მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი და ბოლოს 5 წლის წინ ვნახე... მის სოფელს ვხედავ, მაგრამ მავთულხლართები გვაშორებს" - "ბორდერიზაციის" ტრაგიკული შედეგები საქართველოში
"ჩემი და ბოლოს 5 წლის წინ ვნახე... მის სოფელს ვხედავ, მაგრამ მავთულხლართები გვაშორებს" - "ბორდერიზაციის" ტრაგიკული შედეგები საქართველოში

სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ Amnesty International-მა (სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ნის­ტია) თბი­ლის­სა და მოს­კოვ­ში ერ­თწ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ გა­მოს­ცა მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვა, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ორი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა 2009 წლი­დან დღემ­დე.

რა გავ­ლე­ნა იქო­ნია ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ე.წ ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­მა, რო­მე­ლიც 2009 წელს და­ი­წყო და 2013 წელს გა­აქ­ტი­ურ­და? - ეს არის მთა­ვა­რი კი­თხვა, რო­მე­ლიც კვლე­ვა­შია დას­მუ­ლი. მივ­ყვეთ თან­მიმ­დევ­რო­ბით:

ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა

ერთ-ერთი მთა­ვა­რი დარ­ტყმა, რაც "ბორ­დე­რი­ზა­ცი­ამ" ადა­მი­ა­ნებს მი­ა­ყე­ნა, სა­კუ­თარ ახ­ლობ­ლებ­თან და­შო­რე­ბაა. ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­ზღვრო ხა­ზის სხვა­დას­ხვა მხა­რეს აღ­მოჩ­ნდნენ და ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვას ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ.

სო­ფელ წი­თე­ლუბ­ნის 60 წლის მკვიდ­რი (წი­თე­ლუ­ბა­ნი თბი­ლი­სის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს და იქ შე­რე­უ­ლი ქარ­თულ-ოსუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობს) "სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ნის­ტი­ას­თან" სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მისი და, რო­მე­ლიც მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში, ეთ­ნი­კუ­რად ოსურ ორ­ჭო­სან­შია გა­თხო­ვი­ლი, ბო­ლოს 5 წლის წინ ნახა.

"ჩემი და ბო­ლოს ხუთი წლის წინ ვნა­ხე... ჩემ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ცხოვ­რობს - სულ რა­ღაც ხუთ კი­ლო­მეტრში, მის სო­ფელს აქე­დან ვხე­დავ, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს მავ­თულხლარ­თე­ბი გვა­შო­რებს", - ამ­ბობს სო­ფელ წი­თე­ლუბ­ნის მცხოვ­რე­ბი.

სო­ფე­ლი დვა­ნი მავ­თულხლარ­თე­ბი­თაა გა­ყო­ფი­ლი. 2013 წელს და­წყე­ბუ­ლი „ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის“ შე­დე­გად, სამი სახ­ლი, სამ­ხრეთ ოსე­თის/ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მხა­რეს აღ­მოჩ­ნდა

თბი­ლი­სის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ ეთ­ნი­კურ ქარ­თვე­ლებს გა­ლის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბის და ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოწ­ვე­ვა სჭირ­დე­ბათ. გა­ლის მკვიდ­რებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ნის­ტი­ას უთხრეს, რომ მოწ­ვე­ვის მი­ღე­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღე და 5 000 რუბ­ლი (73 დო­ლა­რი) სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა, მოწ­ვე­ვა აფხა­ზეთ­ში შეს­ვლის გა­რან­ტი არ არის.

გა­ლის რა­ი­ო­ნი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პირი ყვე­ბა, რომ 2017 წლის ივ­ლის­ში გალ­ში, მო­მაკ­ვდა­ვი ბა­ბუ­ის სა­ნა­ხა­ვად შეს­ვლა­ზე უარი მი­ი­ღო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოწ­ვე­ვა ხელთ ჰქონ­და. ის აფხაზ­მა დე ფაქ­ტო უსაფრ­თხო­ე­ბის ოფიც­რებ­მა ენ­გუ­რის ხიდ­ზე მოწ­ვე­ვის წარ­დგე­ნის შემ­დეგ გა­ა­ჩე­რეს და უთხრეს, რომ სო­ხუ­მი­დან სა­ბო­ლოო დას­ტურს ელოდ­ნენ. გა­და­სას­ვლელ­ზე ორ­დღი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ, იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პირი უკან გაბ­რუნ­და. მი­სი­ვე თქმით, ბა­ბუა მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა და მისი ნახ­ვა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა.

გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა

კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა „სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თის“ ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბაა. კვლე­ვა­ში ნათ­ქვა­მია, რომ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბი ხში­რია გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ზა­ფხულ­ზე და ზა­ფხულ­ში, როცა ად­გი­ლობ­რი­ვებს პი­რუ­ტყვი სა­ძო­ვარ­ზე გაჰ­ყავთ, მი­წას ამუ­შა­ვე­ბენ ან შე­შას იმა­რა­გე­ბენ.

„სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თის“ ბრალ­დე­ბით თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 10 ადა­მი­ანს აკა­ვე­ბენ. კვლე­ვის რეს­პონ­დენ­ტებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ნის­ტი­ას უთხრეს, რომ „სა­სა­ზღვრო რე­ჟი­მის“ დამ­რღვე­ვებს, რო­გორც წესი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აკა­ვე­ბენ და ჯა­რი­მის გა­დახ­დის შემ­დეგ ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ.

ქა­ლა­ქი ცხინ­ვა­ლი, ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია თბი­ლი­სის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი სო­ფელ ნი­ქო­ზი­დან. 2008 წლამ­დე და „ბორ­დე­რი­ზა­ცი­ამ­დე“ ნი­ქო­ზელ გლე­ხებს მო­სავ­ლის ცხინ­ვალ­ში გა­ყიდ­ვა შე­ეძ­ლოთ

ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის რე­გი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლებს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის 2 000 რუბ­ლის გა­დახ­და უწევთ, რაც 30 დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია. რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზეთს, იქ ჯა­რი­მა გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია და 15 000 რუბლს (232 დო­ლა­რი) აღ­წევს. გან­მე­ო­რე­ბი­თი „კა­ნონ­დარ­ღვე­ვის“ შემ­თხვე­ვა­ში კი ქმე­დე­ბა აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო კა­ნო­ნით 30 000-დან (464 დო­ლა­რი) 60 000 (928 დო­ლა­რი) რუბ­ლამ­დე ჯა­რი­მით ის­ჯე­ბა. ასე­თი მა­ღა­ლი ჯა­რი­მის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვებს არ აქვთ და მათ მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას ეს კი­დევ უფრო გა­უ­საძ­ლისს ხდის...

წა­მე­ბი­სა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი

"ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის" ერთ-ერთ და­მან­გრე­ველ შე­დე­გად არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებს მი­იჩ­ნევს.

ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის (ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის) ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­სა­ზღვრო ხაზ­თან მდე­ბა­რე სო­ფელ გუ­გუ­ტი­ანთკა­რის მკვიდ­რი 71 წლის ამი­რან გუ­გუ­ტიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ 2017 წლის თე­ბერ­ვალ­ში რუს­მა ოფიც­რებ­მა მა­შინ და­ა­კა­ვეს, როცა სა­კუ­თარ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წას ამუ­შა­ვებ­და. ხუთ­დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ დაბ­რუ­ნე­ბულს მთელ სხე­ულ­ზე და­ლურ­ჯე­ბე­ბი ჰქონ­და.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია წა­მე­ბის მსხვერ­პლთა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრის თქმით, ამი­რან გუ­გუ­ტიშ­ვილს ტრავ­მის შემ­დგო­მი სტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, დეპ­რე­სია და ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წა­მე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის და­კარ­გვა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

გუ­გუ­ტიშ­ვი­ლი ასე­ვე ყვე­ბა, რომ ერ­თა­დერ­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო - სა­კუ­თა­რი ხე­ხი­ლის ბაღი "ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის" გამო და­კარ­გა:

"ყო­ველ­წლი­უ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით 100 ყუთი ვაშ­ლი მომ­ყავ­და. მო­სავ­ლის გა­ყიდ­ვით ვი­ღებ­დი ოჯა­ხის­თვის სა­ჭი­რო შე­მო­სა­ვალს. 2017 წლის შემ­დეგ, ჩემს ბაღ­ში შეს­ვლას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ. რუ­სებ­მა იქ "სა­ზღვრის" ნი­შა­ნი და­ა­ყე­ნეს. ზოგ­ჯერ მოვ­დი­ვარ ხოლ­მე და შო­რი­დან ვუ­ყუ­რებ ჩემს ვაშ­ლის ხე­ებს" - ამ­ბობს 71 წლის მო­ხუ­ცი.

და­კარ­გუ­ლი მი­წე­ბი და შე­მო­სავ­ლის წყა­რო

ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში, სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ მო­სახ­ლე­ო­ბის 59% ცხოვ­რობს. 2013 წლი­დან, მას შემ­დეგ, რაც „ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის“ პრო­ცე­სი აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­ვი­და, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა სა­ძოვ­რებ­ზე, სახ­ნავ-სა­თეს მი­წებ­ზე, ხე­ხი­ლის ბა­ღებ­ზე, ტყის რე­სურ­სებ­სა და წყლის რე­სურ­სებ­ზე წვდო­მა და­კარ­გეს, რა­მაც მათ ერ­თა­დერ­თი სა­არ­სე­ბო წყა­რო წა­არ­თვა.

სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წებ­ზე წვდო­მის და­კარ­გვამ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ისე­დაც რთუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მა. იმის გამო, რომ იქა­ურ მო­სახ­ლე­ო­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვის რჩე­ნა უჭირს, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან და­ტო­ვონ სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი. სოფ­ლებს ახალ­გაზ­რდე­ბი ტო­ვე­ბენ და გორ­ში ან თბი­ლის­ში მი­დი­ან. მო­ხუ­ცე­ბი კი, ად­გილ­ზე რჩე­ბი­ან ოკუ­პა­ცი­ის პი­რის­პირ...

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, „ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის“ და­წყე­ბი­დან სამ­ხრეთ ოსე­თის/ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­სა­ზღვრო ხაზ­თან მცხოვ­რებ­მა 800-დან 1000-მდე ოჯახ­მა სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რი­ვად და­კარ­გა სა­ძოვ­რებ­ზე, სახ­ნავ-სა­თეს მი­წებ­ზე და ტყის რე­სურ­სებ­ზე წვდო­მა.

2011 წლი­დან რუ­სე­თის მე­სა­ზღვრე­ე­ბის მიერ და­წყე­ბუ­ლი „ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის“ პრო­ცე­სის შე­დე­გად, თითო სო­ფელ­მა 10-დან 50-მდე ჰექ­ტა­რი მიწა და­კარ­გა. 2017 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხრეთ ოსე­თის/ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­სა­ზღვრო ხაზ­თან მდე­ბა­რე მხო­ლოდ ერთ სო­ფელ ჯა­რი­ა­შენ­ში 138 ოჯა­ხი­დან 60-მა „ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის“ შე­დე­გად სულ მცი­რე, ერთი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის ნაკ­ვე­თი და­კარ­გა.

წი­თე­ლუბ­ნის ერთ-ერ­თმა მკვიდრმა სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ნის­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს უთხრა, რომ „ბორ­დე­რი­ზა­ცი­ამ­დე“ ყვე­ლა ოჯახს სა­შუ­ა­ლოდ, ხუთი ძრო­ხა ჰყავ­და. რძი­სა და რძის პრო­დუქ­ტე­ბის გა­ყიდ­ვა კი, მათი შე­მო­სავ­ლის მთა­ვა­რი წყა­რო იყო. ოჯა­ხე­ბი ახლა შე­მო­სავ­ლის წყა­როს გა­რე­შე არი­ან დარ­ჩე­ნილ­ნი, ბევ­რი მათ­გა­ნი გა­ღა­რიბ­და და მთავ­რო­ბის დახ­მა­რე­ბის იმე­დად დარ­ჩა.

სა­ზღვრის აღმნიშ­ვნე­ლი ბა­ნე­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წა­ზე, სამ­ხრეთ ოსე­თის/ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­სა­ზღვრო ხაზ­ზე

დახ­მა­რე­ბა თვე­ში 10 ლა­რი­დან (ოთხი დო­ლა­რი) 60 ლა­რამ­დე (24 დო­ლა­რი) მერ­ყე­ობს, და თუ სო­ფე­ლი მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბა­თა ნუს­ხა­ში მოხ­ვდა, დახ­მა­რე­ბას 20% ემა­ტე­ბა. წი­თე­ლუბ­ნის მკვიდ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს თან­ხა იმა­ზე უფრო ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე რძის პრო­დუქ­ტე­ბის გა­ყიდ­ვით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი.

სო­ფელ გუ­გუ­ტი­ანთკა­რის მცხოვ­რე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ნის­ტი­ის წარ­მო­მად­გებ­ლებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ მან ერთი ჰექ­ტა­რი ხე­ხი­ლის ბაღი და­კარ­გა და მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბის ამა­რად დარ­ჩა. „ბორ­დე­რი­ზა­ცი­ამ­დე“ სა­შუ­ა­ლოდ 50 ტონა მო­სა­ვა­ლი მოჰ­ყავ­და - ხილს ბა­ზარ­ზე ყიდ­და და ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად სამ­ყოფ თან­ხას გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და. მი­წის და შე­მო­სავ­ლის და­კარ­გვის სა­ზღა­უ­რი არ მი­უ­ღია. სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბა კი, გა­ცი­ლე­ბით უფრო ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე მისი უწინ­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი.

სა­კუ­თა­რი სახ­ნავ-სა­თე­სი მი­წე­ბი აფხა­ზე­თის მკვიდ­რებ­მაც და­კარ­გეს. სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ნის­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბით, სო­ფე­ლი ხურ­ჩა მთლი­ა­ნად სა­ძოვ­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა. სო­ფე­ლი ყვე­ლა მხრი­დან ღო­ბე­ე­ბით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, გარ­და იმ რამ­დე­ნი­მე ვიწ­რო გა­სას­ვლე­ლი­სა, რო­მე­ლიც და­სახ­ლე­ბას თბი­ლი­სის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას­თან აკავ­ში­რებს. ზო­გი­ერ­თი ოჯა­ხის თქმით, „ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის“ შე­დე­გად მათ ხუთი ჰექ­ტა­რი თხი­ლის პლან­ტა­ცია და­კარ­გეს (თხი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბაა).

აფხა­ზეთ­ში, გა­და­სას­ვლე­ლე­ბის ჩა­კეტვის შემ­დეგ გარ­თულ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­ზღვრო ხა­ზის გას­წვრივ ვაჭ­რო­ბა. დე ფაქ­ტო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ის ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას, თუ პრო­დუქ­ცია პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ოდე­ნო­ბას აღე­მა­ტე­ბა, აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­პორ­ტი­სა და ექ­სპორ­ტის გა­და­სა­ხა­დებს ითხო­ვენ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­სა­ზღვრო ხაზ­თან მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თქმით, ხში­რია მე­სა­ზღვრე­ე­ბის მიერ მო­სავ­ლის სრუ­ლი­ად თვით­ნე­ბუ­რად ან ბუნ­დო­ვა­ნი მი­ზე­ზე­ბით ჩა­მორ­თმე­ვის შემ­თხვე­ვე­ბი.

გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოტო­ბა­ი­ას მცხოვ­რებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ნის­ტი­ას უთხრა, რომ ორ­სან­ტია-მე­ო­რე ოტო­ბა­ი­ას გა­და­სას­ვლე­ლის და­კეტ­ვამ­დე თბი­ლი­სის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­სახ­ვედ­რად ორი ლარი ეხარ­ჯე­ბო­და (0.77 დო­ლა­რი). ახლა კი, ერ­თა­დერ­თი მოქ­მე­დი გა­და­სას­ვლე­ლის გავ­ლით მგზავ­რო­ბის­თვის 12 ლარი (4.62 დო­ლა­რი) სჭირ­დე­ბა - გაზ­რდი­ლი დრო­ის და მან­ძი­ლის გამო.

ორ­სან­ტია-მე­ო­რე ოტო­ბა­ი­ის ხიდი მდი­ნა­რე ენ­გურ­ზე. გა­და­სას­ვლე­ლი 2017 წელს ჩა­ი­კე­ტა და მას შემ­დეგ ხიდ­ზე მი­მოს­ვლა შე­წყდა.

ერთ-ერთი ხურ­ჩე­ლის თქმით, სო­ფელს სა­ვაჭ­როდ ხში­რად სტუმ­რობ­დნენ ეთ­ნი­კუ­რად აფხა­ზე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო სწო­რედ ვაჭ­რო­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი იყო. გა­და­სას­ვლე­ლის და­კეტვის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რივ­მა ეკო­ნო­მი­კამ დიდი დარ­ტყმა გა­ნი­ცა­და და ხურ­ჩე­ლებ­მა შე­მო­სავ­ლის მთა­ვა­რი წყა­რო და­კარ­გეს.

ეს არის კვლე­ვის ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც წარ­მო­ა­ჩი­ნა „ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის“ პრო­ცე­სის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი და­მან­გრე­ვე­ლი შე­დე­გე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს ორი­ვე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. სა­ზღვრის იქეთ და აქეთ მხა­რეს მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ევა­ლე­ბა რო­გორც რუ­სეთს, ისე სა­ქარ­თვე­ლოს და ასე­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­საც.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის სა­სა­ზღვრო ბაზა სა­ტე­ლი­ტურ ფო­ტო­ზე, სო­ფე­ლი ორ­ჭო­სა­ნი, სამ­ხრეთ ოსე­თი/ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­ში მო­ყო­ლი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სამმხრივ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ნის­ტი­ის მიერ გა­მო­კი­თხუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან „მი­ტო­ვე­ბუ­ლად“ მი­იჩ­ნე­ვენ. მა­თი­ვე თქმით, არი­ან „დევ­ნი­ლე­ბი სა­კუ­თარ სახ­ლში“.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატს. უწყე­ბა­ში გან­გვი­მარ­ტეს, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რე მას­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­თან მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებს.

“ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს კვლე­ვა. მას­ში არის ქარ­თუ­ლი მხა­რის მი­მარ­თაც რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ერთ-ერ­თია, რომ მოხ­დეს ამ მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რაც პირ­და­პირ ეხ­მა­უ­რე­ბა იმ პო­ლი­ტი­კა­სა და სამ­შვი­დო­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვას, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­აჩ­ნია. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ის სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს გამ­ყო­ფი ხა­ზის მიმ­დე­ბა­რედ მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

2013 წლი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ მიზ­ნით არის შექ­მნი­ლი სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სია. ეს კო­მი­სია ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს რომ მო­ა­წეს­რი­გოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, უზ­რუნ­ველ­ყოს გა­ზის მი­წო­დე­ბა, გზე­ბის შე­კე­თე­ბა, გარ­და ამი­სა, ხდე­ბა სხვა­დას­ხვა შე­ღა­ვა­თე­ბის გავ­რცე­ლე­ბა მათ­თვის. მა­გა­ლი­თად, ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში ვა­უ­ჩე­რის გა­და­ცე­მა, ახალ­გაზ­რდებს სრუ­ლად უფი­ნანსდე­ბათ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი, უშუ­ა­ლოდ სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის მკვიდრ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სრუ­ლად უფი­ნანსდე­ბათ უმაღ­ლე­სის გა­და­სა­ხა­დი.

ახლა ვი­წყებთ გამ­ყო­ფი ხა­ზის გას­წვრივ ვაჭ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბას და ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს ჩა­ერ­თოს ამ ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, შე­ვუ­წყობთ ხელს. ასე­ვე ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით არის სი­ახ­ლე­ე­ბი.

მავ­თულხლარ­თე­ბი სო­ფელ ხურ­ვა­ლეთ­ში. ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­სა­ზღვრო ხაზ­თან პატ­რუ­ლი­რე­ბენ

გა­ლი­სა და ახალ­გო­რის მო­სახ­ლე­ო­ბას, ყვე­ლას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო რე­ფე­რა­ლურ პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თონ და მი­ი­ღონ შე­ღა­ვა­თე­ბი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ისე ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს", - გვი­თხრა პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ზის, და­გეგ­მვი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა თა­მარ ქო­ჩო­რა­ძემ.

Amnesty International-ის ან­გა­რი­ში 47 გვერ­დის­გან შედ­გე­ბა და მო­ი­ცავს რე­კო­მენ­და­ცი­ებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის დე­ფაქ­ტო მთავ­რო­ბე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, ლე­ვან ასა­თი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, კვლე­ვა ეფუძ­ნე­ბა გა­მო­კი­თხულ 150-მდე ადა­მი­ანს. კვლე­ვის დას­კვნით, „ბორ­დე­რი­ზა­ცი­ას“ გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი მო­აქვს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რო­ბენ. ხდე­ბა უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბი, არის წა­მე­ბის და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი, ოჯა­ხე­ბი გახ­ლე­ჩი­ლია. ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ მი­დი­ან სა­ლო­ცა­ვებ­ში, ახ­ლობ­ლე­ბის სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე...

წა­ი­კი­თხეთ Amnesty International-ის კვლე­ვა ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ჩემი და ბოლოს 5 წლის წინ ვნახე... მის სოფელს ვხედავ, მაგრამ მავთულხლართები გვაშორებს" - "ბორდერიზაციის" ტრაგიკული შედეგები საქართველოში

"ჩემი და ბოლოს 5 წლის წინ ვნახე... მის სოფელს ვხედავ, მაგრამ მავთულხლართები გვაშორებს" - "ბორდერიზაციის" ტრაგიკული შედეგები საქართველოში

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა (საერთაშორისო ამნისტია) თბილისსა და მოსკოვში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ გამოსცა მასშტაბური კვლევა, რომელშიც ასახულია საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის მდგომარეობა 2009 წლიდან დღემდე.

რა გავლენა იქონია ადგილობრივ მოსახლეობაზე ე.წ ბორდერიზაციის პროცესმა, რომელიც 2009 წელს დაიწყო და 2013 წელს გააქტიურდა? - ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც კვლევაშია დასმული. მივყვეთ თანმიმდევრობით:

ოჯახური ცხოვრების უფლება

ერთ-ერთი მთავარი დარტყმა, რაც "ბორდერიზაციამ" ადამიანებს მიაყენა, საკუთარ ახლობლებთან დაშორებაა. ერთი ოჯახის წევრები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ და ერთმანეთის ნახვას ვეღარ ახერხებენ.

სოფელ წითელუბნის 60 წლის მკვიდრი (წითელუბანი თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს და იქ შერეული ქართულ-ოსური მოსახლეობა ცხოვრობს) "საერთაშორისო ამნისტიასთან" საუბარში ამბობს, რომ მისი და, რომელიც მეზობელ სოფელში, ეთნიკურად ოსურ ორჭოსანშია გათხოვილი, ბოლოს 5 წლის წინ ნახა.

"ჩემი და ბოლოს ხუთი წლის წინ ვნახე... ჩემთან ძალიან ახლოს ცხოვრობს - სულ რაღაც ხუთ კილომეტრში, მის სოფელს აქედან ვხედავ, მაგრამ ერთმანეთს მავთულხლართები გვაშორებს", - ამბობს სოფელ წითელუბნის მცხოვრები.

სოფელი დვანი მავთულხლართებითაა გაყოფილი. 2013 წელს დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად, სამი სახლი, სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მხარეს აღმოჩნდა

თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს გალის რაიონში მცხოვრები ნათესავების და ოჯახის წევრების მოსანახულებლად ოფიციალური მოწვევა სჭირდებათ. გალის მკვიდრებმა საერთაშორისო ამნისტიას უთხრეს, რომ მოწვევის მიღებას დაახლოებით 10 დღე და 5 000 რუბლი (73 დოლარი) სჭირდება. თუმცა, მოწვევა აფხაზეთში შესვლის გარანტი არ არის.

გალის რაიონიდან იძულებით გადაადგილებული პირი ყვება, რომ 2017 წლის ივლისში გალში, მომაკვდავი ბაბუის სანახავად შესვლაზე უარი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მოწვევა ხელთ ჰქონდა. ის აფხაზმა დე ფაქტო უსაფრთხოების ოფიცრებმა ენგურის ხიდზე მოწვევის წარდგენის შემდეგ გააჩერეს და უთხრეს, რომ სოხუმიდან საბოლოო დასტურს ელოდნენ. გადასასვლელზე ორდღიანი ლოდინის შემდეგ, იძულებით გადაადგილებული პირი უკან გაბრუნდა. მისივე თქმით, ბაბუა მალევე გარდაიცვალა და მისი ნახვა ვეღარ მოახერხა.

გადაადგილების უფლების შეზღუდვა

კიდევ ერთი პრობლემა „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით დაკავებაა. კვლევაში ნათქვამია, რომ უკანონო დაკავებები ხშირია განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში, როცა ადგილობრივებს პირუტყვი საძოვარზე გაჰყავთ, მიწას ამუშავებენ ან შეშას იმარაგებენ.

„საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით თვეში საშუალოდ 10 ადამიანს აკავებენ. კვლევის რესპონდენტებმა საერთაშორისო ამნისტიას უთხრეს, რომ „სასაზღვრო რეჟიმის“ დამრღვევებს, როგორც წესი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით აკავებენ და ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.

ქალაქი ცხინვალი, ფოტო გადაღებულია თბილისის მიერ კონტროლირებული სოფელ ნიქოზიდან. 2008 წლამდე და „ბორდერიზაციამდე“ ნიქოზელ გლეხებს მოსავლის ცხინვალში გაყიდვა შეეძლოთ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონის მიმართულებით დაკავებულებს გათავისუფლებისთვის 2 000 რუბლის გადახდა უწევთ, რაც 30 დოლარის ექვივალენტია. რაც შეეხება აფხაზეთს, იქ ჯარიმა გაცილებით მაღალია და 15 000 რუბლს (232 დოლარი) აღწევს. განმეორებითი „კანონდარღვევის“ შემთხვევაში კი ქმედება აფხაზეთის დე ფაქტო კანონით 30 000-დან (464 დოლარი) 60 000 (928 დოლარი) რუბლამდე ჯარიმით ისჯება. ასეთი მაღალი ჯარიმის გადახდის საშუალება ადგილობრივებს არ აქვთ და მათ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ეს კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის...

წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები

"ბორდერიზაციის" ერთ-ერთ დამანგრეველ შედეგად არასამთავრობო ორგანიზაცია, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს მიიჩნევს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი 71 წლის ამირან გუგუტიშვილი ამბობს, რომ 2017 წლის თებერვალში რუსმა ოფიცრებმა მაშინ დააკავეს, როცა საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწას ამუშავებდა. ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ დაბრუნებულს მთელ სხეულზე დალურჯებები ჰქონდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის თქმით, ამირან გუგუტიშვილს ტრავმის შემდგომი სტრესული აშლილობა, დეპრესია და ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების შედეგად გამოწვეული მეხსიერების დაკარგვა აღენიშნებოდა.

გუგუტიშვილი ასევე ყვება, რომ ერთადერთი შემოსავლის წყარო - საკუთარი ხეხილის ბაღი "ბორდერიზაციის" გამო დაკარგა:

"ყოველწლიურად, დაახლოებით 100 ყუთი ვაშლი მომყავდა. მოსავლის გაყიდვით ვიღებდი ოჯახისთვის საჭირო შემოსავალს. 2017 წლის შემდეგ, ჩემს ბაღში შესვლას ვეღარ ვახერხებ. რუსებმა იქ "საზღვრის" ნიშანი დააყენეს. ზოგჯერ მოვდივარ ხოლმე და შორიდან ვუყურებ ჩემს ვაშლის ხეებს" - ამბობს 71 წლის მოხუცი.

დაკარგული მიწები და შემოსავლის წყარო

ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 59% ცხოვრობს. 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ბორდერიზაციის“ პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა, ადგილობრივებმა საძოვრებზე, სახნავ-სათეს მიწებზე, ხეხილის ბაღებზე, ტყის რესურსებსა და წყლის რესურსებზე წვდომა დაკარგეს, რამაც მათ ერთადერთი საარსებო წყარო წაართვა.

სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომის დაკარგვამ ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც რთული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. იმის გამო, რომ იქაურ მოსახლეობას, ფაქტობრივად, თავის რჩენა უჭირს, იძულებულები არიან დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები. სოფლებს ახალგაზრდები ტოვებენ და გორში ან თბილისში მიდიან. მოხუცები კი, ადგილზე რჩებიან ოკუპაციის პირისპირ...

საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, „ბორდერიზაციის“ დაწყებიდან სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მცხოვრებმა 800-დან 1000-მდე ოჯახმა სრულად ან ნაწილობრივად დაკარგა საძოვრებზე, სახნავ-სათეს მიწებზე და ტყის რესურსებზე წვდომა.

2011 წლიდან რუსეთის მესაზღვრეების მიერ დაწყებული „ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად, თითო სოფელმა 10-დან 50-მდე ჰექტარი მიწა დაკარგა. 2017 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მდებარე მხოლოდ ერთ სოფელ ჯარიაშენში 138 ოჯახიდან 60-მა „ბორდერიზაციის“ შედეგად სულ მცირე, ერთი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაკარგა.

წითელუბნის ერთ-ერთმა მკვიდრმა საერთაშორისო ამნისტიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ „ბორდერიზაციამდე“ ყველა ოჯახს საშუალოდ, ხუთი ძროხა ჰყავდა. რძისა და რძის პროდუქტების გაყიდვა კი, მათი შემოსავლის მთავარი წყარო იყო. ოჯახები ახლა შემოსავლის წყაროს გარეშე არიან დარჩენილნი, ბევრი მათგანი გაღარიბდა და მთავრობის დახმარების იმედად დარჩა.

საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე

დახმარება თვეში 10 ლარიდან (ოთხი დოლარი) 60 ლარამდე (24 დოლარი) მერყეობს, და თუ სოფელი მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში მოხვდა, დახმარებას 20% ემატება. წითელუბნის მკვიდრები ამბობენ, რომ ეს თანხა იმაზე უფრო ნაკლებია, ვიდრე რძის პროდუქტების გაყიდვით მიღებული შემოსავალი.

სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები საერთაშორისო ამნისტიის წარმომადგებლებთან ინტერვიუში ამბობს, რომ მან ერთი ჰექტარი ხეხილის ბაღი დაკარგა და მთლიანად სახელმწიფოს დახმარების ამარად დარჩა. „ბორდერიზაციამდე“ საშუალოდ 50 ტონა მოსავალი მოჰყავდა - ხილს ბაზარზე ყიდდა და ოჯახის სარჩენად სამყოფ თანხას გამოიმუშავებდა. მიწის და შემოსავლის დაკარგვის საზღაური არ მიუღია. სახელმწიფოს დახმარება კი, გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი უწინდელი საქმიანობით მიღებული შემოსავალი.

საკუთარი სახნავ-სათესი მიწები აფხაზეთის მკვიდრებმაც დაკარგეს. საერთაშორისო ამნისტიის წარმომადგენლების დაკვირვებით, სოფელი ხურჩა მთლიანად საძოვრების გარეშე დარჩა. სოფელი ყველა მხრიდან ღობეებით გარშემორტყმული აღმოჩნდა, გარდა იმ რამდენიმე ვიწრო გასასვლელისა, რომელიც დასახლებას თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიასთან აკავშირებს. ზოგიერთი ოჯახის თქმით, „ბორდერიზაციის“ შედეგად მათ ხუთი ჰექტარი თხილის პლანტაცია დაკარგეს (თხილი ადგილობრივებისთვის ყველაზე შემოსავლიანი საქმიანობაა).

აფხაზეთში, გადასასვლელების ჩაკეტვის შემდეგ გართულდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ვაჭრობა. დე ფაქტო კანონმდებლობით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტრანსპორტირებისას, თუ პროდუქცია პირადი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობას აღემატება, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები იმპორტისა და ექსპორტის გადასახადებს ითხოვენ. ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების თქმით, ხშირია მესაზღვრეების მიერ მოსავლის სრულიად თვითნებურად ან ბუნდოვანი მიზეზებით ჩამორთმევის შემთხვევები.

გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მცხოვრებმა საერთაშორისო ამნისტიას უთხრა, რომ ორსანტია-მეორე ოტობაიას გადასასვლელის დაკეტვამდე თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოსახვედრად ორი ლარი ეხარჯებოდა (0.77 დოლარი). ახლა კი, ერთადერთი მოქმედი გადასასვლელის გავლით მგზავრობისთვის 12 ლარი (4.62 დოლარი) სჭირდება - გაზრდილი დროის და მანძილის გამო.

ორსანტია-მეორე ოტობაიის ხიდი მდინარე ენგურზე. გადასასვლელი 2017 წელს ჩაიკეტა და მას შემდეგ ხიდზე მიმოსვლა შეწყდა.

ერთ-ერთი ხურჩელის თქმით, სოფელს სავაჭროდ ხშირად სტუმრობდნენ ეთნიკურად აფხაზები და ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი იყო. გადასასვლელის დაკეტვის შემდეგ ადგილობრივმა ეკონომიკამ დიდი დარტყმა განიცადა და ხურჩელებმა შემოსავლის მთავარი წყარო დაკარგეს.

ეს არის კვლევის ძირითადი მიგნებები, რომლებმაც წარმოაჩინა „ბორდერიზაციის“ პროცესის მიერ გამოწვეული დამანგრეველი შედეგები. საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საზღვრის იქეთ და აქეთ მხარეს მცხოვრები ქართველების უფლებების დაცვა საერთაშორისო კანონმდებლობით ევალება როგორც რუსეთს, ისე საქართველოს და ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობასაც.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ძალების სასაზღვრო ბაზა სატელიტურ ფოტოზე, სოფელი ორჭოსანი, სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართალი საოკუპაციო რეჟიმში მოყოლილი მოსახლეობის უფლებების დაცვის სამმხრივ ვალდებულებაზე მიუთითებს, საერთაშორისო ამნისტიის მიერ გამოკითხული მოქალაქეები თავს ხელისუფლებისგან „მიტოვებულად“ მიიჩნევენ. მათივე თქმით, არიან „დევნილები საკუთარ სახლში“.

AMBEBI.GE დაუკავშირდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. უწყებაში განგვიმარტეს, რომ ქართული მხარე მასზე დაკისრებულ მოვალეობას საოკუპაციო რეჟიმთან მცხოვრები მოსახლეობის მიმართ პირნათლად ასრულებს.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს კვლევა. მასში არის ქართული მხარის მიმართაც რეკომენდაციები. ერთ-ერთია, რომ მოხდეს ამ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც პირდაპირ ეხმაურება იმ პოლიტიკასა და სამშვიდობო ინიციატივას, რაც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის სოციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

2013 წლიდან სპეციალურად ამ მიზნით არის შექმნილი სახელმწიფო კომისია. ეს კომისია ამ წლების განმავლობაში მუშაობს რომ მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოს გაზის მიწოდება, გზების შეკეთება, გარდა ამისა, ხდება სხვადასხვა შეღავათების გავრცელება მათთვის. მაგალითად, ზამთრის პერიოდში ვაუჩერის გადაცემა, ახალგაზრდებს სრულად უფინანსდებათ სწავლის საფასური, უშუალოდ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მკვიდრ აბიტურიენტებს სრულად უფინანსდებათ უმაღლესის გადასახადი.

ახლა ვიწყებთ გამყოფი ხაზის გასწვრივ ვაჭრობის ხელშეწყობას და ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ამ ბიზნესსაქმიანობაში, შევუწყობთ ხელს. ასევე ჯანდაცვის მიმართულებით არის სიახლეები.

მავთულხლართები სოფელ ხურვალეთში. ქართველი პოლიციელები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან პატრულირებენ

გალისა და ახალგორის მოსახლეობას, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო რეფერალურ პროგრამაში ჩაერთონ და მიიღონ შეღავათები, როგორც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს", - გვითხრა პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ქოჩორაძემ.

Amnesty International-ის ანგარიში 47 გვერდისგან შედგება და მოიცავს რეკომენდაციებს რუსეთის ფედერაციის, აფხაზეთისა და ცხინვალის დეფაქტო მთავრობების, საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში ორგანიზაციის წარმომადგენელმა კავკასიის რეგიონში, ლევან ასათიანმა აღნიშნა, კვლევა ეფუძნება გამოკითხულ 150-მდე ადამიანს. კვლევის დასკვნით, „ბორდერიზაციას“ გამანადგურებელი შედეგები მოაქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ასევე იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ხდება უკანონო დაკავებები, არის წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ოჯახები გახლეჩილია. ადამიანები ვერ მიდიან სალოცავებში, ახლობლების სასაფლაოებზე...

წაიკითხეთ Amnesty International-ის კვლევა ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ