მჭიდროდ დასახლებული ქალაქი, უამრავი მანქანა, გამონაბოლქვი, მწვანე საფარის ნაკლებობა - ეს დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე მწვავე პრობლემაა და ამ პირობებში ცხოვრება ნამდვილად რთულია.
გამონაბოლქვი პარკებსა და სარეკრეაციო ზონებშიც კი აღწევს, მუდმივად დაბინძურებული ჰაერის სუნთქვას კი ჯანმრთელობის გაუარესებისკენ მივყავართ. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად უკვე დიდი ხანია მსოფლიოში ახალი ტრენდი ე.წ. „მწვანე სახურავები“ დამკვიდრდა, რაც გულისხმობს სარეკრეაციო ზონის შენობის სახურავზე განთავსებას.
"მწვანე სახურავს" ჩვეულებრივ სახურავთან შედარებით ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს:
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ გამწვანებული სახურავი ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს და ურბანიზაციის პირობებში ალტერნატივა არ მოეპოვება. აღსანიშნავია, რომ მწვანე სახურავის დაპროექტება, მოწყობა და შენარჩუნება საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც ამავდროულად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა მათთვის, ვისთვისაც ეკოლოგია, და საცხოვრებლად ჯანსაღი გარემო მნიშვნელოვანია, შედეგი ამად ღირს.
მსგავსი ტიპის სახურავი პირველად გერმანიაში 1960 წელს გააშენეს, დღესდღეობით კი მრავლად გვხვდება სხვადასხვა ქვეყნებში: საფრანგეთი, საბერძნეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ამ ევროპული ქვეყნების ჩამონათვალს მალე საქართველოც შეუერთდება.
პირველი „მწვანე სახურავიანი“ კორპუსის მშენებლობა კომპანია „რეტრო კონსტრაქშენმა“ უკვე დაიწყო. კერძოდ, კომპლექსი „რეტრო დადიანი“, რომლის მშენებლობაც 2020 წელს დასრულდება სარეკრეაციო ზონად სწორედ სახურავს გამოიყენებს.
რეტრო დადიანის „მწვანე სახურავის“ ფართობი 400კვ/მ იქნება და იგი კორპუსის მაცხოვრებლებისათვის უსაფრთხო, ჯანსაღი და მწვანე გარემოს გარანტი გახდება. სახურავზე ნარგავებთან ერთად განთავსდება სადრენაჟე სისტემა, წყლის არხები, დამცავი ღობე (მომხმარებლების სრული უსაფრთხოებისთვის), სამზარეულო და სველი წერტილებიც კი.