პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერდის ფესტივალს საქართველოში თბილისის ოპერა და „ბლექ სი არენა“ უმასპინძლებენ!..
ვერდის ფესტივალს საქართველოში თბილისის ოპერა და „ბლექ სი არენა“ უმასპინძლებენ!..

5 ივ­ლისს, თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის სარ­კე­ე­ბი­ან დარ­ბაზ­ში, გა­ი­მარ­თა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია ვერ­დის ფეს­ტი­ვა­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას და­ეს­წრნენ თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძე, ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი, თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ან­დღუ­ლა­ძე და “ბლექ სი არე­ნას” დი­რექ­ტო­რი ტატო ხარ­ჩი­ლა­ვა.

უდი­დე­სი იტა­ლი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის - ჯუ­ზე­პე ვერ­დის სა­ხე­ლო­ბის ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც ქა­ლაქ პარ­მა­სა და ბუ­სე­ტო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა, მი­ლი­ო­ნო­ბით მე­ლო­მანს იზი­დავს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან. წელს კი პირ­ვე­ლად ვერ­დის ფეს­ტი­ვა­ლი სცდე­ბა იტა­ლი­ის სა­ზღვრებს და ჩა­ტარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს უპ­რე­ცე­დენ­ტო მოვ­ლე­ნაა.

2018 წლის 23 აგ­ვის­ტოს, ვერ­დის ფეს­ტი­ვალ­სა და თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატრს შო­რის 3-წლი­ა­ნი ურ­თი­ერთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად, თე­ატრს ვერ­დის ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭა. ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც ორ ქვე­ყა­ნას შო­რის მჭიდ­რო კულ­ტუ­რულ ურ­თი­ერთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, მხარს უჭერს იტა­ლი­ის სე­ნა­ტი და მთავ­რო­ბა. ფეს­ტი­ვა­ლი ტარ­დე­ბა Check in Georgia-ს ფარ­გლებ­ში.

16 აგ­ვის­ტოს - "ბალ-მას­კა­რა­დის" პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თე­ბა თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატ­რში. ეს არის ტე­ატ­რო რე­ჯიო დი პარ­მას დად­გმა.

23 აგ­ვის­ტოს - არე­ნა დი ვე­რო­ნას "აიდა" ბლექ სი არე­ნას სცე­ნა­ზე შეს­რულ­დე­ბა. გარ­და იმი­სა რომ არე­ნა დი ვე­რო­ნას სპექ­ტაკ­ლი პირ­ვე­ლად ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბლექ სი არე­ნა­ზე­პირ­ვე­ლად და­იდ­გმე­ბა სა­ო­პე­რო სპექ­ტაკ­ლი.

25 აგ­ვის­ტოს კი ბლექ სი არე­ნა­ზე მსოფ­ლიო სა­ო­პე­რო ვარ­სკვლა­ვე­ბი გა­ლა­კონ­ცერტს გა­მარ­თა­ვენ.

რო­გორც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე „ბლექ სი არე­ნას“ დი­რექ­ტორ­მა, ტატო ხარ­ჩი­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა: „ბლექ სი არე­ნას­თვის“ ეს არის უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. პირ­ვე­ლად, მრა­ვალ­წლი­ა­ნი არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, ვერ­დის პრეს­ტი­ჟუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი ტო­ვებს იტა­ლი­ას და გად­მო­ი­ნაც­ვლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ­თვის უდი­დე­სი პა­ტი­ვია, რომ სა­მი­დან ორი ღო­ნის­ძი­ე­ბა სწო­რედ ჩვენს არე­ნა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. მზად ვართ იმ ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც წინ უძღვის ამ შე­სა­ნიშ­ნავ სა­ნა­ხა­ო­ბას, ჯერ „აი­დას“, შემ­დეგ კი მსოფ­ლიო სა­ო­პე­რო ვარ­სკვლა­ვე­ბის გა­ლა­კონ­ცერ­ტე­ბის სა­ხით“.

მე­დი­ას­თან შეხ­ვედ­რი­სას ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს: „მა­ღალ­ფარ­დო­ვან სი­ტყვებს ვერ ავ­ცდე­ბით, რად­გან ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღეა. ვერ­დის ფეს­ტი­ვა­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ ვა­კე­თებთ გან­ცხა­დე­ბას. არ მო­ვე­რი­დე­ბი სი­ტყვა უპ­რე­ცე­დენ­ტოს გა­მო­ყე­ნე­ბას, რად­გან ეს მარ­თლაც ასეა. ვერ­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატრს გად­მო­ე­ცა“.

გი­ორ­გი ან­დღუ­ლა­ძის თქმით, ჯერ თბი­ლი­სის ოპე­რის, შემ­დეგ კი „ბლექ სია რე­ნას“ სცე­ნას იტა­ლი­ი­დან და არა მხო­ლოდ, უამ­რა­ვი მსოფ­ლიო დო­ნის შესმრუ­ლე­ბე­ლი და­ი­კა­ვებს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­ლენ არა მხო­ლოდ ოპე­რის მომ­ღერ­ლე­ბი, არა­მედ რე­ჟი­სო­რე­ბი, ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი და ა.შ.

ფეს­ტი­ვა­ლის პარტნი­ო­რია ევ­რო­პის უდი­დე­სი კერ­ძო მე­დი­ა­კომ­პა­ნია Mediaset S.p.A (მფლო­ბე­ლი იტა­ლი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნი), რო­მე­ლიც ევ­რო­პის თხუთ­მეტ ქვე­ყა­ნა­ში მა­უ­წყებ­ლობს. მრა­ვა­ლი პრი­ზის მფლო­ბე­ლი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა სრუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით და უზ­რუნ­ველ­ყობს ფეს­ტი­ვა­ლი­სა დაქ­ვეყ­ნის გა­შუ­ქე­ბას უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. Mediaset-ი გა­ა­შუ­ქებს არა მხო­ლოდ ფეს­ტი­ვალს, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, რო­გორც ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებს, ასე­ვე არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­დევ­რებს, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად წარ­მო­ჩინ­დეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის უნი­კა­ლუ­რი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი.

პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის რე­გი­ო­ნულ ცენ­ტრად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას მსოფ­ლი­ო­ში, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლებს და არა მხო­ლოდ მათ, მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, იხი­ლონ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი თე­ატ­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბი­ლე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც tkt.ge-სა და biletebi.ge-ზე გა­ი­ყი­დე­ბა, უპ­რე­ცე­დენ­ტოდ და­ბა­ლი ფა­სი­საა და იწყე­ბა 20 ლა­რი­დან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ვერდის ფესტივალს საქართველოში თბილისის ოპერა და „ბლექ სი არენა“ უმასპინძლებენ!..

ვერდის ფესტივალს საქართველოში თბილისის ოპერა და „ბლექ სი არენა“ უმასპინძლებენ!..

5 ივლისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სარკეებიან დარბაზში, გაიმართა პრესკონფერენცია ვერდის ფესტივალის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით.

პრესკონფერენციას დაესწრნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი მაისურაძე, ოპერის მომღერალი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ანდღულაძე და “ბლექ სი არენას” დირექტორი ტატო ხარჩილავა.

უდიდესი იტალიელი კომპოზიტორის - ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი, რომელიც ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება, მილიონობით მელომანს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს კი პირველად ვერდის ფესტივალი სცდება იტალიის საზღვრებს და ჩატარდება საქართველოში. ეს უპრეცედენტო მოვლენაა.

2018 წლის 23 აგვისტოს, ვერდის ფესტივალსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს შორის 3-წლიანი ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, თეატრს ვერდის ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. ინიციატივას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კულტურულ ურთიერთ თანამშრომლობას ითვალისწინებს, მხარს უჭერს იტალიის სენატი და მთავრობა. ფესტივალი ტარდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

16 აგვისტოს - "ბალ-მასკარადის" პრემიერა გაიმართება თბილისის ოპერის თეატრში. ეს არის ტეატრო რეჯიო დი პარმას დადგმა.

23 აგვისტოს - არენა დი ვერონას "აიდა" ბლექ სი არენას სცენაზე შესრულდება. გარდა იმისა რომ არენა დი ვერონას სპექტაკლი პირველად ჩამოდის საქართველოში, ბლექ სი არენაზეპირველად დაიდგმება საოპერო სპექტაკლი.

25 აგვისტოს კი ბლექ სი არენაზე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები გალაკონცერტს გამართავენ.

როგორც პრესკონფერენციაზე „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ აღნიშნა: „ბლექ სი არენასთვის“ ეს არის უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობა. პირველად, მრავალწლიანი არსებობის ისტორიაში, ვერდის პრესტიჟული ფესტივალი ტოვებს იტალიას და გადმოინაცვლებს საქართველოში. ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ სამიდან ორი ღონისძიება სწორედ ჩვენს არენაზე გაიმართება. მზად ვართ იმ ტექნიკური სამუშაოებისთვის, რომლებიც წინ უძღვის ამ შესანიშნავ სანახაობას, ჯერ „აიდას“, შემდეგ კი მსოფლიო საოპერო ვარსკვლავების გალაკონცერტების სახით“.

მედიასთან შეხვედრისას ბადრი მაისურაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენისთვის განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს: „მაღალფარდოვან სიტყვებს ვერ ავცდებით, რადგან ეს განსაკუთრებული დღეა. ვერდის ფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ ვაკეთებთ განცხადებას. არ მოვერიდები სიტყვა უპრეცედენტოს გამოყენებას, რადგან ეს მართლაც ასეა. ვერდის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარების უფლება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს გადმოეცა“.

გიორგი ანდღულაძის თქმით, ჯერ თბილისის ოპერის, შემდეგ კი „ბლექ სია რენას“ სცენას იტალიიდან და არა მხოლოდ, უამრავი მსოფლიო დონის შესმრულებელი დაიკავებს და საქართველოში ჩამოვლენ არა მხოლოდ ოპერის მომღერლები, არამედ რეჟისორები, ტექნიკური ჯგუფი და ა.შ.

ფესტივალის პარტნიორია ევროპის უდიდესი კერძო მედიაკომპანია Mediaset S.p.A (მფლობელი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი), რომელიც ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში მაუწყებლობს. მრავალი პრიზის მფლობელი გადამღები ჯგუფი საქართველოში ჩამოვა სრული ტექნიკური აღჭურვილობით და უზრუნველყობს ფესტივალისა დაქვეყნის გაშუქებას უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. Mediaset-ი გააშუქებს არა მხოლოდ ფესტივალს, არამედ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც ისტორიულ ძეგლებს, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებს, რათა მაქსიმალურად წარმოჩინდეს ჩვენი ქვეყნის უნიკალური ტურისტული პოტენციალი.

პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს კულტურის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბება, ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას მსოფლიოში, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს და არა მხოლოდ მათ, მისცემს შესაძლებლობას, იხილონ მსოფლიოს წამყვანი თეატრების მაღალი ხარისხის პროდუქცია.

აღსანიშნავია, რომ ბილეთები, რომლებიც tkt.ge-სა და biletebi.ge-ზე გაიყიდება, უპრეცედენტოდ დაბალი ფასისაა და იწყება 20 ლარიდან.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს