ჩვენ ჩვენი მშვიდობისა და ქვეყნის დასაცავად ვართ მოსული - არ გვინდა “რუსთავი 2“-მა ეს ქვეყანა დაღუპოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ოფისთან შეკრებილები აცხადებენ.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, ტელეკომპანია თავად გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ დატოვონ და “ქვეყნიდან მოშორდნენ“. ამასთან, რიგი გამომსვლელების აზრით, ტელევიზია საერთოდ უნდა დაიხუროს და სამუდამოდ შეწყვიტოს მაუწყებლობა.
“წადით, მოშორდით, დაგვანებეთ თავი - საქართველო ამ ადამიანების გარეშე“, - ასე სკანდირებენ “რუსთავი2“-თან შეკრებილები, რომელთა შეფასებით, გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტ პუტინისადმი მიმართვა პროვოკაცია იყო.
აქციის მონაწილეები “რუსთავი2“-ს “ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიად მოიხსენიებენ.