პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სირიის მოსახლეობის გზავნილი რომის პაპს - "სთხოვეთ პუტინს, შეწყვიტოს იერიშის მიტანა... იქ ჩვენს შვილებს ხოცავენ"
სირიის მოსახლეობის გზავნილი რომის პაპს - "სთხოვეთ პუტინს, შეწყვიტოს იერიშის მიტანა... იქ ჩვენს შვილებს ხოცავენ"

4 ივ­ლისს ვა­ტი­კან­ში რო­მის პაპი ფრან­ცის­კე რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მერ პუ­ტინს შეხ­ვდე­ბა. ამის შე­სა­ხებ ვა­ტი­კა­ნის პრესს­პი­კერ­მა ალე­სან­დრო ჯი­ზო­ტიმ გა­ნა­ცხა­და. ინ­ფორ­მა­ცია კრემლშიც და­ა­დას­ტუ­რეს, თუმ­ცა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ვი­ზი­ტის სხვა დე­ტა­ლებს არ აკონ­კრე­ტებს.

პუ­ტი­ნის რო­მის პა­პთან ვი­ზიტს სი­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მო­ეხ­მა­უ­რა. სი­რი­ე­ლე­ბი პაპს პუ­ტინ­თან გზავ­ნილს აბა­რე­ბენ, რათა სი­რი­ის ომში რუ­სე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ რე­ა­ლო­ბა უთხრან, "იმ კოშ­მარ­ზე, რო­მელ­შიც ახლა მი­ლი­ო­ნო­ბით სი­რი­ე­ლი იმ­ყო­ფე­ბა..."

"ქა­ლე­ბის, ბავ­შვე­ბის, ექი­მე­ბის, უბ­რა­ლოდ, იდ­ლი­ბის პრო­ვინ­ცი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ომის დროს გა­მოქ­ცე­უ­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის ფო­ტო­ებს პლა­კა­ტე­ბით ხელ­ში novayagazeta.ru ავ­რცე­ლებს. "#tellPutin პაპა ფრან­ცისკ, ჩვენს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს ბომ­ბა­ვენ!", "ჩვე­ნი სახ­ლე­ბი დან­გრე­უ­ლია და წა­სას­ვლე­ლი არ­სად გვაქვს!", "ნუ ხო­ცა­ვენ ჩვენს შვი­ლებს" - წე­რია პლა­კა­ტებ­ზე.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, იდ­ლი­ბის პრო­ვინ­ცია ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლია, რო­მე­ლიც ბა­შარ ასა­დის კონ­ტრო­ლის ქვეშ არ არის. ოთხი ასე­თი ზონა, რუ­სე­თის, თურ­ქე­თის და ირა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­უქ­ვემ­დე­ბა­რეს. პრო­ვინ­ცი­ას დღემ­დე ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბი აფა­რე­ბენ თავს.

რო­გორც novayagazeta.ru წერს, იქ ყვე­ლა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია მა­სობ­რი­ვი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბით იწყე­ბო­და და არა­ერ­თხელ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ით აკ­რძა­ლუ­ლი მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნეს - სა­უ­ბა­რია ქი­მი­ურ და ე.წ. კა­სე­ტურ ია­რაღ­ზე.

იან­ვრი­დან რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი მუდ­მი­ვად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­სა" და "ჯა­ბ­ჰატ ან ნუს­რას" მმარ­თვე­ლო­ბა დას­რულ­და, თუმ­ცა ამის კვალ­დაკ­ვალ სი­რი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბარს გა­ნაგ­რძო­ბენ.

რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ან­გა­რი­შით, იდ­ლიბ­ში ტე­რო­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სწრა­ფად იზ­რდე­ბო­და, თა­ვი­დან ისი­ნი 20 000-მდე იყ­ვნენ, შემ­დეგ 50 000-მდე გა­ი­ზარ­და, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით კი - მათი რა­ო­დე­ნო­ბა 70 000 -მდეა.

აპ­რი­ლის ბო­ლოს, სი­რი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა რუ­სე­ბის მხარ­და­ჭე­რით იდ­ლიბ­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია და­ი­წყეს, თუმ­ცა რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, დიპ­ლო­მა­ტე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ თუ სამ­ხედ­რო­ე­ბი, არ პა­სუ­ხობ­დნენ კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად სწო­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ოპე­რა­ცია სამ­ხედ­რო პრო­ვინ­ცი­ა­ში, სა­დაც ათი ათა­სო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე იყო დარ­ჩე­ნი­ლი.

"ორ­გა­ნი­ზა­ცია "სი­რი­ის ობ­სერ­ვა­ტო­რია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხო­ლოდ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 536 ადა­მი­ა­ნი და­ი­ხო­ცა, მათ შო­რის 134 ბავ­შვი და 105 ქალი იყო. ამას­თან, "სი­რი­ის ამე­რი­კუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის" ცნო­ბით, რო­მე­ლიც ჰოს­პი­ტა­ლებ­ში მო­ნი­ტო­რინგს ახორ­ცი­ე­ლებს, 1131 დაჭ­რი­ლი და­ფიქ­სირ­და, მათ შო­რის 207 ბავ­შვია, 134 - ქალი," - წერს novayagazeta.ru, რომ­ლის თქმი­თაც, რუ­სულ-სი­რი­უ­ლი ავი­ა­რი­ე­ში­ე­ბი თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა.

სწო­რედ ეს მო­სახ­ლე­ო­ბა მი­მარ­თავს რო­მის პაპს და ცდი­ლო­ბენ ხმა მი­აწ­ვდი­ნონ მას, რომ რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც ასა­დის მხარ­და­ჭე­რის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, აღ­მო­სავ­ლეთ ღუ­ტა­სა და ალე­პო­ში 1500-დან 1600-მდე მშვი­დო­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა.

"პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, მან არა­ერ­თხელ ისა­უბ­რა სი­რი­ი­დან რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის გა­მოყ­ვა­ნა­ზე, თუმ­ცა ისი­ნი იქ მა­ინც რჩე­ბი­ან და და­ბომბვა­საც გა­ნაგ­რძო­ბენ " - წერს გა­მო­ცე­მა.

რო­მის პაპს სი­რი­ე­ლე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­თაც მი­მარ­თა­ვენ:

"მე რო­ჯე­რი მქვია, სი­რი­ე­ლი ვარ, ალე­პო­დან და ქრის­ტი­ა­ნი ვარ... წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ სხვა რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ვი­ცხოვ­რე... მე ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და ჩემი თვა­ლით ვუ­ყუ­რებ, რო­გორ იბომ­ბე­ბა იდ­ლი­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა. იდ­ლი­ბის პრო­ვინ­ცი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­ო­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობს, მათ შო­რის, ბავ­შვე­ბი და ყვე­ლა და­ბომბვა­ზე, ისი­ნი თავ­შე­სა­ფარს ეძე­ბენ, რათა გა­დარ­ჩნენ.. ბევ­რი ვერ გა­დარ­ჩა. რუ­სე­თი მთა­ვარ როლს თა­მა­შობს სი­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ში და მას შე­უძ­ლია, შე­წყვი­ტოს ეს. რო­გორც უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნი და ქრის­ტი­ა­ნი, იქ­ნებ სთხო­ვოთ მას, შე­წყვი­ტოს მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე იე­რი­შის მი­ტა­ნა, ნუ ცდი­ლობს იქა­უ­რო­ბა კონ­ფლიქ­ტის ცენ­ტრად აქ­ცი­ოს, იქ ჩვენს შვი­ლებს ხო­ცა­ვენ..." - წერს ერთ-ერთი სი­რი­ე­ლი.

ფო­ტო­ე­ბი: novayagazeta.ru

ავტორი:

სირიის მოსახლეობის გზავნილი რომის პაპს - "სთხოვეთ პუტინს, შეწყვიტოს იერიშის მიტანა... იქ ჩვენს შვილებს ხოცავენ"

სირიის მოსახლეობის გზავნილი რომის პაპს - "სთხოვეთ პუტინს, შეწყვიტოს იერიშის მიტანა... იქ ჩვენს შვილებს ხოცავენ"

4 ივლისს ვატიკანში რომის პაპი ფრანცისკე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ვატიკანის პრესსპიკერმა ალესანდრო ჯიზოტიმ განაცხადა. ინფორმაცია კრემლშიც დაადასტურეს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვიზიტის სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.

პუტინის რომის პაპთან ვიზიტს სირიის მოსახლეობა გამოეხმაურა. სირიელები პაპს პუტინთან გზავნილს აბარებენ, რათა სირიის ომში რუსეთის მონაწილეობის შესახებ რეალობა უთხრან, "იმ კოშმარზე, რომელშიც ახლა მილიონობით სირიელი იმყოფება..."

"ქალების, ბავშვების, ექიმების, უბრალოდ, იდლიბის პროვინციის ადგილობრივი მოსახლეობისა და ომის დროს გამოქცეული ლტოლვილების ფოტოებს პლაკატებით ხელში novayagazeta.ru ავრცელებს. "#tellPutin პაპა ფრანცისკ, ჩვენს საავადმყოფოებს ბომბავენ!", "ჩვენი სახლები დანგრეულია და წასასვლელი არსად გვაქვს!", "ნუ ხოცავენ ჩვენს შვილებს" - წერია პლაკატებზე.

გამოცემის ცნობით, იდლიბის პროვინცია ერთადერთი ადგილია, რომელიც ბაშარ ასადის კონტროლის ქვეშ არ არის. ოთხი ასეთი ზონა, რუსეთის, თურქეთის და ირანის ინიციატივით, სირიის ხელისუფლებას დაუქვემდებარეს. პროვინციას დღემდე ამბოხებულები აფარებენ თავს.

როგორც novayagazeta.ru წერს, იქ ყველა სამხედრო ოპერაცია მასობრივი საჰაერო თავდასხმებით იწყებოდა და არაერთხელ საერთაშორისო კონვენციით აკრძალული მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენეს - საუბარია ქიმიურ და ე.წ. კასეტურ იარაღზე.

იანვრიდან რუსი სამხედროები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ "ისლამური სახელმწიფოსა" და "ჯაბჰატ ან ნუსრას" მმართველობა დასრულდა, თუმცა ამის კვალდაკვალ სირიაში საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობაზე საუბარს განაგრძობენ.

რუსი სამხედროების ანგარიშით, იდლიბში ტერორისტების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა, თავიდან ისინი 20 000-მდე იყვნენ, შემდეგ 50 000-მდე გაიზარდა, ბოლო მონაცემებით კი - მათი რაოდენობა 70 000 -მდეა.

აპრილის ბოლოს, სირიის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების მხარდაჭერით იდლიბში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, თუმცა რუსეთის წარმომადგენლები, დიპლომატები იქნებოდნენ თუ სამხედროები, არ პასუხობდნენ კითხვაზე, რამდენად სწორად მიმდინარეობდა ოპერაცია სამხედრო პროვინციაში, სადაც ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იყო დარჩენილი.

"ორგანიზაცია "სირიის ობსერვატორია ადამიანის უფლებებისთვის" ინფორმაციით, მხოლოდ ორი თვის განმავლობაში 536 ადამიანი დაიხოცა, მათ შორის 134 ბავშვი და 105 ქალი იყო. ამასთან, "სირიის ამერიკული სამედიცინო საზოგადოების" ცნობით, რომელიც ჰოსპიტალებში მონიტორინგს ახორციელებს, 1131 დაჭრილი დაფიქსირდა, მათ შორის 207 ბავშვია, 134 - ქალი," - წერს novayagazeta.ru, რომლის თქმითაც, რუსულ-სირიული ავიარიეშიები თითქმის ყოველდღიურად ხდება.

სწორედ ეს მოსახლეობა მიმართავს რომის პაპს და ცდილობენ ხმა მიაწვდინონ მას, რომ რუსეთის პოლიტიკას, რომელიც ასადის მხარდაჭერისთვის ყველაფერს აკეთებს, აღმოსავლეთ ღუტასა და ალეპოში 1500-დან 1600-მდე მშვიდობიანი ადამიანი შეეწირა.

"პუტინის განცხადებით, მან არაერთხელ ისაუბრა სირიიდან რუსი სამხედროების გამოყვანაზე, თუმცა ისინი იქ მაინც რჩებიან და დაბომბვასაც განაგრძობენ " - წერს გამოცემა.

რომის პაპს სირიელები სოციალური ქსელითაც მიმართავენ:

"მე როჯერი მქვია, სირიელი ვარ, ალეპოდან და ქრისტიანი ვარ... წლების განმავლობაში იქ სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებთან ერთად ვიცხოვრე... მე ჟურნალისტი ვარ და ჩემი თვალით ვუყურებ, როგორ იბომბება იდლიბის მშვიდობიანი მოსახლეობა. იდლიბის პროვინციაში დაახლოებით 3 მილიონი მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს, მათ შორის, ბავშვები და ყველა დაბომბვაზე, ისინი თავშესაფარს ეძებენ, რათა გადარჩნენ.. ბევრი ვერ გადარჩა. რუსეთი მთავარ როლს თამაშობს სირიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში და მას შეუძლია, შეწყვიტოს ეს. როგორც უბრალოდ ადამიანი და ქრისტიანი, იქნებ სთხოვოთ მას, შეწყვიტოს მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშის მიტანა, ნუ ცდილობს იქაურობა კონფლიქტის ცენტრად აქციოს, იქ ჩვენს შვილებს ხოცავენ..." - წერს ერთ-ერთი სირიელი.

ფოტოები: novayagazeta.ru

ტრამპმა ჯორჯიის შტატის მდივანს არჩევნებში გამარჯვების დასამტკიცებლად საკმარისი რაოდენობის ბიულეტენის "პოვნა” მოსთხოვა - სკანდალური აუდიოჩანაწერი

"გადამწყვეტი მომენტია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში" - გაერთიანებულ სამეფოში დღეიდან Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინით მოქალაქეების აცრა დაიწყო

მექსიკაში ექიმი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინაცია ჩაიტარა, კლინიკაში გადაიყვანეს - "დაეწყო სუნთქვის გაძნელება, კანზე გამოაყარა"