების მქონე სასწავლო დაწესებულებებმა შექმნეს. ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ სასწავლო გარემო ძალიან დიდ გავლენას ახდენს სტუდენტის სწავლის ხარისხზე, განწყობასა და მოტივაციაზე. ასე რომ, თუკი თქვენთვისაც მნიშვნელოვანია მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, კარგად დაათვალიერეთ უნივერსიტეტის შენობა და დარწმუნდით, რომ ამ გარემოში სწავლა სასიამოვნო იქნება.

7. დასაქმების პერსპექტივა

სწავლის შემდეგ დასაქმების შესაძლებლობა ერთ–ერთი მთავარია, რასაც უნივერსიტეტის შერჩევისას უნდა მიაქციოთ ყურადღება. უნივერსიტეტი, რომელსაც ბევრი საქმიანი პარტნიორი და საერთაშორისო კონტაქტები გააჩნია, მარტივად ასაქმებს თავისსავე სტუდენტებს სწავლის პერიოდშიც კი. მაგალითად, ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სტუდენტები დასაქმების ერთ–ერთი ყველაზე მაღალი, 93%–იანი, მაჩვენებლით გამოირჩევიან.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი