პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გახარია ამოღებულია მიზანში, რადგან პოპულარული მინისტრია - ზაზა ხუციშვილი
გიორგი გახარია ამოღებულია მიზანში, რადგან პოპულარული მინისტრია - ზაზა ხუციშვილი

პო­ლი­ცი­ა­ში არის 40 ათა­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი. გი­ორ­გი გა­ხა­რია და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია მი­ნის­ტრია. ვერც ერთი მი­ნის­ტრი თა­ვის უწყე­ბა­ში ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ არა­ვინ გა­ი­ხე­დავს ქრთა­მის­კენ, არა­ვის მო­უ­ვა გა­დაც­დო­მა და ასე შემ­დეგ. გი­ორ­გი გა­ხა­რია არის ამო­ღე­ბუ­ლი მი­ზან­ში, იმი­ტომ რომ არის პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­ნის­ტრი, - ასე უპა­სუ­ხა უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ზაზა ხუ­ციშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, უნდა დად­გეს თუ არა შს მი­ნის­ტრის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

ხუ­ციშ­ვი­ლის თქმით, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რია პი­რო­ბას შე­ას­რუ­ლებს და საქ­მეს გა­მო­ი­ძი­ე­ბენ.

“თუ მოხ­და ისე­თი ფაქ­ტი, რო­გო­რიც ხდე­ბო­და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის დროს, რომ არც ერთ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ზე არა­ვინ პა­სუ­ხი არ აგო და პი­რი­ქით, და­ა­წი­ნა­უ­რეს და შე­გახ­სე­ნებთ, რომ გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის ორი მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი­დან ერთი მი­ნის­ტრად და­ა­წი­ნა­უ­რეს და მე­ო­რე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად - ვგუ­ლის­ხმობ მე­რა­ბიშ­ვილს და ახა­ლა­ი­ას. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა, მაგ­რამ ასე­თი რამ არ იქ­ნე­ბა. დადო პი­რო­ბა გა­ხა­რი­ამ, რომ გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს პი­რო­ბა შეს­რულ­დე­ბა”, - აცხა­დებს ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი.

ხუ­ციშ­ვი­ლის თქმით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ის, მისი კო­ლე­გე­ბი და პარ­ლა­მენ­ტი და­იც­ვა შე­ტე­ვის­გან.

“ეს იყო ორ­სა­ა­თი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი შე­ტე­ვა და რამ­დენ­ჯერ­მე აქე­დან გაყ­რი­ლი ხალ­ხი ისევ მობ­რუნ­და, მათ შო­რის მას შემ­დეგ, როცა გაზი გა­მო­ი­ყე­ნეს, ისევ შე­იკ­რიბ­ნენ და უკვე უფრო მეტი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი რკი­ნე­ბით და ჯო­ხე­ბით მო­ვიდ­ნენ, ამი­ტომ ამას ხელს ნუ და­ვა­ფა­რებთ. თუ გვინ­და ვი­ყოთ სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი, თქვით, რომ იყო სე­რი­ო­ზუ­ლი შტურ­მი, მაგ­რამ დაშ­ლის დროს, ბოლო ფა­ზა­ზე, გა­მოჩ­ნდა, რომ იყო რამ­დე­ნი­მე გა­დაც­დო­მა, ამა­ზე უნდა იყოს რე­ა­გი­რე­ბა”, - აცხა­დებს ხუ­ციშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ითხოვს, პარ­ლა­მენ­ტმა უახ­ლო­ეს პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლოს მათ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც 20-21 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის გამო, შს მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

გიორგი გახარია ამოღებულია მიზანში, რადგან პოპულარული მინისტრია - ზაზა ხუციშვილი

გიორგი გახარია ამოღებულია მიზანში, რადგან პოპულარული მინისტრია - ზაზა ხუციშვილი

პოლიციაში არის 40 ათასი თანამშრომელი. გიორგი გახარია დაახლოებით ერთი წელია მინისტრია. ვერც ერთი მინისტრი თავის უწყებაში ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ არავინ გაიხედავს ქრთამისკენ, არავის მოუვა გადაცდომა და ასე შემდეგ. გიორგი გახარია არის ამოღებული მიზანში, იმიტომ რომ არის პოპულარული მინისტრი, - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა ჟურნალისტების კითხვას, უნდა დადგეს თუ არა შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

ხუციშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარია პირობას შეასრულებს და საქმეს გამოიძიებენ.

“თუ მოხდა ისეთი ფაქტი, როგორიც ხდებოდა ვანო მერაბიშვილის დროს, რომ არც ერთ უმძიმეს დანაშაულზე არავინ პასუხი არ აგო და პირიქით, დააწინაურეს და შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმის ორი მთავარი ფიგურანტიდან ერთი მინისტრად დააწინაურეს და მეორე პრემიერ-მინისტრად - ვგულისხმობ მერაბიშვილს და ახალაიას. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთი რამ არ იქნება. დადო პირობა გახარიამ, რომ გამოძიებული იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პირობა შესრულდება”, - აცხადებს ზაზა ხუციშვილი.

ხუციშვილის თქმით, გიორგი გახარიამ ის, მისი კოლეგები და პარლამენტი დაიცვა შეტევისგან.

“ეს იყო ორსაათიანი ინტენსიური შეტევა და რამდენჯერმე აქედან გაყრილი ხალხი ისევ მობრუნდა, მათ შორის მას შემდეგ, როცა გაზი გამოიყენეს, ისევ შეიკრიბნენ და უკვე უფრო მეტი შეიარაღებული რკინებით და ჯოხებით მოვიდნენ, ამიტომ ამას ხელს ნუ დავაფარებთ. თუ გვინდა ვიყოთ სამართლიანები, თქვით, რომ იყო სერიოზული შტურმი, მაგრამ დაშლის დროს, ბოლო ფაზაზე, გამოჩნდა, რომ იყო რამდენიმე გადაცდომა, ამაზე უნდა იყოს რეაგირება”, - აცხადებს ხუციშვილი.

ცნობისთვის, “ევროპული საქართველო“ ითხოვს, პარლამენტმა უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილოს მათ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენების გამო, შს მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითვალისწინებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები