სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში დაბადებულ-გაზრდილი არშბა და ნასამართლევი ანქვაბი - ვინ ემზადება აფხაზეთის "პრეზიდენტობისთვის"
ბათუმში დაბადებულ-გაზრდილი არშბა და ნასამართლევი ანქვაბი - ვინ ემზადება აფხაზეთის "პრეზიდენტობისთვის"

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ად­გი­ლობ­რივ "ცეს­კო­ში" პარ­ტი­ე­ბი­სა და სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფე­ბის და­რე­გის­ტრი­რე­ბა და­ი­წყო. ამ დრო­ის­თვის, "პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის" იბ­რძვი­ან - ყო­ფი­ლი ე.წ. ვიცე-პრე­მი­ე­რი შა­მილ აძინ­ბა, "სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის" ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ოლეგ არ­შბა და აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გი არ­ტურ ან­ქვა­ბი. ekhokavkaza.com ყვე­ლა მათ­გა­ნის შე­სა­ხებ მოკ­ლე ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს:

  • 49 წლის შა­მილ აძინ­ბა ბა­თუმ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. 1992 წელს, ოჯახ­თან ერ­თად, სა­ცხოვ­რებ­ლად აფხა­ზეთ­ში გა­და­ვი­და. აფხა­ზე­თის ომის დროს, მო­ნა­წი­ლე­ობ­და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო. იგი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია, სპე­ცი­ა­ლო­ბით ის­ტო­რი­კოს-იუ­რის­ტია. გარ­და ამი­სა, მან რუ­სეთ­ში აკა­დე­მი­აც და­ამ­თავ­რა, სა­ხელ­მწი­ფო­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა, იმავდრო­უ­ლად, ახალ­გაზ­რდო­ბი­სა და სპორ­ტის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტის­თვის იბ­რძო­და. რაულ ხა­ჯიმ­ბას "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" სა­თა­ვე­ში მოს­ვლამ­დე ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო, 2014-2016 წლებ­ში კი, "ვიცე-პრე­მი­ე­რის" პოსტს იკა­ვებ­და.
  • მე­ო­რე კან­დი­და­ტი ოლეგ არ­შბა, რო­მე­ლიც 55 წლის არის, და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ტყვარ­ჩელ­ში, მან ასე­ვე აფხა­ზე­თის ად­გი­ლობ­რი­ვი სას­წავ­ლებ­ლის ფი­ლო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. 90-იანი წლე­ბის ომის დროს და­იჭ­რა. ომის შემ­დეგ წლებ­ში ჯერ "სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში", შემ­დეგ კი "თავ­ცდაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში" მუ­შა­ობ­და. 2012-დან 2017 წლამ­დე ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო.
  • ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წარ­სუ­ლი აქვს ე.წ. სა­ხელ­მწი­ფოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტორს არ­ტურ ან­ქვაბს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წელს ის სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის, ძებ­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. კონ­კრე­ტუ­ლად, მას ბრა­ლად ედე­ბო­და ად­გი­ლობ­რი­ვი პი­რის დაჭ­რა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა. 2016 წლის 9 აგ­ვის­ტოს ის გაგ­რა­ში ად­გი­ლობ­რივ ანრი არ­გუნ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რივ­თან ინ­ცინ­დენ­ტი მო­უ­ვი­დათ, რა დრო­საც ის ცეცლხსას­რო­ლი ია­რა­ღით ფეხ­ში დაჭ­რეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. 2018 წელს არ­ტურ ან­ქვა­ბი გა­ა­სა­მარ­თლეს და ორ­წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა, მა­ლე­ვე საქ­მე­ში ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნეს - ით­ქვა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი "აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში" იმ­ყო­ფე­ბო­და და იმა­ვე წელს ამ­ნის­ტი­ით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბას, მას "სო­ხუ­მის მი­ლი­ცი­ის სკო­ლა" და ად­გი­ლობ­რი­ვი "უნი­ვერ­სი­ტე­ტის" ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, საბ­რძო­ლო წარ­სუ­ლი უკვე ნიშ­ნავს კარ­გი ცხოვ­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას, თუმ­ცა, ბევ­რს "ვე­ტე­რა­ნის" სტა­ტუ­სი და­უმ­სა­ხუ­რებ­ლა­დაც აქვს.

"არც ერთი მათ­გა­ნის წარ­სუ­ლი სა­სი­კე­თოს არა­ფერს გვე­უბ­ნე­ბა… მთა­ვა­რია, ვინ დგას მათ უკან, მათ უკან კი, რო­გორც წესი, ისევ ძვე­ლი სა­ხე­ე­ბი დგა­ნან", - წე­რენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვი "ცეს­კოს" თავ­მჯდო­მა­რის თა­მაზ გო­გი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით (3 ივ­ლი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით), კან­დი­და­ტუ­რებს წა­რად­გე­ნენ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი: "ერ­თი­ა­ნი აფხა­ზე­თი", "ამ­ცა­ხა­რა" და "აკ­ზა­ა­რა", რო­მელ­მაც არ­ჩე­ვა­ნი ლე­ო­ნიდ ძი­აპ­შ­ბა­ზე შე­ა­ჩე­რა. და­ნარ­ჩე­ნი ორი პარ­ტია ჯერ­ჯე­რო­ბით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ეტაპ­ზეა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში" კან­დი­და­ტუ­რას წა­რად­გე­ნენ ასე­ვე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ალ­მას ჯო­პუა, ას­ტა­მურ თარ­ბა, ას­ტა­მურ კა­კა­ლია და ას­ტა­მურ ოტირ­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ბათუმში დაბადებულ-გაზრდილი არშბა და ნასამართლევი ანქვაბი - ვინ ემზადება აფხაზეთის "პრეზიდენტობისთვის"

ბათუმში დაბადებულ-გაზრდილი არშბა და ნასამართლევი ანქვაბი - ვინ ემზადება აფხაზეთის "პრეზიდენტობისთვის"

ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ადგილობრივ "ცესკოში" პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების დარეგისტრირება დაიწყო. ამ დროისთვის, "პრეზიდენტობისთვის" იბრძვიან - ყოფილი ე.წ. ვიცე-პრემიერი შამილ აძინბა, "საგარეო საქმეთა მინისტრის" ყოფილი მოადგილე ოლეგ არშბა და აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი არტურ ანქვაბი. ekhokavkaza.com ყველა მათგანის შესახებ მოკლე ინფორმაციას აქვეყნებს:

  • 49 წლის შამილ აძინბა ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. 1992 წელს, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად აფხაზეთში გადავიდა. აფხაზეთის ომის დროს, მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. ომის დასრულების შემდეგ, ბიზნესი წამოიწყო. იგი აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, სპეციალობით ისტორიკოს-იურისტია. გარდა ამისა, მან რუსეთში აკადემიაც დაამთავრა, სახელმწიფოსა და მუნიციპალური მართვის მიმართულებით. თუმცა, იმავდროულად, ახალგაზრდობისა და სპორტის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი იყო. რამდენიმე წლის წინ, ვიცე-პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოდა. რაულ ხაჯიმბას "ხელისუფლების" სათავეში მოსვლამდე ოპოზიციაში იყო, 2014-2016 წლებში კი, "ვიცე-პრემიერის" პოსტს იკავებდა.
  • მეორე კანდიდატი ოლეგ არშბა, რომელიც 55 წლის არის, დაიბადა და გაიზარდა ტყვარჩელში, მან ასევე აფხაზეთის ადგილობრივი სასწავლებლის ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა. 90-იანი წლების ომის დროს დაიჭრა. ომის შემდეგ წლებში ჯერ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში", შემდეგ კი "თავცდაცვის სამინისტროში" მუშაობდა. 2012-დან 2017 წლამდე ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
  • ძალიან საინტერესო წარსული აქვს ე.წ. სახელმწიფოს უნივერსიტეტის ლექტორს არტურ ანქვაბს. არსებული ინფორმაციით, 2017 წელს ის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის, ძებნაში იმყოფებოდა. კონკრეტულად, მას ბრალად ედებოდა ადგილობრივი პირის დაჭრა და იარაღის უკანონო ტარება. 2016 წლის 9 აგვისტოს ის გაგრაში ადგილობრივ ანრი არგუნთან ერთად იმყოფებოდა, მათ ერთ-ერთი ადგილობრივთან ინცინდენტი მოუვიდათ, რა დროსაც ის ცეცლხსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 2018 წელს არტურ ანქვაბი გაასამართლეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, მალევე საქმეში ცვლილება შეიტანეს - ითქვა, რომ დაკავებული "აფექტის მდგომარეობაში" იმყოფებოდა და იმავე წელს ამნისტიით გაათავისუფლეს. რაც შეეხება განათლებას, მას "სოხუმის მილიციის სკოლა" და ადგილობრივი "უნივერსიტეტის" ისტორიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

ადგილობრივების თქმით, საბრძოლო წარსული უკვე ნიშნავს კარგი ცხოვრების პერსპექტივას, თუმცა, ბევრს "ვეტერანის" სტატუსი დაუმსახურებლადაც აქვს.

"არც ერთი მათგანის წარსული სასიკეთოს არაფერს გვეუბნება… მთავარია, ვინ დგას მათ უკან, მათ უკან კი, როგორც წესი, ისევ ძველი სახეები დგანან", - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

ადგილობრივი "ცესკოს" თავმჯდომარის თამაზ გოგიას ინფორმაციით (3 ივლისის მონაცემებით), კანდიდატურებს წარადგენენ პოლიტიკური პარტიები: "ერთიანი აფხაზეთი", "ამცახარა" და "აკზაარა", რომელმაც არჩევანი ლეონიდ ძიაპშბაზე შეაჩერა. დანარჩენი ორი პარტია ჯერჯერობით ჩამოყალიბების ეტაპზეა.

არსებული ინფორმაციით, "საპრეზიდენტო არჩევნებში" კანდიდატურას წარადგენენ ასევე პოლიტიკოსები ალმას ჯოპუა, ასტამურ თარბა, ასტამურ კაკალია და ასტამურ ოტირბა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი