პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-ს საელჩოს სტუმრების სიის გამო, საპატრიარქომ ხომ არ უნდა იმართლოს თავი?" - რას წერს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი
"აშშ-ს საელჩოს სტუმრების სიის გამო, საპატრიარქომ ხომ არ უნდა იმართლოს თავი?" - რას წერს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მამა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და ორ სა­კი­თხზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. ერთი - რუსი კო­მუ­ნის­ტი დე­პუ­ტა­ტის, სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს, მე­ო­რე კი აშშ-ს სა­ელ­ჩო­ში გა­მარ­თულ მი­ღე­ბა­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს ეხე­ბა, რო­მელ­ზეც სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან ერ­თად არი­ან აღ­ბეჭ­დილ­ნი (ფოტო on.ge-მ გა­ავ­რცე­ლა).

აი, რას წერს სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"რა მოხ­და აშშ-ს სა­ელ­ჩო­ში?

თავ­და­პირ­ვე­ლად მინ­და შე­ვახ­სე­ნო მკი­თხველს, რომ სა­პატ­რი­არ­ქო ორი კვი­რა თავს იმარ­თლებ­და იმ სა­მი­ტის გამო, რო­მე­ლიც მას არ და­უ­ორ­გა­ნი­ზე­ბია და გავ­რი­ლო­ვის გამო, რომ­ლის მოწ­ვე­ვაც სა­პატ­რი­არ­ქოს­თვის არა­ვის შე­უ­თან­ხმე­ბია. ეხლა კი ფაქ­ტი­უ­რად აშშ-ს სა­ელ­ჩოს სტუმ­რე­ბის სიის გამო, ისევ სა­პატ­რი­არ­ქომ ხომ არ უნდა იმარ­თლოს თავი?

ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მო­რი­გი მცდე­ლო­ბა იყო ამ მი­ღე­ბა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოს ისე წარ­მო­ჩე­ნა, თით­ქოს რა­ი­მე და­ფა­რუ­ლი სა­უ­ბა­რი შედ­გა მღვდელმთავ­რებ­სა და ე.წ. პრა­ი­დის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს შო­რის. სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი და ბა­ნა­ლუ­რია.

აშშ-ს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ მი­ღე­ბა­ზე მიწ­ვე­უ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე ათა­სი სტუ­მა­რი, რა გა­საკ­ვი­რია და სა­პატ­რი­არ­ქოს­თან სტუმ­რე­ბის სია არ შე­უ­თან­ხმე­ბი­ათ. იქ აღ­მოჩ­ნდნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ე.წ. პრა­ი­დის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და რა­ღაც მო­მენ­ტში ასე­ვე სტუმ­რად მიწ­ვე­ულ ჩვენს მღვდელმთავ­რებ­თან მი­ვიდ­ნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ფო­ტოს გა­და­ღე­ბა­ზე წი­ნას­წარ­ვე იზ­რუ­ნეს და ეს შემ­თხვე­ვით შერ­ჩე­უ­ლი კად­რი არაა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­უბ­რის ში­ნა­არსს, აქაც ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლი და მარ­ტი­ვი გა­სა­გე­ბია მათ­თვის, ვინც იცის ეკ­ლე­სი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სო­დო­მურ ცოდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­თი პო­ზი­ცია არა­ერ­თხელ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია ეკ­ლე­სი­ას სხვა­დას­ხვა ფორ­მით.მათ გა­მოთ­ქვეს სურ­ვი­ლი ეკ­ლე­სი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, და მღვდელმთავ­რებ­მა უპა­სუ­ხეს, რომ ეკ­ლე­სია მუ­დამ მზა­დაა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­თან სა­სა­უბ­როდ მის მო­საქ­ცე­ვად და მო­ნა­ნულს ყო­ველ­თვის სი­ხა­რუ­ლით იწყნა­რებს. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ცოდ­ვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ეს შე­უ­წყნა­რე­ბე­ლია და კი­დევ უფრო მძი­მე ცოდ­ვაა.

ეკ­ლე­სია მუ­დამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი და შე­უ­ვა­ლია ცოდ­ვის გან­სა­ზღვრას­თან, გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მუ­დამ სი­ფხიზ­ლეს გა­მო­ი­ჩენს და ძა­ლიხ­მე­ვას არ და­აკ­ლებს მის გან­სა­კურ­ნებ­ლად. მღვდელმთავ­რებ­მა სა­უ­ბარ­ში გა­ნუ­მარ­ტეს მათ, რომ ე.წ. "პრა­ი­დის" გა­მარ­თვა არის ცოდ­ვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, ძა­ლა­დო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე და სრუ­ლი­ად და­უშ­ვე­ბე­ლია.ჯობს გა­ვი­აზ­როთ, რომ ერთი ძა­ლის მო­გო­ნი­ლია ეს ორი­ვე სცე­ნა­რი და ჩვენს ემო­ცი­ურ ბუ­ნე­ბა­ზე გათ­ვლი­ლი პრო­ვო­კა­ცი­აა, რო­მელ­საც ეკ­ლე­სი­ის სამ­ტროდ იყე­ნე­ბენ. და­ვაკ­ვირ­დეთ, მი­ზა­ნი ერ­თია, რო­გორ­მე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეკ­ლე­სი­ი­სად­მი ნდო­ბა შემ­ცირ­დეს" - წერს ჯაღ­მა­ი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს
ავტორი:

"აშშ-ს საელჩოს სტუმრების სიის გამო, საპატრიარქომ ხომ არ უნდა იმართლოს თავი?" - რას წერს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი

"აშშ-ს საელჩოს სტუმრების სიის გამო, საპატრიარქომ ხომ არ უნდა იმართლოს თავი?" - რას წერს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ორ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ერთი - რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს, მეორე კი აშშ-ს საელჩოში გამართულ მიღებაზე გადაღებულ ფოტოს ეხება, რომელზეც საპატრიარქოს წარმომადგენლები "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებთან ერთად არიან აღბეჭდილნი (ფოტო on.ge-მ გაავრცელა).

აი, რას წერს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი:

"რა მოხდა აშშ-ს საელჩოში?

თავდაპირველად მინდა შევახსენო მკითხველს, რომ საპატრიარქო ორი კვირა თავს იმართლებდა იმ სამიტის გამო, რომელიც მას არ დაუორგანიზებია და გავრილოვის გამო, რომლის მოწვევაც საპატრიარქოსთვის არავის შეუთანხმებია. ეხლა კი ფაქტიურად აშშ-ს საელჩოს სტუმრების სიის გამო, ისევ საპატრიარქომ ხომ არ უნდა იმართლოს თავი?

ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა იყო ამ მიღებაზე გადაღებული ფოტოს ისე წარმოჩენა, თითქოს რაიმე დაფარული საუბარი შედგა მღვდელმთავრებსა და ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს შორის. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივი და ბანალურია.

აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე მიწვეული იყო რამდენიმე ათასი სტუმარი, რა გასაკვირია და საპატრიარქოსთან სტუმრების სია არ შეუთანხმებიათ. იქ აღმოჩნდნენ აღნიშნული ე.წ. პრაიდის ორგანიზატორები და რაღაც მომენტში ასევე სტუმრად მიწვეულ ჩვენს მღვდელმთავრებთან მივიდნენ. სავარაუდოდ, ფოტოს გადაღებაზე წინასწარვე იზრუნეს და ეს შემთხვევით შერჩეული კადრი არაა.

რაც შეეხება საუბრის შინაარსს, აქაც ყველაფერი ჩვეული და მარტივი გასაგებია მათთვის, ვინც იცის ეკლესიის დამოკიდებულება სოდომურ ცოდვასთან დაკავშირებით. ასეთი პოზიცია არაერთხელ დაუფიქსირებია ეკლესიას სხვადასხვა ფორმით.მათ გამოთქვეს სურვილი ეკლესიასთან ურთიერთობისა, და მღვდელმთავრებმა უპასუხეს, რომ ეკლესია მუდამ მზადაა ნებისმიერ ადამიანთან სასაუბროდ მის მოსაქცევად და მონანულს ყოველთვის სიხარულით იწყნარებს. ხოლო რაც შეეხება ცოდვის პოპულარიზაციას, ეს შეუწყნარებელია და კიდევ უფრო მძიმე ცოდვაა.

ეკლესია მუდამ კატეგორიული და შეუვალია ცოდვის განსაზღვრასთან, გამოაშკარავებასთან დაკავშირებით, მუდამ სიფხიზლეს გამოიჩენს და ძალიხმევას არ დააკლებს მის განსაკურნებლად. მღვდელმთავრებმა საუბარში განუმარტეს მათ, რომ ე.წ. "პრაიდის" გამართვა არის ცოდვის პოპულარიზაცია, ძალადობა საზოგადოებაზე და სრულიად დაუშვებელია.ჯობს გავიაზროთ, რომ ერთი ძალის მოგონილია ეს ორივე სცენარი და ჩვენს ემოციურ ბუნებაზე გათვლილი პროვოკაციაა, რომელსაც ეკლესიის სამტროდ იყენებენ. დავაკვირდეთ, მიზანი ერთია, როგორმე საზოგადოებაში ეკლესიისადმი ნდობა შემცირდეს" - წერს ჯაღმაიძე.

"ეპიდემიის აფეთქების შემთხვევაში მავანთ ხელს ეკლესიისკენ გააშვერინებენ..." - რას წერს ექიმი სააღდგომო ლიტურგიაზე

"სასულიერო პირთა და მორწმუნეთა ეს ჯგუფი უკვე წლებია ამუხრუჭებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას..." - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

"დღემდე მხოლოდ ერთ სიზმარს ვხედავ, სადაც ნიკუშას ვეკითხები: დედას რა ვუთხრა ბიჭო?" - მევლუდ მელაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე