პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთათო აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების დაკვრას აპროტესტებს - რა რეაქცია მოჰყვა მის მიმართვას "ფეისბუქზე"
ქეთათო აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების დაკვრას აპროტესტებს - რა რეაქცია მოჰყვა მის მიმართვას "ფეისბუქზე"

ქე­თა­თო პო­პი­აშ­ვი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლოა, რომ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის სიმ­ღე­რებს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ხარ­ჯზე უკ­რა­ვენ. მუ­სი­კო­სის ცოლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ მი­მარ­თვას აქ­ვეყ­ნებს.

„ირაკ­ლის მუ­სი­კა თა­ვი­სი მაშ­ტა­ბით იმ­დე­ნად დი­დია და დროს­თან მი­მარ­თე­ბა­ში მისი აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა იმ­დე­ნად მზარ­დი, რომ არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა მცდე­ლო­ბა მისი კომ­პო­ზი­ცი­ის სხვა­დას­ხვა პო­ლით, თუ სა­მო­ქა­ლა­ქო ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან სა­კუ­თა­რი პიარ მიზ­ნე­ბის­თვის მი­ტა­ცე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბის. რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა იძა­ბე­ბა და ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ისეთ გა­რე­მო­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა, სა­დაც პო­ლიტ რყე­ვე­ბის ამ­პლი­ტუ­და საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, ყვე­ლას უნ­დე­ბა ის, ყვე­ლა­ზე მარ­თა­ლი სი­ტყვა, რო­მელ­საც ასე­თი­ვე უკომ­პრო­მი­სო ცხოვ­რე­ბის წე­სით გა­ჯე­რე­ბუ­ლი მე­ლო­დია და ძლი­ე­რი მე­ტა­ფო­რა უმაგ­რებს ზურგს. უნ­დათ სა­კუ­თარ ახ­ლომ­ხედ­ვე­ლურ მიზ­ნებს მო­ახ­მა­რონ, ფონს გა­ვიდ­ნენ, კაი ტი­პე­ბად იგ­რძნონ თავი. ამის იმ­დე­ნი მა­გა­ლი­თის მომსწრე ვარ, რომ სათ­ვა­ლა­ვიც ამე­რია - სხვა­დას­ხვა მარ­გი­ნა­ლი პარ­ტი­ე­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თო­ნე­ბის ბიძ­გის მიმ­ცემ მუხ­ტად გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ და ნა­ცის­ტუ­რი წარ­მო­ნაქ­მნის ჰიმ­ნიც ყო­ფი­ლა თურ­მე, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი იმე­დიც " მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხა­ვის­თვის­თვის" ძი­ლის დამფრ­თხო­ბიც და რო­მე­ლი­ღაც ჩი­ნოვ­ნი­კის­თვის თვა­ლის ასახ­ვე­ვა­დაც გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა.

ყვე­ლას ჩვე­ნი ხედ­ვა გვაქვს და გვინ­და, რომ ცო­ტა­თი მა­ინც უკე­თეს გა­რე­მო­ში ვი­ცხოვ­როთ, ვი­ცო­დეთ, რომ კონ­სტი­ტუ­ცია არის უზე­ნა­ე­სი, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი არის და­ცუ­ლი გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა, კულ­ტუ­რუ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბი­სა და რათ­ქმა­უნ­და მი­უ­ხე­და­ვად სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის. გვინ­და, რომ ყვე­ლა­ნი და­ცუ­ლად ვგრძნობ­დეთ თავს. ამა­ზე ხომ ვთან­ხმდე­ბით?!

რო­დე­საც ოკუ­პა­ცი­ას, უსა­მარ­თლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებ, შენ თვი­ტონ სხვი­სი სა­კუთ­რე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის მა­ჯ­ლა­ჯუ­ნა მიმ­ტა­ცე­ბე­ლად არ უნდა მოგ­ვევ­ლი­ნო, რა­ღათ­ქმა­უნ­და თუ გინ­და შენი გუ­ლან­თე­ბუ­ლო­ბის ვინ­მეს ჯე­რო­დეს და შენს ქმე­დე­ბებ­ში თან­მიმ­დევ­რუ­ლი იყო,“ - წერს ქე­თა­თო პო­პი­აშ­ვი­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან სტა­ტუ­სი წა­შა­ლა.

მი­მარ­თვამ ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. კო­მენ­ტა­რებ­ში მას იოკო ონოს ადა­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ჩარ­კვი­ა­ნი თა­ვად იდ­გე­ბო­და ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად აქ­ცი­ებ­ზე.

„ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბა რამ­დე­ნად ტრი­ა­ლებ­და ირაკ­ლის თავ­ში, როცა "სა­ქარ­თვე­ლოს" ტექ­სტზე მუ­შა­ობ­და და მი­თუფ­რო მა­შინ, როცა მღე­რო­და, აი ეგ ნამ­დვი­ლად არ ვიცი. ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ინც არ იდ­გნენ იქ... ისი­ნი, ვი­საც უმ­ღე­რო­და,“ - თემო სვა­ნი­ძე.

„ქე­თა­თო, ძაან ტე­ხავს, რომ ირაკ­ლის სიმ­ღე­რე­ბის მემ­კვიდ­რე შენ ხარ და არა ის თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი [კრე­ბი­თად] ვი­საც ზუს­ტად ეს­მის ირაკ­ლის ტექ­სტე­ბის ში­ნა­არ­სი და ზუს­ტად იცი­ან სად და რო­გორ იმ­ღე­რონ,“ - ბექა კო­კა­ია.

„ძა­ლი­ან დიდი სირ­ცხვი­ლია, რა­საც წერთ! რას ვაჭ­რობთ? ამა­ყი უნდა იყოთ, რომ ირაკ­ლის სიმ­ღე­რაა იქ ჩარ­თუ­ლი, სა­დაც მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის იბ­რძვის. გვი­ჩივ­ლეთ და გა­და­ვიხ­დით, და­კის­რე­ბულ სან­ქცი­ას. რამ­ხე­ლა ეგო­იზ­მი გა­მოძ­რა­ვებთ. ირაკ­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, თქვე­ნი ვი­ნა­ო­ბაც ისე­თი­ვე უკ­ვა­ლო იქ­ნე­ბო­და, რო­გორც ძაან ბევ­რის. ვინ იქ­ნე­ბო­დით, ან სად, ღმერ­თმა იცის, და ეს ყვე­ლა­ფე­რი არ გაძ­ლევთ მო­რა­ლურ უფ­ლე­ბას, ვინ­მეს ზე­ვი­დან უყუ­როთ.“ - ხა­ტია გამდლიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბუსა
0

და ვისთვის შექმნა? ვინც თავისად მიიღებდა და გაითავისებდა. ქეთათო კი უნიჭო არარაობაა რომელიც თავისი კნავილით აფუჭებს ირაკლის სიმღერებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ქეთათო აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების დაკვრას აპროტესტებს - რა რეაქცია მოჰყვა მის მიმართვას "ფეისბუქზე"

ქეთათო აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების დაკვრას აპროტესტებს - რა რეაქცია მოჰყვა მის მიმართვას "ფეისბუქზე"

ქეთათო პოპიაშვილი უკმაყოფილოა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს საავტორო უფლებების დარღვევის ხარჯზე უკრავენ. მუსიკოსის ცოლი „ფეისბუქზე“ მიმართვას აქვეყნებს.

„ირაკლის მუსიკა თავისი მაშტაბით იმდენად დიდია და დროსთან მიმართებაში მისი აქტუალურობა იმდენად მზარდი, რომ არაერთხელ ყოფილა მცდელობა მისი კომპოზიციის სხვადასხვა პოლით, თუ სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან საკუთარი პიარ მიზნებისთვის მიტაცება-გამოყენების. როდესაც ქვეყანაში ვითარება იძაბება და ალბათ დამეთანხმებით, რომ ისეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, სადაც პოლიტ რყევების ამპლიტუდა საკმაოდ მაღალია, ყველას უნდება ის, ყველაზე მართალი სიტყვა, რომელსაც ასეთივე უკომპრომისო ცხოვრების წესით გაჯერებული მელოდია და ძლიერი მეტაფორა უმაგრებს ზურგს. უნდათ საკუთარ ახლომხედველურ მიზნებს მოახმარონ, ფონს გავიდნენ, კაი ტიპებად იგრძნონ თავი. ამის იმდენი მაგალითის მომსწრე ვარ, რომ სათვალავიც ამერია - სხვადასხვა მარგინალი პარტიების წინასაარჩევნო მარათონების ბიძგის მიმცემ მუხტად გამოუყენებიათ, თქვენ წარმოიდგინეთ და ნაცისტური წარმონაქმნის ჰიმნიც ყოფილა თურმე, ყოფილი პრეზიდენტების დაბრუნების ერთადერთი იმედიც " მძინარე მზეთუნახავისთვისთვის" ძილის დამფრთხობიც და რომელიღაც ჩინოვნიკისთვის თვალის ასახვევადაც გაჟღერებულა.

ყველას ჩვენი ხედვა გვაქვს და გვინდა, რომ ცოტათი მაინც უკეთეს გარემოში ვიცხოვროთ, ვიცოდეთ, რომ კონსტიტუცია არის უზენაესი, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული განურჩევლად სქესისა, კულტურული კუთვნილებისა და აღმსარებლობისა და რათქმაუნდა მიუხედავად სექსუალური ორიენტაციის. გვინდა, რომ ყველანი დაცულად ვგრძნობდეთ თავს. ამაზე ხომ ვთანხმდებით?!

როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვიტონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო, რაღათქმაუნდა თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს ჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო,“ - წერს ქეთათო პოპიაშვილი.

მოგვიანებით მან სტატუსი წაშალა.

მიმართვამ ფეისბუქმომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. კომენტარებში მას იოკო ონოს ადარებენ და ამბობენ, რომ ჩარკვიანი თავად იდგებოდა ახალგაზრდებთან ერთად აქციებზე.

„ინტელექტუალური საკუთრება რამდენად ტრიალებდა ირაკლის თავში, როცა "საქართველოს" ტექსტზე მუშაობდა და მითუფრო მაშინ, როცა მღეროდა, აი ეგ ნამდვილად არ ვიცი. ახალგაზრდა ადამიანები მაინც არ იდგნენ იქ... ისინი, ვისაც უმღეროდა,“ - თემო სვანიძე.

„ქეთათო, ძაან ტეხავს, რომ ირაკლის სიმღერების მემკვიდრე შენ ხარ და არა ის თინეიჯერები [კრებითად] ვისაც ზუსტად ესმის ირაკლის ტექსტების შინაარსი და ზუსტად იციან სად და როგორ იმღერონ,“ - ბექა კოკაია.

„ძალიან დიდი სირცხვილია, რასაც წერთ! რას ვაჭრობთ? ამაყი უნდა იყოთ, რომ ირაკლის სიმღერაა იქ ჩართული, სადაც მომავალი თაობა დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. გვიჩივლეთ და გადავიხდით, დაკისრებულ სანქციას. რამხელა ეგოიზმი გამოძრავებთ. ირაკლი რომ არ ყოფილიყო, თქვენი ვინაობაც ისეთივე უკვალო იქნებოდა, როგორც ძაან ბევრის. ვინ იქნებოდით, ან სად, ღმერთმა იცის, და ეს ყველაფერი არ გაძლევთ მორალურ უფლებას, ვინმეს ზევიდან უყუროთ.“ - ხატია გამდლიშვილი.