საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ეძიებდა გოგლა ლეონიძე სილამაზეს- „ნატვრის ხე“ სერიაში „იკითხე ქართული“
სად ეძიებდა გოგლა ლეონიძე სილამაზეს- „ნატვრის ხე“ სერიაში „იკითხე ქართული“

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მწერ­ლო­ბა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. „ცის­ფერ­ყან­წე­ლე­ბის“ დაჯ­გუ­ფე­ბაც სწო­რედ ამ დროს შე­იქ­მნა. აქ თავ­მოყ­რი­ლი იყო ყვე­ლა ის ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი თუ მწე­რა­ლი, რო­მელ­საც ჩვენს სამ­შობ­ლო­ზე შეს­ტკი­ო­და გული. მათ­გან ალ­ბათ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი გი­ორ­გი, ანუ გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძეა და მისი მო­თხრო­ბა „ნატ­ვრის ხე“, რომ­ლის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ა­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძე ბუ­ნე­ბის­გან და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი იყო სი­ლა­მა­ზის აღ­ქმის გა­სა­ო­ცა­რი უნა­რით, მის ჩა­ნა­წე­რებ­ში ჩანს, თუ რო­გორ იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მთელს სამ­ყა­რო­ზე. პო­ე­ტის­თვის ყვე­ლა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ბუ­ნე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. ასე­თი გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს მქო­ნე პი­როვ­ნე­ბას ბედ­მა მსგავ­სი­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი აჩუ­ქა. გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძის საყ­ვა­რე­ლი ქალი - ეფე­მია გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი, ანუ რო­გორც პო­ე­ტი ეძახ­და მას „ფე­ფუ­კა“, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­უღ­ლის ერ­თგუ­ლი გახ­ლდათ. მარ­თა­ლია, მათ ქორ­წი­ნე­ბას ბევ­რი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, თუმ­ცა წყვი­ლი გა­ი­პა­რა, მათ მა­ლუ­ლად და­ი­წე­რეს ჯვა­რი სი­ო­ნის ტა­ძარ­ში. ფე­ფუ­კა გოგ­ლას მუ­ზა­დაც იქცა, პო­ეტ­მა მას სი­ჭა­ბუ­კე­ში და­წე­რი­ლი, მის­თვის მი­ძღვნი­ლი ლექ­სე­ბი ერ­თად შე­უკ­რი­ბა და სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს რვე­უ­ლი და­ი­კარ­გა.

პო­ე­ტი, მარ­თა­ლია, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­უღ­ლის ერ­თგუ­ლი იყო, თუმ­ცა მხო­ლოდ ეფე­მია არ ყო­ფი­ლა ის ქალი, ვინც მის მუ­ზად იქცა. ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის, თა­მარ ცი­ციშ­ვი­ლის სი­ლა­მა­ზეს, პო­ე­ტი შო­რი­დან ეტ­რფო­და და უამ­რა­ვი ლექ­სიც მი­უ­ძღვნა მას. თუმ­ცა, მათ არა­ნა­ი­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნი­ათ. თა­მარს ჰყავ­და ოჯა­ხი, მისი ქმა­რი კი გოგ­ლას კარ­გი მე­გო­ბა­რიც იყო. ცნო­ბი­ლია, რომ ამ ქალს მეტ­სა­ხე­ლად, ხში­რად, „თო­ლი­ას“ ეძახ­დნენ, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის პო­ე­ზი­ა­ში კი ამ ფრინ­ველს ხში­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა აქვს.

თუმ­ცა გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის­თვის მთა­ვა­რი მუზა მა­ინც თა­ვი­სი ბავ­შვო­ბა, ბუ­ნე­ბა და სამ­შობ­ლო იყო. მისი ყვე­ლა­ზე დიდი საზ­რუ­ნა­ვი, სა­დარ­დე­ბე­ლი და სა­ფიქ­რა­ლი მათ უკავ­შირ­დე­ბო­და, ეს კი კარ­გად ჩანს მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. „ნატ­ვრის ხე“ გა­ჯე­რე­ბუ­ლია პა­ტა­რა­ო­ბის ტკბილ-მწა­რე, თბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბით, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი სი­ცო­ცხლეს ეტ­რფი­ან, ან პი­რი­ქით ანად­გუ­რე­ბენ მას. ამ ერთი შე­ხედ­ვით, ბუ­ნებ­რივ ის­ტო­რი­ებ­ში ჩანს ყვე­ლა ის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ო­ბას მუ­დამ თან დას­დევს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე კარ­გად რომ არ აე­სა­ხა ავ­ტორს, დი­დე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რი, თენ­გიზ აბუ­ლა­ძეც კი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შეძ­ლებ­და, რომ ამ­დე­ნად გე­ნი­ა­ლუ­რი ფილ­მი შე­ექ­მნა, რო­მე­ლიც არა­მარ­ტო ქარ­თვე­ლი, არა­მედ უცხო­ე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სოა.

ამ მო­გო­ნე­ბე­ბის კრე­ბულ­ში თით­ქოს ჩანს, თუ რა არის მწერ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი და ღი­რე­ბუ­ლი კი­თხვა.

„მა­ინც სა­ი­დან მო­დის სი­ლა­მა­ზე, ან სად მი­დის? თუ დრო­ე­ბით მი­ე­ფა­რე­ბა თვალს? ვინ იცის..."

გი­ორ­გა ლე­ო­ნი­ძე მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა სი­ლა­მა­ზეს ეძებ­და ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში. ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ მისი შე­მოქ­მე­დე­ბის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა სწო­რე­დაც რომ მშვე­ნი­ე­რე­ბის ძი­ე­ბის მო­მენ­ტია.

ძა­ლი­ან მალე, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის „ნატ­ვრის ხეს“,გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”„იკი­თხე ქარ­თუ­ლის“ სე­რი­ა­ში გა­მოს­ცემს. დი­დე­ბუ­ლი პო­ე­ტი­სა და მწერ­ლის მო­თხრო­ბე­ბად ქცე­უ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბის შე­ძე­ნას მკი­თხვე­ლი 8 ივ­ლი­სი­დან, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად შეძ­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

სად ეძიებდა გოგლა ლეონიძე სილამაზეს- „ნატვრის ხე“ სერიაში „იკითხე ქართული“

სად ეძიებდა გოგლა ლეონიძე სილამაზეს- „ნატვრის ხე“ სერიაში „იკითხე ქართული“

მეოცე საუკუნის მწერლობა ქართული ლიტერატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია. „ცისფერყანწელების“ დაჯგუფებაც სწორედ ამ დროს შეიქმნა. აქ თავმოყრილი იყო ყველა ის ქართველი პოეტი თუ მწერალი, რომელსაც ჩვენს სამშობლოზე შესტკიოდა გული. მათგან ალბათ ყველაზე გამორჩეული და ქართული საზოგადოებისთვის საყვარელი გიორგი, ანუ გოგლა ლეონიძეა და მისი მოთხრობა „ნატვრის ხე“, რომლის ეკრანიზაციასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გოგლა ლეონიძე ბუნებისგან დაჯილდოებული იყო სილამაზის აღქმის გასაოცარი უნარით, მის ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ იყო შეყვარებული მთელს სამყაროზე. პოეტისთვის ყველა საყვარელი ადამიანი ბუნებასთან ასოცირდებოდა. ასეთი გამაოგნებელი შინაგანი სამყაროს მქონე პიროვნებას ბედმა მსგავსივე განსაკუთრებული საყვარელი ადამიანი აჩუქა. გოგლა ლეონიძის საყვარელი ქალი - ეფემია გედევანიშვილი, ანუ როგორც პოეტი ეძახდა მას „ფეფუკა“, მთელი ცხოვრება მეუღლის ერთგული გახლდათ. მართალია, მათ ქორწინებას ბევრი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა წყვილი გაიპარა, მათ მალულად დაიწერეს ჯვარი სიონის ტაძარში. ფეფუკა გოგლას მუზადაც იქცა, პოეტმა მას სიჭაბუკეში დაწერილი, მისთვის მიძღვნილი ლექსები ერთად შეუკრიბა და საჩუქრად გადასცა. სამწუხაროდ, ეს რვეული დაიკარგა.

პოეტი, მართალია, მთელი ცხოვრება მეუღლის ერთგული იყო, თუმცა მხოლოდ ეფემია არ ყოფილა ის ქალი, ვინც მის მუზად იქცა. ქართველი მსახიობის, თამარ ციციშვილის სილამაზეს, პოეტი შორიდან ეტრფოდა და უამრავი ლექსიც მიუძღვნა მას. თუმცა, მათ არანაირი სასიყვარულო ურთიერთობა არ ჰქონიათ. თამარს ჰყავდა ოჯახი, მისი ქმარი კი გოგლას კარგი მეგობარიც იყო. ცნობილია, რომ ამ ქალს მეტსახელად, ხშირად, „თოლიას“ ეძახდნენ, გიორგი ლეონიძის პოეზიაში კი ამ ფრინველს ხშირად განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

თუმცა გიორგი ლეონიძისთვის მთავარი მუზა მაინც თავისი ბავშვობა, ბუნება და სამშობლო იყო. მისი ყველაზე დიდი საზრუნავი, სადარდებელი და საფიქრალი მათ უკავშირდებოდა, ეს კი კარგად ჩანს მის შემოქმედებაში. „ნატვრის ხე“ გაჯერებულია პატარაობის ტკბილ-მწარე, თბილი მოგონებებით, სადაც ადამიანები სიცოცხლეს ეტრფიან, ან პირიქით ანადგურებენ მას. ამ ერთი შეხედვით, ბუნებრივ ისტორიებში ჩანს ყველა ის ცხოვრებისეული ტკივილი, რომელიც კაცობრიობას მუდამ თან დასდევს. ეს ყველაფერი ასე კარგად რომ არ აესახა ავტორს, დიდებული რეჟისორი, თენგიზ აბულაძეც კი ვერანაირად ვერ შეძლებდა, რომ ამდენად გენიალური ფილმი შეექმნა, რომელიც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მაყურებლისთვისაც ასეთი საინტერესოა.

ამ მოგონებების კრებულში თითქოს ჩანს, თუ რა არის მწერლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხგაუცემელი და ღირებული კითხვა.

„მაინც საიდან მოდის სილამაზე, ან სად მიდის? თუ დროებით მიეფარება თვალს? ვინ იცის..."

გიორგა ლეონიძე მთელი თავისი ცხოვრება სილამაზეს ეძებდა ყველგან და ყველაფერში. ხშირად ამბობენ, რომ მისი შემოქმედების მთავარი ღირებულება სწორედაც რომ მშვენიერების ძიების მომენტია.

ძალიან მალე, გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხეს“,გამომცემლობა „პალიტრა L”„იკითხე ქართულის“ სერიაში გამოსცემს. დიდებული პოეტისა და მწერლის მოთხრობებად ქცეული მოგონებების შეძენას მკითხველი 8 ივლისიდან, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეძლებს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს