ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი გადაცემა "პოსკრიპტუმის“ წამყვან გიორგი გაბუნიას განცხადებებს აპროტესტებენ. შეკრებილების განცხადებით, არხმა ქვეყანას ომი გამოუცხადა, თუმცა საზოგადოებას სიმშვიდეში ცხოვრება სურს. ამიტომ ისინი „რუსთავი 2“-ს ბოიკოტს უცხადებენ და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ „პოსტკრპტუმის“ წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტს არაეთიკური განცხადებებით მიმართა.