პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის დარჩება "რუსთავი 2"? - მხარეები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან
ვის დარჩება "რუსთავი 2"? - მხარეები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან

ბრძო­ლა "რუს­თა­ვი 2"-სთვის გა­დამ­წყვეტ ფა­ზა­ში შე­ვი­და - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო ორ­წლი­ან გან­ხილ­ვას ას­რუ­ლებს და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წი­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას 18 ივ­ლისს გა­მო­ა­ცხა­დებს. ორი­ვე მხა­რეს საქ­მე­ზე სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნი აქვს. თუმ­ცა, ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდე­ბა საქ­მე, ორ კვი­რა­ში სტრას­ბურ­გში გა­ირ­კვე­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის წი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ პრე­ტენ­ზი­ას რამ­დე­ნი­მე მფლო­ბე­ლი გა­მოთ­ქვამ­და. მათ შო­რის იყო ქი­ბარ ხალ­ვა­შიც, რო­მელ­მაც “რუს­თა­ვი 2-ის“ 100%-იანი წილი 2007 წელს გა­ას­ხვი­სა.

ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მფლო­ბე­ლე­ბის - ძმე­ბი ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა და თქვა, რომ წი­ლე­ბი იძუ­ლე­ბით და­ათ­მო­ბი­ნეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა სა­მი­ვე ინ­სტან­ცია მო­ი­გო.

2017 წლის მარ­ტში უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში და­ტო­ვა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ხალ­ვა­ში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლად გა­მო­ა­ცხა­და. თუმ­ცა, "რუს­თა­ვი 2"-ის იუ­რის­ტებ­მა გა­ნა­ჩე­ნი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს. ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ კი საქ­მის გან­ხილ­ვამ­დე და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნამ­დე, 2016 წლის 3 მარტს მხა­რე­ებს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვა.

"აეკ­რძა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ხუ­როს ან გა­ა­ად­ვი­ლოს „რუს­თა­ვი 2“-ის და­ხურ­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აეკ­რძა­ლოს მე­ნე­ჯმენ­ტის ან ბორ­დის შეც­ვლა ამ კომ­პა­ნი­ა­ში" - აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში. მა­შინ იუს­ტი­ცი­ის მი­ნიტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გან­მარ­ტა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­რი­გე მო­სა­მარ­თლემ ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მი­ი­ღო. "ჩვენ­თვის უც­ნო­ბია, ვინ იყო ეს მო­სა­მარ­თლე" - დას­ძი­ნა მან.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო საქ­მეს - „რუს­თა­ვი 2“ VS სა­ქარ­თვე­ლო, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლავ­და. ქი­ბარ ხალ­ვა­შის ად­ვო­კა­ტი პა­ა­ტა სა­ლია ამ­ბობს, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ერთხე­ლაც არ მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ და არ­გუ­მენ­ტე­ბი წა­რედ­გი­ნათ სა­სა­მარ­თლო­ში.

მისი მტკი­ცე­ბით, არა­ერ­თი წე­რი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ევ­რო­პულ­მა მხა­რემ მათი თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ფიქ­რობს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხალ­ვა­შის სა­სარ­გებ­ლოდ იქ­ნე­ბა გა­მო­ტა­ნი­ლი.

"პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვფიქ­რობ­დით, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა არ უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ვფიქ­რობთ, რომ ევ­რო­პის სა­სა­მარ­თლოს არ უნდა ჰქონ­დეს სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის დავა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. ამას ვამ­ბობ­დით ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­დი­ო­და გან­ხილ­ვე­ბი და ბევ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია ხდე­ბო­და არას­წო­რად, ცდი­ლობ­დნენ დარ­ღვე­ვად წარ­მო­ე­ჩი­ნათ ისე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი, რაც დარ­ღვე­ვა არ იყო.

სა­სა­მარ­თლოს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია რამე იმგვარ დარ­ღვე­ვას, რაც შე­ლა­ხავ­და მხა­რის უფ­ლე­ბას და მას არ ექ­ნე­ბო­და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა. მე­ო­რე ნა­წი­ლი ეხე­ბა, სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას და კე­თილ­სინ­დი­სი­ერ შემ­ძენ­ლო­ბას. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვთვლით, რომ ჩვე­ნი პო­ზი­ცია არის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად შე­ის­წავ­ლა ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დიდ­მა პა­ლა­ტამ და შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც გა­მო­ი­ტა­ნა.

ასე რომ, არამ­გო­ნია ამ კუ­თხით რა­ღაც ხარ­ვე­ზი და­ად­გი­ნოს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ. პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნი გვაქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პის სა­სა­მარ­თლომ ჩვე­ნი ყვე­ლა წე­რი­ლი მხა­რედ ჩარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ არც წდო­მა გვქო­ნია საქ­მის მა­სა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და არც სხვა ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს. მე­დი­ით გა­ვი­გეთ, რომ 18 ივ­ლისს გა­მო­ცხად­დე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს პა­ა­ტა სა­ლი­ამ.

თა­ვის მხრივ, „რუს­თა­ვი 2“-ის ად­ვო­კა­ტი თამ­თა მუ­რა­დაშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო ამ­ჯე­რა­დაც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტანს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას საფრ­თხეს არ შე­უქ­მნის.

"ის პრო­ცე­სე­ბი, რაც ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­ებ­ში, იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნოს - ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ებ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მე­პატ­რო­ნე­ებს სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცათ. იმე­დი გვაქვს, იმი­ტომ, რომ მთე­ლი პრო­ცე­სი იყო პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი“, - გვი­თხრა მუ­რა­დაშ­ვილ­მა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ევ­რო­პის სა­სა­მარ­თლო და­ად­გენს, რომ ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ში და­იღ­ვა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბე­ბი, მხა­რე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ებ­ში ხე­ლახ­ლა და­ი­წყონ დავა.

ექ­სპერ­ტებს ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი აქვთ. პო­ლი­ტო­ლოგ გია აბა­ში­ძის აზ­რით, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო ქი­ბარ ხალ­ვა­შის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტანს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ამას რამ­დე­ნი­მე არ­გუ­მენ­ტით ამ­ყა­რებს:

"ნამ­დვი­ლად არ ვიცი რა ხდე­ბა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს კუ­ლუ­ა­რებ­ში, თუმ­ცა ჩემი ვა­რა­უ­დით ევ­რო­პის სა­სა­მარ­თლო ქი­ბარ ხალ­ვა­შის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტანს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. გა­ვი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცია რამ­დე­ნი­მე იუ­რის­ტთან და ყვე­ლას ერთი აზრი აქვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებ ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბას, რო­დე­საც მან აღ­ნიშ­ნა, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სტრას­ბურ­გში ლადო ჭან­ტუ­რი­ას­თან ერ­თად „საქ­მე­ებს ალა­გებ­სო“, რაც არის უდი­დე­სი ტყუ­ი­ლი.

ვხე­დავთ ასე­ვე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ის მუხ­ტი დაკ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ ესე­ნი შე­ეც­დე­ბი­ან ამის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, რომ მერე და­ი­წყონ აქ­ცია „და­ი­ცა­ვი რუს­თა­ვი 2“. თუ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ წი­ლე­ბი და­უ­ტო­ვა ქი­ბარ ხალ­ვაშს, ნიკა გვა­რა­მია და­ი­წყებს თავ­დას­ხმას სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ზე. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ უკვე ვი­ხი­ლეთ მისი სა­ჯა­რო კრი­ტი­კა გერ­მა­ნი­ის ელ­ჩის მი­სა­მარ­თით", - უთხრა AMBEBI.GE-ს აბა­ში­ძემ.

"რუს­თა­ვი 2"-ის მფლო­ბე­ლე­ბი, 2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის პროგ­ნო­ზით კი, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტანს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რად­გან მისი აზ­რით, თა­ვის დრო­ზე სა­სა­მარ­თლო აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცესს ტყუ­ი­ლად არ შე­ა­ჩე­რებ­და.

"თუ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო ხალ­ვა­შის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტანს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ეს, რა თქმა უნდა, სი­ტუ­ა­ცი­ას გა­არ­თუ­ლებს და ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბას საფრ­თხეს შე­უქ­მნის. და­ი­წყე­ბა სა­უ­ბა­რი, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოც მო­ის­ყი­და. და­ი­წყე­ბენ ამა­ზე სა­უ­ბარს, მაგ­რამ ეს, რა თქმა უნდა, არ იქ­ნე­ბა სი­მარ­თლე.

მაგ­რამ პი­რა­დად ჩემი აზ­რით, სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა ხალ­ვა­შის სა­სარ­გებ­ლოდ. მთა­ვა­რი ისაა, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ვერ იქ­ნე­ბა და ყვე­ლა მხა­რეს მო­უ­წევს ამას­თან შე­გუ­ე­ბა“, - გვი­თხრა ძა­ბი­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ვის დარჩება "რუსთავი 2"? - მხარეები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან

ვის დარჩება "რუსთავი 2"? - მხარეები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან

ბრძოლა "რუსთავი 2"-სთვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ორწლიან განხილვას ასრულებს და ტელეკომპანიის წილების საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 18 ივლისს გამოაცხადებს. ორივე მხარეს საქმეზე საკუთარი არგუმენტი და გადაწყვეტილებაზე პოზიტიური მოლოდინი აქვს. თუმცა, ვის სასარგებლოდ გადაწყდება საქმე, ორ კვირაში სტრასბურგში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრეტენზიას რამდენიმე მფლობელი გამოთქვამდა. მათ შორის იყო ქიბარ ხალვაშიც, რომელმაც “რუსთავი 2-ის“ 100%-იანი წილი 2007 წელს გაასხვისა.

ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელების - ძმები ყარამანიშვილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და თქვა, რომ წილები იძულებით დაათმობინეს. საქართველოში ქიბარ ხალვაშმა სამივე ინსტანცია მოიგო.

2017 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ხალვაში ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად გამოაცხადა. თუმცა, "რუსთავი 2"-ის იურისტებმა განაჩენი სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს. ევროპულმა სასამართლომ კი საქმის განხილვამდე და გადაწყვეტილების გამოტანამდე, 2016 წლის 3 მარტს მხარეებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ჩამოართვა.

"აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს ან გააადვილოს „რუსთავი 2“-ის დახურვა. საქართველოს ხელისუფლებას აეკრძალოს მენეჯმენტის ან ბორდის შეცვლა ამ კომპანიაში" - აღნიშნული იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მაშინ იუსტიციის მინიტრმა თეა წულუკიანმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება მორიგე მოსამართლემ ერთპიროვნულად მიიღო. "ჩვენთვის უცნობია, ვინ იყო ეს მოსამართლე" - დასძინა მან.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეს - „რუსთავი 2“ VS საქართველო, 2 წლის განმავლობაში განიხილავდა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამბობს, რომ ამ პერიოდში ერთხელაც არ მიეცათ შესაძლებლობა საქმეში ჩართულიყვნენ და არგუმენტები წარედგინათ სასამართლოში.

მისი მტკიცებით, არაერთი წერილის მიუხედავად, ევროპულმა მხარემ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება ხალვაშის სასარგებლოდ იქნება გამოტანილი.

"პირველივე დღიდან ვფიქრობდით, რომ სტრასბურგის სასამართლოს უზრუნველყოფილი ღონისძიების შეჩერების უფლება არ უნდა გამოეყენებინა. ვფიქრობთ, რომ ევროპის სასამართლოს არ უნდა ჰქონდეს საფუძველი, რომ ჩვენი მოწინააღმდეგის დავა დააკმაყოფილოს. ამას ვამბობდით ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოში მიდიოდა განხილვები და ბევრი ინტერპრეტაცია ხდებოდა არასწორად, ცდილობდნენ დარღვევად წარმოეჩინათ ისეთი რაღაცეები, რაც დარღვევა არ იყო.

სასამართლოს მიმდინარეობისას ადგილი არ ჰქონია რამე იმგვარ დარღვევას, რაც შელახავდა მხარის უფლებას და მას არ ექნებოდა სამართლიანი სასამართლოს სარგებლობის უფლება. მეორე ნაწილი ეხება, საკუთრების უფლებას და კეთილსინდისიერ შემძენლობას. ამასთან დაკავშირებით ვთვლით, რომ ჩვენი პოზიცია არის დასაბუთებული. ეს ყველაფერი ძალიან კარგად შეისწავლა ქართული სასამართლოს დიდმა პალატამ და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოიტანა.

ასე რომ, არამგონია ამ კუთხით რაღაც ხარვეზი დაადგინოს სტრასბურგის სასამართლომ. პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სასამართლომ ჩვენი ყველა წერილი მხარედ ჩართვასთან დაკავშირებით უპასუხოდ დატოვა. შესაბამისად, ჩვენ არც წდომა გვქონია საქმის მასალებთან დაკავშირებით და არც სხვა ინფორმაცია გვაქვს. მედიით გავიგეთ, რომ 18 ივლისს გამოცხადდება გადაწყვეტილება“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს პაატა სალიამ.

თავის მხრივ, „რუსთავი 2“-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო ამჯერადაც ტელეკომპანიის სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას და საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს არ შეუქმნის.

"ის პროცესები, რაც ხდებოდა საქართველოს სასამართლოებში, იძლევა იმის საშუალებას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინოს - ქართულ სასამართლოებში ტელეკომპანიის მეპატრონეებს სამართლიანი სასამართლოს უფლება არ მიეცათ. იმედი გვაქვს, იმიტომ, რომ მთელი პროცესი იყო პოლიტიზირებული“, - გვითხრა მურადაშვილმა.

იმ შემთხვევაში თუ ევროპის სასამართლო დაადგენს, რომ ქართულ სასამართლოში დაიღვა სამართლიანი სასამართლოს უფლებები, მხარეებს საშუალება ეძლევათ ქართულ სასამართლოებში ხელახლა დაიწყონ დავა.

ექსპერტებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განსხვავებული მოლოდინი აქვთ. პოლიტოლოგ გია აბაშიძის აზრით, სტრასბურგის სასამართლო ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას და ამას რამდენიმე არგუმენტით ამყარებს:

"ნამდვილად არ ვიცი რა ხდება სტრასბურგის სასამართლოს კულუარებში, თუმცა ჩემი ვარაუდით ევროპის სასამართლო ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას. გავიარე კონსულტაცია რამდენიმე იურისტთან და ყველას ერთი აზრი აქვს. საზოგადოებას შევახსენებ ნიკა გვარამიას განცხადებას, როდესაც მან აღნიშნა, რომ თეა წულუკიანი სტრასბურგში ლადო ჭანტურიასთან ერთად „საქმეებს ალაგებსო“, რაც არის უდიდესი ტყუილი.

ვხედავთ ასევე რუსთაველის გამზირზე აქციის მუხტი დაკლებულია, მაგრამ ესენი შეეცდებიან ამის შენარჩუნებას, რომ მერე დაიწყონ აქცია „დაიცავი რუსთავი 2“. თუ სტრასბურგის სასამართლომ წილები დაუტოვა ქიბარ ხალვაშს, ნიკა გვარამია დაიწყებს თავდასხმას სტრასბურგის სასამართლოზე. თუნდაც იმიტომ, რომ უკვე ვიხილეთ მისი საჯარო კრიტიკა გერმანიის ელჩის მისამართით", - უთხრა AMBEBI.GE-ს აბაშიძემ.

"რუსთავი 2"-ის მფლობელები, 2019 წლის მონაცემები

ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზით კი, სტრასბურგის სასამართლო ყარამანაშვილების სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას, რადგან მისი აზრით, თავის დროზე სასამართლო აღსრულების პროცესს ტყუილად არ შეაჩერებდა.

"თუ სტრასბურგის სასამართლო ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას, ეს, რა თქმა უნდა, სიტუაციას გაართულებს და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის. დაიწყება საუბარი, რომ ივანიშვილმა სტრასბურგის სასამართლოც მოისყიდა. დაიწყებენ ამაზე საუბარს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება სიმართლე.

მაგრამ პირადად ჩემი აზრით, სტრასბურგის გადაწყვეტილება არ იქნება ხალვაშის სასარგებლოდ. მთავარი ისაა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ვერ იქნება და ყველა მხარეს მოუწევს ამასთან შეგუება“, - გვითხრა ძაბირაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები