საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსმა ბიზნესმენმა Christie's ყალბი ტილოებით ვაჭრობაში დაადანაშაულა
რუსმა ბიზნესმენმა Christie's ყალბი ტილოებით ვაჭრობაში დაადანაშაულა

რუს­მა ბიზ­ნეს­მენ­მა ვიქ­ტორ ვეკ­სელ­ბერ­გმა სა­ა­უქ­ცი­ო­ნო სახლ Christie's-ის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. ბიზ­ნეს­მე­ნი სა­ა­უქ­ცი­ო­ნო სახ­ლს ყალ­ბი ნა­მუ­შევ­რე­ბით ვაჭ­რო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ამის შე­სა­ხებ The Daily Telegraph-ი იტყო­ბი­ნე­ბა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ვეკ­სელ­ბერ­გმა სარ­ჩე­ლი ლონ­დო­ნის უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში შე­ი­ტა­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ბო­რის კუს­ტო­დი­ე­ვის ტილო "ოდა­ლის­კა", რო­მე­ლიც მან 2005 წელს 2,5 მლნ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა, ყალ­ბი აღ­მოჩ­ნდა.

ვეკ­სელ­ბერ­გის კუთ­ვნი­ლი კომ­პა­ნია Aurora Fine Arts Investment (AFAI) სა­ა­უქ­ცი­ო­ნო სახ­ლის­გან ფუ­ლის უკან დაბ­რუ­ნე­ბა­სა და კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­დას ითხოვს. კომ­პა­ნი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ნა­ხა­ტი უც­ნო­ბი მხატ­ვრის და­ხა­ტუ­ლია.

AFAI აცხა­დებს, რომ ჯერ კი­დევ 2006 წელს Christie's-ს გა­რი­გე­ბის გა­უქ­მე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა, მაგ­რამ სა­ა­უქ­ცი­ო­ნო სახ­ლმა გა­ნა­ცხა­და, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა გა­მო­ე­ძია ინ­ცი­დენ­ტი. შე­დე­გად ვეკ­სელ­ბერ­გის კომ­პა­ნი­ამ 2009 წელს ნა­ხა­ტი სა­ა­უქ­ცი­ო­ნო სახ­ლს გა­უგ­ზავ­ნა, თუმ­ცა Christie's-ის­გან პა­სუ­ხი დღემ­დე არ მი­უ­ღია.

ვიქ­ტორ ვეკ­სელ­ბერ­გი, ჟურ­ნალ Forbes-ის ვერ­სი­ით, რუ­სე­თის უმ­დიდ­რე­სი ად­მი­ა­ნე­ბის სი­ა­შია. ჟურ­ნალ­მა ვექ­სელ­ბერ­გის ქო­ნე­ბა 2010 წელს 6,4 მლრდ დო­ლა­რად შე­ა­ფა­სა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lenta.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

რუსმა ბიზნესმენმა Christie's ყალბი ტილოებით ვაჭრობაში დაადანაშაულა

რუსმა ბიზნესმენმა Christie's ყალბი ტილოებით ვაჭრობაში დაადანაშაულა

რუსმა ბიზნესმენმა ვიქტორ ვეკსელბერგმა სააუქციონო სახლ Christie's-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბიზნესმენი სააუქციონო სახლს ყალბი ნამუშევრებით ვაჭრობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ The Daily Telegraph-ი იტყობინება.

გამომცემლობის მონაცემებით, ვეკსელბერგმა სარჩელი ლონდონის უზენაეს სასამართლოში შეიტანა და განაცხადა, რომ ბორის კუსტოდიევის ტილო ”ოდალისკა”, რომელიც მან 2005 წელს 2,5 მლნ დოლარად შეიძინა, ყალბი აღმოჩნდა.

ვეკსელბერგის კუთვნილი კომპანია Aurora Fine Arts Investment (AFAI) სააუქციონო სახლისგან ფულის უკან დაბრუნებასა და კომპენსაციის გადახდას ითხოვს. კომპანიის მონაცემებით, ნახატი უცნობი მხატვრის დახატულია.

AFAI აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს Christie's-ს გარიგების გაუქმების თხოვნით მიმართა, მაგრამ სააუქციონო სახლმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლად უნდა გამოეძია ინციდენტი. შედეგად ვეკსელბერგის კომპანიამ 2009 წელს ნახატი სააუქციონო სახლს გაუგზავნა, თუმცა Christie's-ისგან პასუხი დღემდე არ მიუღია.

ვიქტორ ვეკსელბერგი, ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, რუსეთის უმდიდრესი ადმიანების სიაშია. ჟურნალმა ვექსელბერგის ქონება 2010 წელს 6,4 მლრდ დოლარად შეაფასა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა