"ფორმულა კრეატივის"ერთ-ერთმა თანამშრომელმა ლევან როსტომაულმა პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა .აღნიშნულის შესახებ მან"ინტერპრესნიუსს" "რუსთავი 2"-თან მიმდინარე აქციაზე განუცხახა.
"ფორმულა კრეატივი" დავტოვე იმ მიზეზის გამო, რაც ეთერში განაცხადა ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ და ასევე, ნიკა გვარამიამ. პროტესტის ნიშნად ვტოვენ სამსახურს", განაცხადა ლევან როსტომაულმა.
"რუსთავი 2"-ის შენობასთან შეკრებილი მოქლაქეები აცხადებენ, რომ დღეს დაშლას არ აპირებენ. მათი განცხადებით, კანონის გათვალისწინებით, უნდა დაისაჯოს ყველა პროვოკატორი".
აქციის, ერთ-ერთი მონაწილის, პაატა სივაძის თქმით, ამ მოთხოვნის შესრულებას ისინი დილამდე ითხოვენ. ამასთან, მისი თქმით, ცოტა ხანში შეიკრიბება საორგანიზაციო ჯგუფი, სადაც განიხილავენ სამოქმედო გეგმას იმაზე, თუ რას მოიმოქმედებენ 06:00 საათის შემდეგ ტელევიზიის შენობასთან შეკრებილები არიან მოქალქეები.