მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2" განცხადებას ავრცელებს
"რუსთავი 2" განცხადებას ავრცელებს

ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას მიერ, გა­და­ცე­მა “პოსტ კრიპ­ტუმ­ში” გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჭი­როდ მიგ­ვაჩ­ნია და­ვა­ფიქ­სი­როთ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის პო­ზი­ცია. პირ­ველ რიგ­ში, ბო­დიშს ვუხ­დით მა­ყუ­რე­ბელს მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გამო. მი­ვიჩ­ნევთ, რომ ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი ფა­სე­უ­ლო­ბის და­სა­ცა­ვად ჟურ­ნა­ლის­ტმა, თუნ­დაც სა­კუ­თარ სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში სა­ავ­ტო­რო პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის დროს უნდა და­იც­ვას არ­ხის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა და მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი ეთე­რის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ეთი­კუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი.

გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა, მათ შო­რის მწვა­ვე და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი, და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ იმ ვი­თა­რე­ბა­ში რო­დე­საც ჯდე­ბა არ­ხის მიერ გან­სა­ზღვრულ და ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დად­გე­ნილ ეთი­კუ­რო­ბის ფარ­გლებ­ში. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­კუ­თა­რი სა­ავ­ტო­რო გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის დროს, ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის კონ­ტექ­სტი. მი­ვიჩ­ნევთ რომ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა არ არის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ჩვე­ნი არ­ხის მიერ დად­გე­ნილ მა­ღალ სტან­დარ­ტებ­თან და ამის შე­სა­ხებ იმ­სჯე­ლებს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თვირთრე­გუ­ლი­რე­ბის ორ­გა­ნო.

გარ­და ამი­სა, ტე­ლე­კომ­პა­ნია კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან თავ­დას­ხმებს და მუ­ქა­რებს სა­პა­სუ­ხო მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. წამ­ყვა­ნის მხრი­დან ეთი­კუ­რი სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი და მით უფრო მუ­ქა­რა სა­პა­სუ­ხო რე­ა­გი­რე­ბის შე­სა­ხებ, არის კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა, მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ჩა­რე­ვა და ცენ­ზუ­რის და­კა­ნო­ნე­ბა. ტე­ლე­კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2-თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის კონ­ტექ­სტში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ­გვა­რი ქმე­დე­ბა შე­ი­ცავს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან ან­გა­რიშს­წო­რე­ბის რე­ა­ლურ საფრ­თხეს. მო­ვუ­წო­დებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ ეთი­კის სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვის გან­ხილ­ვის გარ­და, მო­ახ­დი­ნოს მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"რუსთავი 2" განცხადებას ავრცელებს

"რუსთავი 2" განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ განცხადებას ავრცელებს.

„ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ, გადაცემა “პოსტ კრიპტუმში” გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია დავაფიქსიროთ ტელეკომპანიის პოზიცია. პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდით მაყურებელს მომხდარი ფაქტის გამო. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი ფასეულობის დასაცავად ჟურნალისტმა, თუნდაც საკუთარ საავტორო გადაცემაში საავტორო პოზიციის დაფიქსირების დროს უნდა დაიცვას არხის სარედაქციო პოლიტიკა და მაღალრეიტინგული ეთერისთვის შესაბამისი ეთიკური მოთხოვნები.

გამოხატვის ფორმა, მათ შორის მწვავე და პროვოკაციული, დასაშვებია მხოლოდ იმ ვითარებაში როდესაც ჯდება არხის მიერ განსაზღვრულ და ზოგადად საზოგადოებაში დადგენილ ეთიკურობის ფარგლებში. ასევე, მნიშვნელოვანია საკუთარი საავტორო განცხადების გაკეთების დროს, ჟურნალისტმა გაითვალისწინოს ტელეკომპანიასთან დაკავშირებული გარემოებების კონტექსტი. მივიჩნევთ რომ გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმა არ არის შესაბამისობაში ჩვენი არხის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებთან და ამის შესახებ იმსჯელებს ტელეკომპანიის თვირთრეგულირების ორგანო.

გარდა ამისა, ტელეკომპანია კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე. წამყვანის მხრიდან ეთიკური სტანდარტების დარღვევის გამო, ხელისუფლების მხრიდან ამგვარი განცხადებები და მით უფრო მუქარა საპასუხო რეაგირების შესახებ, არის კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიის თავისუფლებაში ჩარევა და ცენზურის დაკანონება. ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, ხელისუფლების ამგვარი ქმედება შეიცავს ტელეკომპანიასთან ანგარიშსწორების რეალურ საფრთხეს. მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჟურნალისტის მიერ ეთიკის სტანდარტების დარღვევის განხილვის გარდა, მოახდინოს მკაცრი რეაგირება ხელისუფლების განცხადებებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ