სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არხი კატეგორიულად არ იზიარებს გაბუნიას გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას" - ნიკა გვარამია
"არხი კატეგორიულად არ იზიარებს გაბუნიას გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას" - ნიკა გვარამია

ამ არ­ხის ფარ­გლებ­ში ამ­გვა­რი თვით­გა­მო­ხატ­ვა არხს კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვებ­ლად და მი­უ­ღე­ბე­ლად მი­აჩ­ნია, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით “რუს­თა­ვი 2“-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია გა­და­ცე­მა “პოსტსკრიპ­ტუ­მის“ წამ­ყვა­ნის გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას მიერ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი მი­მარ­თვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, სა­კი­თხზე თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის ფარ­გლებ­ში იმ­სჯე­ლე­ბენ და მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­თა­ნა­დო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ავ­ტორ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მი­მარ­თვა იყო სა­ავ­ტო­რო ტექ­სტი, გა­და­ცე­მაც არის სა­ავ­ტო­რო და მას­ში ჩა­რე­ვა არ ხდე­ბა.

“ეს არხი თა­ვი­სი ედი­ტო­რი­ა­ლით მთა­ვა­რი დაც­ვის ინ­ტე­რე­სად ჩვენს სამ­შობ­ლოს - სა­ქარ­თვე­ლოს მი­იჩ­ნევს. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­გვარ თავ­დას­ხმას მის ნო­მერ პირ­ველ მტერ­ზე ვლა­დი­მერ პუ­ტინ­ზე გა­მარ­თლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს. არ­ხის ეთერ­ში თვით­გა­მო­ხატ­ვას - იქ­ნე­ბა ეს სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა თუ სხვაგ­ვა­რი გა­და­ცე­მა, აქვს სა­კუ­თა­რი ფორ­მე­ბი და სა­კუ­თა­რი წე­სე­ბი. ეს წე­სე­ბი მეც არა­ერ­თხელ და­მირ­ღვე­ვია, თუმ­ცა ამ დარ­ღვე­ვა­საც თა­ვი­სი ფორ­მა აქვს, წი­თე­ლი ხა­ზე­ბი და ასე­ვე სა­ჭი­რო­ებს გე­მოვ­ნე­ბა­სა და ზო­მი­ე­რე­ბას. გი­ნე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში, რომ ის უფრო მე­ტად მოხ­ვდეს მი­ზან­ში, ვიდ­რე იმ ფორ­მით, რა ფორ­მი­თაც მო­ვის­მი­ნეთ. არხი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ იზი­ა­რებს გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას მიერ გა­მოთ­ქმულ არა აზრს, არა­მედ ამ აზ­რის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მას. მი­იჩ­ნევს, რომ ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა არც არ­ხის ედი­ტო­რი­ალს და არც არ­ხის ძა­ლი­ან მა­ღალ სტან­დარტს“, - გა­ნა­ცხა­და არ­ხის სა­ხე­ლით გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"არხი კატეგორიულად არ იზიარებს გაბუნიას გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას" - ნიკა გვარამია

"არხი კატეგორიულად არ იზიარებს გაბუნიას გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას" - ნიკა გვარამია

ამ არხის ფარგლებში ამგვარი თვითგამოხატვა არხს კატეგორიულად დაუშვებლად და მიუღებელად მიაჩნია, - აღნიშნული განცხადებით “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემა “პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვას გამოეხმაურა.

როგორც გვარამიამ განაცხადა, საკითხზე თვითრეგულირების ფარგლებში იმსჯელებენ და მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება ავტორთან დაკავშირებით.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმართვა იყო საავტორო ტექსტი, გადაცემაც არის საავტორო და მასში ჩარევა არ ხდება.

“ეს არხი თავისი ედიტორიალით მთავარი დაცვის ინტერესად ჩვენს სამშობლოს - საქართველოს მიიჩნევს. შესაბამისად, ყოველგვარ თავდასხმას მის ნომერ პირველ მტერზე ვლადიმერ პუტინზე გამართლებულად მიიჩნევს. არხის ეთერში თვითგამოხატვას - იქნება ეს საავტორო გადაცემა თუ სხვაგვარი გადაცემა, აქვს საკუთარი ფორმები და საკუთარი წესები. ეს წესები მეც არაერთხელ დამირღვევია, თუმცა ამ დარღვევასაც თავისი ფორმა აქვს, წითელი ხაზები და ასევე საჭიროებს გემოვნებასა და ზომიერებას. გინებაც შესაძლებელია ზომიერების ფარგლებში, რომ ის უფრო მეტად მოხვდეს მიზანში, ვიდრე იმ ფორმით, რა ფორმითაც მოვისმინეთ. არხი კატეგორიულად არ იზიარებს გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას. მიიჩნევს, რომ ეს არ შეესაბამება არც არხის ედიტორიალს და არც არხის ძალიან მაღალ სტანდარტს“, - განაცხადა არხის სახელით გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები