ავტორი:

"რუსთავი 2"-ის შენობასთან შეკრებილები გვარამიას და გაბუნიას სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ

"რუსთავი 2"-ის შენობასთან შეკრებილები გვარამიას და გაბუნიას სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ

„რუსთავი 2“-ის შენობასთან შეკრებილები ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი მოთხოვნაა პასუხი აგოს ყველა პროვოკატორმა.

„მოვითხოვთ გვარამიამ და გაბუნიამ დატოვონ „რუსთავი 2“. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ყველა პროვოკატორმა, რომელიც ქვეყანას ემუქრება, დატოვოს თანამდებობა. ყველა პროვოკატორმა თანაბრად უნდა აგოს პასუხი. გაყვნენ რუსეთის მიმართულებით ბოლო რეისს“, - განაცხადეს ტელეკომპანიასთან შეკრებილებმა.

მათივე თქმით, გაბუნიასგან ბოდიში მიუღებელია.

„ვის უნდა მოუხადოს ბოდიში? თუ გინების თავი არ ჰქონდა, რას აგინებდა? გამორიცხულია - უნდა წავიდეს“, - აღნიშნეს აქციაზე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."