პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამშობლოში რამდენი ჩამოვდიოდი, ისეთი აღთქმა მქონდა დადებული, მიწას ვჭამდი" - დედა-შვილი "სამზარეულოს ომებიდან" და მათი საოცარი წარმატების ისტორია იტალიაში
"სამშობლოში რამდენი ჩამოვდიოდი, ისეთი აღთქმა მქონდა დადებული, მიწას ვჭამდი" - დედა-შვილი "სამზარეულოს ომებიდან" და მათი საოცარი წარმატების ისტორია იტალიაში

შო­უ­ში "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი" ემიგ­რან­ტი ნანა ხა­ჭა­პუ­რი­ძე თა­ვის ვაჟ­თან, შო­თას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობს. კონ­კურ­სან­ტე­ბი ხო­ნი­დან არი­ან, თუმ­ცა ქალ­ბა­ტო­ნი ნანა უკვე 17 წე­ლი­წა­დია, უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს და საქ­მი­ა­ნობს. სა­ქარ­თვე­ლო 2004 წელს და­ტო­ვა და იტა­ლი­ა­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა იმის­თვის, რომ ოჯა­ხის­თვის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ე­ჩი­ნა და სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მა მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა.

ამ­ჯე­რად შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შვი­ლის თხოვ­ნით გა­და­წყვი­ტა და უკ­მა­ყო­ფი­ლო არ არის. მოს­წონს პრო­ექ­ტი, რად­გა­ნაც მისი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­ში“ ბევ­რი მის­თვის სა­სარ­გებ­ლო რამ შე­ი­ძი­ნა.

AMBEBI.GE ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნას ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რეს­და, რად­გა­ნაც ეს ადა­მი­ა­ნი, იტა­ლი­ა­ში ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტი გახ­ლავთ.

„პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნე ვარ, ხო­ნის რა­ი­ონ­ში სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბას თით­ქმის ყვე­ლა სკო­ლა­ში, ასე­ვე პროფ­სას­წავ­ლე­ბელ­შიც, კერ­ძო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ვკი­თხუ­ლობ­დი. შემ­დგომ მუ­შა­ო­ბა ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ტექ­ნი­კურ ქარ­ხა­ნა­ში და­ვი­წყე, რო­მე­ლიც შე­ულმფრე­ნე­ბის ძრა­ვებს აწარ­მო­ებ­და. ქარ­ხა­ნა­ში კა­რი­ე­რუ­ლი გზა კან­ცე­ლა­რი­ი­დან ბო­ლოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ­დე გა­ვი­ა­რე... მერე წარ­მო­ე­ბა თან­და­თან და­ხურ­ვის პი­რას მი­ვი­და, მოვ­ლე­ნებს გა­ვუს­წა­რი და გან­ცხა­დე­ბა წას­ვლა­ზე მა­ნამ­დე დავ­წე­რე", - გვე­უბ­ნე­ბა ნანა ხა­ჭა­პუ­რი­ძე, რო­მელ­საც თა­ვი­დან იტა­ლი­ა­ში ჩა­სულს ძალ­ზე ეხა­მუ­შე­ბო­და ის, რომ თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით ვერ იმუ­შა­ვებ­და.

"შენს ქვე­ყა­ნა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლი პირი ხარ და უცებ ვი­ღა­ცის მო­სამ­სა­ხუ­რე­ო­ბა გი­წევს, ძნე­ლია, მაგ­რამ იქ სი­ტუ­ა­ცი­ას რომ შევ­ხე­დე, მივ­ხვდი, რომ სა­კუ­თარ თავს თვი­თონ უნდა უშ­ვე­ლო. ჩას­ვლი­დან მე­სა­მე დღეს, ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნის დახ­მა­რე­ბით, სამ­სა­ხუ­რი და­ვი­წყე, შემ­დგომ ენის შე­სას­წავ­ლად სკო­ლა­ში მი­ვე­დი. 7 თვე­ში სამი წლის მა­სა­ლა ავით­ვი­სე. თან, იღ­ბა­ლი და ღმერ­თის წყა­ლო­ბაც იყო. ამის გა­რე­შე არა­ფე­რი ხდე­ბა. ამის მჯე­რა და უფალს ყო­ველ­თვის შევ­თხოვ­დი შემ­წე­ო­ბას. ასე­ვე ვე­ვედ­რე­ბო­დი მამა გაბ­რი­ელს. ერ­თა­დერ­თი, რაც აქე­დან წა­ვი­ღე, გინდ და­ი­ჯე­რეთ და გინდ - არა, მამა გაბ­რი­ე­ლის სუ­რა­თი იყო. შვი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი არც წა­მი­ღია, მათ მო­ნატ­რე­ბას უფრო გა­მიღ­ვი­ვებ­და და ვერ გა­ვუძ­ლებ­დი. მამა გაბ­რი­ე­ლის ის სუ­რა­თი დღემ­დე მაქვს იტა­ლი­ა­ში და სა­სო­ე­ბით ვე­პყრო­ბი", - გვიყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­საც უცხო ქვე­ყა­ნა­ში ისე გა­უ­მარ­თლა, რომ თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც და­საქმდა - "ბე­ბი­ას­თან ვმუ­შა­ობ­დი, ქალ­ბა­ტონს მხო­ლოდ საჭ­მელს ვუ­კე­თებ­დი. მისი ოჯა­ხის წევ­რებ­მა რომ გა­მიც­ნეს, მი­თხრეს, - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, თქვე­ნი პრო­ფე­სი­ით არ მუ­შა­ობ­დეთ? ოჯახ­ში იუ­რის­ტე­ბიც იყ­ვნენ და ჩემი დახ­მა­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს. მი­თხრეს, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მეს­წავ­ლა, ისე არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და. და­ვი­წყე მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა... იქაც წარ­ჩი­ნე­ბით და­ვი­ცა­ვი დიპ­ლო­მი. პრაქ­ტი­კებ­ზე ერთ-ერთ სა­ბუ­ღალ­ტრო ფირ­მა­ში გა­მიშ­ვეს და იმ წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე - სახე მთლი­ა­ნად შე­ვუც­ვა­ლე, იმის­თვის, რომ არ გა­კოტ­რე­ბუ­ლი­ყო და საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ასე მო­ვი­პო­ვე მათი მხარ­და­ჭე­რა, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი და საქ­მი­ა­ნო­ბა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. სა­ბო­ლო­ოდ იმ ფირ­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა - შენ უფრო მეტი შე­გიძ­ლია, ხელ­მძღვა­ნე­ლი იყა­ვი, მე მო­ად­გი­ლე ვიქ­ნე­ბიო და დღემ­დე ერ­თად ასე მოვ­დი­ვართ", - აღ­ნიშ­ნავს ქალ­ბა­ტო­ნი ნანა.

- ფლო­რენ­ცი­ა­ში ბინა შე­გი­ძე­ნი­ათ და ახლა იმ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობთ?

- კი, იქ ვცხოვ­რობ. ეს ბი­ნაც იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ფირ­მა გავ­ხსე­ნი, რად­გან მხო­ლოდ ხელ­ფა­სით ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბო­დი. ფირ­მა­ში გა­სა­ყი­დად გა­მო­დი­ო­და ბი­ნე­ბი, ნაკ­ვე­თე­ბი, მი­წე­ბი და შემ­დეგ მო­მა­ტე­ბულ ფას­ში ვყიდ­დით. ფირ­მას "გეო" და­ვარ­ქვი, სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტივ­სა­ცე­მად და ამ პრო­ცეს­ში ფლო­რენ­ცი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი ბინა ასე დამ­რჩა. სახ­ლი ასე­ვე პონ­ტე­დე­რა­შიც მაქვს და კი­დევ 15 ჰა მი­წის ნაკ­ვე­თი.

- ოჯა­ხით ხართ იქ?

- არა. ბავ­შვე­ბი წა­ვიყ­ვა­ნე, მაგ­რამ გო­გოს არ მო­ე­წო­ნა იქა­უ­რი სკო­ლა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. მას­ვე გა­მოჰ­ყვა ჩემი მე­უღ­ლე, - მარ­ტოს ხომ არ დავ­ტო­ვებ­დით? ბიჭი ჩემთნ დარ­ჩა... ახლა მე თუ არ ვარ იქ, საქ­მეს შოთა უძღვე­ბა. მა­ნაც მშვე­ნივ­რად იცის ყვე­ლა­ფე­რი. ყვე­ლა ქარ­თველს, ვინც იქ ცხოვ­რობს, სულ ვეხ­ვე­წე­ბო­დი და ვეხ­ვე­წე­ბი - ის­წავ­ლეთ-მეთ­ქი. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- რო­გო­რია იტა­ლია ქარ­თვე­ლის­თვის?

- თა­ვი­დან ძა­ლი­ან მი­ჭირ­და, პირ­ვე­ლი სამი თვე ჩემი ბა­ლი­ში არ გამ­შრა­ლა, ვტი­რო­დი... რაც უნდა იყოს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია. აქ შუ­ა­ლე­დებ­ში რომ ჩა­მოვ­დი­ო­დი, ისე­თი აღ­თქმა მქონ­და და­დე­ბუ­ლი, რომ მი­წას ვჭამ­დი. ძა­ლი­ან რთუ­ლია ამის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ აღ­თქმას ვერ ვტეხ­დი. ღმერ­თო, რამ­დე­ნი ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მიყ­ვან, იმ­დე­ნი, მი­წას შევ­ჭამ-მეთ­ქი.

ემიგ­რან­ტო­ბას, თუ მა­გა­რი ხარ, გა­უძ­ლებ, ზოგი ვერ უძ­ლებს, ნერ­ვე­ბი ღა­ლა­ტობთ. ბევ­რი ავად­მყო­ფი წა­მო­მიყ­ვა­ნია უკან, - თუ ვინ­მეს არ გა­უ­მარ­თლებს, სა­ში­ნე­ლია იქ ცხოვ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა იქ ისეთ ქარ­თველს შეხ­ვდე, სულ და­გინ­გრი­ოს ყვე­ლა­ფე­რი, შე­იძ­ლე­ბა სა­ო­ცა­რი მე­გობ­რე­ბი გყავ­დეს. სა­ერ­თოდ კი, ყვე­ლა ემიგ­რან­ტი გმი­რია. სა­შუ­ა­ლე­ბა რომ იყოს, ყვე­ლას გმი­რო­ბას მი­ვა­ნი­ჭებ­დი.

ახლა, შვი­ლის თხოვ­ნით, კუ­ლი­ნა­რი­ულ შო­უ­ში "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი" ჩა­ვერ­თე. ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტია, აქამ­დე არ ვი­ცო­დი, თუ არ­სე­ბობ­და. მო­მე­წო­ნა, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმო­ნა­წი­ლე­ობ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სის გა­მოც­დი­ლე­ბას, 17 წე­ლია, უცხო­ეთ­ში ვარ და უცხო­უ­რი კერ­ძე­ბი ძა­ლი­ან მომ­წონს და ვა­გე­მოვ­ნებ, მაგ­რამ ამა­ვე დროს, მიყ­ვარს ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. ბე­ბია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გურ­მა­ნი მყავ­და, დე­დაც სა­ო­ცა­რი კუ­ლი­ნა­რია, ისეთ რა­ღა­ცებს ვამ­ზა­დებ­დით ყვე­ლა­ნი ერ­თად სახ­ლში, რომ ბევ­რს უკ­ვირ­და. მა­გა­ლი­თად, ნეკ­ნებს, ბე­ბი­ის რე­ცეპ­ტით ალუბ­ლით ვა­კე­თებ­დით, ანდა სა­წებ­ლად ტყემ­ლის ნაც­ვლად, მუშ­მა­ლას ვი­ყე­ნებ­დით... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­გია კუ­ლი­ნა­რია. ახ­ლაც ხონ­ში სა­ცხო­ბე­ბი გვაქვს, სა­დაც ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ვმუ­შა­ობთ...

- რა რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა შე­გიძ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც უცხო­ეთ­ში ახლა აპი­რებს წას­ვლას. რა იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი რჩე­ვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტის­გან?

- ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს და ქარ­თველს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­დის, უნდა ახ­სოვ­დეს და იცო­დეს, რას აკე­თებს და რას გა­ა­კე­თებს იქ, რომ ცხოვ­რე­ბას უაზ­როდ არ ეო­მოს. ომიც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ამ ომში გა­მარ­ჯვე­ბაა. კე­თი­ლად უნდა იო­მოს, ყვე­ლა უნდა უყ­ვარ­დეს და, რაც მთა­ვა­რია, უფა­ლი. ამ ყვე­ლა­ფერ­მა დიდი ძალა მომ­ცა.

აქ დარ­ჩე­ნი­ლებ­მა კი მხა­რი უნდა და­უ­ჭი­რონ მას და გა­ა­მაგ­რონ. თუ მათ მისი შრო­მა არ გა­ა­მარ­თლეს, არა­ფე­რი გა­მო­ვა. ყვე­ლას ერ­თმა­ნე­თი უნდა უყ­ვარ­დეს. და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის ერ­თგუ­ლე­ბაც ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის და ასეთ დროს მწამს და მჯე­რა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"სამშობლოში რამდენი ჩამოვდიოდი, ისეთი აღთქმა მქონდა დადებული, მიწას ვჭამდი" - დედა-შვილი "სამზარეულოს ომებიდან" და მათი საოცარი წარმატების ისტორია იტალიაში

"სამშობლოში რამდენი ჩამოვდიოდი, ისეთი აღთქმა მქონდა დადებული, მიწას ვჭამდი" - დედა-შვილი "სამზარეულოს ომებიდან" და მათი საოცარი წარმატების ისტორია იტალიაში

შოუში "სამზარეულოს ომები" ემიგრანტი ნანა ხაჭაპურიძე თავის ვაჟთან, შოთასთან ერთად მონაწილეობს. კონკურსანტები ხონიდან არიან, თუმცა ქალბატონი ნანა უკვე 17 წელიწადია, უცხოეთში ცხოვრობს და საქმიანობს. საქართველო 2004 წელს დატოვა და იტალიაში ემიგრაციაში გაემგზავრა იმისთვის, რომ ოჯახისთვის ფინანსური დახმარება აღმოეჩინა და სხვადასხვა პრობლემა მოეგვარებინა.

ამჯერად შოუში მონაწილეობა შვილის თხოვნით გადაწყვიტა და უკმაყოფილო არ არის. მოსწონს პროექტი, რადგანაც მისი ცხოვრებისეული საინტერესო გამოცდილების მიუხედავად, „სამზარეულოს ომებში“ ბევრი მისთვის სასარგებლო რამ შეიძინა.

AMBEBI.GE ქალბატონი ნანას ისტორიით დაინტერესდა, რადგანაც ეს ადამიანი, იტალიაში ერთ-ერთი წარმატებული ემიგრანტი გახლავთ.

„პროფესიით სამართალმცოდნე ვარ, ხონის რაიონში სამართალმცოდნეობას თითქმის ყველა სკოლაში, ასევე პროფსასწავლებელშიც, კერძო უმაღლეს სასწავლებლებში ვკითხულობდი. შემდგომ მუშაობა ქუთაისის საავიაციო ტექნიკურ ქარხანაში დავიწყე, რომელიც შეულმფრენების ძრავებს აწარმოებდა. ქარხანაში კარიერული გზა კანცელარიიდან ბოლოს დირექტორის მოადგილემდე გავიარე... მერე წარმოება თანდათან დახურვის პირას მივიდა, მოვლენებს გავუსწარი და განცხადება წასვლაზე მანამდე დავწერე", - გვეუბნება ნანა ხაჭაპურიძე, რომელსაც თავიდან იტალიაში ჩასულს ძალზე ეხამუშებოდა ის, რომ თავისი პროფესიით ვერ იმუშავებდა.

"შენს ქვეყანაში ხელმძღვანელი პირი ხარ და უცებ ვიღაცის მოსამსახურეობა გიწევს, ძნელია, მაგრამ იქ სიტუაციას რომ შევხედე, მივხვდი, რომ საკუთარ თავს თვითონ უნდა უშველო. ჩასვლიდან მესამე დღეს, ერთ-ერთი ქალბატონის დახმარებით, სამსახური დავიწყე, შემდგომ ენის შესასწავლად სკოლაში მივედი. 7 თვეში სამი წლის მასალა ავითვისე. თან, იღბალი და ღმერთის წყალობაც იყო. ამის გარეშე არაფერი ხდება. ამის მჯერა და უფალს ყოველთვის შევთხოვდი შემწეობას. ასევე ვევედრებოდი მამა გაბრიელს. ერთადერთი, რაც აქედან წავიღე, გინდ დაიჯერეთ და გინდ - არა, მამა გაბრიელის სურათი იყო. შვილების ფოტოები არც წამიღია, მათ მონატრებას უფრო გამიღვივებდა და ვერ გავუძლებდი. მამა გაბრიელის ის სურათი დღემდე მაქვს იტალიაში და სასოებით ვეპყრობი", - გვიყვება რესპონდენტი, რომელსაც უცხო ქვეყანაში ისე გაუმართლა, რომ თავისი პროფესიით საბოლოოდ მაინც დასაქმდა - "ბებიასთან ვმუშაობდი, ქალბატონს მხოლოდ საჭმელს ვუკეთებდი. მისი ოჯახის წევრებმა რომ გამიცნეს, მითხრეს, - როგორ შეიძლება, თქვენი პროფესიით არ მუშაობდეთ? ოჯახში იურისტებიც იყვნენ და ჩემი დახმარება გადაწყვიტეს. მითხრეს, რომ უნივერსიტეტში აუცილებლად უნდა მესწავლა, ისე არაფერი გამოვიდოდა. დავიწყე მეცადინეობა და უნივერსიტეტში სწავლა... იქაც წარჩინებით დავიცავი დიპლომი. პრაქტიკებზე ერთ-ერთ საბუღალტრო ფირმაში გამიშვეს და იმ წარმოების განვითარებაში წვლილი შევიტანე - სახე მთლიანად შევუცვალე, იმისთვის, რომ არ გაკოტრებულიყო და საქმიანობა გაეგრძელებინა. ასე მოვიპოვე მათი მხარდაჭერა, რომ დავრჩენილიყავი და საქმიანობა გამეგრძელებინა. საბოლოოდ იმ ფირმის ხელმძღვანელმა - შენ უფრო მეტი შეგიძლია, ხელმძღვანელი იყავი, მე მოადგილე ვიქნებიო და დღემდე ერთად ასე მოვდივართ", - აღნიშნავს ქალბატონი ნანა.

- ფლორენციაში ბინა შეგიძენიათ და ახლა იმ ქალაქში ცხოვრობთ?

- კი, იქ ვცხოვრობ. ეს ბინაც იმის დამსახურებაა, რომ მოგვიანებით, ყიდვა-გაყიდვის ფირმა გავხსენი, რადგან მხოლოდ ხელფასით ვერაფერს გავხდებოდი. ფირმაში გასაყიდად გამოდიოდა ბინები, ნაკვეთები, მიწები და შემდეგ მომატებულ ფასში ვყიდდით. ფირმას "გეო" დავარქვი, საქართველოს პატივსაცემად და ამ პროცესში ფლორენციაში შეძენილი ბინა ასე დამრჩა. სახლი ასევე პონტედერაშიც მაქვს და კიდევ 15 ჰა მიწის ნაკვეთი.

- ოჯახით ხართ იქ?

- არა. ბავშვები წავიყვანე, მაგრამ გოგოს არ მოეწონა იქაური სკოლა და საქართველოში დაბრუნდა. მასვე გამოჰყვა ჩემი მეუღლე, - მარტოს ხომ არ დავტოვებდით? ბიჭი ჩემთნ დარჩა... ახლა მე თუ არ ვარ იქ, საქმეს შოთა უძღვება. მანაც მშვენივრად იცის ყველაფერი. ყველა ქართველს, ვინც იქ ცხოვრობს, სულ ვეხვეწებოდი და ვეხვეწები - ისწავლეთ-მეთქი. ეს მნიშვნელოვანია.

- როგორია იტალია ქართველისთვის?

- თავიდან ძალიან მიჭირდა, პირველი სამი თვე ჩემი ბალიში არ გამშრალა, ვტიროდი... რაც უნდა იყოს, საქართველოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. აქ შუალედებში რომ ჩამოვდიოდი, ისეთი აღთქმა მქონდა დადებული, რომ მიწას ვჭამდი. ძალიან რთულია ამის გაკეთება, მაგრამ აღთქმას ვერ ვტეხდი. ღმერთო, რამდენი ჩემს ქვეყანაში ჩამიყვან, იმდენი, მიწას შევჭამ-მეთქი.

ემიგრანტობას, თუ მაგარი ხარ, გაუძლებ, ზოგი ვერ უძლებს, ნერვები ღალატობთ. ბევრი ავადმყოფი წამომიყვანია უკან, - თუ ვინმეს არ გაუმართლებს, საშინელია იქ ცხოვრება. შეიძლება იქ ისეთ ქართველს შეხვდე, სულ დაგინგრიოს ყველაფერი, შეიძლება საოცარი მეგობრები გყავდეს. საერთოდ კი, ყველა ემიგრანტი გმირია. საშუალება რომ იყოს, ყველას გმირობას მივანიჭებდი.

ახლა, შვილის თხოვნით, კულინარიულ შოუში "სამზარეულოს ომები" ჩავერთე. ძალიან კარგი პროექტია, აქამდე არ ვიცოდი, თუ არსებობდა. მომეწონა, სიამოვნებით ვმონაწილეობ. რაც შეეხება ჩვენს სამზარეულოში ფუსფუსის გამოცდილებას, 17 წელია, უცხოეთში ვარ და უცხოური კერძები ძალიან მომწონს და ვაგემოვნებ, მაგრამ ამავე დროს, მიყვარს ქართული სამზარეულო. ბებია არაჩვეულებრივი გურმანი მყავდა, დედაც საოცარი კულინარია, ისეთ რაღაცებს ვამზადებდით ყველანი ერთად სახლში, რომ ბევრს უკვირდა. მაგალითად, ნეკნებს, ბებიის რეცეპტით ალუბლით ვაკეთებდით, ანდა საწებლად ტყემლის ნაცვლად, მუშმალას ვიყენებდით... მნიშვნელოვანი დარგია კულინარია. ახლაც ხონში საცხობები გვაქვს, სადაც ოჯახის წევრებიც ვმუშაობთ...

- რა რჩევების მიცემა შეგიძლიათ ადამიანებისთვის, ვინც უცხოეთში ახლა აპირებს წასვლას. რა იქნება მთავარი რჩევა წარმატებული ემიგრანტისგან?

- ნებისმიერ ადამიანს და ქართველს, რომელიც საქართველოდან გადის, უნდა ახსოვდეს და იცოდეს, რას აკეთებს და რას გააკეთებს იქ, რომ ცხოვრებას უაზროდ არ ეომოს. ომიც შეიძლება, მაგრამ აუცილებელი, ამ ომში გამარჯვებაა. კეთილად უნდა იომოს, ყველა უნდა უყვარდეს და, რაც მთავარია, უფალი. ამ ყველაფერმა დიდი ძალა მომცა.

აქ დარჩენილებმა კი მხარი უნდა დაუჭირონ მას და გაამაგრონ. თუ მათ მისი შრომა არ გაამართლეს, არაფერი გამოვა. ყველას ერთმანეთი უნდა უყვარდეს. დასახული მიზნის ერთგულებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის და ასეთ დროს მწამს და მჯერა, რომ ყველაფერი გამოუვათ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს