პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართვის მოწმობის აღების ერთჯერადი მცდელობა 150 ლარი ეღირება - პრაქტიკულ გამოცდაზე ყოველი გასვლა ფასიანი ხდება
მართვის მოწმობის აღების ერთჯერადი მცდელობა 150 ლარი ეღირება - პრაქტიკულ გამოცდაზე ყოველი გასვლა ფასიანი ხდება

„საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა ძვირ­დე­ბა. სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი პარ­ლა­მენ­ტში უკვე წარ­დგე­ნი­ლია.

კერ­ძოდ, მარ­თა­ლია ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, თე­ო­რი­ულ გა­მოც­და­ზე დაშ­ვე­ბა 40 ლა­რის ნაც­ვლად 20 ლარი გახ­დე­ბა, თუმ­ცა რთულ­დე­ბა და შე­და­რე­ბით გაძ­ვირ­დე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და, რო­მე­ლიც ორე­ტა­პი­ა­ნი ხდე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ებს ჯერ შიდა მო­ე­დან­ზე, ხოლო შემ­დეგ რე­ა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში მო­უ­წევთ პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, მე­ქა­ნი­კუ­რი და ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის მქო­ნე ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე გა­მოც­დის ფა­სე­ბი გა­თა­ნაბრდე­ბა. შე­დე­გად, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში გა­მოც­და­ზე ყო­ვე­ლი გას­ვლა 40 ლარი ეღი­რე­ბა.

„თუ აქამ­დე თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 40 ლარი იყო, ახლა 20 ლა­რამ­დე შემ­ცირ­დე­ბა, ხოლო შე­დე­გე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვადა 1 თვი­დან 1 წლამ­დე იზ­რდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დას, ახალ ეტაპს ახა­ლი სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კა მო­აქვს. B (მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის) კა­ტე­გო­რი­ის მარ­თვის მოწ­მო­ბის­თვის ჩვენ მიერ კა­ნონ­ში წარ­დგე­ნი­ლი სა­ფა­სუ­რი 90 ლა­რია, ხოლო სხვა კა­ტე­გო­რი­ე­ბის­თვის - 150 ლარი.

და­ხუ­რულ მო­ე­დან­ზე გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ავ­ტო­მა­ტუ­რი და მე­ქა­ნი­კუ­რი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის მქო­ნე ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ფა­სო ტა­რი­ფე­ბი მოქ­მე­დებ­და. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბით სა­ფა­სუ­რე­ბი გა­თა­ნაბრდე­ბა და გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად და­ხუ­რულ მო­ე­დან­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლით ყო­ვე­ლი გას­ვლა - ავ­ტო­მა­ტუ­რი თუ მე­ქა­ნი­კუ­რი ტი­პის გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფით - 40 ლარი ეღი­რე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

მართვის მოწმობის აღების ერთჯერადი მცდელობა 150 ლარი ეღირება - პრაქტიკულ გამოცდაზე ყოველი გასვლა ფასიანი ხდება

მართვის მოწმობის აღების ერთჯერადი მცდელობა 150 ლარი ეღირება - პრაქტიკულ გამოცდაზე ყოველი გასვლა ფასიანი ხდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად მართვის მოწმობის აღება ძვირდება. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე წარდგენილია.

კერძოდ, მართალია ცვლილების შედეგად, თეორიულ გამოცდაზე დაშვება 40 ლარის ნაცვლად 20 ლარი გახდება, თუმცა რთულდება და შედარებით გაძვირდება პრაქტიკული გამოცდა, რომელიც ორეტაპიანი ხდება და მოქალაქეებს ჯერ შიდა მოედანზე, ხოლო შემდეგ რეალურ მოძრაობაში მოუწევთ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის მიხედვით, მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდის ფასები გათანაბრდება. შედეგად, ორივე შემთხვევაში გამოცდაზე ყოველი გასვლა 40 ლარი ეღირება.

„თუ აქამდე თეორიული გამოცდის ღირებულება 40 ლარი იყო, ახლა 20 ლარამდე შემცირდება, ხოლო შედეგების მოქმედების ვადა 1 თვიდან 1 წლამდე იზრდება. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, ახალ ეტაპს ახალი საფასო პოლიტიკა მოაქვს. B (მსუბუქი ავტომობილის) კატეგორიის მართვის მოწმობისთვის ჩვენ მიერ კანონში წარდგენილი საფასური 90 ლარია, ხოლო სხვა კატეგორიებისთვის - 150 ლარი.

დახურულ მოედანზე გამოცდის ჩასაბარებლად კი, მოგეხსენებათ, ავტომატური და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის განსხვავებული საფასო ტარიფები მოქმედებდა. წარმოდგენილი ცვლილებით საფასურები გათანაბრდება და გამოცდის ჩასაბარებლად დახურულ მოედანზე ავტომობილით ყოველი გასვლა - ავტომატური თუ მექანიკური ტიპის გადაცემათა კოლოფით - 40 ლარი ეღირება. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო