პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წარსულში ნასამართლევი, ძებნილი და რუსეთის ყოფილი მოქალაქე - ახალი დეტალები შსს-ს მიერ დაკავებულ 4 პირზე
წარსულში ნასამართლევი, ძებნილი და რუსეთის ყოფილი მოქალაქე - ახალი დეტალები შსს-ს მიერ დაკავებულ 4 პირზე

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შსს-ს მიერ 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით 4 პი­რი­დან 1 წარ­სულ­ში პო­ლი­ცი­ის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­თვის იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, 1 კი არა­ერ­თგზის ნა­სა­მარ­თლე­ვია.

კერ­ძოდ, რო­გორც AMBEBI.GE-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, ცოტ­ნე სო­სე­ლია წარ­სულ­ში რამ­დენ­ჯერ­მე იყო და­კა­ვე­ბუ­ლი წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბი­სა და პო­ლი­ცი­ის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­თვის.

ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ზუ­რაბ ბა­და­ღაშ­ვი­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძებ­ნი­ლი იყო და არა­ერ­თგზის ნა­სა­მარ­თლე­ვია.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა და­კა­ვე­ბუ­ლებს, რო­გორც AMBEBI.GE-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, ბე­სიკ თამ­ლი­ანს 2006 წელს შე­უ­წყდა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და 2018 წლამ­დე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო.

ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი კა­ხა­ბერ კუპ­რე­იშ­ვი­ლი რუ­სეთ­ში 23 ივ­ნისს გა­ემ­გზავ­რა და 25 ივ­ნისს დაბ­რუნ­და მოს­კო­ვი­დან.

შე­გახ­სნე­ნებთ, რომ შსს-მ 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბი­სას ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით 4 პირი და­ა­კა­ვა - ცოტ­ნე სო­სე­ლია, ბე­სიკ თამ­ლი­ა­ნი, კა­ხა­ბერ კუპ­რე­იშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ბა­და­ღაშ­ვი­ლი.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 20-21 ივ­ნისს, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სას, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში, რა დრო­საც სხვა­დას­ხვა საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმას და მათ­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას. კერ­ძოდ: ზ.ბ. ხელ­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით არა­ერ­თხელ და­ეს­ხა თავს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და ძა­ლის­მი­ე­რად უპი­რის­პირ­დე­ბო­და მათ. კ.კ. კი პო­ლი­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­რო­და სხვა­დას­ხვა სა­განს, აგ­რე­სი­უ­ლად თავს ეს­ხმო­და და ძა­ლის­მი­ე­რად უპი­რის­პირ­დე­ბო­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს. ც.ს. ხელ­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით თავს და­ეს­ხა სა­მარ­თალ­დამ­ცველს და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, ხოლო ბ.თ., ასე­ვე, თავს და­ეს­ხა პო­ლი­ცი­ის არა­ერთ თა­ნამ­შრო­მელს.

მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეტა­პობ­რი­ვად მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას" - აღ­ნიშ­ნეს სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

00:00 / 00:00
ავტორი:

წარსულში ნასამართლევი, ძებნილი და რუსეთის ყოფილი მოქალაქე - ახალი დეტალები შსს-ს მიერ დაკავებულ 4 პირზე

წარსულში ნასამართლევი, ძებნილი და რუსეთის ყოფილი მოქალაქე - ახალი დეტალები შსს-ს მიერ დაკავებულ 4 პირზე

არსებული ინფორმაციით, შსს-ს მიერ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირიდან 1 წარსულში პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის იყო დაკავებული, 1 კი არაერთგზის ნასამართლევია.

კერძოდ, როგორც AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, ცოტნე სოსელია წარსულში რამდენჯერმე იყო დაკავებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ბადაღაშვილი ერთი წლის განმავლობაში ძებნილი იყო და არაერთგზის ნასამართლევია.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, როგორც AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, ბესიკ თამლიანს 2006 წელს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და 2018 წლამდე რუსეთის მოქალაქე იყო.

ამავე ინფორმაციის თანახმად, კიდევ ერთი დაკავებული კახაბერ კუპრეიშვილი რუსეთში 23 ივნისს გაემგზავრა და 25 ივნისს დაბრუნდა მოსკოვიდან.

შეგახსნენებთ, რომ შსს-მ 20 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავა - ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბადაღაშვილი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რა დროსაც სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. კერძოდ: ზ.ბ. ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ. კ.კ. კი პოლიციის მიმართულებით ისროდა სხვადასხვა საგანს, აგრესიულად თავს ესხმოდა და ძალისმიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს. ც.ს. ხელკეტის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველს და ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ბ.თ., ასევე, თავს დაესხა პოლიციის არაერთ თანამშრომელს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას" - აღნიშნეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს