მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ანაკლია სითის“ წარმომადგენლები ბანგკოკს ესტუმრნენ
„ანაკლია სითის“ წარმომადგენლები ბანგკოკს ესტუმრნენ

„ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კონ­სორ­ცი­უ­მის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და „ანაკ­ლია სი­თის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ქეთი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი ტა­ი­ლან­დს ეს­ტუმრნენ, სა­დაც სხვა­დას­ხვა ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდნენ და საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თეს ისეთ დიდ ლო­გის­ტი­კურ და ინ­დუსტრი­ულ კომ­პა­ნი­ებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა Nohara Denken Factory, JWD Infologistics , Grimm Power Plants, Amata City.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ კომ­პა­ნი­ე­ბის შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა ია­პო­ნი­ის ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და. Amata City -ს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვე­ვა და „ანაკ­ლია სი­თის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რებს უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თავს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­ის­ში ია­პო­ნი­ის ეკო­ნო­მი­კის, ვაჭ­რო­ბი­სა და ინ­დუსტრი­ის სა­მი­ნის­ტრომ (METI) ანაკ­ლი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის (SEZ) ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და­სა­ბუ­თე­ბის კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად გრან­ტი გა­მო­ყო. კვლე­ვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, დად­გინ­დეს ის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზეც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ია­პო­ნუ­რი სა­წარ­მოო და ლო­გის­ტი­კუ­რი სექ­ტო­რის წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბის მო­ზიდ­ვა და პრო­ექ­ტში ჩარ­თვა. კვლე­ვა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა SEZ-ის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა და მას­ტერ­პლა­ნი. გრან­ტის ფარ­გლებ­ში, სამი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია ჩა­ერ­თვე­ბა: Tomonius Co. Ltd - გრან­ტის აპ­ლი­კან­ტი, Phnom Penh SEZ Plc - თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პარტნი­ო­რი კომ­პა­ნია და Nippon Koei Co. Ltd - სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ანაკ­ლი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა­ზე მუ­შა­ობს. ბანგკოკ­ში ვი­ზი­ტი­სას მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და ქეთი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი Tomonius Co. Ltd , Phnom Penh SEZ Plc და Nippon Koei Co. Ltd -ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც შეხ­ვდნენ და მო­მა­ვალ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეს.

„სა­ქარ­თვე­ლოს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს რე­გი­ო­ნა­ლურ ჰა­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის დიდი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს. „ანაკ­ლია სი­თის“ გუნ­დი უკვე ორი წე­ლია აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ანაკ­ლი­ის ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნა­ში მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მო­სა­ზი­დად. დღეს ვიმ­ყო­ფე­ბით ბანგკოკ­ში, სა­დაც შეხ­ვედ­რე­ბი გვაქვს ინ­დუსტრი­ის წამ­ყვან კომ­პა­ნი­ებ­თან, რათა გა­ვაც­ნოთ ანაკ­ლი­ის ზო­ნის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და და­ვა­ნა­ხოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნებ­თან“, - გა­ნა­ცხა­და „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

ანაკ­ლი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზონა (SEZ) - გა­ნა­ვი­თა­რებს 400 ჰა ფარ­თო­ბის ტე­რი­ტო­რი­ას და და­ა­საქ­მებს 16,000-მდე ად­გი­ლობ­რივ ადა­მი­ანს შემ­დგო­მი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. SEZ-ი სრუ­ლი­ად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვან პორტთან, შექ­მნის სა­ერ­თო თა­ვი­სუ­ფალ ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნას. ანაკ­ლი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის ზო­გა­დი კონ­ცეფ­ცი­ის მი­ხედ­ვით, გან­ვი­თარ­დე­ბა ისე­თი ინ­დუსტრი­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ლო­გის­ტი­კა, მსუ­ბუ­ქი მრეწ­ვე­ლო­ბა, მომ­სა­ხუ­რე­ბა, ტუ­რიზ­მი და ა.შ. რად­გან სა­ქარ­თვე­ლო ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის სი­მარ­ტი­ვის და და­ბა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის გამო, მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გში ისე­დაც ლი­დერ­თა შო­რი­საა, ანაკ­ლი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზონა კი­დევ უფრო წა­ა­ხა­ლი­სებს ინ­ვეს­ტო­რებს, გად­მო­ი­ტა­ნონ თა­ვი­ან­თი ბიზ­ნე­სე­ბი ანაკ­ლი­ა­ში. ანაკ­ლი­ის პორტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზონა უდი­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს შეს­თა­ვა­ზებს და მო­ი­ზი­დავს რო­გორც სა­გა­რეო პირ­და­პირ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, ისე ად­გი­ლობ­რივ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­საც; შექ­მნის კლას­ტე­რებს, ხელს შე­უ­წყობს ახა­ლი ინ­დუსტრი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, გაზ­რდის ეკო­ნო­მი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას და გა­ა­ჩენს ახალ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს.

Amata City - მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი დე­ვე­ლო­პე­რი და ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბის ოპე­რა­ტო­რია. „ამა­ტა­ში“ და­საქ­მე­ბუ­ლია 300,000 ადა­მი­ა­ნი, მოქ­მე­დებს 1,700 კომ­პა­ნია, რაც ტა­ი­ლან­დის ეკო­ნო­მი­კის 10 პრო­ცენტს შე­ად­გენს. „ამა­ტა“ აზი­ის სამ წამ­ყვან სამ­რეწ­ვე­ლო ქა­ლაქ­ში მოქ­მე­დებს. Amata Nakorn Chonburi კი ტა­ი­ლან­დის უდი­დე­სი ინ­დუსტრი­უ­ლი ქა­ლა­ქია, რომ­ლის ფარ­თო­ბი 10,400 ჰექ­ტარს შე­ად­გენს.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

„ანაკლია სითის“ წარმომადგენლები ბანგკოკს ესტუმრნენ

„ანაკლია სითის“ წარმომადგენლები ბანგკოკს ესტუმრნენ

„ანაკლიის განვითარებული კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი ტაილანდს ესტუმრნენ, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქმიანი შეხვედრები გამართეს ისეთ დიდ ლოგისტიკურ და ინდუსტრიულ კომპანიებთან, როგორებიცაა Nohara Denken Factory, JWD Infologistics , Grimm Power Plants, Amata City.

აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიების შეხვედრის ორგანიზება იაპონიის ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. Amata City -ს წარმომადგენლობა აგვისტოში საქართველოს ეწვევა და „ანაკლია სითის“ წარმომადგენლებთან შეხვედრებს უკვე საქართველოში გამართავს.

შეგახსენებთ, რომ მაისში იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტრომ (METI) ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (SEZ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ჩასატარებლად გრანტი გამოყო. კვლევის მთავარი მიზანია, დადგინდეს ის ძირითადი მიმართულებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება იაპონური საწარმოო და ლოგისტიკური სექტორის წამყვანი კომპანიების მოზიდვა და პროექტში ჩართვა. კვლევაში ჩამოყალიბებული იქნება SEZ-ის განვითარების გეგმა და მასტერპლანი. გრანტის ფარგლებში, სამი საერთაშორისო კომპანია ჩაერთვება: Tomonius Co. Ltd - გრანტის აპლიკანტი, Phnom Penh SEZ Plc - თანამშრომლობის პარტნიორი კომპანია და Nippon Koei Co. Ltd - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების გეგმაზე მუშაობს. ბანგკოკში ვიზიტისას მამუკა ხაზარაძე და ქეთი ბოჭორიშვილი Tomonius Co. Ltd , Phnom Penh SEZ Plc და Nippon Koei Co. Ltd -ს წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„საქართველოს უმნიშვნელოვანეს რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბების დიდი პერსპექტივა აქვს. „ანაკლია სითის“ გუნდი უკვე ორი წელია აქტიურად მუშაობს ანაკლიის ეკონომიკურ ზონაში მულტინაციონალური კომპანიების მოსაზიდად. დღეს ვიმყოფებით ბანგკოკში, სადაც შეხვედრები გვაქვს ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან, რათა გავაცნოთ ანაკლიის ზონის პერსპექტივები და დავანახოთ ჩვენი ქვეყნის უპირატესობები რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ზონებთან“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა (SEZ) - განავითარებს 400 ჰა ფართობის ტერიტორიას და დაასაქმებს 16,000-მდე ადგილობრივ ადამიანს შემდგომი 20 წლის განმავლობაში. SEZ-ი სრულიად ინტეგრირებული იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან, შექმნის საერთო თავისუფალ ეკონომიკურ ზონას. ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ზოგადი კონცეფციის მიხედვით, განვითარდება ისეთი ინდუსტრიები, როგორებიცაა: ლოგისტიკა, მსუბუქი მრეწველობა, მომსახურება, ტურიზმი და ა.შ. რადგან საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის და დაბალი გადასახადების გამო, მსოფლიო რეიტინგში ისედაც ლიდერთა შორისაა, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა კიდევ უფრო წაახალისებს ინვესტორებს, გადმოიტანონ თავიანთი ბიზნესები ანაკლიაში. ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სპეციალური ეკონომიკური ზონა უდიდეს შესაძლებლობებს შესთავაზებს და მოიზიდავს როგორც საგარეო პირდაპირ ინვესტიციებს, ისე ადგილობრივ ინვესტიციებსაც; შექმნის კლასტერებს, ხელს შეუწყობს ახალი ინდუსტრიების განვითარებას, გაზრდის ეკონომიკურ ინტეგრაციას და გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს.

Amata City - მსოფლიოს წამყვანი დეველოპერი და ინტეგრირებული ინდუსტრიული ქალაქების ოპერატორია. „ამატაში“ დასაქმებულია 300,000 ადამიანი, მოქმედებს 1,700 კომპანია, რაც ტაილანდის ეკონომიკის 10 პროცენტს შეადგენს. „ამატა“ აზიის სამ წამყვან სამრეწველო ქალაქში მოქმედებს. Amata Nakorn Chonburi კი ტაილანდის უდიდესი ინდუსტრიული ქალაქია, რომლის ფართობი 10,400 ჰექტარს შეადგენს.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი