ბაზარზე ოპერირების დიდი გამოცდილება, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ონლაინ-მაღაზია და ტექნიკის მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწოდების სერვისი, - ეს იმ უპირატესობათა მცირე ჩამონათვალია, რასაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ელექტრონიკა“ ფლობს.
„ელექტრონიკა“ 10 წლის წინ დაარსდა, გასულ წელს კი სრულად განახლდა. ამ პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში ერთ მასშტაბურ სივრცეში ყველა ტიპის ტექნიკის რეალიზაციის კულტურა ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული. „ელექტრონიკა“-მ პოპულარობა მალე მოიპოვა და გაფართოებაც დაიწყო.
ის იყო ერთერთი პირველი კომპანია, რომელმაც შემოიტანა „ინდეზიტისა“ და „ჰოტპოინტ-არისტონის“ უმაღლესი ხარისხის ტექნიკა. ამასთან, დღემდე, ერთადერთი ტექნიკის მაღაზიაა, რომელსაც შემოაქვს ბრენდი „ბერტაზონი“. აღნიშნული ბრენდი პრემიუმ კლასის სამზარეულოს ტექნიკას აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ „ელექტრონიკა“ არის პირველი და ერთადერთი, ვისაც ბრენდი „ჰაიერი“ აქვს.
განვითარების შედეგად, ახლა საქართველოს მასშტაბით „ელექტრონიკის“ 6 მაღაზიაა წარმოდგენილი. „ელექტრონიკა“ უმაღლესი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკას გორის, ხობის, ფოთის, ქობულეთის, ოზურგეთისა და თბილისის მცხოვრებლებს სთავაზობს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მაღალი მოთხოვნის გამო, დედაქალაქში მალე „ელექტრონიკის“ კიდევ ერთი მაღაზია გაიხსნება.
ელექტრონულ კომერციაში შესვლა „ელექტრონიკისთვის“ კიდევ ერთი წარმატების განმაპირობებელი აღმოჩნდა. კომპანიის ვებგვერდზე იმაზე მეტი დასახელები ელექტროტექნიკაა წარმოდგენილი, ვიდრე მაღაზიაში შეხვდებით. შეგიძლიათ, ნებისმიერის მონაცემებს დეტალურად გაეცნოთ და საბანკო ბარათის გამოყენებით მომენტალურად შეიძინოთ.
გარდა იმისა, რომ ონლაინ-შოპინგი იმაზე უფრო კომფორტულია, ვიდრე მაღაზიებში საათობით სიარული, კომპანიის ვებგვერდზე ტექნიკის შეძენას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს: დედაქალაქის მასშტაბით მიწოდება უფასოა.
„ელექტრონიკა“ ელექტრონული კომერციის მიმართულებით კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი შეთავაზებები ონლაინ-შოპინგს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ამჟამად, „ელექტრონიკა“ ონლაინ-რეჟიმში უფრო მეტი ოდენობის პროდუქციას ყიდის, ვიდრე ჩვეულებრივ მაღაზიებში. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ნდობამ განაპირობა. მათი თქმით, მომხმარებელს უკვე აქვს ინფორმაცია მათ მაღაზიებში წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხის შესახებ, ამიტომ მათი გაყიდვები ონლაინ-სივრცეშიც გაიზარდა.
კიდევ რა სიახლეებს გეგმავს „ელექტრონიკა“?
10 წლისწინ კომპანიამ ოპერირება სწორედ ივლისის თვეში დაიწყო. წელს, „ელექტრონიკა“ გეგმავს, რომ მრავალწლიანი ერთგულებისთვის მომხმარებელს საჩუქრები და სურპრიზები სწორედ ივლისის თვეში შესთავაზოს. მათი თქმით, გრანდიოზული ფასდაკლებებისა და საჩუქრების შესახებ მალე გახდება ცნობილი, ამისთვის კი „ელექტრონიკის“ ფეისბუქის გვერდს უნდა ვადევნოთ თვალი.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა ჩვენს ქვეყანაში ევროპაში პოპულარული ბრენდი „ჰაიერის“ რეალიზაციაც დაიწყო. „ელექტრონიკაში“ აღნიშნეს, რომ „ჰაიერი“ ჩინური კომპანიაა, რომელიც ტექნიკის ნაწილს ევროპაში აწარმოებს, ნაწილს კი ჩინეთში. კომპანიის გლობალური გაყიდვების ქსელი კამში 165 ქვეყანას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მოსახლეობის 30%-ზე მეტმა ნდობა სწორედ „ჰაიერს“ გამოუცხადა და მისი საყოფაცხოვრებო ტექნიკით სარგებლობს. კომპანია წლიდან წლამდე განაგრძნობს განვითარებას. 2010-2018 წლებში „ჰაიერ ჯგუფმა“ შეიძინა ბრენდების Sanyo და General Electric-ის მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება და ასევე, Candy.
ბრენდი ჩვენთან 2018 წლის ბოლოს შემოვიდა, მისი ცნობადობა კი სწრაფად იზრდება და მაღალი ხარისხის გამო მომხმარებელში ნდობაც მატულობს.
„ჰაიერი“ აწარმოებს როგორც მაცივრებს, ტელევიზორებსა და სარეცხ მანქანებს, ისე მობილურ ტელეფონებსაც, რომელიც თანამედროვე ტენდენციებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, კარგი მონაცემებით გამოირჩევა.
„ელექტრონიკა“ გეგმავს, მომხმარებლებს სიახლეები და სპეციალური აქციები მთელი წლის განმავლობაში შესთავაზოს.
R