საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”პანკისის ხეობაში უცხოეთიდან შემოსულ ფულს ვაჰაბიტები ქართველ ჩინოვნიკებს უყოფენ”
”პანკისის  ხეობაში უცხოეთიდან შემოსულ ფულს ვაჰაბიტები ქართველ ჩინოვნიკებს უყოფენ”

20 წელი იქ­ნე­ბა, რაც ვფიქ­რობ, რომ თბი­ლისს იქით სა­ქარ­თვე­ლო არ არ­სე­ბობს. სა­ქარ­თვე­ლო თბი­ლის­თან არის გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი და პი­რი­ქით, თბი­ლი­სი - სა­ქარ­თვე­ლოს­თან. რე­გი­ო­ნე­ბი მა­შინ ახ­სენ­დე­ბათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას, როცა არ­ჩევ­ნე­ბი მო­ად­გე­ბა კარს. პან­კი­სის ხე­ო­ბა კი თუ ლავ­როვ­მა ან პუ­ტინ­მა არ გაგ­ვახ­სე­ნა, აღარ გვახ­სოვს, ისე ვიქ­ცე­ვით, თით­ქოს უზარ­მა­ზა­რი ტე­რი­ტო­რი­ის მფლო­ბე­ლე­ბი ვართ და პან­კი­სი არც გვჭირ­დე­ბა.

არა­და ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რე რე­გი­ო­ნე­ბი­დან იწყე­ბა. ნურც ის დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ყვე­ლა­ზე დიდ­მა ქარ­თველ­მა მე­ფემ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა რე­გი­ო­ნე­ბი­დან და­ი­წყო და თბი­ლი­სით და­ამ­თავ­რა.

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ისე შე­ვე­დით, ვერც შე­ვამ­ჩნიე, უკვე პან­კის­ში რომ ვი­ყა­ვით. აღარც ბლოკპოს­ტე­ბი, აღარც სამ­ხედ­რო­ე­ბი და ქვი­შით სავ­სე ტომ­რე­ბი. დუ­ი­სის ცენ­ტრში ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი მე­ჩე­თი მო­ჩანს, მე­უბ­ნე­ბი­ან, ვა­ჰა­ბი­ტუ­რი­აო.

სო­ფელ ჯო­ყო­ლოს ცენ­ტრში ხალ­ხმრავ­ლო­ბაა. ქის­ტე­ბის გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი ალ­ბუ­თაშ­ვი­ლის იუ­ბი­ლეა ჯო­ყო­ლოს სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში, მის პა­ტივ­სა­ცე­მად დო­ღიც იმარ­თე­ბა. თით­ქმის ყვე­ლა სიმ­ღე­რას 10 წლის წინ ჩეჩ­ნე­თი­დან გად­მოხ­ვე­წი­ლი მუსა ას­რუ­ლებს, ერთი ქარ­თუ­ლიც გა­მო­უ­რია: "მე რა მამ­ღე­რებს, უძი­რო ზეცა"... - უკ­რავს ჩე­ჩე­ნი მუსა აჰ­მედ ზა­კა­ე­ვის ნა­ჩუ­ქარ გი­ტა­რა­ზე. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ელე­ნე თევ­დო­რა­ძე მად­ლო­ბას უხ­დის ქის­ტებს იუ­ბი­ლეს­თვის და ერთხელ კი­დევ შე­ახ­სე­ნებს, რომ პან­კი­სი სა­ქარ­თვე­ლოა!

ქის­ტებ­თან სა­უ­ბარს მო­კი­თხვით ვი­წყებ. თავი შორს უჭი­რავთ და კი­თხვა­ზე, რო­გორ ხართ, რო­გორ ცხოვ­რობთ-მეთ­ქი, უც­ნა­უ­რად მპა­სუ­ხო­ბენ, რა გვაქვს სა­ჩხუ­ბა­რი? მშვი­დო­ბაა, პრობ­ლე­მე­ბი არა გვაქვს, კონ­ფლიქ­ტე­ბიც არა გვაქვს, კარ­გად არის ყვე­ლა­ფე­რიო. ვა­ტყობ, აზრი არა აქვს სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ქეიფ-ქე­იფ­ში ცოტა რომ გავ­ში­ნა­ურ­დით, ერთ პა­ტივ­ცე­მულ ქისტს შე­ვა­პა­რე, რა ამ­ბა­ვია პან­კის­ში, მი­თხრეს, რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე უთან­ხმო­ე­ბა გქო­ნი­ათ-მეთ­ქი.

თავს ნუ ჰყოფთ ყულფ­ში, ნუ მოჰ­კი­დებთ ამ საქ­მეს ხელ­სო, გა­მაფრ­თხი­ლა, მაგ­რამ ვერ და­მა­ლა გუ­ლის­ტკი­ვი­ლი. აქ ისე­თი ამ­ბე­ბი ტრი­ა­ლებს, თქვენ ვერ მო­ე­რე­ვით, არ გიყ­ვართ ქარ­თვე­ლებს თქვე­ნი ქვე­ყა­ნა და ეს არის თქვე­ნი უბე­დუ­რე­ბის მი­ზე­ზიო. ქარ­თვე­ლი კაცი ისე­თია, ფუ­ლის გუ­ლის­თვის დე­და­საც გა­ყი­დი­სო. გავ­ბრაზ­დი, მაგ­რამ სულ ტყუ­ი­ლად.

- აბა, გა­ხე­დეთ, რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, - გა­აგ­რძე­ლა ასა­კო­ვან­მა ქის­ტმა, - ქვე­მო ქარ­თლში, აჭა­რა­სა და თუნ­დაც აქ, პან­კის­ში. მე­ჩე­თებ­მა წა­ი­ღო მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ? სხვი­სა რა გი­თხრათ და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში უცხო­ე­თი­დან შე­მო­სულ ფულს ვა­ჰა­ბი­ტე­ბი ქარ­თველ ჩი­ნოვ­ნი­კებს უყო­ფენ.

ვიცი - სამი წილი ქარ­თვე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი­სა არი, ერთი კიდე - ვა­ჰა­ბი­ტე­ბი­სა. ვა­ჰა­ბიზ­მი მო­დუ­რი გახ­და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, ფული მა­გათ აქვთ და ძა­ლა­უფ­ლე­ბა, კარ­გი მან­ქა­ნე­ბით ეგე­ნი და­დი­ან და მეტი რა უნდა გა­მო­უც­დელ ახალ­გაზ­რდას? მე შენ გე­ტყვი, რამე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა აქვს, რომ ვა­ჰა­ბი­ტებს არ მი­ე­კედ­ლოს? ხან 100 დო­ლარს მის­ცე­მენ, ხან 200-ს და დამ­თავ­რე­ბუ­ლია საქ­მე. 90% პან­კი­სე­ლე­ბი­სა დიდ გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობს, წელ­ში გა­მარ­თვის ერ­თა­დერ­თი გზა აქ ვა­ჰა­ბიზ­მია. არ­ჩე­ვა­ნიც კი არა აქვთ აქა­ურ ახალ­გაზ­რდებს.

ჩვენ კიდე არა­ფე­რი გაგ­ვაჩ­ნია, ჩვენს სი­ტყვას ხომ ფასი და­ე­კარ­გა. ადრე უფ­რო­სის პა­ტი­ვის­ცე­მა მა­ინც იცოდ­ნენ, ახლა ვა­ჰა­ბი­ტებ­მა პირ­ვე­ლი, რაც ას­წავ­ლეს ახალ­გაზ­რდებს, ის არის, რომ უფ­რო­სი კა­ცის პა­ტი­ვის­ცე­მა სა­ჭი­რო არ არის. ფული ჩვენ არა გვაქვს და სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რა. აგე, ყო­ველ კვი­რას ცემა-ტყე­პა აქვთ ტრა­დი­ცი­ულ ის­ლა­მის­ტებ­სა და ვა­ჰა­ბი­ტებს, მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მის მიმ­დევ­რე­ბის სა­ლო­ცა­ვიც და­ან­გრი­ეს, სად არის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რას ფიქ­რობს?! მერე გვი­ან იქ­ნე­ბა. ეჰ, არ გიყ­ვართ ქარ­თვე­ლებს სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა, არა...

გუ­ნე­ბა წა­მიხ­და, აღარც იუ­ბი­ლე მახ­სოვ­და, აღარც სტუმ­რე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად მომ­ზა­დე­ბუ­ლი პან­კი­სუ­რი ხინ­კა­ლი. და­ღო­ნე­ბულ­მა დავ­ტო­ვე სუფ­რა და მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში დან­გრე­უ­ლი სა­ლო­ცა­ვის სა­ნა­ხა­ვად გა­ვე­მარ­თე. ჩემი მეგ­ზუ­რი ქის­ტი სი­ტყვა­ძუნ­წი აღ­მოჩ­ნდა. მი­თხრა, ყვე­ლა­ფე­რი ისე­ვე არ ით­ქმე­ბა, რო­გორც არ იჭ­მე­ბაო! რა უშავს, კარ­გი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვყავს, აგე, გზებს გვი­გე­ბენ, ცოტა შუქ­ზე გვაქვს პრობ­ლე­მა, ძველ და­ვა­ლი­ა­ნე­ბას არ აწე­რენ მო­სახ­ლე­ო­ბას და ვნერ­ვი­უ­ლობ­თო.

დან­გრე­ულ სა­ლო­ცავს მი­ვა­დე­ქით. თურ­მე აქ ადრე სკო­ლა ყო­ფი­ლა და ქის­ტე­ბი სა­ლო­ცა­ვად იყე­ნებ­დნენ. ახლა მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბაა გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. ვა­ჰა­ბი­ტუ­რი­აო, მიხ­სნის მეგ­ზუ­რი. რო­გორ, ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მის მიმ­დევ­რებს სა­ლო­ცა­ვი და­უნ­გრი­ეს და ვა­ჰა­ბი­ტუ­რი აა­შე­ნეს-მეთ­ქი? მშე­ნე­ბა­რე მე­ჩე­თის უკან, დან­გრე­ვის პი­რას მი­სუ­ლი შე­ნო­ბა დგას.

ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მის მიმ­დევ­რებს ესღა შე­მორ­ჩათ, მე­უბ­ნე­ბა მეგ­ზუ­რი. კონ­ფლიქ­ტის მერე გა­და­წყდა, ვა­ჰა­ბი­ტებ­სა და ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტებს ცალ-ცალ­კე აე­შე­ნე­ბი­ნათ სა­ლო­ცა­ვიო. ვა­ჰა­ბი­ტე­ბი გა­მა­ლე­ბით აშე­ნე­ბენ, ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტებს კი ფული არა აქვთ და დგას და­ფეხ­ვი­ლი სა­ლო­ცა­ვად წო­დე­ბუ­ლი ორო­თა­ხი­ა­ნი ქოხი. ეზო­ში აშ­კა­რად ვა­ჰა­ბი­ტი და­რა­ჯი ზის და მო­ბი­ლუ­რით არა­ბულ სიმ­ღე­რას თუ ლოც­ვას უს­მენს.

მა­მუ­კა არე­ში­ძე: - უპირ­ვე­ლე­სად იმის ცოდ­ნაა სა­ჭი­რო, რას ნიშ­ნავს ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მი. ტრა­დი­ცი­ულ ის­ლამს კავ­კა­სი­ა­ში სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ის­ლამს უწო­დე­ბენ, რო­მელ­თა­ნაც მჭიდ­როდ არის შე­სის­ხლხორ­ცე­ბუ­ლი კავ­კა­სი­უ­რი ადათ-წე­სე­ბი. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კავ­კა­სი­ა­ში რე­ლი­გი­ი­სა და ადათ-წე­სე­ბის უნი­კა­ლუ­რი მო­ზა­ი­კა შე­იქ­მნა და ნე­ბის­მი­ე­რი უხე­ში ჩა­რე­ვა არა მხო­ლოდ და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და არე­უ­ლო­ბას, არა­მედ ტრა­დი­ცი­ე­ბის ნგრე­ვა­საც იწ­ვევს.

ეს ხდე­ბა ახლა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში - მი­ნი­რე­ლი­გი­უ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაა, მაგ­რამ კაც­მა არ იცის, რით დამ­თავ­რდე­ბა ეს და­პი­რის­პი­რე­ბა. ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მის მიმ­დევ­რე­ბი ძი­რი­თა­დად ასა­კო­ვა­ნი ხალ­ხია, რო­მელ­თაც ფი­ნან­სუ­რი ან სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვთ, რომ მომძლავ­რე­ბულ ვა­ჰა­ბი­ტურ წარ­მო­ნაქ­მნს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ონ. ვა­ჰა­ბიზ­მი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მკვიდ­რდე­ბა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში 1995 წლი­დან. სწო­რედ მა­შინ გა­მოჩ­ნდა ხე­ო­ბა­ში პირ­ვე­ლი არა­ბი მოლა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წაყ­რუ­ე­ბით დღეს ეს მოძ­რა­ო­ბა საკ­მა­ოდ ძლი­ერ რე­ლი­გი­ურ თე­მად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ვა­ჰა­ბი­ტე­ბი უცხო­ე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ფუ­ლით საზ­რდო­ო­ბენ და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მფარ­ვე­ლო­ბი­თაც სარ­გებ­ლო­ბენ. რო­გორც ჩანს, ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვი­ღა­ცამ გა­და­წყვი­ტა, რომ ხე­ო­ბის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად რო­მე­ლი­ღაც ძა­ლას უნდა და­ეყ­რდნოს და მა­ინ­ცდა­მა­ინც ვა­ჰა­ბი­ტე­ბი შე­არ­ჩია. მათ შე­მო­სავ­ლე­ბი აქვთ არა მხო­ლოდ სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ტყის ბიზ­ნე­სი­და­ნაც. პან­კის­ში არა მარ­ტო შიდა და­პი­რის­პი­რე­ბაა, ამა­სო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც ვკარ­გავთ.

პან­კი­სე­ლი ქის­ტე­ბი იყ­ვნენ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლე­ბი ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის შემ­დეგ. დღეს კი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა, რომ­ლე­ბიც ვა­ჰა­ბი­ტო­ბა­ზე დე­ბენ თავს, ქარ­თუ­ლიც აღარ იცი­ან ხე­ი­რი­ა­ნად. ისი­ნი მე-9-10 კლა­სე­ბი­დან უცხო­ეთ­ში მი­დი­ან, სწავ­ლას არა­ბულ ენა­ზე აგ­რძე­ლე­ბენ და გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლე­ბი უკან ბრუნ­დე­ბი­ან არა მო­სახ­ლე­ო­ბის რე­ლი­გი­უ­რად გა­სა­ნათ­ლებ­ლად, არა­მედ კონ­კრე­ტუ­ლი რე­ლი­გი­ურ-პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით.

- კერ­ძოდ?

- არ­სე­ბობს ფსევ­დო­მუს­ლი­მა­ნუ­რი იდე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლიო ხა­ლი­ფა­ტის, კავ­კა­სი­უ­რი ხა­ლი­ფა­ტის, დიდი ტუ­რა­ნის იდე­ებს მო­ი­ცავს. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ორ­თო­დოქსმა ის­ლა­მის­ტებ­მა გა­ი­ნა­წი­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია. პან­კი­სი არა­ბებ­მა ჩა­ი­ბა­რეს, ქვე­მო ქარ­თლი - ირა­ნე­ლებ­მა, აჭა­რა - თურ­ქებ­მა. ამას ყვე­ლა­ფერს ან ვერ ხე­დავს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ან სპე­ცი­ა­ლუ­რად უყ­რუ­ებს. იმის ნიშ­ნე­ბი, რომ ეს და­პი­რის­პი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა პან­კი­სის ხე­ო­ბის ფარ­გლებს გას­ცდეს, უკვე არის.

როცა ტრა­დი­ცი­ულ­მა ის­ლა­მის­ტებ­მა, უხუ­ცეს­თა საბ­ჭომ მხარ­და­ჭე­რა ვერ მო­ი­პო­ვეს თა­ვი­ანთ რე­გი­ონ­ში, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ დახ­მა­რე­ბის­თვის ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მი­ე­მარ­თათ. რა ფორ­მით, არ ვიცი, მაგ­რამ კონ­ტაქ­ტი რომ შედ­გა, ვიცი. იქი­დან შე­მო­ნათ­ვა­ლიც ცნო­ბი­ლია, კა­დი­როვს შე­მო­უთ­ვლია, თუ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ გპატ­რო­ნობთ, ჩვენ მოგ­ხე­დავ­თო!

ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ კა­დი­რო­ვი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყმაა. რა­ტომ უნდა მივ­ცეთ და­მა­ტე­ბი­თი კო­ზი­რი ჩვენს მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს, როცა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ზე ისე­დაც აბო­დებს.

თა­ნაც კარ­გად ვი­ცით, რა მე­თო­დე­ბით ებ­რძვის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვა­ჰა­ბი­ტებს, მით უმე­ტეს მა­შინ, როცა აქა­უ­რი ვა­ჰა­ბი­ტე­ბიც კავ­კა­სი­უ­რი იმა­მა­ტის შექ­მნის იდე­ას უჭე­რენ მხარს. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ორ­მა­გი საფრ­თხეა ქვეყ­ნი­სათ­ვის, ცალ­კე რუ­სულ აგ­რე­სი­ას ვგუ­ლის­ხმობ და ცალ­კე - რე­ლი­გი­ურ რა­დი­კა­ლიზმს...

მეც ასე მი­თხრეს. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბი­სა თუ სხვა პროგ­რა­მე­ბის სა­ხით პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში შე­სულ ფულს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი ინა­წი­ლე­ბენ, მე­ტიც, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ ეს არ გახ­მა­ურ­დეს.

ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­უ­მა­ლონ ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ იცო­და, რა ხდე­ბო­და ხე­ო­ბა­ში, ბევ­რმა ცოტა ხნის წინ გა­ი­გო, ბევ­რიც ახლა, სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ი­გებს. ამას წი­ნათ ჩემ­თან პატ­რი­ო­ტი მუს­ლი­მა­ნე­ბი მო­ვიდ­ნენ, ვი­საც არ ეზა­რე­ბა, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან იქ­ნე­ბა თუ წინა აზი­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის და აგი­ტა­ცი­ას იწყებ­სო.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქუ­ვე­ი­თუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რად მუ­შა­ობს აფხა­ზეთ­ში. ის, რაც 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში აღიკ­ვე­თა, თა­ვი­დან იწყე­ბა. ასე­თი ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი კი მა­შინ იწყე­ბენ საქ­მი­ა­ნო­ბას, როცა გრძნო­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი შე­სუს­ტდა. ის, რომ კვი­რა­ში ერთხელ პან­კის­ში მუშ­ტი-კრი­ვია ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მის მიმ­დევ­რებ­სა და ვა­ჰა­ბი­ტებს შო­რის, ეს ხომ კარ­გად იცის ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ?

ისიც ხომ ფაქ­ტია, რომ ვა­ჰა­ბი­ტებ­მა სა­ლო­ცა­ვი სახ­ლი (მარ­თა­ლია, მე­ჩე­თი არა, მაგ­რამ ჯამე ხომ იყო?) და­უნ­გრი­ეს ტრა­დი­ცი­ულ ის­ლა­მის­ტებს. ისიც ხომ ფაქ­ტია, ვიდ­რე ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვალს ხუ­ჭავ­და, ვა­ჰა­ბი­ტე­ბი საქ­მეს აკე­თებ­დნენ? ან­გა­რე­ბის გარ­და, უცო­დი­ნა­რო­ბა და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მიც არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს. ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ მუ­შა­ობს ხალ­ხი, რო­მელ­მაც იცის, რა არის ის­ლა­მი, რა როლს თა­მა­შობს ის კავ­კა­სი­ა­ში, რა ტრა­დი­ცი­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და რა ხდე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის გარ­შე­მო ის­ლა­მურ სამ­ყა­რო­ში.

P.S. გულ­ნატ­კე­ნი დავ­ბრუნ­დი პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან. რა­ტომ­ღაც ჩე­ჩე­ნი მუ­სას "მე რა მამ­ღე­რებს" ამეკ­ვი­ა­ტა და ჩემ­და უნე­ბუ­რად შა­კი­რას, ტოტო კუ­ტუ­ნი­ო­სა და "ბო­ნი­ე­მის" კონ­ცერ­ტე­ბი გა­მახ­სენ­და. მარ­თლაც, რა გვამ­ღე­რებს?! რა ვიცი, აბა, რა გი­თხრათ!

"თვით­ნე­ბო­ბა უფრო სწა­რა­ფად უნდა ჩა­აქ­რო, ვიდ­რე ხან­ძა­რი"

ჰე­რაკ­ლი­ტე ეფე­სო­ე­ლი

ხა­თუ­ნა პა­ი­ჭა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
მკითხველის რჩევით

”პანკისის ხეობაში უცხოეთიდან შემოსულ ფულს ვაჰაბიტები ქართველ ჩინოვნიკებს უყოფენ”

”პანკისის  ხეობაში უცხოეთიდან შემოსულ ფულს ვაჰაბიტები ქართველ ჩინოვნიკებს უყოფენ”

20 წელი იქნება, რაც ვფიქრობ, რომ თბილისს იქით საქართველო არ არსებობს. საქართველო თბილისთან არის გაიგივებული და პირიქით, თბილისი - საქართველოსთან. რეგიონები მაშინ ახსენდებათ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, როცა არჩევნები მოადგება კარს. პანკისის ხეობა კი თუ ლავროვმა ან პუტინმა არ გაგვახსენა, აღარ გვახსოვს, ისე ვიქცევით, თითქოს უზარმაზარი ტერიტორიის მფლობელები ვართ და პანკისი არც გვჭირდება. 

არადა ქვეყნის სიძლიერე რეგიონებიდან იწყება. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ყველაზე დიდმა ქართველმა მეფემ საქართველოს გაერთიანება რეგიონებიდან დაიწყო და თბილისით დაამთავრა.

პანკისის ხეობაში ისე შევედით, ვერც შევამჩნიე, უკვე პანკისში რომ ვიყავით. აღარც ბლოკპოსტები, აღარც სამხედროები და ქვიშით სავსე ტომრები. დუისის ცენტრში ახალაშენებული მეჩეთი მოჩანს, მეუბნებიან, ვაჰაბიტურიაო.

სოფელ ჯოყოლოს ცენტრში ხალხმრავლობაა. ქისტების განმანათლებელი ალბუთაშვილის იუბილეა ჯოყოლოს საშუალო სკოლაში, მის პატივსაცემად დოღიც იმართება. თითქმის ყველა სიმღერას 10 წლის წინ ჩეჩნეთიდან გადმოხვეწილი მუსა ასრულებს, ერთი ქართულიც გამოურია: "მე რა მამღერებს, უძირო ზეცა"... - უკრავს ჩეჩენი მუსა აჰმედ ზაკაევის ნაჩუქარ გიტარაზე. მინისტრის მოადგილე რეინტეგრაციის საკითხებში ელენე თევდორაძე მადლობას უხდის ქისტებს იუბილესთვის და ერთხელ კიდევ შეახსენებს, რომ პანკისი საქართველოა!

ქისტებთან საუბარს მოკითხვით ვიწყებ. თავი შორს უჭირავთ და კითხვაზე, როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ-მეთქი, უცნაურად მპასუხობენ, რა გვაქვს საჩხუბარი? მშვიდობაა, პრობლემები არა გვაქვს, კონფლიქტებიც არა გვაქვს, კარგად არის ყველაფერიო. ვატყობ, აზრი არა აქვს საუბრის გაგრძელებას. მოგვიანებით, ქეიფ-ქეიფში ცოტა რომ გავშინაურდით, ერთ პატივცემულ ქისტს შევაპარე, რა ამბავია პანკისში, მითხრეს, რელიგიურ ნიადაგზე უთანხმოება გქონიათ-მეთქი.

თავს ნუ ჰყოფთ ყულფში, ნუ მოჰკიდებთ ამ საქმეს ხელსო, გამაფრთხილა, მაგრამ ვერ დამალა გულისტკივილი. აქ ისეთი ამბები ტრიალებს, თქვენ ვერ მოერევით, არ გიყვართ ქართველებს თქვენი ქვეყანა და ეს არის თქვენი უბედურების მიზეზიო. ქართველი კაცი ისეთია, ფულის გულისთვის დედასაც გაყიდისო. გავბრაზდი, მაგრამ სულ ტყუილად.

- აბა, გახედეთ, რა ხდება საქართველოში, - გააგრძელა ასაკოვანმა ქისტმა, - ქვემო ქართლში, აჭარასა და თუნდაც აქ, პანკისში. მეჩეთებმა წაიღო მთელი საქართველო, როგორ ფიქრობთ, რატომ? სხვისა რა გითხრათ და პანკისის ხეობაში უცხოეთიდან შემოსულ ფულს ვაჰაბიტები ქართველ ჩინოვნიკებს უყოფენ.

ვიცი - სამი წილი ქართველი ჩინოვნიკებისა არი, ერთი კიდე - ვაჰაბიტებისა. ვაჰაბიზმი მოდური გახდა პანკისის ხეობაში, ფული მაგათ აქვთ და ძალაუფლება, კარგი მანქანებით ეგენი დადიან და მეტი რა უნდა გამოუცდელ ახალგაზრდას? მე შენ გეტყვი, რამე ალტერნატივა აქვს, რომ ვაჰაბიტებს არ მიეკედლოს? ხან 100 დოლარს მისცემენ, ხან 200-ს და დამთავრებულია საქმე. 90% პანკისელებისა დიდ გაჭირვებაში ცხოვრობს, წელში გამართვის ერთადერთი გზა აქ ვაჰაბიზმია. არჩევანიც კი არა აქვთ აქაურ ახალგაზრდებს.

ჩვენ კიდე არაფერი გაგვაჩნია, ჩვენს სიტყვას ხომ ფასი დაეკარგა. ადრე უფროსის პატივისცემა მაინც იცოდნენ, ახლა ვაჰაბიტებმა პირველი, რაც ასწავლეს ახალგაზრდებს, ის არის, რომ უფროსი კაცის პატივისცემა საჭირო არ არის. ფული ჩვენ არა გვაქვს და სახელმწიფოს მხარდაჭერა. აგე, ყოველ კვირას ცემა-ტყეპა აქვთ ტრადიციულ ისლამისტებსა და ვაჰაბიტებს, მეზობელ სოფელში ტრადიციული ისლამის მიმდევრების სალოცავიც დაანგრიეს, სად არის საქართველოს ხელისუფლება, რას ფიქრობს?! მერე გვიან იქნება. ეჰ, არ გიყვართ ქართველებს საკუთარი ქვეყანა, არა...

გუნება წამიხდა, აღარც იუბილე მახსოვდა, აღარც სტუმრების პატივსაცემად მომზადებული პანკისური ხინკალი. დაღონებულმა დავტოვე სუფრა და მეზობელ სოფელში დანგრეული სალოცავის სანახავად გავემართე. ჩემი მეგზური ქისტი სიტყვაძუნწი აღმოჩნდა. მითხრა, ყველაფერი ისევე არ ითქმება, როგორც არ იჭმებაო! რა უშავს, კარგი ხელისუფლება გვყავს, აგე, გზებს გვიგებენ, ცოტა შუქზე გვაქვს პრობლემა, ძველ დავალიანებას არ აწერენ მოსახლეობას და ვნერვიულობთო.

დანგრეულ სალოცავს მივადექით. თურმე აქ ადრე სკოლა ყოფილა და ქისტები სალოცავად იყენებდნენ. ახლა მეჩეთის მშენებლობაა გაჩაღებული. ვაჰაბიტურიაო, მიხსნის მეგზური. როგორ, ტრადიციული ისლამის მიმდევრებს სალოცავი დაუნგრიეს და ვაჰაბიტური ააშენეს-მეთქი? მშენებარე მეჩეთის უკან, დანგრევის პირას მისული შენობა დგას.

ტრადიციული ისლამის მიმდევრებს ესღა შემორჩათ, მეუბნება მეგზური. კონფლიქტის მერე გადაწყდა, ვაჰაბიტებსა და ტრადიციონალისტებს ცალ-ცალკე აეშენებინათ სალოცავიო. ვაჰაბიტები გამალებით აშენებენ, ტრადიციონალისტებს კი ფული არა აქვთ და დგას დაფეხვილი სალოცავად წოდებული ოროთახიანი ქოხი. ეზოში აშკარად ვაჰაბიტი დარაჯი ზის და მობილურით არაბულ სიმღერას თუ ლოცვას უსმენს.

მამუკა არეშიძე: - უპირველესად იმის ცოდნაა საჭირო, რას ნიშნავს ტრადიციული ისლამი. ტრადიციულ ისლამს კავკასიაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ისლამს უწოდებენ, რომელთანაც მჭიდროდ არის შესისხლხორცებული კავკასიური ადათ-წესები.  საუკუნეების განმავლობაში კავკასიაში რელიგიისა და ადათ-წესების უნიკალური მოზაიკა შეიქმნა და ნებისმიერი უხეში ჩარევა არა მხოლოდ დაპირისპირებასა და არეულობას, არამედ ტრადიციების ნგრევასაც იწვევს.

ეს ხდება ახლა პანკისის ხეობაში - მინირელიგიური დაპირისპირებაა, მაგრამ კაცმა არ იცის, რით დამთავრდება ეს დაპირისპირება. ტრადიციული ისლამის მიმდევრები ძირითადად ასაკოვანი ხალხია, რომელთაც ფინანსური ან სხვა საშუალება არა აქვთ, რომ მომძლავრებულ ვაჰაბიტურ წარმონაქმნს წინააღმდეგობა გაუწიონ. ვაჰაბიზმი მიზანმიმართულად მკვიდრდება პანკისის ხეობაში 1995 წლიდან. სწორედ მაშინ გამოჩნდა ხეობაში პირველი არაბი მოლა და ხელისუფლების წაყრუებით დღეს ეს მოძრაობა საკმაოდ ძლიერ რელიგიურ თემად ჩამოყალიბდა.

ვაჰაბიტები უცხოეთიდან შემოსული ფულით საზრდოობენ და ადგილობრივი ხელისუფლების მფარველობითაც სარგებლობენ. როგორც ჩანს, ადგილობრივ ხელისუფლებაში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ხეობის გასაკონტროლებლად რომელიღაც ძალას უნდა დაეყრდნოს და მაინცდამაინც ვაჰაბიტები შეარჩია. მათ შემოსავლები აქვთ არა მხოლოდ საზღვარგარეთიდან, ადგილობრივი ხეტყის ბიზნესიდანაც. პანკისში არა მარტო შიდა დაპირისპირებაა, ამასობაში საქართველოს მოქალაქეებსაც ვკარგავთ.

პანკისელი ქისტები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე ინტეგრირებულები ქართველ საზოგადოებასთან ქართველი ებრაელების შემდეგ. დღეს კი ახალგაზრდა მამაკაცების დიდმა ნაწილმა, რომლებიც ვაჰაბიტობაზე დებენ თავს, ქართულიც აღარ იციან ხეირიანად. ისინი მე-9-10 კლასებიდან უცხოეთში მიდიან, სწავლას არაბულ ენაზე აგრძელებენ და განათლებამიღებულები უკან ბრუნდებიან არა მოსახლეობის რელიგიურად გასანათლებლად, არამედ კონკრეტული რელიგიურ-პოლიტიკური დავალებებით.

- კერძოდ?

- არსებობს ფსევდომუსლიმანური იდეები, რომლებიც მსოფლიო ხალიფატის, კავკასიური ხალიფატის, დიდი ტურანის იდეებს მოიცავს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ორთოდოქსმა ისლამისტებმა გაინაწილეს საქართველოს ტერიტორია. პანკისი არაბებმა ჩაიბარეს, ქვემო ქართლი - ირანელებმა, აჭარა - თურქებმა. ამას ყველაფერს ან ვერ ხედავს საქართველოს ხელისუფლება, ან სპეციალურად უყრუებს. იმის ნიშნები, რომ ეს დაპირისპირება შეიძლება პანკისის ხეობის ფარგლებს გასცდეს, უკვე არის.

როცა ტრადიციულმა ისლამისტებმა, უხუცესთა საბჭომ მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს თავიანთ რეგიონში, იძულებული გახდნენ დახმარებისთვის ჩეჩნეთის ხელისუფლებისთვის მიემართათ. რა ფორმით, არ ვიცი, მაგრამ კონტაქტი რომ შედგა, ვიცი. იქიდან შემონათვალიც ცნობილია, კადიროვს შემოუთვლია, თუ ადგილობრივი ხელისუფლება ვერ გპატრონობთ, ჩვენ მოგხედავთო!

ნუ დაგვავიწყდება, რომ კადიროვი რუსეთის ხელისუფლების ყმაა. რატომ უნდა მივცეთ დამატებითი კოზირი ჩვენს მოწინააღმდეგეს, როცა პანკისის ხეობაზე ისედაც აბოდებს.

თანაც კარგად ვიცით,  რა მეთოდებით ებრძვის რუსეთის ხელისუფლება ვაჰაბიტებს, მით უმეტეს მაშინ, როცა აქაური ვაჰაბიტებიც კავკასიური იმამატის შექმნის იდეას უჭერენ მხარს. ბუნებრივია, ეს ორმაგი საფრთხეა ქვეყნისათვის, ცალკე რუსულ აგრესიას ვგულისხმობ და ცალკე - რელიგიურ რადიკალიზმს...

მეც ასე მითხრეს. ჰუმანიტარული დახმარებისა თუ სხვა პროგრამების სახით პანკისის ხეობაში შესულ ფულს ადგილობრივი ხელისუფლების ჩინოვნიკები ინაწილებენ, მეტიც, ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს არ გახმაურდეს. 

ყველა ღონეს ხმარობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაუმალონ ხეობაში არსებული ვითარება. საქართველოს ხელისუფლებამ არ იცოდა, რა ხდებოდა ხეობაში, ბევრმა ცოტა ხნის წინ გაიგო, ბევრიც ახლა, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გაიგებს. ამას წინათ ჩემთან პატრიოტი მუსლიმანები მოვიდნენ, ვისაც არ ეზარება, ახლო აღმოსავლეთიდან იქნება თუ  წინა აზიიდან, საქართველოში ჩამოდის და აგიტაციას იწყებსო.

საქართველოში ქუვეითური ორგანიზაციაც გამოჩნდა, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს აფხაზეთში. ის, რაც 2000-იანი წლების დასაწყისში აღიკვეთა, თავიდან იწყება. ასეთი ტიპის ორგანიზაციები კი მაშინ იწყებენ საქმიანობას, როცა გრძნობენ, რომ ხელისუფლების კონტროლი შესუსტდა. ის, რომ კვირაში ერთხელ პანკისში მუშტი-კრივია ტრადიციული ისლამის მიმდევრებსა და ვაჰაბიტებს შორის, ეს ხომ კარგად იცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ?

ისიც ხომ ფაქტია, რომ ვაჰაბიტებმა სალოცავი სახლი (მართალია, მეჩეთი არა, მაგრამ ჯამე ხომ იყო?) დაუნგრიეს ტრადიციულ ისლამისტებს. ისიც ხომ ფაქტია, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება თვალს ხუჭავდა, ვაჰაბიტები საქმეს აკეთებდნენ? ანგარების გარდა, უცოდინარობა და არაპროფესიონალიზმიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენს ხელისუფლებაში არ მუშაობს ხალხი, რომელმაც იცის, რა არის ისლამი, რა როლს თამაშობს ის კავკასიაში, რა ტრადიციებთან არის დაკავშირებული და რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო ისლამურ სამყაროში.

P.S. გულნატკენი დავბრუნდი პანკისის ხეობიდან. რატომღაც ჩეჩენი მუსას "მე რა მამღერებს" ამეკვიატა და ჩემდა უნებურად შაკირას, ტოტო კუტუნიოსა  და "ბონიემის" კონცერტები გამახსენდა. მართლაც, რა გვამღერებს?! რა ვიცი, აბა, რა გითხრათ!

"თვითნებობა უფრო სწარაფად უნდა ჩააქრო, ვიდრე ხანძარი"

ჰერაკლიტე ეფესოელი

ხათუნა პაიჭაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"