საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელიც კომაში ჩავარდნილი შვილიშვილისთვის ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა, ავარიის შედეგად გარდაიცვალა
ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელიც კომაში ჩავარდნილი შვილიშვილისთვის ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა, ავარიის შედეგად გარდაიცვალა

მომ­ღე­რალ ჯაბა ბოჯ­გუ­ას ბე­ბია, რო­მე­ლიც ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, დღეს დი­ლით სა­ა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 83 წლის მო­ხუცს ავ­ტო­მან­ქა­ნა ორი დღის წინ, მუ­ხი­ან­ში და­ე­ჯა­ხა. მო­ხუ­ცი გა­და­სას­ვლელ­ზე გა­და­დი­ო­და, რა დრო­საც შემ­თხვე­ვა მოხ­და და ქალი მძი­მედ და­შავ­და. მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე იყო და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

AMBEBI.GE ჯაბა ბოჯ­გუ­ას დე­დას, მა­ნა­ნა გვა­სა­ლი­ას და­უ­კავ­შირ­და. მისი თქმით, 85 წლის მო­ხუ­ცი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო და კო­მა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის მოვ­ლის­თვის სა­ჭი­რო თან­ხის მოგ­რო­ვე­ბას ცდი­ლობ­და. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნილ ბოჯ­გუ­ებს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

“გუ­შინ­წინ დი­ლით მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა. გზა­ზე გა­და­დი­ო­და და მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას არ გაჰ­ყვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მე და­მი­რე­კეს და სახ­ლში მო­ვიყ­ვა­ნე. ერთ სა­ათ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ­ში. ბარ­ძა­ყი ჰქონ­და მო­ტე­ხი­ლი და ოპე­რა­ცია უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა მი­დი­ო­და ორ­გა­ნიზ­მში და ოპე­რა­ცია ვერ გა­და­ი­ტა­ნა”, - ამ­ბობს მა­ნა­ნა გვა­სა­ლია.

VIDEO: "წა­მიყ­ვა­ნეთ, ჯა­ბას ვჭირ­დე­ბიო... ამ სი­ტყვე­ბით აღ­მოხ­და სული" - ჯაბა ბოჯ­გუ­ას 83 წლის ბე­ბია ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა

მი­სი­ვე თქმით, მო­ხუცს ბოლო წუ­თამ­დე გო­ნე­ბა არ და­უ­კარ­გავს და ახ­ლობ­ლებს სახ­ლში წაყ­ვა­ნას სთხოვ­და.

“წა­მიყ­ვა­ნეთ, ჯა­ბას ვჭირ­დე­ბი! - მხო­ლოდ ამ სი­ტყვებს ამ­ბობ­და და ამ ლა­პა­რაკ­ში და­ლია სული. ახლა არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს, დე­და­ჩე­მი ჩვე­ნი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო. პირ­ველ რიგ­ში რაც მჭირ­დე­ბა მომ­ვლე­ლია, რომ ჯა­ბას მოვ­ლა­ში და­მეხ­მა­როს. 2 დღეა ჯა­ბაც არ არის კარ­გად, არ ვიცი მგო­ნი გრძნობს რა­ღა­ცას”, - ამ­ბობს ჯაბა ბოჯ­გუ­ას დედა.

მომ­ღე­რა­ლი ჯაბა ბოჯ­გუა თით­ქმის 10 წე­ლია კო­მა­შია. მას დედა, მა­ნა­ნა გვა­სა­ლია და მო­ხუ­ცი ბებო უვ­ლიდ­ნენ. ეს უკა­ნას­კნე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად ზოგ­ჯერ ქუ­ჩა­ში მო­წყა­ლე­ბა­საც ითხოვ­და... ბოჯ­გუ­ას გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ბავ­შვო­ბი­დან აწუ­ხებ­და. 10 წლის წინ ის და­ა­პა­ტიმ­რეს და გუ­ლის შე­ტე­ვა ცი­ხე­ში მო­უ­ვი­და. ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დრო­უ­ლად არ გა­და­იყ­ვა­ნეს, რის გა­მოც კო­მა­ში ჩა­ვარ­და და მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა ვე­ღარ ხერ­ხდე­ბა.

ბოჯ­გუ­ე­ბის ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­გიძ­ლი­ათ შემ­დეგ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:

სს „ თი­ბი­სი ბან­კი“-TBC BANK; მიმ­ღე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა -მა­ნა­ნა გვა­სა­ლია;

სა­ბან­კო ან­გა­რი­ში - GE26TB7447145061600017

ბი­ლა­ი­ნის და მაგ­თის აბო­ნენ­ტებ­მა და­რე­კეთ 0901 700 039

ავ­ტო­რი: თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

ავტორი:

ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელიც კომაში ჩავარდნილი შვილიშვილისთვის ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა, ავარიის შედეგად გარდაიცვალა

ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელიც კომაში ჩავარდნილი შვილიშვილისთვის ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა, ავარიის შედეგად გარდაიცვალა

მომღერალ ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით, დღეს დილით სააავადმყოფოში გარდაიცვალა. 83 წლის მოხუცს ავტომანქანა ორი დღის წინ, მუხიანში დაეჯახა. მოხუცი გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა და ქალი მძიმედ დაშავდა. მიღებული ტრავმები ძალიან მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

AMBEBI.GE ჯაბა ბოჯგუას დედას, მანანა გვასალიას დაუკავშირდა. მისი თქმით, 85 წლის მოხუცი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო და კომაში ჩავარდნილი შვილიშვილის მოვლისთვის საჭირო თანხის მოგროვებას ცდილობდა. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ბოჯგუებს ფინანსური დახმარება ესაჭიროებათ.

“გუშინწინ დილით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. გზაზე გადადიოდა და მანქანა დაეჯახა. სასწრაფო დახმარებას არ გაჰყვა საავადმყოფოში, მე დამირეკეს და სახლში მოვიყვანე. ერთ საათში მდგომარეობა დამძიმდა და გადავიყვანეთ ტრავმატოლოგიურში. ბარძაყი ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, შინაგანი სისხლდენა მიდიოდა ორგანიზმში და ოპერაცია ვერ გადაიტანა”, - ამბობს მანანა გვასალია.

VIDEO: "წამიყვანეთ, ჯაბას ვჭირდებიო... ამ სიტყვებით აღმოხდა სული" - ჯაბა ბოჯგუას 83 წლის ბებია ავარიის შედეგად გარდაიცვალა

მისივე თქმით, მოხუცს ბოლო წუთამდე გონება არ დაუკარგავს და ახლობლებს სახლში წაყვანას სთხოვდა.

“წამიყვანეთ, ჯაბას ვჭირდები! - მხოლოდ ამ სიტყვებს ამბობდა და ამ ლაპარაკში დალია სული. ახლა არანაირი საშუალება არ მაქვს, დედაჩემი ჩვენი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. პირველ რიგში რაც მჭირდება მომვლელია, რომ ჯაბას მოვლაში დამეხმაროს. 2 დღეა ჯაბაც არ არის კარგად, არ ვიცი მგონი გრძნობს რაღაცას”, - ამბობს ჯაბა ბოჯგუას დედა.

მომღერალი ჯაბა ბოჯგუა თითქმის 10 წელია კომაშია. მას დედა, მანანა გვასალია და მოხუცი ბებო უვლიდნენ. ეს უკანასკნელი შვილიშვილის დასახმარებლად ზოგჯერ ქუჩაში მოწყალებასაც ითხოვდა... ბოჯგუას გულის პრობლემები ბავშვობიდან აწუხებდა. 10 წლის წინ ის დააპატიმრეს და გულის შეტევა ციხეში მოუვიდა. ციხის საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს, რის გამოც კომაში ჩავარდა და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვეღარ ხერხდება.

ბოჯგუების ოჯახის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

სს „ თიბისი ბანკი“-TBC BANK; მიმღების დასახელება -მანანა გვასალია;

საბანკო ანგარიში - GE26TB7447145061600017

ბილაინის და მაგთის აბონენტებმა დარეკეთ 0901 700 039

ავტორი: თიკო გურაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

სოფელ ოფურჩხეთში ნამახვანჰესის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა - რა პრობლებებზე საუბრობენ ადგილობრივები

"სად იყო საზოგადოება, როცა ქალბატონ ჯულიეტამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონარა კინწურაშვილი გამოეთხოვა წუთისოფელს?" - გიორგი კალანდია გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება