პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე საინტერესო ეტაპი ახლა იწყება" - რა ხდება "სამზარეულოს ომების" კულუარებში
"ყველაზე საინტერესო ეტაპი ახლა იწყება" - რა ხდება "სამზარეულოს ომების" კულუარებში

"სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი" - ეს "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის" ორი­გი­ნა­ლუ­რი ფორ­მა­ტია, რო­მე­ლიც "რუს­თა­ვი 2"-სთვის შე­იქ­მნა. კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს უკვე სამი ეპი­ზო­დი ნახა მა­ყუ­რე­ბელ­მა. AMBEBI.GE პე­რი­ო­დუ­ლად „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბის“ მო­ნა­წი­ლე­ებს ახ­ლოს გაც­ნობთ, ამ­ჯე­რად კი გა­და­ცე­მის შემ­ქმნე­ლებს გა­ვე­სა­უბ­რეთ და და­ვინ­ტე­რეს­დით, რას გვპირ­დე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შოუ და რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი.

თა­თუ­კა ნარ­ტყოშ­ვი­ლი, შოუს მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რი:

"სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ი­ტინ­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ნო­მე­რი პირ­ვე­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პრო­ექ­ტია, რაც ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს, ე.ი. ნამ­დვი­ლად გემ­რი­ე­ლი შოუ გა­მოგ­ვი­ვი­და! პირ­ველ რიგ­ში, გვე­ა­მა­ყე­ბა ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტე­ბი, ის 16 გუნ­დი, რო­მე­ლიც შოუს პირ­ველ ეტაპ­ზე შე­ვარ­ჩი­ეთ. მა­ყუ­რე­ბელ­მა არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა გუნ­დი გა­მორ­ჩე­უ­ლია.

შე­ვე­ცა­დეთ, მა­ყუ­რებ­ლის­თვის გაგ­ვეც­ნო წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი, ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი წე­სით, რომ­ლებ­მაც კუ­ლი­ნა­რია მათი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლად აქ­ცი­ეს და ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოს­დით.

ჟი­უ­რის და­კომ­პლექ­ტე­ბი­სას ასე­თი ფორ­მუ­ლა მო­ვი­ფიქ­რეთ: 2 სუ­პერპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი შეფი და 1 გურ­მა­ნი. ვფიქ­რობთ, რომ ასე უფრო სწო­რია და სა­მარ­თლი­ა­ნი. შე­ფე­ბის თვალს, ყურს და გე­მოს რე­ცეპ­ტო­რებს არ გა­მო­ე­პა­რე­ბათ არა­ფე­რი, მათ შო­რის, არც ტექ­ნო­ლო­გია და შეს­რუ­ლე­ბის დროს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, გურ­მა­ნის­თვის კი მთა­ვა­რი გე­მოა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა შე­ფის შე­მოქ­მე­დე­ბას გურ­მა­ნე­ბი ანუ რეს­ტორ­ნე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აფა­სე­ბენ, ამი­ტომ, ვთვლით, რომ იდე­ა­ლუ­რი ბა­ლან­სი გვაქვს.

ქას­თინ­გის პა­რა­ლე­ლუ­რად, ფო­კუსჯ­გუ­ფე­ბი გვყავ­და და ჟი­უ­რის და­კომ­პლექ­ტე­ბი­სას სწო­რედ ეს გახ­და გა­დამ­წყვე­ტი: ვის ენ­დო­ბო­და აქ მო­სუ­ლი კონ­კურ­სან­ტი და ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი. ნიკა გვა­რა­მი­ას, რო­გორც გურ­მანს, „რუს­თა­ვი 2“-ის მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს და ენ­დო­ბა, ჟი­უ­რის წევ­რო­ბას­თან ერ­თად, ნიკა გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნო­ბა­საც ითავ­სებს.

შეფ გუ­რამ ბაღ­დოშ­ვილს აქვს უზარ­მა­ზა­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი და რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან უყ­ვართ. ჩემი აზ­რით, ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სა­ხეა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქა­რიზ­მით, არ­ტის­ტიზ­მით და გა­მოც­დი­ლე­ბით, არა­ერ­თი აღი­ა­რე­ბით. წელს ფრან­გუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი გზამ­კვლე­ვის წლის შეფი გახ­და.

მიშა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი - ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი შეფი, რო­მელ­საც აქვს უზარ­მა­ზა­რი ცოდ­ნა და თა­ვი­სი საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი. ალ­ბათ ამი­ტო­მაც აღ­წევს მწვერ­ვა­ლებს, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 36 წლის ასაკ­ში 12 რეს­ტორ­ნის ბრენდშე­ფია კი­ევ­ში და ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს სა­უ­კე­თე­სო კუ­თხით აც­ნობს იქა­ურ მომ­ხმა­რე­ბელს. არის არა­ერ­თი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი კონ­კურ­სის მსა­ჯი და ჟი­უ­რი.

თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ­ხე­ლა კომ­პე­ტენ­ცი­ის ჟი­უ­რით ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შო­უ­ე­ბი გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ არის.

- შო­უ­ში კონ­კურ­სან­ტებ­მა ამ მცი­რე დრო­ის მან­ძილ­ზე, არც ისე მარ­ტი­ვი გზა გან­ვლეს და რო­გორც ვიცი, მათ­თვის და­ვა­ლე­ბე­ბი კი­დევ უფრო რთულ­დე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად რა არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი?

- შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ გა­და­ცე­მას „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი“ ჰქვია. 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ყუ­რე­ბელ­მა ნახა შერ­ჩე­ვის და გა­დარ­ჩე­ვის ეტა­პი და ახლა უკვე გვყავს 8 მე­ო­თხე­დფი­ნა­ლის­ტი გუნ­დი, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი წი­თე­ლი კი­ტე­ლე­ბით.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ეტა­პი ახლა, მე­ო­თხე­დფი­ნა­ლე­ბი­დან იწყე­ბა, რად­გან და­ვა­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან რთულ­დე­ბა და არა ერთი, არა­მედ სამ­ტუ­რი­ა­ნი მე­ო­თხე­დფი­ნა­ლე­ბი გვაქვს და თითო ტურ­ში და­ვა­ლე­ბას ჟი­უ­რის თითო წევ­რი იძ­ლე­ვა.

ყვე­ლა­ფერს, რა თქმა უნდა, არ გა­გიმ­ხელთ, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ ერთ-ერთ ტუ­რად ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ავირ­ჩი­ეთ და ჟი­უ­რიც და ჩვენც, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფიც ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის მომსწრე­ე­ბი გავ­ხდით. ზო­გი­ერ­თი კერ­ძის სა­ხე­ლი მე მა­გა­ლი­თად, გა­გო­ნი­ლიც არ მქონ­და (მა­გა­ლი­თად, თუ­შყა­ფა­თი) და ვფიქ­რობთ, რომ მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

ასე­ვე გვაქვს „შავი ყუთი“ - ძა­ლი­ან ექ­სტრე­მა­ლუ­რი ტური, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ე­ბის კრე­ა­ტი­უ­ლო­ბას და სტრეს­ში გუნ­დუ­რად მუ­შა­ო­ბის უნარს გა­მოვ­ცდით.

რაც უფრო მეტ ეტაპს გავ­დი­ვართ, მით მეტ უნა­რებს აჩ­ვე­ნე­ბენ კონ­კურ­სან­ტე­ბი. სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­ში ბრძო­ლა ნამ­დვი­ლად ღირს, რად­გან პირ­ვე­ლად კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შო­უ­ე­ბის ის­ტო­რი­ა­ში გვაქვს უპ­რე­ცე­დენ­ტო პრი­ზი "მეგა ქონსთრაქ­შე­ნის­გან" - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის ორი­ვე წევ­რი სა­ჩუქ­რად თითო ბი­ნას მი­ი­ღებს!

ცხე­ლი და გემ­რი­ე­ლი ზა­ფხუ­ლი გვე­ლო­დე­ბა, წინ მე­ო­თხე­დფი­ნა­ლე­ბი, ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლე­ბი და ფი­ნა­ლია, ასე რომ, ყო­ველ ორ­შა­ბათს, 22:00-ზე მთა­ვარ არხზე, გვი­ყუ­რეთ".

ავტორი:

"ყველაზე საინტერესო ეტაპი ახლა იწყება" - რა ხდება "სამზარეულოს ომების" კულუარებში

"ყველაზე საინტერესო ეტაპი ახლა იწყება" - რა ხდება "სამზარეულოს ომების" კულუარებში

"სამზარეულოს ომები" - ეს "ფორმულა კრეატივის" ორიგინალური ფორმატია, რომელიც "რუსთავი 2"-სთვის შეიქმნა. კულინარიული შოუს უკვე სამი ეპიზოდი ნახა მაყურებელმა. AMBEBI.GE პერიოდულად „სამზარეულოს ომების“ მონაწილეებს ახლოს გაცნობთ, ამჯერად კი გადაცემის შემქმნელებს გავესაუბრეთ და დავინტერესდით, რას გვპირდება უახლოეს მომავალში შოუ და როგორ განვითარდება მოვლენები.

თათუკა ნარტყოშვილი, შოუს მთავარი პროდიუსერი:

"სატელევიზიო რეიტინგების გათვალისწინებით, ნომერი პირველი კულინარიული პროექტია, რაც ძალიან გვახარებს, ე.ი. ნამდვილად გემრიელი შოუ გამოგვივიდა! პირველ რიგში, გვეამაყება ჩვენი კონკურსანტები, ის 16 გუნდი, რომელიც შოუს პირველ ეტაპზე შევარჩიეთ. მაყურებელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ყველა გუნდი გამორჩეულია.

შევეცადეთ, მაყურებლისთვის გაგვეცნო წარმატებული და საინტერესო ადამიანები, ცხოვრების სხვადასხვანაირი წესით, რომლებმაც კულინარია მათი ცხოვრების ნაწილად აქციეს და ძალიან კარგად გამოსდით.

ჟიურის დაკომპლექტებისას ასეთი ფორმულა მოვიფიქრეთ: 2 სუპერპროფესიონალი შეფი და 1 გურმანი. ვფიქრობთ, რომ ასე უფრო სწორია და სამართლიანი. შეფების თვალს, ყურს და გემოს რეცეპტორებს არ გამოეპარებათ არაფერი, მათ შორის, არც ტექნოლოგია და შესრულების დროს დაშვებული შეცდომები, გურმანისთვის კი მთავარი გემოა. საბოლოო ჯამში, მსოფლიოს ყველა შეფის შემოქმედებას გურმანები ანუ რესტორნების მომხმარებლები აფასებენ, ამიტომ, ვთვლით, რომ იდეალური ბალანსი გვაქვს.

ქასთინგის პარალელურად, ფოკუსჯგუფები გვყავდა და ჟიურის დაკომპლექტებისას სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი: ვის ენდობოდა აქ მოსული კონკურსანტი და ჩვენი მაყურებელი. ნიკა გვარამიას, როგორც გურმანს, „რუსთავი 2“-ის მაყურებელი კარგად იცნობს და ენდობა, ჟიურის წევრობასთან ერთად, ნიკა გადაცემის წამყვანობასაც ითავსებს.

შეფ გურამ ბაღდოშვილს აქვს უზარმაზარი ავტორიტეტი და რაც მთავარია, ძალიან უყვართ. ჩემი აზრით, ერთ-ერთი გამორჩეული სატელევიზიო სახეა, განსაკუთრებული ქარიზმით, არტისტიზმით და გამოცდილებით, არაერთი აღიარებით. წელს ფრანგული კულინარიული გზამკვლევის წლის შეფი გახდა.

მიშა ავსაჯანიშვილი - ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა ქართველი შეფი, რომელსაც აქვს უზარმაზარი ცოდნა და თავისი საქმის სიყვარული. ალბათ ამიტომაც აღწევს მწვერვალებს, წარმოიდგინეთ, 36 წლის ასაკში 12 რესტორნის ბრენდშეფია კიევში და ქართულ სამზარეულოს საუკეთესო კუთხით აცნობს იქაურ მომხმარებელს. არის არაერთი კულინარიული კონკურსის მსაჯი და ჟიური.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამხელა კომპეტენციის ჟიურით ქართული კულინარიული შოუები განებივრებული არ არის.

- შოუში კონკურსანტებმა ამ მცირე დროის მანძილზე, არც ისე მარტივი გზა განვლეს და როგორც ვიცი, მათთვის დავალებები კიდევ უფრო რთულდება. კონკრეტულად რა არის მოსალოდნელი?

- შემთხვევითი არ არის, რომ გადაცემას „სამზარეულოს ომები“ ჰქვია. 3 კვირის განმავლობაში მაყურებელმა ნახა შერჩევის და გადარჩევის ეტაპი და ახლა უკვე გვყავს 8 მეოთხედფინალისტი გუნდი, დამსახურებული წითელი კიტელებით.

ყველაზე საინტერესო ეტაპი ახლა, მეოთხედფინალებიდან იწყება, რადგან დავალებები ძალიან რთულდება და არა ერთი, არამედ სამტურიანი მეოთხედფინალები გვაქვს და თითო ტურში დავალებას ჟიურის თითო წევრი იძლევა.

ყველაფერს, რა თქმა უნდა, არ გაგიმხელთ, მაგრამ გეტყვით, რომ ერთ-ერთ ტურად ქართული სამზარეულო ავირჩიეთ და ჟიურიც და ჩვენც, შემოქმედებითი ჯგუფიც ახალი აღმოჩენების მომსწრეები გავხდით. ზოგიერთი კერძის სახელი მე მაგალითად, გაგონილიც არ მქონდა (მაგალითად, თუშყაფათი) და ვფიქრობთ, რომ მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება.

ასევე გვაქვს „შავი ყუთი“ - ძალიან ექსტრემალური ტური, სადაც მონაწილეების კრეატიულობას და სტრესში გუნდურად მუშაობის უნარს გამოვცდით.

რაც უფრო მეტ ეტაპს გავდივართ, მით მეტ უნარებს აჩვენებენ კონკურსანტები. სამზარეულოს ომებში ბრძოლა ნამდვილად ღირს, რადგან პირველად კულინარიული შოუების ისტორიაში გვაქვს უპრეცედენტო პრიზი "მეგა ქონსთრაქშენისგან" - გამარჯვებული გუნდის ორივე წევრი საჩუქრად თითო ბინას მიიღებს!

ცხელი და გემრიელი ზაფხული გველოდება, წინ მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალია, ასე რომ, ყოველ ორშაბათს, 22:00-ზე მთავარ არხზე, გვიყურეთ".

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს