ლიკუნა მეტრეველისა და ვასო ფხაკაძის ოჯახური თანაცხოვრება უკვე 5 წელიწადს ითვლის. Look Modéls Managemént-ის მოდელმა და იუმორისტმა ჯვარი შარშან პარიზის ქართულ ტაძარში დაიწერეს. წყვილმა ქორწილი საფრანგეთში, კერძოდ პარიზში გადაიხადა.
წყვილს ორი შვილიც ჰყავს. 26 წლის ლიკა მეუღლეზე 16 წლით უმცროსია. ის პროფესიით იურისტია, თუმცა იურიდიულ კარიერასა და ოჯახურ ცხოვრებას მოდელობასაც უთავსებს და ქართველი დიზაინერების ჩვენებებშიც აქტიურად მონაწილეობს.
ლიკა მეტრეველი საზოგადოებამ კონკურს "მის საქართველოდან" გაიცნო, როდესაც მოდელმა 2012 წელს "ვიცე-მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა.
ვასომ და ლიკამ ერთმანეთი 2012 წელს "მის საქართველოზე" გაიცნეს. წყვილმა თაფლობის თვე ანტალიაში გაატარა.