პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია" - "ქართული ოცნება" "რუსთავი 2"-ის შესახებ განცხადებას ავრცელებს
"უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია" - "ქართული ოცნება" "რუსთავი 2"-ის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო” გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მმარ­თვე­ლი პარ­ტია „რუს­თა­ვი 2“-ის წამ­ყვა­ნის, გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბას და ზო­გა­დად, არ­ხის საქ­მი­ა­ნო­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ის, რაც გუ­შინ „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში ვი­ხი­ლეთ, არ არის არც ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი და არც კერ­ძო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­რე­დაქ­ციო ექ­სცე­სი - ეს არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი მრა­ვალ­წლი­ა­ნი ომის ნა­წი­ლი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ფრონ­ტი მათ მი­ერ­ვე მი­ტა­ცე­ბულ ტე­ლე­ვი­ზია - „რუს­თა­ვი 2“-ზე გა­დის და სრუ­ლად ჯდე­ბა ზი­ზღის, სიც­რუ­ი­სა და ძა­ლა­დო­ბის პარ­ტი­უ­ლი მან­ქა­ნის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­ში.

ამის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის და იმავდრო­უ­ლად ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დის პრო­კუ­რო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას სა­ე­თე­რო პრაქ­ტი­კაა.

მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე შე­აჩ­ვი­ეს პირ­და­პი­რი ეთე­რი­დან დე­დის გი­ნე­ბას, მათ შო­რის ჩვე­ნი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით, მაგ­რამ პირ­და­პირ ეთერ­ში წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა არის ვერ­ბა­ლუ­რი ვან­და­ლიზ­მის აქტი და სცდე­ბა რო­გორც ქარ­თულ და კავ­კა­სი­ურ, ასე­ვე ზო­გად ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ურ ჩარ­ჩო­ებს.

უბინ­ძუ­რე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ვო­კა­ცია, რაც „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში იხი­ლა ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, წარ­მო­ად­გენს ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ აღ­კვე­თი­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ხე­ლა­ხალ მცდე­ლო­ბას.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მიზ­ნად ისა­ხავს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას, სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რის კონ­ფლიქ­ტის ახა­ლი ტალ­ღის გა­მოწ­ვე­ვას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნას, სან­ქცი­ე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას. ეს გან­ცხა­დე­ბა პირ­და­პი­რი და გარ­და­უ­ვა­ლი რის­კის ქვეშ აყე­ნებს რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ მი­ლი­ო­ნამ­დე ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს.

ის, რაც გუ­შინ „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში მოხ­და, არ არის მხო­ლოდ ერთი მტრუ­ლი და მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ლუსტრა­ცია, ეს არის მთე­ლი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მა, რად­გან დაშ­ვე­ბუ­ლი იქნა, რომ ჩვენს თვალ­წინ ამ დესტრუქ­ცი­ულ ძა­ლას და მის პო­ლი­ტი­კურ, თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­ტე­ლი­ტებს მო­ეხ­დი­ნათ ეროვ­ნუ­ლო­ბის, პატ­რი­ო­ტიზ­მის მო­ნო­პო­ლი­ზა­ცია და სა­ყო­ველ­თაო ის­ტე­რი­ის ფონ­ზე, ამ სა­ფარ­ქვეშ შე­ერ­ყი­ათ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ფუძ­ვლე­ბი.

სა­ხე­ზეა მცდე­ლო­ბა, რომ ამ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­სა­ღი რე­აქ­ცია სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე შე­ტე­ვად გა­ა­სა­ღონ. კი­დევ ერთხელ ვუს­ვამთ ხაზს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სრუ­ლად არის და­ცუ­ლი და სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რან­ტი - ჩვენ ქვე­ყა­ნა­საც და­ვი­ცათ, ხალ­ხსაც და სა­ხელ­მწი­ფოს მშვი­დო­ბი­ა­ნი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვთა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­საც.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­თა­ნა­დოდ შე­ა­ფა­სებს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს“, - ნათ­ქვა­მია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია" - "ქართული ოცნება" "რუსთავი 2"-ის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია" - "ქართული ოცნება" "რუსთავი 2"-ის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” განცხადებას ავრცელებს. მმართველი პარტია „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას განცხადებას და ზოგადად, არხის საქმიანობას ეხმაურება.

"ის, რაც გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში ვიხილეთ, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსცესი - ეს არის მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებულ ტელევიზია - „რუსთავი 2“-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში.

ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება, ტელეკომპანიის დირექტორის და იმავდროულად ნაციონალური მმართველობის პერიოდის პროკურორის, ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა.

მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების შეურაცხყოფა არის ვერბალური ვანდალიზმის აქტი და სცდება როგორც ქართულ და კავკასიურ, ასევე ზოგად ცივილიზაციურ ჩარჩოებს.

უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში იხილა ქართულმა საზოგადოებამ, წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიზნად ისახავს დესტაბილიზაციას, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ახალი ტალღის გამოწვევას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნას, სანქციების პროვოცირებას. ეს განცხადება პირდაპირი და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე ჩვენს თანამემამულეს.

ის, რაც გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში მოხდა, არ არის მხოლოდ ერთი მტრული და მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია, ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების პრობლემა, რადგან დაშვებული იქნა, რომ ჩვენს თვალწინ ამ დესტრუქციულ ძალას და მის პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ სატელიტებს მოეხდინათ ეროვნულობის, პატრიოტიზმის მონოპოლიზაცია და საყოველთაო ისტერიის ფონზე, ამ საფარქვეშ შეერყიათ ჩვენი სახელმწიფოს საფუძვლები.

სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლების და საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი - ჩვენ ქვეყანასაც დავიცათ, ხალხსაც და სახელმწიფოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვთარების პერსპექტივასაც.

დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს მიმდინარე მოვლენებს“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

"ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო, ეს ბრძოლა ბოლომდე მივა" - მიხეილ სააკაშვილი წინასაახალწლო მილოცვას ავრცელებს

"ბიძინა-ბიძინაა, ექვთიმე - ექვთიმეა" - კახა კალაძე ივანიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის შედარებაზე

2019 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები - როგორ აფასებენ ექსპერტები გასულ წელს და რა მოლოდინი აქვთ 2020-ში