საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოვხატავთ აღშფოთებას, რა ფორმითაც დაშალეს აქცია" - ბაჩო ქაჯაიას მიმართვა გადაცემაში
"გამოვხატავთ აღშფოთებას, რა ფორმითაც დაშალეს აქცია" - ბაჩო ქაჯაიას მიმართვა გადაცემაში

პირ­ვე­ლი არ­ხის გა­და­ცე­მის „ღა­მის შოუ პირ­ველ­ზე“ წამ­ყვა­ნი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო პრო­ტესტს შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­თან ერ­თად უერ­თდე­ბა, ბაჩო ქა­ჯა­ი­ამ ამის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მის მო­ნო­ლოგ­ში ისა­უბ­რა და აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ ეს სე­ზო­ნის ბოლო გა­და­ცე­მაა.

"მე და ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ვუ­ერ­თდე­ბით იმ სა­მარ­თლი­ან პრო­ტესტს, რო­მე­ლიც გა­მო­იწ­ვია 20 ივ­ნისს პარ­ლა­მენ­ტში რუსი ოკუ­პან­ტე­ბის მის­ვლამ.

ასე­ვე, მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ჩვე­ნი აღ­შფო­თე­ბა რა ფორ­მი­თაც მოხ­და იმა­ვე სა­ღა­მოს აქ­ცი­ის დაშ­ლა და მინ­და, ყვე­ლა და­შა­ვე­ბულს მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ვუ­სურ­ვო - რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო, ასე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან.

დღეს „ღა­მის შოუ პირ­ველ­ზე“-ს სე­ზო­ნის ბოლო გა­და­ცე­მაა. შე­სა­ბა­მი­სად, მე ეთე­რი­დან გემ­შვი­დო­ბე­ბით და აქვე - მინ­და გი­თხრათ, რომ ვუ­ერ­თდე­ბი ძა­ლი­ან კარგ კამ­პა­ნი­ას „გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში“. იმე­დი მაქვს, ქვე­ყა­ნა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა მალე დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა, ბევ­რი თქვენ­გა­ნი შე­მო­უ­ერ­თდე­ბა ზე­მოხ­სე­ნე­ბულ კამ­პა­ნი­ას და ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში," - გა­ნა­ცხა­და ბაჩო ქა­ჯა­ი­ამ.

ავტორი:

"გამოვხატავთ აღშფოთებას, რა ფორმითაც დაშალეს აქცია" - ბაჩო ქაჯაიას მიმართვა გადაცემაში

"გამოვხატავთ აღშფოთებას, რა ფორმითაც დაშალეს აქცია" - ბაჩო ქაჯაიას მიმართვა გადაცემაში

პირველი არხის გადაცემის „ღამის შოუ პირველზე“ წამყვანი ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე ანტისაოკუპაციო პროტესტს შემოქმედებით ჯგუფთან ერთად უერთდება, ბაჩო ქაჯაიამ ამის შესახებ გადაცემის მონოლოგში ისაუბრა და აქვე აღნიშნა, რომ ეს სეზონის ბოლო გადაცემაა.

"მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი ვუერთდებით იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც გამოიწვია 20 ივნისს პარლამენტში რუსი ოკუპანტების მისვლამ.

ასევე, მინდა გამოვხატო ჩვენი აღშფოთება რა ფორმითაც მოხდა იმავე საღამოს აქციის დაშლა და მინდა, ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო - როგორც სამოქალაქო, ასევე სამართალდამცველების მხრიდან.

დღეს „ღამის შოუ პირველზე“-ს სეზონის ბოლო გადაცემაა. შესაბამისად, მე ეთერიდან გემშვიდობებით და აქვე - მინდა გითხრათ, რომ ვუერთდები ძალიან კარგ კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“. იმედი მაქვს, ქვეყანაში მდგომარეობა მალე დასტაბილურდება, ბევრი თქვენგანი შემოუერთდება ზემოხსენებულ კამპანიას და ერთმანეთს შევხვდებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში," - განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ