პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დედას პატიებას სთხოვს - "არ ვიცი, რა უტრიალებს თავში ამ ადამიანს თუ არაადამიანს"
ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დედას პატიებას სთხოვს - "არ ვიცი, რა უტრიალებს თავში ამ ადამიანს თუ არაადამიანს"

ლა­გო­დეხ­ში, ექ­სკურ­სი­ის დროს ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი 16 წლის გო­გო­ნას - სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის დე­დის, ლანა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის თქმით, ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ნანა კოს­ტა­ვა პა­ტი­ე­ბას სთხოვს. ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლის დედა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს.

"სი­ტყვა, რო­მე­ლიც ჩემს სო­ფის მი­ვე­ცი, სწო­რედ ორ­მო­ცი დღის გას­ვლის შემ­დეგ უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბია. დღეს ეს და მსგავ­სი რამ­დე­ნი­მე წე­რი­ლი მი­ვი­ღე ქა­ლის­გან, რო­მელ­მაც გა­მა­ნად­გუ­რა ისეც გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი. რა ვქნა? იქ­ნებ ბო­ლომ­დე არც მჯე­რა მე ამ სი­ტყვე­ბის, მაგ­რამ ხომ არ­სე­ბობს მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი იმი­სა, რომ ნამ­დვი­ლი იყოს ეს სი­ნა­ნუ­ლი?

ჰოდა, ჩემი შვი­ლის უმან­კო სულს უმად­ლო­დე ნანა კოს­ტა­ვა შენს ცოდ­ვილ სულ­სა და სხე­ულს თუ ვტო­ვებ ამ მი­წა­ზე... ძნე­ლია და­ი­ჯე­რო ეს ყვე­ლა­ფე­რი, იმ მი­ზე­ზით, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის მერე მახ­სოვს წერ­და, ისევ იმას­ვე გა­ვი­მე­ო­რებ, თუ დამ­ჭირ­დე­ბაო. არ ვიცი რა უტ­რი­ა­ლებს თავ­ში ამ ადა­მი­ანს თუ არა­ა­და­მი­ანს, მაგ­რამ მე მაქვს ჩემი სინ­დი­სი და ეს მა­ვალ­დე­ბუ­ლებს, როცა პა­ტი­ე­ბას გთხო­ვენ (სუ­ლერ­თია გულ­წრფელს, თუ თავ­დაც­ვის მიზ­ნით თუ ხალ­ხის თვალ­ში გა­საპ­რა­ვე­ბელ-ასა­მაღ­ლე­ბელს) თუ არ აპა­ტი­ებ, და­ინ­დო მა­ინც.

p.s. მახ­სოვს ყო­ფილ­მა ქმარ­მა მი­ტე­ვე­ბის დღეს სმს-ით პა­ტი­ე­ბა მთხო­ვა და იცით რას მივ­ხვდი? ჩემი გან­ცდა, ჩემი ტკი­ვი­ლი სულ ცალ ფეხ­ზე ეკი­და, იგი თა­ვი­სი დამ­პა­ლი სუ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად დგამ­და ამ ნა­ბიჯს... ჰოდა,ახლა რა­ღაც მსგავ­სი და­მე­უფ­ლა..." - წერს ლანა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი და კოს­ტა­ვას მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი "მო­ნა­ნი­ე­ბის სმს"-ების ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს.

16 წლის სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი ლა­გო­დეხ­ში სას­კო­ლო ექ­სკურ­სი­ის დროს მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. გო­გო­ნას ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა 27 მა­ისს იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი სკო­ლა "ალ­ბი­ონ­ში" სწავ­ლობ­და, ლა­გო­დეხ­ში თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან და მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა ნანა კოს­ტა­ვამ "ფე­ის­ბუქ­ზე" ჟურ­ნა­ლის­ტის და ბლო­გე­რის სა­ლო­მე ბარ­კე­რის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა თან­დარ­თუ­ლი ტექ­სტით - "კაი დღე­ში ხარ ახლა, იცი­ნე!". სა­ლო­მე ბარ­კე­რი ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის გო­გო­ნას დაა. კოს­ტა­ვას პოსტს კრი­ტი­კა და მისი საკ­რე­ბუ­ლო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოჰ­ყვა. თუმ­ცა, დე­პუ­ტატ­მა თავი იმით იმარ­თლა, რომ რომ "ბარ­კე­რის ოჯახ­ზე თავ­სდამ­ტყდა­რი უბე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და".

ავტორი:

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დედას პატიებას სთხოვს - "არ ვიცი, რა უტრიალებს თავში ამ ადამიანს თუ არაადამიანს"

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დედას პატიებას სთხოვს - "არ ვიცი, რა უტრიალებს თავში ამ ადამიანს თუ არაადამიანს"

ლაგოდეხში, ექსკურსიის დროს ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის გოგონას - სოფო ნიკოლეიშვილის დედის, ლანა ნიკოლეიშვილის თქმით, ქუთაისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ნანა კოსტავა პატიებას სთხოვს. ამის შესახებ გარდაცვლილის დედა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"სიტყვა, რომელიც ჩემს სოფის მივეცი, სწორედ ორმოცი დღის გასვლის შემდეგ უნდა შემესრულებია. დღეს ეს და მსგავსი რამდენიმე წერილი მივიღე ქალისგან, რომელმაც გამანადგურა ისეც გაუბედურებული. რა ვქნა? იქნებ ბოლომდე არც მჯერა მე ამ სიტყვების, მაგრამ ხომ არსებობს მეორე ნახევარი იმისა, რომ ნამდვილი იყოს ეს სინანული?

ჰოდა, ჩემი შვილის უმანკო სულს უმადლოდე ნანა კოსტავა შენს ცოდვილ სულსა და სხეულს თუ ვტოვებ ამ მიწაზე... ძნელია დაიჯერო ეს ყველაფერი, იმ მიზეზით, რომ გარკვეული დროის მერე მახსოვს წერდა, ისევ იმასვე გავიმეორებ, თუ დამჭირდებაო. არ ვიცი რა უტრიალებს თავში ამ ადამიანს თუ არაადამიანს, მაგრამ მე მაქვს ჩემი სინდისი და ეს მავალდებულებს, როცა პატიებას გთხოვენ (სულერთია გულწრფელს, თუ თავდაცვის მიზნით თუ ხალხის თვალში გასაპრავებელ-ასამაღლებელს) თუ არ აპატიებ, დაინდო მაინც.

p.s. მახსოვს ყოფილმა ქმარმა მიტევების დღეს სმს-ით პატიება მთხოვა და იცით რას მივხვდი? ჩემი განცდა, ჩემი ტკივილი სულ ცალ ფეხზე ეკიდა, იგი თავისი დამპალი სულის გადასარჩენად დგამდა ამ ნაბიჯს... ჰოდა,ახლა რაღაც მსგავსი დამეუფლა..." - წერს ლანა ნიკოლეიშვილი და კოსტავას მიერ გამოგზავნილი "მონანიების სმს"-ების ფოტოებს ავრცელებს.

16 წლის სოფო ნიკოლეიშვილი ლაგოდეხში სასკოლო ექსკურსიის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გოგონას ცხედარი მაშველებმა 27 მაისს იპოვეს. გარდაცვლილი სოფო ნიკოლეიშვილი სკოლა "ალბიონში" სწავლობდა, ლაგოდეხში თანაკლასელებთან და მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდა.

შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ "ფეისბუქზე" ჟურნალისტის და ბლოგერის სალომე ბარკერის ფოტო გამოაქვეყნა თანდართული ტექსტით - "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". სალომე ბარკერი ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დაა. კოსტავას პოსტს კრიტიკა და მისი საკრებულოდან გათავისუფლება მოჰყვა. თუმცა, დეპუტატმა თავი იმით იმართლა, რომ რომ "ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურების შესახებ არაფერი იცოდა".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ