პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალბათ, ჩანაწერებს მოგვასმენინებენ, როგორ თხრიდა სააკაშვილი გვირაბს..." - გია ხუხაშვილი პროკურატურის განცხადებაზე
"ალბათ, ჩანაწერებს მოგვასმენინებენ, როგორ თხრიდა სააკაშვილი გვირაბს..." - გია ხუხაშვილი პროკურატურის განცხადებაზე

ალ­ბათ, რა­ღაც ჩა­ნა­წე­რებს მოგ­ვას­მე­ნი­ნე­ბენ ცოტა ხან­ში, რო­გორ თხრი­და მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი გვი­რაბს და სა­და­ცაა ავ­ლა­ბარ­ში, რო­მე­ლი­მე შად­რე­ვან­ში ამოყ­ვინ­თავს, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას 20-21 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ცა­რი­ე­ლი შე­ნო­ბის აღე­ბით სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა სა­სა­ცი­ლოდ ჟღერს.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ზაფვ­რას ცდი­ლობს, თით­ქოს დიდ გან­საც­დელს გა­და­არ­ჩი­ნა.

„გა­სა­გე­ბია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს კონ­ტრ-შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ამ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამას ორი მხა­რე აქვს - სა­მარ­თლებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თლებ­რივს, რბი­ლად რომ ვთქვათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რო­დე­საც უჭირ­და, სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ხმა­უ­რი­ა­ნი საქ­მე აღ­ძრა და რამ­დე­ნა­დაც ვი­ცით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სქე­ლი მტვე­რი ედე­ბა ამ საქ­მე­ებს. ამ რიგ­ში ჩა­ა­ყე­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი და მისი ნა­რა­ტი­ვი ტრა­გი­კო­მი­კუ­რია. მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში გა­დაგ­ვის­რო­ლეს, რო­დე­საც ფოს­ტა-ტე­ლეგ­რა­ფის აღე­ბა ნიშ­ნავ­და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ცა­რი­ე­ლი შე­ნო­ბის აღე­ბით სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა სა­სა­ცი­ლოდ ჟღერს. ალ­ბათ, რა­ღაც ჩა­ნა­წე­რებს მოგ­ვას­მე­ნი­ნე­ბენ ცოტა ხან­ში, რო­გორ თხრი­და მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი გვი­რაბს და სა­და­ცაა ავ­ლა­ბარ­ში, რო­მე­ლი­მე შად­რე­ვან­ში ამოყ­ვინ­თავს. ალ­ბათ, ამას გვაჩ­ვე­ნე­ბენ, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კურ მო­ცე­მუ­ლო­ბას ეს ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ცვლის.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, და­ზაფ­როს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თით­ქოს დიდ გან­საც­დელს გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, მაგ­რამ მე ვფიქ­რობ, რომ ის დროა, სა­კუ­თა­რი წი­წი­ლე­ბი დათ­ვა­ლოს. რაც და­ა­შა­ვა ოპო­ზი­ცი­ამ, კი ბა­ტო­ნო ვიმ­სჯე­ლოთ, ვინც და­სას­ჯე­ლია, და­ი­სა­ჯოს, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად რაც არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო იმ ვი­თა­რე­ბა­ში, თვი­თონ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ახალ­გაზ­რდებს უნდა და­ა­ნა­ხოს, რომ მათ მიერ გა­ღე­ბულ მსხვერ­პლს ფუ­ჭად არ ჩა­უვ­ლია და მათი მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს,“ - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 20-21ივ­ნისს ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბის მიერ ამ­ბო­ხე­ბის გზით სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი დამ­ხო­ბა და ხელ­ში ჩაგ­დე­ბა იგეგ­მე­ბო­და. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, დად­გე­ნი­ლია, რომ სწო­რედ ამ გან­ზრახ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პირ­ვე­ლი ფაზა მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის იე­რი­შით აღე­ბას, რა­საც უნდა მოჰ­ყო­ლო­და შემ­დგო­მი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ 20 ივ­ნი­სის ღა­მეს მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­იზ­რდე­ბა ბრალ­დე­ბულ პირ­თა რი­ცხვი.

ავტორი:

"ალბათ, ჩანაწერებს მოგვასმენინებენ, როგორ თხრიდა სააკაშვილი გვირაბს..." - გია ხუხაშვილი პროკურატურის განცხადებაზე

"ალბათ, ჩანაწერებს მოგვასმენინებენ, როგორ თხრიდა სააკაშვილი გვირაბს..." - გია ხუხაშვილი პროკურატურის განცხადებაზე

ალბათ, რაღაც ჩანაწერებს მოგვასმენინებენ ცოტა ხანში, როგორ თხრიდა მიშა სააკაშვილი გვირაბს და სადაცაა ავლაბარში, რომელიმე შადრევანში ამოყვინთავს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ.

ხუხაშვილის შეფასებით, 21-ე საუკუნეში ცარიელი შენობის აღებით სახელმწიფო გადატრიალება სასაცილოდ ჟღერს.

მისივე თქმით, ხელისუფლება საზოგადოების დაზაფვრას ცდილობს, თითქოს დიდ განსაცდელს გადაარჩინა.

„გასაგებია, რომ ხელისუფლება ცდილობს კონტრ-შეტევა განახორციელოს ამ პროცესებთან დაკავშირებით. ამას ორი მხარე აქვს - სამართლებრივი და პოლიტიკური. რაც შეეხება სამართლებრივს, რბილად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი არადამაჯერებელია. ხელისუფლებას როდესაც უჭირდა, სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე ხმაურიანი საქმე აღძრა და რამდენადაც ვიცით, დღეის მდგომარეობით სქელი მტვერი ედება ამ საქმეებს. ამ რიგში ჩააყენა ეს ყველაფერი და მისი ნარატივი ტრაგიკომიკურია. მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაგვისროლეს, როდესაც ფოსტა-ტელეგრაფის აღება ნიშნავდა სახელმწიფო გადატრიალებას. 21-ე საუკუნეში ცარიელი შენობის აღებით სახელმწიფო გადატრიალება სასაცილოდ ჟღერს. ალბათ, რაღაც ჩანაწერებს მოგვასმენინებენ ცოტა ხანში, როგორ თხრიდა მიშა სააკაშვილი გვირაბს და სადაცაა ავლაბარში, რომელიმე შადრევანში ამოყვინთავს. ალბათ, ამას გვაჩვენებენ, მაგრამ პოლიტიკურ მოცემულობას ეს ვერანაირად ვერ ცვლის.

ხელისუფლება ცდილობს, დაზაფროს საზოგადოება, თითქოს დიდ განსაცდელს გადაგვარჩინა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის დროა, საკუთარი წიწილები დათვალოს. რაც დააშავა ოპოზიციამ, კი ბატონო ვიმსჯელოთ, ვინც დასასჯელია, დაისაჯოს, მაგრამ ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ პოლიტიკურად რაც არ უნდა მომხდარიყო იმ ვითარებაში, თვითონ არის პასუხისმგებელი. ხელისუფლებამ ახალგაზრდებს უნდა დაანახოს, რომ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს ფუჭად არ ჩაუვლია და მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურატურის განცხადებით, მიმდინარე წლის 20-21ივნისს ცალკეული პირების მიერ ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება იგეგმებოდა. მათივე განმარტებით, დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ 20 ივნისის ღამეს მომხდარი მოვლენების გამოძიების ფარგლებში უახლოეს პერიოდში გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები