ავტორი:

გიგი უგულავა გამოკითხვაზე დაიბარეს

გიგი უგულავა გამოკითხვაზე დაიბარეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ უგულავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

უგულავა საკუთარ პოსტში შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიასმიმართავს. როგორც უგულავა აღნიშნავს, ის შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მას შემდეგ მივა, რაც იქ თავად გახარია მივა.

"პერსონალურად ბატონო გახარია. მრავალგზის ვთქვი და რატომ აგდებთ თქვენს თანამშრომლებს უხერხულ მდგომარეობაში. გამოკითხვაზე შსს-ში მივალ მას შემდეგ, რაც თქვენ მიბრძანდებით. ამასთანავე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე მზად ვარ, თუნდაც ხვალ, მივიდე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე. გთხოვთ, უზრუნველყოთ. მადლობა. პ.ს. ტელეკომპანია „პირველის“ კართან უწყისით ხელში დამხვდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ჩართული კამერით აგერ ათი წუთის წინ“, - წერს გიგი უგულავა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს