პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი პოლიტიკოსი - გავრილოვთან მიმართებაში ქართული საზოგადოების პროტესტი სამართლიანია
რუსი პოლიტიკოსი - გავრილოვთან მიმართებაში ქართული საზოგადოების პროტესტი სამართლიანია

რუ­სე­თის, უკ­რა­ი­ნის, ბე­ლა­რუ­სის, სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, 20-21 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებს შე­ის­წავ­ლი­ან. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ევ­რო­პულ-ქარ­თუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი მე­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი არი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია „იაბ­ლო­კოს“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რო­პულ-ქარ­თუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი­სა და ფრიდ­რიხ ნა­უ­მა­ნის ფონ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბით, 20-21 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებს შე­ის­წავ­ლი­ან აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ლი­ბე­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უკვე შეხ­ვდნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი პარ­ტი­ე­ბის (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია, თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი, გირ­ჩი) წარ­მო­მად­გენ­ლებს. ასე­ვე, და­გეგ­მი­ლია შეხ­ვედ­რე­ბი არა­სამ­თავ­რო­ბო და სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

თა­ვის მხრივ, რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პარ­ტია „იაბ­ლო­კოს“ თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრ გნეზ­დი­ლოვ­მა გა­ნუ­ცხა­და, მას კარ­გად ეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გრძნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან დე­პუ­ტატ გავ­რი­ლო­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლით.

„პრო­ტეს­ტი სა­მარ­თლი­ა­ნია, ჩემი აზ­რით, ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო 2008 წელს ცალ­მხრი­ვად, ისი­ნი რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობ­და არც ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის კე­თილ­მე­ზობ­ლო­ბას და არც სო­ხუ­მი­სა და ცხინ­ვა­ლის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გრძნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან დე­პუ­ტატ გავ­რი­ლო­ვის ჩა­მოს­ვლით და ყვე­ლა­ფე­რი იმით, რაც ამას უკავ­შირ­დე­ბა. რო­დე­საც გავ­რი­ლო­ვი სპი­კე­რის სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­და, ეს რა თქმა უნდა, იყო არა­კო­რექ­ტუ­ლი ნა­ბი­ჯი. ასე­თი ვი­ზი­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი ტაქ­ტის დაც­ვა და რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის აღ­ქმა“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრ გნეზ­დი­ლოვ­მა.

ამას­თან, პარ­ტია „იაბ­ლო­კოს“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა არ გა­მო­რი­ცხა ისიც, რომ გავ­რი­ლო­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა და მისი ქმე­დე­ბე­ბი, რუ­სეთ­ში მოქ­მე­დი გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბის პრო­ვო­კა­ცია ყო­ფი­ლი­ყო.

გარ­და ამი­სა, გნეზ­დი­ლოვ­მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზეც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც რუსი ტუ­რის­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­დან ევა­კუ­ა­ცი­ას ეხე­ბა და მას პირ­ფე­რუ­ლი უწო­და. რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ამ­ბობს, რომ 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვლა­დი­მერ პუ­ტინს არ მო­უხ­დე­ნია არც ერთი რუ­სის ევა­კუ­ა­ცია დონ­ბა­სი­დან, სა­დაც რე­ა­ლუ­რად სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. გნეზ­დი­ლო­ვი მი­იჩ­ნევს, რომ პუ­ტი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­დო­მაა და ნამ­დვი­ლად არაა მი­მარ­თუ­ლი რუსი ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რუსი პოლიტიკოსი - გავრილოვთან მიმართებაში ქართული საზოგადოების პროტესტი სამართლიანია

რუსი პოლიტიკოსი - გავრილოვთან მიმართებაში ქართული საზოგადოების პროტესტი სამართლიანია

რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 20-21 ივნისის მოვლენებს შეისწავლიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი მელაშვილმა განუცხადა, რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულები არიან პოლიტიკური პარტია „იაბლოკოს“ წარმომადგენლები.

მისივე ინფორმაციით, ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით, 20-21 ივნისის მოვლენებს შეისწავლიან აღნიშნული ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციების, ლიბერალური პოლიტიკური პარტიების, ტელევიზიებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

პროგრამის მონაწილეები უკვე შეხვდნენ საქართველოში მოქმედი პარტიების (რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, გირჩი) წარმომადგენლებს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

თავის მხრივ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „იაბლოკოს“ თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ გნეზდილოვმა განუცხადა, მას კარგად ესმის იმ ადამიანების გრძნობები, რომლებიც აღშფოთებულები არიან დეპუტატ გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლით.

„პროტესტი სამართლიანია, ჩემი აზრით, ის გადაწყვეტილებები, რომელიც რუსეთის მთავრობამ მიიღო 2008 წელს ცალმხრივად, ისინი რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობდა არც ჩვენი ქვეყნების კეთილმეზობლობას და არც სოხუმისა და ცხინვალის კონფლიქტის მოგვარებას. აქედან გამომდინარე, მე ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების გრძნობები, რომლებიც აღშფოთებულები არიან დეპუტატ გავრილოვის ჩამოსვლით და ყველაფერი იმით, რაც ამას უკავშირდება. როდესაც გავრილოვი სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, ეს რა თქმა უნდა, იყო არაკორექტული ნაბიჯი. ასეთი ვიზიტების განხორციელებისას, აუცილებელია შესაბამისი ტაქტის დაცვა და რეალური პოლიტიკური სიტუაციის აღქმა“, - განაცხადა ალექსანდრ გნეზდილოვმა.

ამასთან, პარტია „იაბლოკოს“ წარმომადგენელმა არ გამორიცხა ისიც, რომ გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა და მისი ქმედებები, რუსეთში მოქმედი გარკვეული ძალების პროვოკაცია ყოფილიყო.

გარდა ამისა, გნეზდილოვმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც რუსი ტურისტების საქართველოდან ევაკუაციას ეხება და მას პირფერული უწოდა. რუსი ოპოზიციონერი ამბობს, რომ 5 წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს არ მოუხდენია არც ერთი რუსის ევაკუაცია დონბასიდან, სადაც რეალურად საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. გნეზდილოვი მიიჩნევს, რომ პუტინის გადაწყვეტილება შეცდომაა და ნამდვილად არაა მიმართული რუსი ხალხის საკეთილდღეოდ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"