პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა მელიას გადაადგილებას ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ
ნიკა მელიას გადაადგილებას ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ

ნიკა მე­ლი­ას მო­ნი­ტო­რინგს სა­სა­მარ­თლო ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რით მო­ახ­დენს, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სხდო­მი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ნიკა მე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მე­ლი­ამ იქვე დას­ძი­ნა, რომ მის­თვის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.

"მას შემ­დეგ, რაც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა იმ ღა­მეს გა­ა­კე­თე­ბი­ნა... გა­და­ი­ფიქ­რა ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. რა თქმა უნდა, ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო ძა­ლა­ში და­ტო­ვებ­და, იყო, თუმ­ცა რთუ­ლია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შეს­წავ­ლა.

ამას ვე­რა­ვინ შეძ­ლებს დუ­ნი­ა­ზე, მაგ­რამ ის, რომ ჩვე­ნი სა­ჩი­ვა­რი არ დაკ­მა­ყო­ფილ­და, ეს არის პირ­და­პირ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან, მე­ტიც, და­მი­მა­ტეს და რა­ღაც სა­მა­ჯუ­რი უნდა გა­ვი­კე­თო და ასე უნდა მოხ­დეს ჩემი გა­და­ად­გი­ლე­ბა. ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი გუ­ლის­ხმობს ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რის ტა­რე­ბას.

ეს არის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მოს­ვლა კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან და პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტთან. მე ისე­თი­ვე დე­პუ­ტა­ტი ვარ, თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი­თა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით, რო­გო­რიც არის და­ნარ­ჩე­ნი 149. ე.ი. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს ეუბ­ნე­ბი­ან, არა­თუ შე­ეშ­ვი პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას და სახ­ლში იჯე­ქიო, არა­მედ სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც შე­ეშ­ვიო. რა თქმა უნდა, ჩვენ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­შიც გა­ვა­სა­ჩივ­რებთ იმ მუხლს, რა მუხ­ლი­თაც შე­მე­ზღუ­და პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, რაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თა­ნაც და რეგ­ლა­მენ­ტთა­ნაც.

რო­დე­საც ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში სხდო­მა, მე აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვა­ტყო­ბი­ნებ პრო­კუ­რა­ტუ­რას, რა­ხან ასე უნ­დათ. აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვალ სახ­ლი­დან და მი­ვალ სხდო­მა­ზე და­სას­წრე­ბად. თუ მოქ­მედ დე­პუ­ტატს პარ­ლა­მენ­ტში მოს­ვლის გამო და­ა­კა­ვე­ბენ, მათ სინ­დის­ზე და ნა­მუს­ზე იყოს. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩა­მო­მა­შო­რონ. აუ­ცი­ლებ­ლად ვივ­ლი არა მარ­ტო პარ­ლა­მენ­ტში, არა­მედ ყვე­ლა იმ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მელ­ზეც აქამ­დე დავ­დი­ო­დი, იქ­ნე­ბა ეს აბა­შა, ზუგ­დი­დი, ქუ­თა­ი­სი თუ თერ­ჯო­ლა", - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ბრალ­დე­ბუ­ლი წევ­რის, ნიკა მე­ლი­ას საქ­მე­ზე დაც­ვის და ბრალ­დე­ბის მხა­რის სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვა­რი თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. მო­სა­მარ­თლე მე­რაბ გა­ბი­ნაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­ლი­ას­თვის გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის შე­სა­ხებ უც­ვლე­ლი დარ­ჩა. ამას­თან, მან პრო­კუ­რა­ტუ­რას ნიკა მე­ლი­ას ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი და­ა­ვა­ლა.

ცნო­ბის­თვის, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ბრალ­დე­ბულ წევ­რს, ნიკა მე­ლი­ას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 30 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ამას­თან, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მე­ლი­ას და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბიც და­უ­წეს­და. კერ­ძოდ კი, ნიკა მე­ლი­ა­სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და თან­ხმო­ბის გა­რე­შე ვერ და­ტო­ვებს. მას ასე­ვე აეკ­რძა­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლას სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, მოწ­მე­ებ­თან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის კო­მუ­ნი­კა­ცია. მას ასე­ვე და­ე­კის­რა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი­სათ­ვის პას­პორ­ტი­სა და პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სხვა დო­კუ­მენ­ტის ჩა­ბა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. მე­ლი­ას ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით, რაც გუ­ლის­ხმობს ჯგუ­ფუ­რი მოქ­მე­დე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და ჯგუ­ფურ მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა ძა­ლა­დო­ბა, რბე­ვა, სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა და გა­ნად­გუ­რე­ბა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და მათ­ზე თავ­დას­ხმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ნიკა მელიას გადაადგილებას ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ

ნიკა მელიას გადაადგილებას ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ

ნიკა მელიას მონიტორინგს სასამართლო ელექტრონული სამაჯურით მოახდენს, - აღნიშნულის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მელიამ იქვე დასძინა, რომ მისთვის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

"მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ბიძინა ივანიშვილმა იმ ღამეს გააკეთებინა... გადაიფიქრა ჩემი დაპატიმრება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, ალბათობა იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებდა, იყო, თუმცა რთულია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა.

ამას ვერავინ შეძლებს დუნიაზე, მაგრამ ის, რომ ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ეს არის პირდაპირ წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, მეტიც, დამიმატეს და რაღაც სამაჯური უნდა გავიკეთო და ასე უნდა მოხდეს ჩემი გადაადგილება. ელექტრონული მონიტორინგი გულისხმობს ელექტრონული სამაჯურის ტარებას.

ეს არის წინააღმდეგობაში მოსვლა კონსტიტუციასთან და პარლამენტის რეგლამენტთან. მე ისეთივე დეპუტატი ვარ, თავისი უფლებებითა და ვალდებულებებით, როგორიც არის დანარჩენი 149. ე.ი. პარლამენტის წევრს ეუბნებიან, არათუ შეეშვი პოლიტიკურ საქმიანობას და სახლში იჯექიო, არამედ საპარლამენტო საქმიანობასაც შეეშვიო. რა თქმა უნდა, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრებთ იმ მუხლს, რა მუხლითაც შემეზღუდა პოლიტიკური საქმიანობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთანაც და რეგლამენტთანაც.

როდესაც ჩაინიშნება პარლამენტში სხდომა, მე აუცილებლად შევატყობინებ პროკურატურას, რახან ასე უნდათ. აუცილებლად გამოვალ სახლიდან და მივალ სხდომაზე დასასწრებად. თუ მოქმედ დეპუტატს პარლამენტში მოსვლის გამო დააკავებენ, მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს. ისინი ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან მაქსიმალურად ჩამომაშორონ. აუცილებლად ვივლი არა მარტო პარლამენტში, არამედ ყველა იმ შეხვედრაზე, რომელზეც აქამდე დავდიოდი, იქნება ეს აბაშა, ზუგდიდი, ქუთაისი თუ თერჯოლა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მელიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ უცვლელი დარჩა. ამასთან, მან პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებულ წევრს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ კი, ნიკა მელიასაცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს