პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 4 ახალგაზრდა, რომლებიც 20 ივნისის აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დააკავეს
ვინ არის 4 ახალგაზრდა, რომლებიც 20 ივნისის აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დააკავეს

პო­ლი­ცი­ამ 20-21 ივ­ნი­სის ღა­მეს, აქ­ცი­ის დროს ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 4 პირი და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა 2019 წლის 20-21 ივ­ნისს პარ­ლა­მენ­ტის წინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, აქ­ცი­ა­ზე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტზე პა­სუ­ხის­გე­ბა­შია მი­ცე­მუ­ლი ნი­კა­ნორ მე­ლია, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით წა­რუდ­გი­ნა. სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით ბრალ­დე­ბულს შე­უ­ფარ­და გი­რაო და და­უ­წე­სა მთე­ლი რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი, მათ შო­რის ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი, რაც ელექტრო­სა­მა­ჯუ­რის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დღეს კი­დევ 4 პი­რის და­კა­ვე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბის მო­პო­ვე­ბის­თა­ნა­ვე, ეტა­პობ­რი­ვად გაგ­რძელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა.

დღეს და­კა­ვე­ბუ­ლი 4 პირი არის: 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ბ., 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.კ., 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ც.ს. და 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ. თ.

მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 20-21 ივ­ნისს, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სას, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში, რა დრო­საც სხვა­დას­ხვა საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმას და მათ­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას. კერ­ძოდ: ზ.ბ. ხელ­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით არა­ერ­თხელ და­ეს­ხა თავს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და ძა­ლის­მი­ე­რად უპი­რის­პირ­დე­ბო­და მათ. კ.კ. კი პო­ლი­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­რო­და სხვა­დას­ხვა სა­განს, აგ­რე­სი­უ­ლად თავს ეს­ხმო­და და ძა­ლის­მი­ე­რად უპი­რის­პირ­დე­ბო­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს. ც.ს. ხელ­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით თავს და­ეს­ხა სა­მარ­თალ­დამ­ცველს და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, ხოლო ბ.თ., ასე­ვე, თავს და­ეს­ხა პო­ლი­ცი­ის არა­ერთ თა­ნამ­შრო­მელს.

მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეტა­პობ­რი­ვად მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას" - აღ­ნიშ­ნა ბორ­ცვა­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს
ავტორი:

ვინ არის 4 ახალგაზრდა, რომლებიც 20 ივნისის აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დააკავეს

ვინ არის 4 ახალგაზრდა, რომლებიც 20 ივნისის აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დააკავეს

პოლიციამ 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

გამოძიების ფარგლებში, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე პასუხისგებაშია მიცემული ნიკანორ მელია, რომელსაც პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს შეუფარდა გირაო და დაუწესა მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის ელექტრონული მონიტორინგი, რაც ელექტროსამაჯურის ტარების ვალდებულებას გულისხმობს.

აღნიშნული საქმის ფარგლებში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დღეს კიდევ 4 პირის დაკავება განხორციელდა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაბამისი მტკიცებულებებისა და სასამართლო განჩინების მოპოვებისთანავე, ეტაპობრივად გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

დღეს დაკავებული 4 პირი არის: 1987 წელს დაბადებული ზ.ბ., 1980 წელს დაბადებული კ.კ., 1994 წელს დაბადებული ც.ს. და 1974 წელს დაბადებული ბ. თ.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რა დროსაც სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. კერძოდ: ზ.ბ. ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ. კ.კ. კი პოლიციის მიმართულებით ისროდა სხვადასხვა საგანს, აგრესიულად თავს ესხმოდა და ძალისმიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს. ც.ს. ხელკეტის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველს და ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ბ.თ., ასევე, თავს დაესხა პოლიციის არაერთ თანამშრომელს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას" - აღნიშნა ბორცვაძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს