კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შიმშილით გარდაიცვალა, გესმით? რამდენიმე წელი ერთ კუთხეში მიწოლილი სიკვდილს ელოდებოდა" - ჟურნალისტი ნანა ნადირაძე დაიღუპა
"შიმშილით გარდაიცვალა, გესმით? რამდენიმე წელი ერთ კუთხეში მიწოლილი სიკვდილს ელოდებოდა" - ჟურნალისტი ნანა ნადირაძე დაიღუპა

ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ნანა ნა­დი­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი ავ­ცე­ლებს. რო­გორც სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი წერს, ნანა ნა­დი­რა­ძე უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობ­და და შიმ­ში­ლით და­ი­ღუ­პა:

"ბო­დიშს ვიხ­დი, ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვია! გუ­შინ ნა­პოვ­ნი ნანა დე­ი­დას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ და დი­ლას გარ­და­იც­ვა­ლა. ქალი რამ­დე­ნი­მე წელი იწვა გა­უნ­ძრევ­ლად, პას­პორ­ტის და ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ბუ­თის გა­რე­შე და ავად­მყო­ფო­ბით და შიმ­ში­ლით გარ­და­იც­ვა­ლა, გეს­მით? შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და მისი გა­დარ­ჩე­ნა! სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის გა­მო­ძა­ხე­ბა დაგ­ვჭირ­და რომ უბ­რა­ლოდ მა­ცი­ვარ­ში ჩა­ვას­ვე­ნოთ. აირ­წი­ნა­ღე­ბით ვმუ­შა­ობთ სახ­ლში, ისე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. ერთ დროს ცნო­ბი­ლი, გა­ზე­თი "თბი­ლი­სი"-ს ჟურ­ნა­ლის­ტი, ქა­ლაქ­ში ცნო­ბი­ლი ლა­მა­ზი ქალი - ნანა ნა­დი­რა­ძე რამ­დე­ნი­მე წელი უშუ­ქოდ, უწყლოდ და ერთ კუ­თხე­ში მი­წო­ლი­ლი სიკ­ვდილს ელო­დე­ბო­და.

ნანა დე­ი­დას დავ­კრძა­ლავთ ისე, რო­გორც მას შე­ე­ფე­რე­ბო­და, გა­ვუ­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, თუკი რა­მე­ღაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ გული მე­რე­ვა იმ ქვე­ყა­ნა­ზე, სა­დაც ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლით კვდე­ბა ნა­გავ­ში. გული მე­რე­ვა ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­ზე, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს აბ­რა­ლე­ბენ ამ ქა­ლის სიკ­ვდილს. გული მე­რე­ვა ყვე­ლა­ზე ვინც პრე­მი­ე­ბით სკდე­ბა და მის ქა­ლაქ­ში უპატ­რო­ნო­ბით კვდე­ბა ახალ­გაზ­რდა ქალი.ეხლა ნანა დე­ი­დას პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ვას­ვე­ნებთ, პა­ნაშ­ვიდ­საც გა­და­ვუხ­დით და ღირ­სე­უ­ლა­დაც გა­ვას­ვე­ნებთ მისი სახ­ლი­დან. დაკ­რძალ­ვა იქ­ნე­ბა ზეგ, ხუთ­შა­ბათს. ჩვენ აქ ვართ ბი­ჭე­ბი, ნანა დე­ი­დას ჭი­რი­სუფ­ლე­ბი. მოს­ვლა თუ გინ­დათ ვინ­მეს, ტე­ლე­ფონ­ზე და­მი­რე­კეთ, ინ­ფო­ში მი­წე­რია. ბო­დი­ში, მეტი აღა­რა­ფე­რი შეგ­ვიძ­ლია", - წერს აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი.

ჟურ­ნა­ლის­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია აკა სინ­ჯი­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლად გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"შიმშილით გარდაიცვალა, გესმით? რამდენიმე წელი ერთ კუთხეში მიწოლილი სიკვდილს ელოდებოდა" - ჟურნალისტი ნანა ნადირაძე დაიღუპა

"შიმშილით გარდაიცვალა, გესმით? რამდენიმე წელი ერთ კუთხეში მიწოლილი სიკვდილს ელოდებოდა" - ჟურნალისტი ნანა ნადირაძე დაიღუპა

ყოფილი ჟურნალისტი ნანა ნადირაძე გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი ავცელებს. როგორც სინჯიკაშვილი წერს, ნანა ნადირაძე უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა და შიმშილით დაიღუპა:

"ბოდიშს ვიხდი, ძალიან მძიმე ამბავია! გუშინ ნაპოვნი ნანა დეიდას გადარჩენა ვერ მოვახერხეთ და დილას გარდაიცვალა. ქალი რამდენიმე წელი იწვა გაუნძრევლად, პასპორტის და ყველანაირი საბუთის გარეშე და ავადმყოფობით და შიმშილით გარდაიცვალა, გესმით? შეუძლებელი გახდა მისი გადარჩენა! სპეციალური სამსახურის გამოძახება დაგვჭირდა რომ უბრალოდ მაცივარში ჩავასვენოთ. აირწინაღებით ვმუშაობთ სახლში, ისეთი საშინელება ხდება. ერთ დროს ცნობილი, გაზეთი "თბილისი"-ს ჟურნალისტი, ქალაქში ცნობილი ლამაზი ქალი - ნანა ნადირაძე რამდენიმე წელი უშუქოდ, უწყლოდ და ერთ კუთხეში მიწოლილი სიკვდილს ელოდებოდა.

ნანა დეიდას დავკრძალავთ ისე, როგორც მას შეეფერებოდა, გავუკეთებთ ყველაფერს, თუკი რამეღაა შესაძლებელი, მაგრამ გული მერევა იმ ქვეყანაზე, სადაც ადამიანი შიმშილით კვდება ნაგავში. გული მერევა ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც ერთმანეთს აბრალებენ ამ ქალის სიკვდილს. გული მერევა ყველაზე ვინც პრემიებით სკდება და მის ქალაქში უპატრონობით კვდება ახალგაზრდა ქალი.ეხლა ნანა დეიდას პროზექტურაში გადავასვენებთ, პანაშვიდსაც გადავუხდით და ღირსეულადაც გავასვენებთ მისი სახლიდან. დაკრძალვა იქნება ზეგ, ხუთშაბათს. ჩვენ აქ ვართ ბიჭები, ნანა დეიდას ჭირისუფლები. მოსვლა თუ გინდათ ვინმეს, ტელეფონზე დამირეკეთ, ინფოში მიწერია. ბოდიში, მეტი აღარაფერი შეგვიძლია", - წერს აკა სინჯიკაშვილი.

ჟურნალისტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აკა სინჯიკაშვილმა სოციალურ ქსელში პირველად გუშინ გაავრცელა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო