პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გაბუნიას გინება ვლადიმერ პუტინისადმი და "ფეისბუქის" მწვავე რეაქცია - "ქვეყნის მტრობაა, რაც დღეს ეთერში იყო"
გიორგი გაბუნიას გინება ვლადიმერ პუტინისადმი და "ფეისბუქის" მწვავე რეაქცია - "ქვეყნის მტრობაა, რაც დღეს ეთერში იყო"

ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის გა­და­ცე­მა „პოსტსკრიპ­ტუ­მის“ წამ­ყვან­მა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინს პირ­და­პირ ეთერ­ში რუ­სუ­ლად აგი­ნა.

გა­ბუ­ნი­ამ კვი­რის 9-სა­ა­თი­ა­ნი გა­მოშ­ვე­ბა რუ­სუ­ლი მი­სალ­მე­ბით და­ი­წყო და პირ­და­პირ ვლა­დი­მერ პუ­ტინს მი­მარ­თა:

„მო­გე­სალ­მე­ბით ძვირ­ფა­სო მა­ყუ­რებ­ლე­ბო, თქვენ უყუ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ ტე­ლე­არხს. მინ­და პირ­ველ რიგ­ში უდი­დე­სი მო­კი­თხვა გა­დავ­ცე ჩვენს დიდ მე­გო­ბარს ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რის ძე პუ­ტინს.

ვო­ვა­ჩკა, შენ ხარ ორ­ღო­ბის მე­ძა­ვი... ჩვენს მშვე­ნი­ერ დე­და­მი­წა­ზე შენ­ნა­ი­რი უღ­მერ­თო არ­სე­ბის და მა­ხინ­ჯის ად­გი­ლი არ არის. წადი შენი.... შენს მო­ნებ­თან ერ­თად. შენი დე­დაც... უი, დე­და­შე­ნი მკვდა­რია, რა სამ­წუ­ხა­როა. დაე, და­იწ­ვას ჯო­ჯო­ხეთ­ში შენ­თან და მა­მა­შენ­თან ერ­თად...“, - ეს არის ნა­წი­ლი იმ უხამ­სი მი­მარ­თვი­სა, რომ­ლი­თაც გა­ბუ­ნი­ამ პირ­და­პი­რი ეთე­რით, ათა­სო­ბით მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე მი­მარ­თა პუ­ტინს.

ასევე დაგაინტერესებთ
23:27 / 07-07-2019

"პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ" - გიორგი გაბუნიას განცხადებებს პოლიტიკური ლიდერები ეხმაურებიან

23:52 / 07-07-2019

"არხი კატეგორიულად არ იზიარებს გაბუნიას გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას" - ნიკა გვარამია

18:27 / 08-07-2019

როგორ ეხმაურებიან რუსი ჟურნალისტები და მედია გაბუნიას მონოლოგს - "უტიფარი... რუბლით უნდა დავსაჯოთ"

18:40 / 08-07-2019

"რუსთავი 2" - გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება შეუჩერდა

21:49 / 08-07-2019

კადიროვი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება - "ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია"

09:33 / 16-06-2020

რა შემოუთვალა კადიროვმა გაბუნიას, როცა ტელეწამყვანმა პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა

გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ტექსტს მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ამ. ქარ­ტი­ის საბ­ჭო მას “არა­ე­თი­კუ­რად“ და “უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ“ აფა­სებს.

გა­ბუ­ნი­ას გი­ნე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა „რუს­თა­ვი 2“-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­უ­ღე­ბე­ლია ამ­გვა­რი ფორ­მით თვით­გა­მო­ხატ­ვა, თუმ­ცა წამ­ყვა­ნის პა­თოსს იზი­ა­რებს.

ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კეს წამ­ყვა­ნის მი­მარ­თვის ფორ­მა, მას ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და არა­ე­თი­კუ­რი უწო­დეს.

ნინო ჭა­ლა­გა­ნი­ძე - ჟურ­ნა­ლის­ტი­კის დოქ­ტო­რი; კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"უნი­ჭო­ბა, უზ­რდე­ლო­ბა და, რაც ყვე­ლა­ზე უა­რე­სია, ქვეყ­ნის მტრო­ბაა ის, რაც დღეს ეთერ­ში იყო. ეს ისე­თი­ვე ცხა­დია, რო­გორც სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია!"

გოგ­ლა ჟვა­ნია, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი:

"გა­ბუ­ნი­ას ქმე­დე­ბას შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა ჰქვია!!! ასე რომ, ეხლა ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ჯე­რია!!! სას­წრა­ფოდ და­ა­პა­ტიმ­რეთ!!!"

ზვი­ად ქო­რი­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

რაკი გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას დღე­ვან­დელ­მა რეპ­ლი­კამ ასე­თი გა­ცხო­ვე­ლე­ბუ­ლი სა­ჯა­რო დის­კუ­სია გა­მო­იწ­ვია, მსურს ჩემს ფე­ის­ბუქ-მე­გობ­რებს რამ­დე­ნი­მე მო­საზ­რე­ბა გა­გი­ზი­ა­როთ:

1. მი­მაჩ­ნია, რომ გა­ბუ­ნი­ას რეპ­ლი­კა იყო უხამ­სი. ცუ­დია, რო­დე­საც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის ფორ­მი­რე­ბი­სას უარს არ ამ­ბობს უხამ­სო­ბა­ზე. ამა­ზე მუდ­მი­ვად შეგ­ვიძ­ლია ვი­კა­მა­თოთ, თუმ­ცა ეს სა­კი­თხი ვე­რაფ­რით გას­ცდე­ბა თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის სფე­როს;

2. მი­მაჩ­ნია, რომ თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის სფე­როს უფრო მკაც­რი რეგ­ლა­მენ­ტა­ცია, რო­გო­რიც დღეს გვაქვს, უკვე ცენ­ზუ­რის მცდე­ლო­ბა იქ­ნე­ბა. ამი­ტომ არის სა­ხი­ფა­თო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წა­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბე­ბი მე­დი­ის კონ­ტრო­ლი­სა და სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ;

3. მი­მაჩ­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პო­ლი­ტი­კუ­რი სა­სა­უბ­რო­დან უნდა ამო­აგ­დოს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­ზღუ­და­ვი ზო­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. რამ­დე­ნა­დაც ხში­რად ვი­ტყვით, რომ "აიკ­რძა­ლოს რუს­თა­ვი-2", "აეკ­რძა­ლოს გა­ბუ­ნი­ას სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში ყოფ­ნა" და მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი, მით მალე და­ვემ­სგავ­სე­ბით ისეთ არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებს, რო­გორც თა­ვად რუ­სე­თია;

4. მი­მაჩ­ნია, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ფუძ­ვლებ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სია უნდა გა­ი­მარ­თოს, რათა დავ­რწმუნ­დეთ, რომ რუ­სე­თის ამო­ცა­ნა არის ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და­სუს­ტე­ბა და მისი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის ხა­რის­ხის და­ცე­მა;

5. მი­მაჩ­ნია, რომ ამ წუ­თებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი არა­ნაკ­ლებ პრო­ვო­კა­ცი­ულ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­მო­რა­ლი­ზე­ბის ხა­სი­ათს ატა­რებს, ვიდ­რე გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას უხამ­სი რეპ­ლი­კა.

დღეს კი­დევ ერთ ტესტს ვა­ბა­რებთ დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე. მთა­ვა­რია, არ და­ვუშ­ვათ სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა. "რუს­თა­ვი-2"-ს და მისი წამ­ყვა­ნის სა­ე­თე­რო მო­მა­ვა­ლი მა­ყუ­რებ­ლის გა­და­სა­წყვე­ტია და არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის. კი­დევ ერთხელ გი­დას­ტუ­რებთ, რომ მსგავ­სი უხამ­სო­ბა ჩემ­თვის პერ­სო­ნა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­შიც მი­უ­ღე­ბე­ლია და პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც.

ნატა ძვე­ლიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი:

"ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო არის ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მოჰ­ყვა გა­ბუ­ნი­ას მო­ნო­ლოგს გან­სა­კუთ­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მხრი­დან, თან იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ვცდი­ლობთ კა­ნონ­მდებ­ლე­ბი და­ვარ­წმუ­ნოთ, რომ არ შე­ა­სუს­ტოს თვით­რე­გუ­ლი­რე­ბა. ახლა სწო­რედ ეს დის­კუ­სია გვაქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რად­გან არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი.

ამით ზი­ან­დე­ბა მთე­ლი მე­დი­ა­გა­რე­მო. მარ­თლა ვე­ღარ ავუ­დი­ვართ ნიშ­ნის­მო­გე­ბით სა­უ­ბარს, "აი, ასე­თი გა­და­ცე­მე­ბი გინ­დათ?" კი­თხვებს. არ­გუ­მენ­ტე­ბი გვი­სუს­ტდე­ბა რა­ტომ არ უნდა შე­ი­ზღუ­დოს კონ­ტენ­ტი.

ქარ­ტი­ამ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, მეტი მას არა­ფე­რი შე­უძ­ლია. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა არ არის ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. ამი­ტომ სტა­ტუსს ვე­რა­ვინ ვე­რა­ვის შე­უ­ჩე­რებს. ქარ­ტია არ არის სა­დამ­სჯე­ლო ორ­გა­ნო, ის თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის ორ­გა­ნოა, რო­მე­ლიც უპირ­ვე­ლე­სად მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მარ­თვის­თვის არის შექ­მნი­ლი.

მი­მარ­თეთ თა­ვად მა­უ­წყებ­ლის თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის ორ­გა­ნოს. სწო­რედ მე­ნე­ჯმენტს აქვს პრე­რო­გა­ტი­ვა იმ­სჯე­ლოს რას და რო­გორ იმოქ­მე­დებს მა­შინ, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტი არა­ე­თი­კუ­რად იქ­ცე­ვა.

და­ვით გა­ბუ­ნია, მწე­რა­ლი:

"უგე­მოვ­ნო­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის (ლა­მის) მთა­ვა­რი მტე­რი­აო. მოგ­ვა­რევ".

ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნია, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ქვრი­ვი:

"სის­ხლზე და­გე­ში­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი პა­თო­ლო­გი ტე­ლე­ვი­ზია".

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ცალ­კე „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ და ცალ­კე რ2 (ან ერ­თად. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?) ახერ­ხე­ბენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ბან­ძონ, - უკუ­პა­ცი­ას­თან ბრძო­ლაც კი!"

ზურა ვარ­დი­აშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ჩემს სტუ­დენ­ტებს - რაც გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ ქნა, ეგ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა არ იყო. ჩვენს პო­ლი­ტი­კო­სებს - არც პო­ლი­ტი­კო­სო­ბა არ არის თქვე­ნი ის­ტე­რია - რომ ახლა გა­ბუ­ნი­ას გი­ნე­ბის გამო დაგ­ვბომ­ბავს რუ­სე­თი".

თე­ო­ნა ბაღ­და­ვა­ძე, PR მე­ნე­ჯე­რი:

"ხომ უნდა მო­ა­ხერ­ხო, პუ­ტინს ისე აგი­ნო, მთე­ლი ქვე­ყა­ნა შენ გა­გი­ნებ­დეს!"

ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე, პო­ლი­ტო­ლო­გი:

"და­ი­ცა­ვით ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის მო­რი­გი ოკუ­პა­ცი­ის­გან! აგე­ბი­ნეთ პა­სუ­ხი ყვე­ლას, ვინც რუ­სის ჯარს მო­უ­ძღვე­ბა ქვე­ყა­ნა­ში!!! და­ი­ცა­ვით ჩვე­ნი შვი­ლე­ბი!!! არა­ნა­ი­რი დან­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ებს!!!"

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია, მომ­ღე­რა­ლი:

"ჩემი ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი მწე­რენ რუ­სე­თი­დან, ყვე­ლა რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა, ამ ნი­უ­სით იწყე­ბაო... ხვა­ლი­დან ქუ­ჩა­ში ვე­ღარ გა­ვალთ, ისევ და­ი­წყე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის რეპ­რე­სი­ე­ბიო! გა­ბუ­ნია-უტვი­ნო!!!"

ეკა ლა­ლი­აშ­ვი­ლი, "სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე:

"გახ­სნი­ლი ტექ­სტე­ბით ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა თუნ­დაც მტრის და ოკუ­პან­ტის მი­სა­მარ­თით მი­სა­ღე­ბია ჩვენ­თვის? ასე­თი სი­ძულ­ვი­ლის ენა და აგ­რე­სია ხომ უკან გვიბ­რუნ­დე­ბა ას­მა­გად? პატ­რი­ო­ტიზ­მი ცოტა სხვა რამე მგო­ნია! ვფიქ­რობ ხალ­ხს ბო­დი­ში უნდა მოგ­ვი­ხა­დონ ეს რომ მოგ­ვას­მე­ნი­ნეს!"

დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე:

"სა­ზა­რე­ლი და ამაზ­რზე­ნი მო­სას­მე­ნია სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რი­დან ჟურ­ნა­ლის­ტის უხამ­სი გი­ნე­ბა, სუ­ლერ­თია, ვის მი­მარ­თაა ნათ­ქვა­მი. მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თვე­ლე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ ამ უხამ­სო­ბას გმობს სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნად, გა­ბუ­ნი­ას საქ­ცი­ელ­მა მა­ინც ისე­თი ფონი შექ­მნა, რომ თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თხმად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ პუ­ტი­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფას და იცა­ვენ მას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ ფონს ისევ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს ოკუ­პან­ტი და მისი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა. ასეა, უა­რე­სი შე­დე­გი მო­აქვს სი­ცო­ფის­გან თა­ვის და­კარ­გვას და და­უ­ფიქ­რე­ბელ ლა­პა­რაკს, რა თქმა უნდა, თუ გა­მიზ­ნუ­ლად არ იყო ნათ­ქვა­მი ეს უხამ­სო­ბა".

გა­ბუ­ნი­ას ტე­ლე­მი­მარ­თვას გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რი, პრე­ზი­დენ­ტი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მაც, რომ­ლის თქმი­თაც, "რუ­სულ იმ­პე­რი­ა­ლიზ­მთან და ოკუ­პა­ცი­ას­თან ბრძო­ლი­სას ქარ­თუ­ლი მე­დია ის­ტე­რი­ულ რუ­სულ მე­დი­ას არ უნდა და­ემ­სგავ­სოს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასეა ეს
1

საინტერესოა მსგავსი შეურაცხყოფა რომ მიაყენონ გაბუნიას(რასაც ნამდვილად იმსახურებს ის და მისი დამკვეთიც) როგორი იქნებოდა მისი რეაქცია?! მსგავაი ქმედება მის ლაჩრიბაზე უფრო მეტყველებს ვიდრე ე.წ. ვაჟკაცობაზე

Iana
0

რა იყო,დაფრთხით ლაჩრებო?)))) ყოჩაღ გაბუ!!!!!...იღავღავონ ამ რუსეთუმებმა..შენ შენი აკეთე..შენ გარეგნობას რომ დასცინებენ,სოლოლაკელი ჩაპლინა დაავიწყდათ.....:DDDDD

ავტორი:

გიორგი გაბუნიას გინება ვლადიმერ პუტინისადმი და "ფეისბუქის" მწვავე რეაქცია - "ქვეყნის მტრობაა, რაც დღეს ეთერში იყო"

გიორგი გაბუნიას გინება ვლადიმერ პუტინისადმი და "ფეისბუქის" მწვავე რეაქცია - "ქვეყნის მტრობაა, რაც დღეს ეთერში იყო"

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა.

გაბუნიამ კვირის 9-საათიანი გამოშვება რუსული მისალმებით დაიწყო და პირდაპირ ვლადიმერ პუტინს მიმართა:

„მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ უყურებთ საქართველოს მთავარ ტელეარხს. მინდა პირველ რიგში უდიდესი მოკითხვა გადავცე ჩვენს დიდ მეგობარს ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს.

ვოვაჩკა, შენ ხარ ორღობის მეძავი... ჩვენს მშვენიერ დედამიწაზე შენნაირი უღმერთო არსების და მახინჯის ადგილი არ არის. წადი შენი.... შენს მონებთან ერთად. შენი დედაც... უი, დედაშენი მკვდარია, რა სამწუხაროა. დაე, დაიწვას ჯოჯოხეთში შენთან და მამაშენთან ერთად...“, - ეს არის ნაწილი იმ უხამსი მიმართვისა, რომლითაც გაბუნიამ პირდაპირი ეთერით, ათასობით მაყურებლის წინაშე მიმართა პუტინს.

გიორგი გაბუნიას ტექსტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტიის საბჭო მას “არაეთიკურად“ და “უპასუხისმგებლოდ“ აფასებს.

გაბუნიას გინებას გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, თუმცა წამყვანის პათოსს იზიარებს.

ფეისბუქმომხმარებლებმა მწვავედ გააკრიტიკეს წამყვანის მიმართვის ფორმა, მას ანტისახელმწიფოებრივი და არაეთიკური უწოდეს.

ნინო ჭალაგანიძე - ჟურნალისტიკის დოქტორი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი:

"უნიჭობა, უზრდელობა და, რაც ყველაზე უარესია, ქვეყნის მტრობაა ის, რაც დღეს ეთერში იყო. ეს ისეთივე ცხადია, როგორც საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება, რომ რუსეთი ოკუპანტია!"

გოგლა ჟვანია, “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი:

"გაბუნიას ქმედებას შუღლის გაღვივება ჰქვია!!! ასე რომ, ეხლა ქართული მართლმსაჯულების ჯერია!!! სასწრაფოდ დააპატიმრეთ!!!"

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი:

რაკი გიორგი გაბუნიას დღევანდელმა რეპლიკამ ასეთი გაცხოველებული საჯარო დისკუსია გამოიწვია, მსურს ჩემს ფეისბუქ-მეგობრებს რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ:

1. მიმაჩნია, რომ გაბუნიას რეპლიკა იყო უხამსი. ცუდია, როდესაც მედიასაშუალება სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებისას უარს არ ამბობს უხამსობაზე. ამაზე მუდმივად შეგვიძლია ვიკამათოთ, თუმცა ეს საკითხი ვერაფრით გასცდება თვითრეგულირების სფეროს;

2. მიმაჩნია, რომ თვითრეგულირების სფეროს უფრო მკაცრი რეგლამენტაცია, როგორიც დღეს გვაქვს, უკვე ცენზურის მცდელობა იქნება. ამიტომ არის სახიფათო ხელისუფლების წამომადგენელთა განცხადებები მედიის კონტროლისა და საპასუხო ქმედებების შესახებ;

3. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური სასაუბროდან უნდა ამოაგდოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ზომების ჩამონათვალი. რამდენადაც ხშირად ვიტყვით, რომ "აიკრძალოს რუსთავი-2", "აეკრძალოს გაბუნიას სატელევიზიო ეთერში ყოფნა" და მსგავსი განცხადებები, მით მალე დავემსგავსებით ისეთ არადემოკრატიულ ქვეყნებს, როგორც თავად რუსეთია;

4. მიმაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის საფუძვლებზე სერიოზული საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსია უნდა გაიმართოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის ამოცანა არის ქართული სახელმწიფოს დასუსტება და მისი დემოკრატიულობის ხარისხის დაცემა;

5. მიმაჩნია, რომ ამ წუთებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულ და საზოგადოების დემორალიზების ხასიათს ატარებს, ვიდრე გიორგი გაბუნიას უხამსი რეპლიკა.

დღეს კიდევ ერთ ტესტს ვაბარებთ დემოკრატიაზე. მთავარია, არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა. "რუსთავი-2"-ს და მისი წამყვანის საეთერო მომავალი მაყურებლის გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მსგავსი უხამსობა ჩემთვის პერსონალურ ურთიერთობებშიც მიუღებელია და პროფესიულ საქმიანობაშიც.

ნატა ძველიშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი:

"ყველაზე სახიფათო არის ის განცხადებები, რომელიც მოჰყვა გაბუნიას მონოლოგს განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, თან იმ პირობებში, როდესაც ვცდილობთ კანონმდებლები დავარწმუნოთ, რომ არ შეასუსტოს თვითრეგულირება. ახლა სწორედ ეს დისკუსია გვაქვს ხელისუფლებასთან, რადგან არსებობს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ამით ზიანდება მთელი მედიაგარემო. მართლა ვეღარ ავუდივართ ნიშნისმოგებით საუბარს, "აი, ასეთი გადაცემები გინდათ?" კითხვებს. არგუმენტები გვისუსტდება რატომ არ უნდა შეიზღუდოს კონტენტი.

ქარტიამ გააკეთა განცხადება, მეტი მას არაფერი შეუძლია. ჟურნალისტიკა არ არის ლიცენზირებული საქმიანობა. ამიტომ სტატუსს ვერავინ ვერავის შეუჩერებს. ქარტია არ არის სადამსჯელო ორგანო, ის თვითრეგულირების ორგანოა, რომელიც უპირველესად მოქალაქეების მიმართვისთვის არის შექმნილი.

მიმართეთ თავად მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს. სწორედ მენეჯმენტს აქვს პრეროგატივა იმსჯელოს რას და როგორ იმოქმედებს მაშინ, როდესაც ჟურნალისტი არაეთიკურად იქცევა.

დავით გაბუნია, მწერალი:

"უგემოვნობა კაცობრიობის (ლამის) მთავარი მტერიაო. მოგვარევ".

ნინო ქადაგიძე-ჟვანია, ზურაბ ჟვანიას ქვრივი:

"სისხლზე დაგეშილი სააკაშვილი და მისი პათოლოგი ტელევიზია".

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"ცალკე „ნაცმოძრაობა“ და ცალკე რ2 (ან ერთად. რა მნიშვნელობა აქვს?) ახერხებენ ყველაფერი გააბანძონ, - უკუპაციასთან ბრძოლაც კი!"

ზურა ვარდიაშვილი, ჟურნალისტი:

"ჩემს სტუდენტებს - რაც გიორგი გაბუნიამ ქნა, ეგ ჟურნალისტიკა არ იყო. ჩვენს პოლიტიკოსებს - არც პოლიტიკოსობა არ არის თქვენი ისტერია - რომ ახლა გაბუნიას გინების გამო დაგვბომბავს რუსეთი".

თეონა ბაღდავაძე, PR მენეჯერი:

"ხომ უნდა მოახერხო, პუტინს ისე აგინო, მთელი ქვეყანა შენ გაგინებდეს!"

ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტოლოგი:

"დაიცავით ქვეყანა რუსეთის მორიგი ოკუპაციისგან! აგებინეთ პასუხი ყველას, ვინც რუსის ჯარს მოუძღვება ქვეყანაში!!! დაიცავით ჩვენი შვილები!!! არანაირი დანდობა საქართველოს მოღალატეებს!!!"

ხათუნა ჟორდანია, მომღერალი:

"ჩემი ქართველი მეგობრები მწერენ რუსეთიდან, ყველა რუსული საინფორმაციო გამოშვება, ამ ნიუსით იწყებაო... ხვალიდან ქუჩაში ვეღარ გავალთ, ისევ დაიწყება ქართველების რეპრესიებიო! გაბუნია-უტვინო!!!"

ეკა ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე:

"გახსნილი ტექსტებით ბილწსიტყვაობა თუნდაც მტრის და ოკუპანტის მისამართით მისაღებია ჩვენთვის? ასეთი სიძულვილის ენა და აგრესია ხომ უკან გვიბრუნდება ასმაგად? პატრიოტიზმი ცოტა სხვა რამე მგონია! ვფიქრობ ხალხს ბოდიში უნდა მოგვიხადონ ეს რომ მოგვასმენინეს!"

დეკანოზი თამაზ ლომიძე:

"საზარელი და ამაზრზენი მოსასმენია სატელევიზიო ეთერიდან ჟურნალისტის უხამსი გინება, სულერთია, ვის მიმართაა ნათქვამი. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველების დიდი უმრავლესობა სწორედ ამ უხამსობას გმობს სრულიად სამართლიანად, გაბუნიას საქციელმა მაინც ისეთი ფონი შექმნა, რომ თითქოს საქართველოს მთავრობა და ქართველები ერთხმად აპროტესტებენ პუტინის შეურაცხყოფას და იცავენ მას საქართველოში. ამ ფონს ისევ ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს ოკუპანტი და მისი პროპაგანდისტული მანქანა. ასეა, უარესი შედეგი მოაქვს სიცოფისგან თავის დაკარგვას და დაუფიქრებელ ლაპარაკს, რა თქმა უნდა, თუ გამიზნულად არ იყო ნათქვამი ეს უხამსობა".

გაბუნიას ტელემიმართვას გამოეხმაურნენ საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები. განცხადება გაავრცელა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც, რომლის თქმითაც, "რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ქართული მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს".

ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავ მანქანას ხე დაეცა - რა ფოტოებს აქვეყნებს "პარტიზანული მებაღეობა"

"ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, არც ლაპარაკობს, თუმცა..." - ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის შესახებ მისი მეუღლე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

"კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება" - სახალხო დამცველი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე