პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოუაროთ მაცივარსა და კონდიციონერს, რომ სიცხეში არ გადაიწვას - გამოცდილი ხელოსნის რჩევები
როგორ უნდა მოუაროთ მაცივარსა და კონდიციონერს, რომ სიცხეში არ გადაიწვას - გამოცდილი ხელოსნის რჩევები

ბოლო თვეა ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რამ საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა, რაც არა­ერთ სფე­როს პრობ­ლე­მას უქ­მნის, მათ შო­რის, ტექ­ნი­კას. მა­გა­ლი­თად, მა­ცივ­რის ხე­ლოს­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ პე­რი­ოდ­ში, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, უამ­რა­ვი კლი­ენ­ტი აკი­თხავთ, რომ მა­ცი­ვა­რი ისე რო­გორც ახლა, წე­ლი­წა­დის არც ერთ დროს არ უფუჭ­დე­ბათ. მა­ცი­ვა­რი მწყობ­რი­დან გა­მო­დის რო­გორც სახ­ლში, ოთა­ხის პი­რო­ბებ­ში, ასე­ვე მა­ღა­ზი­ებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ნა­ყი­ნე მა­ცივ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­შია გა­მო­ტა­ნი­ლი...

პავ­ლე გვე­ლე­სი­ა­ნი, მა­ცივ­რის ხე­ლო­სა­ნი:

- სი­ცხე­ში ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა +32 გრა­დუსს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს. რო­დე­საც +32 გრა­დუსს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა, ასეთ დროს, აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­აა, მა­ცი­ვა­რი გა­მო­ირ­თოს, რად­გა­ნაც ოთა­ხის პი­რო­ბებ­ში ხში­რად ფუჭ­დე­ბა. ძრა­ვა რო­გორც კი ხურ­დე­ბა, მწყობ­რი­დან გა­მო­დის. ამას­თან, მა­ცი­ვარს ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა ხომ თა­ვის­თა­ვად ახუ­რებს, რა­საც ძრა­ვის გა­ცხე­ლე­ბა ემა­ტე­ბა. გაგ­რი­ლე­ბას ვერ ას­წრებს და ყვე­ლა­ფე­რი ფუჭ­დე­ბა.

დე­ტა­ლე­ბი სიმ­ხურ­ვა­ლის­გან ფარ­თოვ­დე­ბა, ცვე­თა მა­ტუ­ლობს, ფრე­ო­ნის წნე­ვა იზ­რდე­ბა და ძრა­ვა დიდი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბს. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ფრე­ო­ნის წნე­ვა­ზე აი­სა­ხე­ბა, რა­ზეც ჩვე­ნი მა­ცივ­რის ძრა­ვე­ბი არ არის გათ­ვლი­ლი. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მა­ცივ­რე­ბი, ძლი­ე­რი ძრა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც სამ­ხრეთ ქვეყ­ნე­ბის­თვი­საა გათ­ვლი­ლი და შე­იძ­ლე­ბა +37 გრა­დუს­ზეც გაძ­ლონ. ისი­ნი უფრო ძვი­რია და მეტი წარ­მა­დო­ბი­საა.

სა­უ­კე­თე­სო მა­ცივ­რე­ბი სა­უ­კე­თე­სო ფა­სად

ჩვე­ნი მა­ცივ­რე­ბი ჩრდი­ლო­ე­თის ქვეყ­ნე­ბის­თვი­საა. აქ ძვი­რი სა­ქო­ნე­ლი არ შე­მო­აქვთ, ამას ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ აქ­ცევს, რად­გან ეს სტან­დარ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მუ­შა­ობს. არა­და, ბოლო დროს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ზა­ფხუ­ლო­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი სი­ცხე­ე­ბი და­ი­წყო, რაც გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას უკავ­შირ­დე­ბა და მგო­ნი, სა­ქარ­თვე­ლო ნელ-ნელა უდაბ­ნოს ჰა­ვის ქვე­ყა­ნა ხდე­ბა...

- კონ­დი­ცი­ო­ნე­რით გაგ­რი­ლე­ბულ ოთახ­ში არ­სე­ბუ­ლი მა­ცი­ვა­რი საფრ­თხის­გან და­ცუ­ლია?

- იქ, სა­დაც ოთა­ხის გაგ­რი­ლე­ბას კონ­დი­ცი­ო­ნე­რით ახერ­ხე­ბენ, მა­ცი­ვა­რი არ ფუჭ­დე­ბა, ამ სი­ცხე­ში ეგ თუ უშ­ვე­ლის და და­ეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დაბ­ლა დას­წი­ოს.

- ე.წ. "ვინ­ტი­ლა­ტო­რი" ტემ­პე­რა­ტუ­რას ვერ და­ა­რე­გუ­ლი­რებს?

- შვე­ლის, მაგ­რამ ის მა­ინც იმა­ვე ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რას უბე­რავს, მაგ­რამ "ვინ­ტი­ლა­ტო­რი" გარ­კვე­ულ გავ­ლე­ნას მა­ინც ახ­დენს - ოთა­ხი გრილ­დე­ბა. სულ არა­ფერს ჯო­ბია, მაგ­რამ უკე­თე­სია, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ჩა­ირ­თოს. ამა­ზე ელექ­ტო­რო­ე­ნერ­გი­ის და­ზოგ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, დიდ ზა­რალ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან.

- ხში­რად ნა­ყი­ნის მა­ცივ­რე­ბი მა­ღა­ზი­ებს გა­რეთ აქვთ გა­მო­ტა­ნი­ლი. ვი­საც იმის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, მა­ცი­ვა­რი მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ტა­ნოს, უად­გი­ლო­ბის გამო იძუ­ლე­ბუ­ლია, გა­რეთ და­ტო­ვოს, +41 გრა­დუს­ში რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს?

- ასე­თი მა­ცივ­რე­ბის­თვის +41 გრა­დუ­სი უფრო სა­სურ­ვე­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა, ვიდ­რე სახ­ლში +32 გრა­დუ­სი, რად­გა­ნაც გა­რეთ ნი­ა­ვი მა­ინც ხვდე­ბა და ცო­ტა­თი აგ­რი­ლებს. ფაქ­ტია, რომ ისი­ნი მზის გულ­ზე არ უნდა იდ­გეს, მზის სხი­ვე­ბი არ უნდა ხვდე­ბო­დეს. ისე­თი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­გო­რიც კონ­დენ­სა­ტო­რია, სა­ი­და­ნაც ფრე­ო­ნის კონ­დენ­სა­ცია ხდე­ბა, რომ არ და­ზი­ან­დეს, ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თონ. ამი­ტომ, გაგ­რი­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სა­ერ­თოდ, ფრე­ო­ნი თა­ვი­დან 85 გრა­დუს­ზე მაღ­ლა უნდა გა­ცხელ­დეს, მერე აუ­ცი­ლებ­ლად 53 გრა­დუ­სამ­დე გაგ­რილ­დეს, რომ ისევ თხე­ვა­დად გარ­და­იქ­მნას. თუ ამას გარე ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო ვერ ახერ­ხებს, გა­მო­დის, შიგ­ნით ცხე­ლი ჰა­ე­რის ნა­კა­დი შე­დის, რის გა­მოც ფრე­ო­ნი "დარ­ბის", ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ მა­ცი­ვა­რი კი არ აცი­ვებს, პი­რი­ქით, თა­ვის თავს აცხე­ლებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აგ­რე­გა­ტი უნდა გა­ი­თი­შოს.

არის კი­დევ ერთი მო­მენ­ტი - ხალ­ხს ჰგო­ნია, გა­უ­საძ­ლი­სი სი­ცხის დროს, მა­ცი­ვარს სპე­ცი­ა­ლუ­რი ნიშ­ნუ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლურ­ზე ას­წი­ონ, მა­გა­ლი­თად, 5-6-7-ზე. მეტი რი­ცხვე­ბი არ აქვს, თო­რემ უფრო მეტ­ზეც ას­წევ­დნენ. ეს რი­ცხვე­ბი მა­ცი­ვარს სიჩ­ქა­რეს არ მა­ტებს. პი­რი­ქით, ასეთ დროს და­ბალ რი­ცხვებ­ზე უნდა და­ვა­ყე­ნოთ, რომ ძრა­ვამ მი­ნი­მა­ლურ ზღვარს მა­ინც მი­აღ­წი­ოს. მოკ­ლედ, ციფ­რე­ბი ტემ­პე­რა­ტუ­რას არ ნიშ­ნავს, ის მისი პო­ზი­ცი­აა. პირ­ვე­ლი პო­ზი­ცია, უფრო ცივს ნიშ­ნავს, ვიდ­რე მა­ღა­ლი ნიშ­ნუ­ლე­ბი. მთა­ვა­რია, ერთ სა­ათ­ში ძრა­ვამ ერთხელ მა­ინც მო­ა­ხერ­ხოს გა­თიშ­ვა, რომ გაგ­რილ­დეს. შიდა დე­ტა­ლე­ბი არ უნდა გა­და­ხურ­დეს. თუ არა­და, ასეთ დროს ბევ­რი ცუდი რამ ხდე­ბა. თერ­მოს­ტა­ტიც არ გა­ი­თი­შე­ბა და ძრა­ვა გა­ჩერ­დე­ბა.

- რა რე­კო­მენ­და­ცია შე­გიძ­ლი­ათ იმ მა­ცივ­რე­ბის­თვის გას­ცეთ, ვი­საც ქუ­ჩა­ში უდ­გათ ისი­ნი. რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ?

- თუ სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ტა­ნონ, გა­რეთ ჩრდი­ლი მო­უ­წყონ, სპე­ცი­ა­ლუ­რი ქოლ­გე­ბის ქვეშ მო­აქ­ცი­ონ. ისე, მა­ღა­ზი­ებ­ში როცა მჭიდ­როდ დგას მა­ცივ­რე­ბი, თა­ვი­სი სიმ­ხურ­ვა­ლით ერთი მე­ო­რეს უფრო ახ­შობს. ქუ­ჩა­ში ასე მჭიდ­როდ რომ და­ა­წყონ, ერ­თმა­ნეთს ხელს არ შე­უშ­ლი­ან - რო­დე­საც კონ­დენ­სა­ტო­რი ცხელ­დე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რა მაღ­ლა ადის და ეს შვე­ლის, შე­ნო­ბა­ში სი­ცხე ზე­ვით ვერ "გარ­ბის", ის არ­სე­ბულ სივ­რცეს ავ­სებს და მა­ცი­ვა­რი იხ­რჩო­ბა.

ზა­ფხულ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი რომ არ შე­გიქ­მნათ, სპე­ცი­ა­ლის­ტის რჩე­ვე­ბი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ასე­ვე კონ­დინ­ცი­ო­ნე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. არ­სე­ბობს დე­ტა­ლე­ბი, რო­მე­ლიც კონ­დინ­ცი­ო­რის შე­ძე­ნი­სას უნდა იცო­დეთ, რათა იგი ჩვენს სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თზე სწო­რად და კომ­ფორ­ტუ­ლად იყოს მორ­გე­ბუ­ლი. რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ კონ­დი­ცი­ო­ნე­რი კარ­გა­დაც აგ­რი­ლებ­დეს სახ­ლს და ეკო­ნო­მუ­რიც იყოს, ამ და სხვა კი­თხვებ­ზე კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი პა­ა­ტა გუ­ლი­საშ­ვი­ლი გვი­პა­სუ­ხებს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­სა და ოფი­სებ­ში ძი­რი­თა­დად ე.წ. სპლი­ტის ტი­პის კონ­დი­ცი­ო­ნე­რებს აყე­ნე­ბენ. "სპლიტს" ყვე­ლა­ზე ხში­რად ყი­დუ­ლო­ბენ, მას ჰა­ე­რი გა­რე­დან არ შე­მო­აქვს, ის აგ­რი­ლებს და ფილტრავს ოთახ­ში არ­სე­ბულ ჰა­ერს. კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბი არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და ინ­ვენ­ტო­რუ­ლი. ჩვე­უ­ლებ­რივ კონ­დენ­ცი­ო­ნერს ზამ­თარ­ში მი­ნუს სამ გრა­დუს­ზე ზე­მოთ უჭირს მუ­შა­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ნეს­ტი­ან ამინ­დში. ხოლო ინ­ვენ­ტო­რუ­ლი მუ­შა­ობს მი­ნუს 15 გრა­დუ­სამ­დე, დენს კი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებს მო­იხ­მარს, თუმ­ცა ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ძვი­რი ღირს. არის ე.წ. მონო ტი­პის კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბი, რომ­ლებ­საც ჰა­ე­რი გა­რე­დან შე­მო­აქვთ და ისი­ნი პირ­და­პირ ფან­ჯა­რა­ზე ყენ­დე­ბა, მას მონ­ტა­ჟის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გამო იშ­ვი­ა­თად ყი­დუ­ლო­ბენ. და­ნარ­ჩე­ნი ტი­პის კონ­დი­ცი­ო­ნე­რებს ამონ­ტა­ჟე­ბენ დიდ ოფი­სებ­ში, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­სა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში.

სა­უ­კე­თე­სო კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბი სა­უ­კე­თე­სო ფა­სად

- რო­მე­ლი რა ფარ­თო­ბი­ვის­თვის არის გათ­ვლი­ლი?

- "სპლი­ტის" სის­ტე­მის კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბი გათ­ვლი­ლია ოთა­ხის სხვა­დას­ხვა ფარ­თობ­ზე, უფრო სწო­რად, მო­ცუ­ლო­ბა­ზე. "სპლი­ტე­ბი" არის შვი­დი­ა­ნი, ცხრი­ა­ნი, თორ­მე­ტი­ა­ნი, თვრა­მე­ტი­ა­ნი, ოც­და­ო­თხი­ა­ნი, ოც­და­თექ­ვსმე­ტი­ა­ნი. მა­გა­ლი­თად, შვი­დი­ა­ნი მონ­ტაჟ­დე­ბა 21 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის მო­ცუ­ლო­ბის ოთახ­ში, ცხრი­ა­ნი - 27 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის, თორ­მე­ტი­ა­ნი - 36 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის, თვრა­მე­ტი­ა­ნი - 54 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის, ოც­და­ო­თხი­ა­ნი - 72 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის და ოც­და­თექ­ვსმე­ტი­ა­ნი - 108 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ოთახ­ში.

- რო­გორ და რის მი­ხედ­ვით უნდა შე­არ­ჩი­ოს მყიდ­ველ­მა კონ­დი­ცი­ო­ნე­რი? რა აუ­ცი­ლე­ბე­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი კონ­დი­ცი­ო­ნე­რი შე­ი­ძი­ნოს?

- სა­ერ­თოდ, უმ­ჯო­ბე­სია მი­მარ­თოთ სპე­ცი­ლა­ისტს. მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ოთა­ხის ფარ­თობს, ჭე­რის სი­მაღ­ლეს, რო­მელ მხა­რეს მონ­ტაჟ­დე­ბა გარე აგ­რე­გა­ტი, ანუ მზი­ა­ნია თუ არა ოთა­ხი. თუ ადა­მი­ანს კონ­დი­ცი­ო­ნე­რი მხო­ლოდ გა­საგ­რი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა, შე­უძ­ლია შე­ი­ძი­ნოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ხოლო თუ მას ზამ­თარ­ში გა­სათ­ბო­ბა­დაც გა­მო­ი­ყე­ნებს, ვურ­ჩევ შე­ი­ძი­ნონ ინ­ვენ­ტო­რუ­ლი.

- კონ­დი­ცი­ო­ნე­რის შე­ძე­ნი­სას ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი ეკო­ნო­მი­უ­რო­ბაა. რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ ეკო­ნო­მი­უ­რი კონ­დინ­ცი­ო­ნე­რი?

- ზოგს მი­აჩ­ნია, რომ თუ შე­ი­ძენს მცი­რე ზო­მის კონ­დი­ცი­ო­ნერს, ამით ეკო­ნო­მი­ას გა­ა­კე­თებს. ეს შეც­დო­მაა. ზო­მებ­ზე უკვე ვი­სა­უბ­რეთ. ყვე­ლა­ზე ეკო­ნო­მი­უ­რი კი ინ­ვენ­ტო­რუ­ლი კონ­დი­ცი­ო­ნე­რია.

- ფილტრებ­ზე, მუ­შა­ო­ბის რე­ჟი­მებ­ზე რას გვე­ტყვით?

- ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ფილტრე­ბი თა­ვად გაწ­მინ­დოს. რო­დე­საც კონ­დი­ცი­ო­ნერს ვა­მონ­ტა­ჟებ, ყო­ველ­თვის ვას­წავ­ლი ამას მომ­ხმა­რე­ბელს. ოთახ­ში, რო­მელ­შიც კონ­დი­ცი­ო­ნე­რი აყე­ნია, სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. სა­ერ­თოდ, ფილტრე­ბი ორ თვე­ში ერთხელ უნდა გა­იწ­მინ­დოს. რაც შე­ე­ხე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რულ რე­ჟიმს, სა­სურ­ვე­ლია და­ვა­ყე­ნოთ 20-დან 24 გრა­დუ­სამ­დე ტემ­პე­რა­ტუ­რა. უბ­რა­ლოდ, ზამ­თრის და ზა­ფხუ­ლის რე­ჟიმ­ზე სე­ზო­ნის მი­ხედ­ვით უნდა გა­და­ვიყ­ვა­ნოთ. ისიც უკე­თე­სია, თუ სულ ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა, ხში­რი ჩარ­თვა-გა­მორ­თვი­სას ეფექ­ტი იკარ­გე­ბა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ის გა­მუდ­მე­ბით მუ­შა­ობს, სა­სურ­ვე­ლია ფილტრი თვე­ში ერთხელ მა­ინც გა­ვა­სუფ­თა­ოთ. ინ­ტერ­ნეტ­ში უამ­რა­ვი ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლია, რომ­ლი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ კონ­დი­ცი­ო­ნე­რის გა­სუფ­თა­ვე­ბის ძი­რი­თა­დი ხერ­ხე­ბი, მაგ­რამ მას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი შე­მოწ­მე­ბა წე­ლი­წად­ში ერთხელ, ეფექ­ტუ­რო­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით მა­ინც ესა­ჭი­რო­ე­ბა.

გარ­და ამი­სა, მზე თქვე­ნი კონ­დი­ცი­ო­ნე­რის მტე­რია. ეცა­დეთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოთახ­ში ყო­ველ­თვის ჩა­მო­ფა­რე­ბუ­ლი იყოს ფარ­დე­ბი, რათა მზის სხი­ვებ­მა ვერ შე­მო­აღ­წი­ოს.

- რო­გორ ხდე­ბა კონ­დინ­ცი­ო­ნე­რის სწო­რად მონ­ტა­ჟი? სად უფრო კარ­გია მისი და­მონ­ტა­ჟე­ბა?

- ამას ასე გა­დაჭ­რით ვერ ვი­ტყვით. მონ­ტა­ჟის ად­გი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტთან ერ­თად უნდა შე­არ­ჩი­ოთ. ხე­ლო­სა­ნი ისეთ ად­გი­ლას ვერ და­ა­მონ­ტა­ჟებს კონ­დი­ცი­ო­ნერს, სა­დაც ეს მის­თვის სა­ხი­ფა­თო იქ­ნე­ბა, ანუ ზო­გან შე­იძ­ლე­ბა ვერც მის­წვდეთ.

- რო­გორ უნდა მო­ვუ­ა­როთ კონ­დონ­ცი­ო­ნერს, რომ დიდ­ხანს გაძ­ლოს?

- პე­რი­ო­დუ­ლად უნდა გავ­წმინ­დოთ ფილტრე­ბი და რაც მთა­ვა­რია, ტემ­პე­რა­ტუ­რა სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ, ხში­რად არ ჩავ­რთოთ და არ გა­მოვ­რთოთ კონ­დი­ცი­ო­ნე­რი.

ავ­ტო­რე­ბი:

ლალი ფა­ცია

მერი ბლი­ა­ძე

ავტორი:

როგორ უნდა მოუაროთ მაცივარსა და კონდიციონერს, რომ სიცხეში არ გადაიწვას - გამოცდილი ხელოსნის რჩევები

როგორ უნდა მოუაროთ მაცივარსა და კონდიციონერს, რომ სიცხეში არ გადაიწვას - გამოცდილი ხელოსნის რჩევები

ბოლო თვეა ჰაერის ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა, რაც არაერთ სფეროს პრობლემას უქმნის, მათ შორის, ტექნიკას. მაგალითად, მაცივრის ხელოსნები ამბობენ, რომ ამ პერიოდში, სხვადასხვა მიზეზით, უამრავი კლიენტი აკითხავთ, რომ მაცივარი ისე როგორც ახლა, წელიწადის არც ერთ დროს არ უფუჭდებათ. მაცივარი მწყობრიდან გამოდის როგორც სახლში, ოთახის პირობებში, ასევე მაღაზიებში, განსაკუთრებით, სანაყინე მაცივრები, რომლებიც ქუჩაშია გამოტანილი...

პავლე გველესიანი, მაცივრის ხელოსანი:

- სიცხეში ოთახის ტემპერატურა +32 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. როდესაც +32 გრადუსს მიუახლოვდება, ასეთ დროს, აუცილებელი რეკომენდაციაა, მაცივარი გამოირთოს, რადგანაც ოთახის პირობებში ხშირად ფუჭდება. ძრავა როგორც კი ხურდება, მწყობრიდან გამოდის. ამასთან, მაცივარს ოთახის ტემპერატურა ხომ თავისთავად ახურებს, რასაც ძრავის გაცხელება ემატება. გაგრილებას ვერ ასწრებს და ყველაფერი ფუჭდება.

დეტალები სიმხურვალისგან ფართოვდება, ცვეთა მატულობს, ფრეონის წნევა იზრდება და ძრავა დიდი დატვირთვით მუშაობს. მაღალი ტემპერატურა ფრეონის წნევაზე აისახება, რაზეც ჩვენი მაცივრის ძრავები არ არის გათვლილი. თუმცა, არსებობს მაცივრები, ძლიერი ძრავებით, რომლებიც სამხრეთ ქვეყნებისთვისაა გათვლილი და შეიძლება +37 გრადუსზეც გაძლონ. ისინი უფრო ძვირია და მეტი წარმადობისაა.

საუკეთესო მაცივრები საუკეთესო ფასად

ჩვენი მაცივრები ჩრდილოეთის ქვეყნებისთვისაა. აქ ძვირი საქონელი არ შემოაქვთ, ამას ყურადღებას არავინ აქცევს, რადგან ეს სტანდარტები საქართველოში არ მუშაობს. არადა, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ზაფხულობით სერიოზული სიცხეები დაიწყო, რაც გლობალურ დათბობას უკავშირდება და მგონი, საქართველო ნელ-ნელა უდაბნოს ჰავის ქვეყანა ხდება...

- კონდიციონერით გაგრილებულ ოთახში არსებული მაცივარი საფრთხისგან დაცულია?

- იქ, სადაც ოთახის გაგრილებას კონდიციონერით ახერხებენ, მაცივარი არ ფუჭდება, ამ სიცხეში ეგ თუ უშველის და დაეხმარება იმაში, რომ ჰაერის ტემპერატურა დაბლა დასწიოს.

- ე.წ. "ვინტილატორი" ტემპერატურას ვერ დაარეგულირებს?

- შველის, მაგრამ ის მაინც იმავე ოთახის ტემპერატურას უბერავს, მაგრამ "ვინტილატორი" გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს - ოთახი გრილდება. სულ არაფერს ჯობია, მაგრამ უკეთესია, კონდიციონერი ჩაირთოს. ამაზე ელექტოროენერგიის დაზოგვა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ ზარალში აღმოჩნდებიან.

- ხშირად ნაყინის მაცივრები მაღაზიებს გარეთ აქვთ გამოტანილი. ვისაც იმის საშუალება არ აქვს, მაცივარი მაღაზიაში შეიტანოს, უადგილობის გამო იძულებულია, გარეთ დატოვოს, +41 გრადუსში როგორ უნდა მოიქცეს?

- ასეთი მაცივრებისთვის +41 გრადუსი უფრო სასურველი ტემპერატურაა, ვიდრე სახლში +32 გრადუსი, რადგანაც გარეთ ნიავი მაინც ხვდება და ცოტათი აგრილებს. ფაქტია, რომ ისინი მზის გულზე არ უნდა იდგეს, მზის სხივები არ უნდა ხვდებოდეს. ისეთი მოწყობილობა, როგორიც კონდენსატორია, საიდანაც ფრეონის კონდენსაცია ხდება, რომ არ დაზიანდეს, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ. ამიტომ, გაგრილება აუცილებელია. საერთოდ, ფრეონი თავიდან 85 გრადუსზე მაღლა უნდა გაცხელდეს, მერე აუცილებლად 53 გრადუსამდე გაგრილდეს, რომ ისევ თხევადად გარდაიქმნას. თუ ამას გარე ტემპერატურის გამო ვერ ახერხებს, გამოდის, შიგნით ცხელი ჰაერის ნაკადი შედის, რის გამოც ფრეონი "დარბის", ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაცივარი კი არ აცივებს, პირიქით, თავის თავს აცხელებს. აქედან გამომდინარე, აგრეგატი უნდა გაითიშოს.

არის კიდევ ერთი მომენტი - ხალხს ჰგონია, გაუსაძლისი სიცხის დროს, მაცივარს სპეციალური ნიშნულები მაქსიმალურზე ასწიონ, მაგალითად, 5-6-7-ზე. მეტი რიცხვები არ აქვს, თორემ უფრო მეტზეც ასწევდნენ. ეს რიცხვები მაცივარს სიჩქარეს არ მატებს. პირიქით, ასეთ დროს დაბალ რიცხვებზე უნდა დავაყენოთ, რომ ძრავამ მინიმალურ ზღვარს მაინც მიაღწიოს. მოკლედ, ციფრები ტემპერატურას არ ნიშნავს, ის მისი პოზიციაა. პირველი პოზიცია, უფრო ცივს ნიშნავს, ვიდრე მაღალი ნიშნულები. მთავარია, ერთ საათში ძრავამ ერთხელ მაინც მოახერხოს გათიშვა, რომ გაგრილდეს. შიდა დეტალები არ უნდა გადახურდეს. თუ არადა, ასეთ დროს ბევრი ცუდი რამ ხდება. თერმოსტატიც არ გაითიშება და ძრავა გაჩერდება.

- რა რეკომენდაცია შეგიძლიათ იმ მაცივრებისთვის გასცეთ, ვისაც ქუჩაში უდგათ ისინი. როგორ უნდა მოიქცნენ?

- თუ საშუალება არ აქვთ, მაღაზიაში შეიტანონ, გარეთ ჩრდილი მოუწყონ, სპეციალური ქოლგების ქვეშ მოაქციონ. ისე, მაღაზიებში როცა მჭიდროდ დგას მაცივრები, თავისი სიმხურვალით ერთი მეორეს უფრო ახშობს. ქუჩაში ასე მჭიდროდ რომ დააწყონ, ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან - როდესაც კონდენსატორი ცხელდება, ტემპერატურა მაღლა ადის და ეს შველის, შენობაში სიცხე ზევით ვერ "გარბის", ის არსებულ სივრცეს ავსებს და მაცივარი იხრჩობა.

ზაფხულში სერიოზული პრობლემები რომ არ შეგიქმნათ, სპეციალისტის რჩევები უნდა გაითვალისწინოთ ასევე კონდინციონერებთან დაკავშირებითაც. არსებობს დეტალები, რომელიც კონდინციორის შეძენისას უნდა იცოდეთ, რათა იგი ჩვენს საცხოვრებელ ფართზე სწორად და კომფორტულად იყოს მორგებული. რა კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონდიციონერი კარგადაც აგრილებდეს სახლს და ეკონომურიც იყოს, ამ და სხვა კითხვებზე კონდიციონერების სპეციალისტი პაატა გულისაშვილი გვიპასუხებს.

- საქართველოში საცხოვრებელ ბინებსა და ოფისებში ძირითადად ე.წ. სპლიტის ტიპის კონდიციონერებს აყენებენ. "სპლიტს" ყველაზე ხშირად ყიდულობენ, მას ჰაერი გარედან არ შემოაქვს, ის აგრილებს და ფილტრავს ოთახში არსებულ ჰაერს. კონდიციონერები არის ჩვეულებრივი და ინვენტორული. ჩვეულებრივ კონდენციონერს ზამთარში მინუს სამ გრადუსზე ზემოთ უჭირს მუშაობა, განსაკუთრებით ნესტიან ამინდში. ხოლო ინვენტორული მუშაობს მინუს 15 გრადუსამდე, დენს კი გაცილებით ნაკლებს მოიხმარს, თუმცა ჩვეულებრივზე ძვირი ღირს. არის ე.წ. მონო ტიპის კონდიციონერები, რომლებსაც ჰაერი გარედან შემოაქვთ და ისინი პირდაპირ ფანჯარაზე ყენდება, მას მონტაჟის თავისებურებების გამო იშვიათად ყიდულობენ. დანარჩენი ტიპის კონდიციონერებს ამონტაჟებენ დიდ ოფისებში, სავაჭრო ცენტრებსა და დაწესებულებებში.

საუკეთესო კონდიციონერები საუკეთესო ფასად

- რომელი რა ფართობივისთვის არის გათვლილი?

- "სპლიტის" სისტემის კონდიციონერები გათვლილია ოთახის სხვადასხვა ფართობზე, უფრო სწორად, მოცულობაზე. "სპლიტები" არის შვიდიანი, ცხრიანი, თორმეტიანი, თვრამეტიანი, ოცდაოთხიანი, ოცდათექვსმეტიანი. მაგალითად, შვიდიანი მონტაჟდება 21 კვადრატული მეტრის მოცულობის ოთახში, ცხრიანი - 27 კვადრატული მეტრის, თორმეტიანი - 36 კვადრატული მეტრის, თვრამეტიანი - 54 კვადრატული მეტრის, ოცდაოთხიანი - 72 კვადრატული მეტრის და ოცდათექვსმეტიანი - 108 კვადრატული მეტრის ოთახში.

- როგორ და რის მიხედვით უნდა შეარჩიოს მყიდველმა კონდიციონერი? რა აუცილებელი კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი, რომ ხარისხიანი კონდიციონერი შეიძინოს?

- საერთოდ, უმჯობესია მიმართოთ სპეცილაისტს. მნიშვნელობა აქვს ოთახის ფართობს, ჭერის სიმაღლეს, რომელ მხარეს მონტაჟდება გარე აგრეგატი, ანუ მზიანია თუ არა ოთახი. თუ ადამიანს კონდიციონერი მხოლოდ გასაგრილებლად სჭირდება, შეუძლია შეიძინოს ჩვეულებრივი, ხოლო თუ მას ზამთარში გასათბობადაც გამოიყენებს, ვურჩევ შეიძინონ ინვენტორული.

- კონდიციონერის შეძენისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიურობაა. როგორ უნდა შევარჩიოთ ეკონომიური კონდინციონერი?

- ზოგს მიაჩნია, რომ თუ შეიძენს მცირე ზომის კონდიციონერს, ამით ეკონომიას გააკეთებს. ეს შეცდომაა. ზომებზე უკვე ვისაუბრეთ. ყველაზე ეკონომიური კი ინვენტორული კონდიციონერია.

- ფილტრებზე, მუშაობის რეჟიმებზე რას გვეტყვით?

- ყველა ადამიანს შეუძლია ფილტრები თავად გაწმინდოს. როდესაც კონდიციონერს ვამონტაჟებ, ყოველთვის ვასწავლი ამას მომხმარებელს. ოთახში, რომელშიც კონდიციონერი აყენია, სიგარეტის მოწევა არ შეიძლება. საერთოდ, ფილტრები ორ თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს. რაც შეეხება ტემპერატურულ რეჟიმს, სასურველია დავაყენოთ 20-დან 24 გრადუსამდე ტემპერატურა. უბრალოდ, ზამთრის და ზაფხულის რეჟიმზე სეზონის მიხედვით უნდა გადავიყვანოთ. ისიც უკეთესია, თუ სულ ჩართული იქნება, ხშირი ჩართვა-გამორთვისას ეფექტი იკარგება.

იმ შემთხვევაში თუ ის გამუდმებით მუშაობს, სასურველია ფილტრი თვეში ერთხელ მაინც გავასუფთაოთ. ინტერნეტში უამრავი ვიდეოგაკვეთილია, რომლიდანაც შეიძლება გაიგოთ კონდიციონერის გასუფთავების ძირითადი ხერხები, მაგრამ მას პროფესიონალური შემოწმება წელიწადში ერთხელ, ეფექტურობის ამაღლების მიზნით მაინც ესაჭიროება.

გარდა ამისა, მზე თქვენი კონდიციონერის მტერია. ეცადეთ დღის განმავლობაში ოთახში ყოველთვის ჩამოფარებული იყოს ფარდები, რათა მზის სხივებმა ვერ შემოაღწიოს.

- როგორ ხდება კონდინციონერის სწორად მონტაჟი? სად უფრო კარგია მისი დამონტაჟება?

- ამას ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით. მონტაჟის ადგილი სპეციალისტთან ერთად უნდა შეარჩიოთ. ხელოსანი ისეთ ადგილას ვერ დაამონტაჟებს კონდიციონერს, სადაც ეს მისთვის სახიფათო იქნება, ანუ ზოგან შეიძლება ვერც მისწვდეთ.

- როგორ უნდა მოვუაროთ კონდონციონერს, რომ დიდხანს გაძლოს?

- პერიოდულად უნდა გავწმინდოთ ფილტრები და რაც მთავარია, ტემპერატურა სწორად შევარჩიოთ, ხშირად არ ჩავრთოთ და არ გამოვრთოთ კონდიციონერი.

ავტორები:

ლალი ფაცია

მერი ბლიაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი