ავტორი:

"ორსულობა არ არის ავადმყოფობა" - რა ეკრძალება და რა უნდა გააკეთოს აუცილებლად ორსულმა ქალმა

"ორსულობა არ არის ავადმყოფობა" - რა ეკრძალება და რა უნდა გააკეთოს აუცილებლად ორსულმა ქალმა

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად საპასუხისმგებლო პერიოდია. ახალი სიცოცხლის ჩასახვა, დიდ მოლოდინსა და სიხარულთან ერთად, დიდ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, რომელსაც ქალმა სათანადოდ უნდა უპასუხოს.

რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა და სწორი კვება ფეხმძიმობისას, როგორ დავიცვათ თავი სხვადასხვა ვირუსული დაავადებებისგან და რაც მთავარია, შევიკავოთ თუ არა თავი საკეისრო კვეთისგან - ამ და სხვა საკითხებზე "ოჯახის მკურნალს" მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა ესაუბრება:

"ორსულის იმუნური სისტემა დათრგუნულია, ამიტომ მისი ორგანიზმი უფრო მგრძნიბიარეა სეზონური ინფექციების მიმართ. ის უნდა მოერიდის ხალხმრავალ ადგილებს. რეკომენდირებულია, ოთახების ხშირი განიავება, სახლი იქნება ეს თუ სამსახური. მკაცრად უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები. ხშირად ვიბანოთ ხელები, საჭიროების შემთხვევაში ნიღაბიც უნდა ვატაროთ.

კვება კი გავაძლიეროთ ისეთი პროდუქტებით, რომლებიც ამაღლებენ ორსულის იმუნურ სისტემას.

– რამდენად მნიშვნელოვანია ორსულისთვის აქტიური ცხოვრების წესი, რა როლი ენიჭება ფიზიკურ დატვირთვას?

– სანამ შეკითხვაზე პასუხს გაგცემდეთ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ორსულობა არ არის ავადმყოფობა. ეს ერთგვარი მდგომარეობაა, რომელსაც ქალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. ფეხმძიმობისას, მთელი დატვირთვა ხერხემალზე და ძვლოვან სისტემაზე მოდის. სწორედ ამიტომ, დილის და საღამოს მსუბუქი გამამხნევებელი ვარჯიშები დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე – ამცირებს წელის და ზურგის ტკივილს, რაც ორსულებისთვის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.

მნიშვნელოვანია ასევე ყოველ საღამოს სეირნობა, წყლის აბაზანები, ცურვა და იოგა, თუმცა, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში.

არის რიგი საკითხები, სადაც სიფრთხილე გვმართებს. მაგალითისთვის, ორსულთათვის არ შეიძლება ცხენზე ჯირითი, აერობიკა, ველოსიპედით სიარული ან ხტუნვა.

– საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, საკეისრო კვეთას აუცილებლად ფიზიოლოგიური მშიბიარობა სჯობს ეს მითია თუ რეალობა?

–ახლავე განგიმარტავთ. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს, ბავშვი თვითონაა ჩართული ქვეყნად მოვლინების პროცესში რის გამოც, შემდგომ, გარემოსთან უფრო მარტივად ადაპტირდება. საკეისრო კვეთისას კი ბავშვი მძინარე პოზიციაშია და ეს გარკვეულწილად მისთვის სტრესია. მას გარემო პირობებთან შეგუებაც შეიძლება გაუჭირდეს. ნაყოფის თავზე რბილი სამშობიარო გზების, საშვილოსნოსა და საშოს კუნთების "მოჭერა" იწვევს ნერვული სისტემის იმ უბნების აქტივაციას, რაც შემდგომი რეფლექსების განვითარების საწინდარია.

თუ რა გზით უნდა იმშობიაროს ფეხმძიმემ ეს ექიმმა უნდა დაადგინოს, რა თქმა უნდა, ფეხმძიმე ქალის მდგომარეობის გათვალისწინებით.

წაიკითხეთ ვრცლად mkurnali.ge-ზე

"კარგად ესმის და კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს" - რას წერს ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

"ისევ ისეთი პრინცესული და ლამაზი ვარ..." - მაკო გომურს თვალზე კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა