საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"6 თვეში ფეხზე უნდა ვიდგეო! ეს იყო ბოლო ემოციური ფრაზა, რაც მისგან მოვისმინე..." - როგორ იხსენებენ გოგიჩას მეგობრები
"6 თვეში ფეხზე უნდა ვიდგეო! ეს იყო ბოლო ემოციური ფრაზა, რაც მისგან მოვისმინე..." - როგორ იხსენებენ გოგიჩას მეგობრები

ადა­მი­ა­ნი არ აღ­მოჩ­ნდა, მას­ზე ერთი ური­გო სი­ტყვაც კი ეთ­ქვა - ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ­მა "გო­გი­ჩამ", ყვე­ლას გული დას­წყვი­ტა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი კი პა­ტა­რებს და­უ­ტო­ვა, ვის­თა­ნაც ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ა­ტა­რა და ეს იყო „ბას­ტი ბუ­ბუს“ სტუ­დია. გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი ყვე­ლას ბევ­რი აქვს...

მსა­ხი­ო­ბი, შო­უ­მე­ნი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, იუ­მო­რის­ტი, უბ­რა­ლოდ ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა კაცი გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, იგი­ვე გო­გი­ჩა 51 წლის ასაკ­ში წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან...

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც მას­თან ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ და კარ­გად იც­ნობ­დნენ, თით­ქოს ყვე­ლას­თვის ახ­ლო­ბელ გო­გი­ჩას...

ზაალ წუ­ლუ­კი­ძე, შო­უ­მე­ნი:

- რო­გორც ჩანს, ეს არის წუ­თი­სო­ფე­ლი და როცა დრო მოვა, იმ ქვეყ­ნად, ყვე­ლა უნდა წა­ვი­დეს, ცუ­დია, რომ უდ­რო­ოდ მი­დი­ან... ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბი კი ღი­მი­ლით მი­დი­ან. ბო­ლომ­დე მხნე­ო­ბას და სიმ­შვი­დეს ინარ­ჩუ­ნე­ბენ... გო­გი­ჩას სა­ნა­ხა­ვად ერთი კვი­რის წინ მე და მამა მი­ვე­დით, მას მერე, რაც 27 ივ­ნისს ჩემი ძმა - ალე­კო იმა­ვე დი­აგ­ნო­ზით მი­წას მი­ვა­ბა­რეთ. გო­გი­ჩა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა და სამ­ძი­მარ­ზე ვერ მო­ვი­და. მარ­თლა არ შე­ეძ­ლო, სუს­ტად იყო...

დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მე­ნა­ხა... რომ დაგ­ვი­ნა­ხა, გა­უ­ხარ­და... ალე­კო გა­ვიხ­სე­ნეთ, ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ, ვი­ხა­ლი­სეთ კი­დეც. არა­და, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რო­გორც გი­თხა­რით, ოჯა­ხის წევ­რი, სის­ხლი და ხორ­ცი და­ვა­საფ­ლა­ვეთ. ვცდი­ლობ­დით, არ დაგ­ვემ­ძი­მე­ბი­ნა...

რო­დე­საც ალე­კო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვიყ­ვა­ნეთ, გო­გი­ჩაც იმ დროს შე­იყ­ვა­ნეს იქ, მაგ­რამ მათი მდგო­მა­რე­ბის გამო ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვა ვერ შეძ­ლეს. თუმ­ცა, მედ­პერ­სო­ნალს ორი­ვემ ერ­თმა­ნეთ­თან თბი­ლი მო­კი­თხვა და­ა­ბა­რეს. არა­და, ორი­ვეს ცხოვ­რე­ბის ბოლო სამი კვი­რა ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი... მათი ავად­მყო­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში კი­დევ ასე­თი დამ­თხვე­ვა მოხ­და - ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, იმ პა­ლა­ტა­ში მოხ­ვდა ალე­კო, სა­დაც მა­ნამ­დე გო­გი­ჩა იწვა.

გო­გი­ჩას დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას ვუ­თხა­რი - შენ­თვის ერთი კარ­გი ამ­ბა­ვი მაქვს-მეთ­ქი. გა­მომ­ხე­და და მი­თხრა - შვილს ელო­დე­ბი­თო? უსი­ტყვოდ ეს­მო­და ყვე­ლა­ფე­რი! მერე ნა­თი­ას, მე­უღ­ლეს გა­და­უ­ლა­პა­რა­კა - ხომ იცი, 6 თვე­ში ფეხ­ზე უნდა ვიდ­გეო... ეს იყო მისი ბოლო ემო­ცი­უ­რი ფრა­ზა, რაც მე მის­გან მო­ვის­მი­ნე.

გი­ორ­გი ჯერ კი­დევ მა­შინ გა­ვი­ცა­ნი, სა­ნამ "მან­სან­კან­ში" ჩა­ვერ­თვე­ბო­დი. მე და ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი თე­ატრ „ბე­რი­კებ­ში“ დავ­დი­ო­დით. გო­გი­ჩა ამ თე­ატ­რის უფ­რო­სი თა­ო­ბა იყო. უფ­რო­სე­ბი რომ რე­პე­ტი­ცი­ას ატა­რებ­დნენ რე­ჟი­სორ გოგი თო­და­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, უმ­ცრო­სე­ბი ადრე მივ­დი­ო­დით და რე­პე­ტი­ცი­ებს ვეს­წრე­ბო­დით. შემ­დეგ ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა კლუბ­ში მოხ­და, 30-ე სკო­ლის გუნდში გა­მოვ­დი­ო­დი, დევი დე­ვი­ძე და გო­გი­ჩა ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ, ჩვე­ნი გუნ­დი უყ­ვარ­დათ. გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებ­დნენ, ერთხელ მა­გა­რი ნო­მე­რიც დაგ­ვად­გმე­ვი­ნეს.

მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ვი­ყა­ვით - ეგ „სო­ფე­ლოს“ გუნდში იყო, ჩვენ „ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბი“ გვერ­ქვა, მაგ­რამ იმ­დრო­ინ­დელ „კა­ვე­ენ­ში“ უპირ­ვე­ლე­სი ჯერ მე­გობ­რო­ბა იყო და მერე შე­ჯიბ­რე­ბა. სხვა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვქონ­და. დიდი ოჯა­ხი იყო...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გო­გი­ჩა ჩემი მეჯ­ვა­რე გახ­და. კი­დევ უფრო და­ვახ­ლოვ­დით. შემ­დეგ სა­ერ­თოდ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ „ბას­ტი ბუ­ბუ­ში“ მოვ­ხვდე­ბო­დი, სტუ­დი­ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა და გო­გი­ჩას პარტნი­ო­რო­ბამ ასე მო­მი­წია. სპექ­ტაკ­ლებ­ში სა­ო­ცა­რი იმპრო­ვი­ზა­ცი­ე­ბი გვქონ­და. ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ „იმე­დის დი­ლა­შიც“ და ერთი „გიჟი“ სე­ზო­ნი გა­ვა­ტა­რეთ იქ. მას­თან მუ­შა­ო­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო, ყალ­ბი არა­ფე­რი ჰქონ­და! სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი, კო­ლე­გა, პარტნი­ო­რი იყო.

ვი­საც გო­გი­ჩამ ერთხელ მა­ინც თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლი, სით­ბო და­ა­ნახ­ვა, არა­ვის­ში გამ­ქრა­ლა. ლო­მის წილი კი „ბას­ტი ბუ­ბუ­ში“, მის პერ­სო­ნა­ჟებს მი­უ­ძღვით. მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ მას­თან არა მარ­ტო მე­გობ­რო­ბის, სცე­ნა­ზე მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და. გო­გი­ჩა იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არა­ფერ­ში ხე­დავ­და ნე­გა­ტივს...

თა­მარ სხვი­ტა­რი­ძე, „ბას­ტი ბუ­ბუს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრო­დი­უ­სე­რი:

- გო­გი­ჩას ყვე­ლა უყ­ვარ­და, ასე­თი იყო. არა­ვის გა­ნი­კი­თხავ­და და მა­საც არა­ვინ გა­ნი­კი­თხავ­და. ისე­თი იყო, რო­გო­რიც იყო... თა­ვი­დან­ვე ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და - რაც კი სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი მხვდე­ბო­და გზა­ზე, ვარ­სკვლა­ვე­ბი, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ყვე­ლა „ბას­ტი ბუ­ბუ­ში“ მომ­ყავ­და, მინ­დო­და, ბავ­შვებ­თან და სა­ბავ­შვო საქ­მეს­თან ახ­ლოს ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

გო­გი­ჩამ ჩვენ­თან მულ­ტფილ­მე­ბის თარ­გმნით და­ი­წყო. 90-იან წლებ­ში დის­ნე­ის სა­უ­კე­თე­სო მულ­ტფილ­მე­ბი იშ­ვი­ა­თო­ბა იყო. ჩვენ სხვა­დას­ხვა უცხო­ურ ქვე­ყა­ნა­ში ვყი­დუ­ლობ­დით, ვთარ­გმნი­დით და ბავ­შვებს ვაჩ­ვე­ნებ­დით. გო­გი­ჩა ყვე­ლა გმირს სა­უ­კე­თე­სოდ ახ­მო­ვა­ნებ­და. სა­ო­ცარ არ­ტის­ტულ თვი­სე­ბას ავ­ლენ­და, თუმ­ცა კი სა­სოფ­ლო ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მერე კი­დევ უფრო გამ­ყარ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა - ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის მეჯ­ვა­რეც გახ­და, დავ­ნა­თე­სავ­დით.

კი­დევ ერთი გა­და­ცე­მა - „კა­რუ­სე­ლის“ იდეა ასე მო­ვი­და: მა­მე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში არ იკ­ვე­თე­ბო­და, არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და გვინ­დო­და, პრეს­ტი­ჟუ­ლი გაგ­ვე­ხა­და. ამი­ტომ „კა­რუ­სე­ლის“ წამ­ყვა­ნად მო­ვიყ­ვა­ნეთ ახალ­გაზ­რდა, სიმ­პა­თი­უ­რი, იუ­მო­რის მქო­ნე, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი კაცი - გო­გი­ჩა! ბავ­შვებს რო­გორც თა­ნა­ტოლს ესა­უბ­რე­ბო­და, მა­მე­ბის სტუ­დი­ა­ში მო­საყ­ვა­ნა­დაც გა­მოგ­ვად­გა ეს და ასე შე­მო­ვი­ტყუ­ეთ სტუ­დი­ა­ში მა­მე­ბიც. გო­გი­ჩამ თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, ხა­სი­ა­თით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, თით­ქოს ქარ­თვე­ლი მა­მე­ბის მენ­ტა­ლო­ბა შეც­ვა­ლა. ყვე­ლა პა­ტივს სცემ­და და ყვე­ლას უნ­დო­და, რომ გო­გი­ჩას­ნა­ი­რი ყო­ფი­ლი­ყო.

გული მწყდე­ბა, რომ მე­ტის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა... უდი­დე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ადა­მი­ა­ნი იყო და სა­თა­ნა­დოდ არ იყო რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი. ეს ხომ უდი­დე­სი დარ­დია ადა­მი­ა­ნის­თვის?! არა­და, კაცი იყო და წუ­წუნს ხომ ვერ და­ი­წყებ­და?! გული იმა­ზეც მწყდე­ბა, ამ ქვეყ­ნი­დან ასე­თი ტკი­ვი­ლი­ა­ნი გას­ვლა რით და­იმ­სა­ხუ­რა?!

და­ა­ვა­დე­ბას­თან მხნე იყო. ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რით უყუ­რებ­და. ყო­ვე­ლი გა­დას­ხმის შემ­დეგ ანეკ­დო­ტებს მწერ­და. მეც ასე­ვე ვპა­სუ­ხობ­დი. ვუ­გეგ­მავ­დი, რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, სამ­სა­ხურ­ში რომ გა­მო­ვი­დო­და. რო­გორც ვიცი, ოჯა­ხის წევ­რებ­საც არ ესა­უბ­რე­ბო­და პე­სი­მის­ტუ­რად, აქეთ ამ­შვი­დებ­და ყვე­ლას. მე­უღ­ლე ბო­ლომ­დე გმი­რუ­ლად ედგა გვერ­დით, ასე­ვე შვი­ლე­ბიც. იდე­ა­ლუ­რი დედ-მამა ჰყავს და ამ ტკი­ვი­ლის­თვის ისი­ნიც ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი­ან...

დევი დე­ვი­ძე, იუ­მო­რის­ტი, სტუ­დენ­ტო­ბის მე­გო­ბა­რი:

- ხალ­ხი გო­გი­ჩას ტე­ლე­ვი­ზი­ით იც­ნობ­და და მის და­დე­ბით მხა­რე­ებს მხო­ლოდ იქ ხე­დავ­და. ცხოვ­რე­ბა­შიც უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი, თბი­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო, სა­ო­ცა­რი მე­გობ­რო­ბა იცო­და. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი უყ­ვარ­და. მის­გან ცუდი არა­ვის­ზე გა­მი­გო­ნია, ძა­ლი­ან თბი­ლი და გემ­რი­ე­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო.

ერ­თმა­ნე­თი სტუ­დენ­ტო­ბი­სას, აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ცა­ნით, მა­შინ სა­სოფ­ლო ერ­ქვა. სას­წავ­ლებ­ლის ბა­ზა­ზე, თე­ატ­რი „ბე­რი­კე­ბი“ არ­სე­ბობ­და და მისი მსა­ხი­ო­ბე­ბი ვი­ყა­ვით. ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, გას­ტრო­ლებ­ზე სულ ერ­თად დავ­დი­ო­დით. იქაც აყ­ვა­რებ­და ადა­მი­ა­ნებს თავს...

„კა­ვე­ე­ნის“ თა­მა­შე­ბი რომ და­ი­წყო, აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­იქ­მნა ჯგუ­ფი „სო­ფე­ლო“, ჩვე­ნი გუნ­დის კა­პი­ტა­ნი იყო. შემ­დეგ მოხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლოს „კა­ვე­ე­ნის“ ნაკ­რებ­ში - „ნამ­დვი­ლი თა­მა­დე­ბი“.

ორი­ვეს 28 აპ­რილს გვაქვს და­ბა­დე­ბის დღე და არ არ­სე­ბობ­და, პირ­ველს არ მო­ე­ლო­ცა! სულ ყო­ველ­თვის, რომ და­რე­კავ­და, ასე მომ­მარ­თავ­და - გი­ლო­ცავ ჩვენ და­ბა­დე­ბის დღეს! უყ­ვარ­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ქე­ი­ფი, პურ-მა­რი­ლი... ჩემს მშობ­ლებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ გი­ორ­გი, არ და­ი­ჯე­რებთ, მაგ­რამ ხან­და­ხან ვფიქ­რობ­დი, რომ ჩემ­ზე მე­ტა­დაც...

„ფე­ის­ბუქ­ზე“ მის­მა სუ­რა­თებ­მა ძა­ლი­ან იმოქ­მე­და... მის ფო­ტო­ებს დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­უხ­და ფრა­ზა - „ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა დამ­თავ­რდა“... მე და­ვა­მა­ტებ­დი - მათი ბავ­შვო­ბა დამ­თავ­რდა და ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა, მე­გობ­რო­ბა...

ცოტა ხნის წინ მე­გობ­რის მამა გარ­და­იც­ვა­ლა, რა­ი­ონ­ში მივ­დი­ო­დით, გო­გი­ჩაც მო­ვი­და, უნდა წა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ მერე ვე­ღარ შეძ­ლო. ვიცი რაც მჭირს, ბევ­რი მი­მა­ლავს, არ ვიცი, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ასე მგო­ნია, რომ ვიქ­ნე­ბიო. კი, ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა! წა­ვი­და ადა­მი­ა­ნი წუ­თი­სოფ­ლი­დან, მაგ­რამ ბევ­რი კად­რი და­ტო­ვა ეკ­რან­ზე.

მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ასეთ ადა­მი­ან­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. როცა არ უნდა და­ე­რე­კა, ეს დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო ჩემ­თვის. ახლა კი აღარ იქ­ნე­ბა მისი მო­ლოც­ვე­ბი, მისი მხი­ა­რუ­ლე­ბა, ძლი­ე­რი იუ­მო­რი. დიახ, ეს სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო დაგ­ვაკ­ლდე­ბა ყვე­ლას...

AMBEBI.GE სამ­ძი­მარს უცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს და მე­გობ­რებს.

ავტორი:

"6 თვეში ფეხზე უნდა ვიდგეო! ეს იყო ბოლო ემოციური ფრაზა, რაც მისგან მოვისმინე..." - როგორ იხსენებენ გოგიჩას მეგობრები

"6 თვეში ფეხზე უნდა ვიდგეო! ეს იყო ბოლო ემოციური ფრაზა, რაც მისგან მოვისმინე..." - როგორ იხსენებენ გოგიჩას მეგობრები

ადამიანი არ აღმოჩნდა, მასზე ერთი ურიგო სიტყვაც კი ეთქვა - ყველასთვის საყვარელმა "გოგიჩამ", ყველას გული დასწყვიტა. განსაკუთრებული სიყვარული კი პატარებს დაუტოვა, ვისთანაც ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა და ეს იყო „ბასტი ბუბუს“ სტუდია. გასახსენებელი ყველას ბევრი აქვს...

მსახიობი, შოუმენი, ტელეწამყვანი, იუმორისტი, უბრალოდ ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი გიორგი გოგიჩაიშვილი, იგივე გოგიჩა 51 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან...

AMBEBI.GE დაუკავშირდა ადამიანებს, ვისაც მასთან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და კარგად იცნობდნენ, თითქოს ყველასთვის ახლობელ გოგიჩას...

ზაალ წულუკიძე, შოუმენი:

- როგორც ჩანს, ეს არის წუთისოფელი და როცა დრო მოვა, იმ ქვეყნად, ყველა უნდა წავიდეს, ცუდია, რომ უდროოდ მიდიან... ღიმილის ბიჭები კი ღიმილით მიდიან. ბოლომდე მხნეობას და სიმშვიდეს ინარჩუნებენ... გოგიჩას სანახავად ერთი კვირის წინ მე და მამა მივედით, მას მერე, რაც 27 ივნისს ჩემი ძმა - ალეკო იმავე დიაგნოზით მიწას მივაბარეთ. გოგიჩა საავადმყოფოში იწვა და სამძიმარზე ვერ მოვიდა. მართლა არ შეეძლო, სუსტად იყო...

დაკრძალვის შემდეგ აუცილებლად უნდა მენახა... რომ დაგვინახა, გაუხარდა... ალეკო გავიხსენეთ, ბევრი ვისაუბრეთ, ვიხალისეთ კიდეც. არადა, წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე დღის წინ, როგორც გითხარით, ოჯახის წევრი, სისხლი და ხორცი დავასაფლავეთ. ვცდილობდით, არ დაგვემძიმებინა...

როდესაც ალეკო საავადმყოფოში მივიყვანეთ, გოგიჩაც იმ დროს შეიყვანეს იქ, მაგრამ მათი მდგომარების გამო ერთმანეთის ნახვა ვერ შეძლეს. თუმცა, მედპერსონალს ორივემ ერთმანეთთან თბილი მოკითხვა დააბარეს. არადა, ორივეს ცხოვრების ბოლო სამი კვირა ჰქონდა დარჩენილი... მათი ავადმყოფობის პერიოდში კიდევ ასეთი დამთხვევა მოხდა - ერთ-ერთ საავადმყოფოში, იმ პალატაში მოხვდა ალეკო, სადაც მანამდე გოგიჩა იწვა.

გოგიჩას დამშვიდობებისას ვუთხარი - შენთვის ერთი კარგი ამბავი მაქვს-მეთქი. გამომხედა და მითხრა - შვილს ელოდებითო? უსიტყვოდ ესმოდა ყველაფერი! მერე ნათიას, მეუღლეს გადაულაპარაკა - ხომ იცი, 6 თვეში ფეხზე უნდა ვიდგეო... ეს იყო მისი ბოლო ემოციური ფრაზა, რაც მე მისგან მოვისმინე.

გიორგი ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, სანამ "მანსანკანში" ჩავერთვებოდი. მე და ლევან ჯავახიშვილი თეატრ „ბერიკებში“ დავდიოდით. გოგიჩა ამ თეატრის უფროსი თაობა იყო. უფროსები რომ რეპეტიციას ატარებდნენ რეჟისორ გოგი თოდაძის ხელმძღვანელობით, უმცროსები ადრე მივდიოდით და რეპეტიციებს ვესწრებოდით. შემდეგ ჩვენი შეხვედრა მხიარულთა და საზრიანთა კლუბში მოხდა, 30-ე სკოლის გუნდში გამოვდიოდი, დევი დევიძე და გოგიჩა ხშირად მოდიოდნენ, ჩვენი გუნდი უყვარდათ. გამოცდილებას გვიზიარებდნენ, ერთხელ მაგარი ნომერიც დაგვადგმევინეს.

მოწინააღმდეგეები ვიყავით - ეგ „სოფელოს“ გუნდში იყო, ჩვენ „ღიმილის ბიჭები“ გვერქვა, მაგრამ იმდროინდელ „კავეენში“ უპირველესი ჯერ მეგობრობა იყო და მერე შეჯიბრება. სხვა ურთიერთობები გვქონდა. დიდი ოჯახი იყო...

მოგვიანებით გოგიჩა ჩემი მეჯვარე გახდა. კიდევ უფრო დავახლოვდით. შემდეგ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ „ბასტი ბუბუში“ მოვხვდებოდი, სტუდიამ თანამშრომლობა შემომთავაზა და გოგიჩას პარტნიორობამ ასე მომიწია. სპექტაკლებში საოცარი იმპროვიზაციები გვქონდა. ერთად ვიმუშავეთ „იმედის დილაშიც“ და ერთი „გიჟი“ სეზონი გავატარეთ იქ. მასთან მუშაობა ბედნიერება იყო, ყალბი არაფერი ჰქონდა! საუკეთესო მეგობარი, კოლეგა, პარტნიორი იყო.

ვისაც გოგიჩამ ერთხელ მაინც თავისი სიყვარული, სითბო დაანახვა, არავისში გამქრალა. ლომის წილი კი „ბასტი ბუბუში“, მის პერსონაჟებს მიუძღვით. მადლობელი ვარ, რომ მასთან არა მარტო მეგობრობის, სცენაზე მუშაობის საშუალება მქონდა. გოგიჩა იყო ადამიანი, რომელიც არაფერში ხედავდა ნეგატივს...

თამარ სხვიტარიძე, „ბასტი ბუბუს“ დამფუძნებელი და პროდიუსერი:

- გოგიჩას ყველა უყვარდა, ასეთი იყო. არავის განიკითხავდა და მასაც არავინ განიკითხავდა. ისეთი იყო, როგორიც იყო... თავიდანვე ასეთი დამოკიდებულება მქონდა - რაც კი საუკეთესო ადამიანი მხვდებოდა გზაზე, ვარსკვლავები, ცნობილი ადამიანები, ყველა „ბასტი ბუბუში“ მომყავდა, მინდოდა, ბავშვებთან და საბავშვო საქმესთან ახლოს ყოფილიყვნენ.

გოგიჩამ ჩვენთან მულტფილმების თარგმნით დაიწყო. 90-იან წლებში დისნეის საუკეთესო მულტფილმები იშვიათობა იყო. ჩვენ სხვადასხვა უცხოურ ქვეყანაში ვყიდულობდით, ვთარგმნიდით და ბავშვებს ვაჩვენებდით. გოგიჩა ყველა გმირს საუკეთესოდ ახმოვანებდა. საოცარ არტისტულ თვისებას ავლენდა, თუმცა კი სასოფლო ჰქონდა დამთავრებული. მერე კიდევ უფრო გამყარდა ჩვენი ურთიერთობა - ჩემი და ჩემი მეუღლის მეჯვარეც გახდა, დავნათესავდით.

კიდევ ერთი გადაცემა - „კარუსელის“ იდეა ასე მოვიდა: მამების ჩართულობა შვილების აღზრდაში არ იკვეთებოდა, არ მონაწილეობდნენ და გვინდოდა, პრესტიჟული გაგვეხადა. ამიტომ „კარუსელის“ წამყვანად მოვიყვანეთ ახალგაზრდა, სიმპათიური, იუმორის მქონე, კეთილგანწყობილი კაცი - გოგიჩა! ბავშვებს როგორც თანატოლს ესაუბრებოდა, მამების სტუდიაში მოსაყვანადაც გამოგვადგა ეს და ასე შემოვიტყუეთ სტუდიაში მამებიც. გოგიჩამ თავისი დამოკიდებულებით, ხასიათით, პროფესიონალიზმით, თითქოს ქართველი მამების მენტალობა შეცვალა. ყველა პატივს სცემდა და ყველას უნდოდა, რომ გოგიჩასნაირი ყოფილიყო.

გული მწყდება, რომ მეტის გაკეთების საშუალება არ მიეცა... უდიდესი შესაძლებლობების ადამიანი იყო და სათანადოდ არ იყო რეალიზებული. ეს ხომ უდიდესი დარდია ადამიანისთვის?! არადა, კაცი იყო და წუწუნს ხომ ვერ დაიწყებდა?! გული იმაზეც მწყდება, ამ ქვეყნიდან ასეთი ტკივილიანი გასვლა რით დაიმსახურა?!

დაავადებასთან მხნე იყო. ყველაფერს იუმორით უყურებდა. ყოველი გადასხმის შემდეგ ანეკდოტებს მწერდა. მეც ასევე ვპასუხობდი. ვუგეგმავდი, რა უნდა გაეკეთებინა, სამსახურში რომ გამოვიდოდა. როგორც ვიცი, ოჯახის წევრებსაც არ ესაუბრებოდა პესიმისტურად, აქეთ ამშვიდებდა ყველას. მეუღლე ბოლომდე გმირულად ედგა გვერდით, ასევე შვილებიც. იდეალური დედ-მამა ჰყავს და ამ ტკივილისთვის ისინიც ძალიან მეცოდებიან...

დევი დევიძე, იუმორისტი, სტუდენტობის მეგობარი:

- ხალხი გოგიჩას ტელევიზიით იცნობდა და მის დადებით მხარეებს მხოლოდ იქ ხედავდა. ცხოვრებაშიც უკეთილშობილესი, თბილი პიროვნება იყო, საოცარი მეგობრობა იცოდა. ყველა ადამიანი უყვარდა. მისგან ცუდი არავისზე გამიგონია, ძალიან თბილი და გემრიელი პიროვნება იყო.

ერთმანეთი სტუდენტობისას, აგრარულ უნივერსიტეტში გავიცანით, მაშინ სასოფლო ერქვა. სასწავლებლის ბაზაზე, თეატრი „ბერიკები“ არსებობდა და მისი მსახიობები ვიყავით. ფესტივალებზე, გასტროლებზე სულ ერთად დავდიოდით. იქაც აყვარებდა ადამიანებს თავს...

„კავეენის“ თამაშები რომ დაიწყო, აგრარულ უნივერსიტეტში შეიქმნა ჯგუფი „სოფელო“, ჩვენი გუნდის კაპიტანი იყო. შემდეგ მოხვდა საქართველოს „კავეენის“ ნაკრებში - „ნამდვილი თამადები“.

ორივეს 28 აპრილს გვაქვს დაბადების დღე და არ არსებობდა, პირველს არ მოელოცა! სულ ყოველთვის, რომ დარეკავდა, ასე მომმართავდა - გილოცავ ჩვენ დაბადების დღეს! უყვარდა მეგობრებთან ერთად ქეიფი, პურ-მარილი... ჩემს მშობლებსაც ძალიან უყვარდათ გიორგი, არ დაიჯერებთ, მაგრამ ხანდახან ვფიქრობდი, რომ ჩემზე მეტადაც...

„ფეისბუქზე“ მისმა სურათებმა ძალიან იმოქმედა... მის ფოტოებს დღეს ყველაზე მეტად მოუხდა ფრაზა - „ჩვენი ბავშვობა დამთავრდა“... მე დავამატებდი - მათი ბავშვობა დამთავრდა და ჩვენი ახალგაზრდობა, მეგობრობა...

ცოტა ხნის წინ მეგობრის მამა გარდაიცვალა, რაიონში მივდიოდით, გოგიჩაც მოვიდა, უნდა წამოსულიყო, მაგრამ მერე ვეღარ შეძლო. ვიცი რაც მჭირს, ბევრი მიმალავს, არ ვიცი, რა და როგორ იქნება, მაგრამ ასე მგონია, რომ ვიქნებიო. კი, ყოველთვის იქნება! წავიდა ადამიანი წუთისოფლიდან, მაგრამ ბევრი კადრი დატოვა ეკრანზე.

მეამაყება, რომ ასეთ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. როცა არ უნდა დაერეკა, ეს დიდი სიხარული იყო ჩემთვის. ახლა კი აღარ იქნება მისი მოლოცვები, მისი მხიარულება, ძლიერი იუმორი. დიახ, ეს სიყვარული და სითბო დაგვაკლდება ყველას...

AMBEBI.GE სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ