მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა" - ნიკა გვარამია აქციის მონაწილეებზე
"ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა" - ნიკა გვარამია აქციის მონაწილეებზე

ახლა უკვე ად­გი­ლი აქვს სის­ტე­მურ ძა­ლა­დო­ბას ჩვენს ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ოპე­რა­ტო­რებ­ზე. რა­საც ჩვენ ვუ­ყუ­რებთ, ეს არ არის სპონ­ტა­ნუ­რად შეკ­რე­ბილ აქ­ცია, არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ცია, - ამის შე­სა­ხებ „რუს­თა­ვი 2“-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და.

„ვხე­დავთ აქ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნაც­ნობ სა­ხე­ებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა ვი­თა­რე­ბა­ში ჰყავს გა­ვე­შე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრო­პუ­ტი­ნის­ტურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ახლა უკვე შეგ­ვიძ­ლია, ეს და­ნამ­დვი­ლე­ბით ვთქვათ. ჩვენ მი­ვიჩ­ნევთ, რომ დღეს გა­ბუ­ნი­ას ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტი­სა და შეც­დო­მის ერ­თა­დერ­თი პო­ზი­ტი­უ­რი მხა­რე აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოხ­და აბ­სო­ლუ­ტუ­რი ლუსტრა­ცია, მი­ვი­ღეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კი­დევ უფრო მეტი ხა­რის­ხის ლუსტრა­ცია, ვიდ­რე ეს იყო გავ­რი­ლო­ვის მოვ­ლე­ნე­ბის დროს. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ აი­ტა­ნა მის ეთერ­ში პუ­ტი­ნის უხამ­სად მოხ­სე­ნი­ე­ბა. ვიძ­ლე­ვი გან­კარ­გუ­ლე­ბას, რომ მო­იხ­სნას ყვე­ლა ჯგუ­ფი პირ­და­პი­რი გა­შუ­ქე­ბი­დან. ეს ბრბო არის სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, ისე­ვე რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ამი­ტომ ჩვენ ვწყვეტთ პირ­და­პირ ტრანსლა­ცი­ას და ამ წუ­თი­დან, ვიდ­რე არ იქ­ნე­ბა სრუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი „რუს­თა­ვი2-„ის, ჩვენ სა­ერ­თოდ ვა­ჩე­რებთ მა­უ­წყებ­ლო­ბას. მაშ ასე, „რუს­თა­ვი 2“ წყვეტს სა­კუ­თარ მა­უ­წყებ­ლო­ბას, ჩვენ ახლა ვაქ­რობთ მიმ­დი­ნა­რე ეთერს, ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი შე­მო­ვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის მიერ მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­წყვე­ტის მი­უ­ხე­და­ვად, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დაშ­ლას არ აპი­რე­ბენ. რო­გორც ისი­ნი აცხა­დე­ბენ, მათი მო­თხოვ­ნა არა მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­წყვე­ტა, არა­მედ ნიკა გვა­რა­მი­ას და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, რის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­საც ელო­დე­ბი­ან.

„ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა ერთი - აიკ­რძა­ლოს ამ ქვე­ყა­ნა­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყვე­ლა­ნა­ი­რი მიმ­დე­ვა­რი თა­ვი­სი ტე­ლე­ვი­ზი­ით. ესე­ნი აკე­თე­ბენ ყვე­ლა­ფერს, რომ ხელი შე­უ­წყონ ოკუ­პა­ცი­ას“, - ით­ქვა აქ­ცი­ა­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, გვა­რა­მი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, არ­ხმა დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­როს მა­უ­წყებ­ლო­ბა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა" - ნიკა გვარამია აქციის მონაწილეებზე

"ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა" - ნიკა გვარამია აქციის მონაწილეებზე

ახლა უკვე ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას ჩვენს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არ არის სპონტანურად შეკრებილ აქცია, არამედ ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული აქცია, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„ვხედავთ აქ აბსოლუტურად ნაცნობ სახეებს, რომლებიც ყველა ვითარებაში ჰყავს გავეშებული საქართველოს პროპუტინისტურ ხელისუფლებას, ახლა უკვე შეგვიძლია, ეს დანამდვილებით ვთქვათ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ დღეს გაბუნიას ძალიან სამწუხარო ინციდენტისა და შეცდომის ერთადერთი პოზიტიური მხარე აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში მოხდა აბსოლუტური ლუსტრაცია, მივიღეთ ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი ხარისხის ლუსტრაცია, ვიდრე ეს იყო გავრილოვის მოვლენების დროს. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიტანა მის ეთერში პუტინის უხამსად მოხსენიება. ვიძლევი განკარგულებას, რომ მოიხსნას ყველა ჯგუფი პირდაპირი გაშუქებიდან. ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა, ისევე როგორც ხელისუფლება, ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ პირდაპირ ტრანსლაციას და ამ წუთიდან, ვიდრე არ იქნება სრული უსაფრთხოება უზრუნველყოფილი „რუსთავი2-„ის, ჩვენ საერთოდ ვაჩერებთ მაუწყებლობას. მაშ ასე, „რუსთავი 2“ წყვეტს საკუთარ მაუწყებლობას, ჩვენ ახლა ვაქრობთ მიმდინარე ეთერს, ყველა ჟურნალისტი შემოვა ტერიტორიაზე“, - განაცხადა გვარამიამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მაუწყებლობის შეწყვეტის მიუხედავად, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათი მოთხოვნა არა მაუწყებლობის შეწყვეტა, არამედ ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას სამსახურიდან გათავისუფლებაა, რის დაკმაყოფილებასაც ელოდებიან.

„ჩვენი მოთხოვნაა ერთი - აიკრძალოს ამ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყველანაირი მიმდევარი თავისი ტელევიზიით. ესენი აკეთებენ ყველაფერს, რომ ხელი შეუწყონ ოკუპაციას“, - ითქვა აქციაზე.

აღნიშნულის მიუხედავად, გვარამიას გადაწყვეტილებას, არხმა დროებით შეაჩეროს მაუწყებლობა, აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები