მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ მეფის კაბა 3 621 მარგალიტით - ხელოვნების სასახლის უნიკალური ექსპონატის ისტორია
თამარ მეფის კაბა 3 621 მარგალიტით - ხელოვნების სასახლის უნიკალური ექსპონატის ისტორია

თა­მარ მე­ფის სა­ზე­ი­მო სა­მო­სი, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­შია გა­მო­ფე­ნი­ლი, ვი­ზი­ტო­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს... ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დის მცვე­ლი მა­რი­ამ ჩხა­ი­ძე AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ თა­მარ მე­ფის ეს კაბა გვხვდე­ბა ცეკ­ვა­ში "სა­მა­ია", სა­სახ­ლე­ში კი სტუ­მარს მისი ახ­ლოს ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, რაც წარ­მოდ­გე­ნას უქ­მნის თუ რა ემო­სა მე­ფეთ-მეფე თა­მარს...

თა­მარ მე­ფის სა­ზე­ი­მო სა­მო­სი უნი­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია, რო­მე­ლიც მორ­თუ­ლია 3621 მარ­გა­ლი­ტით, 154 მო­ოქ­რუ­ლი და 158 ვერ­ცხლის ბალ­თით. კოს­ტი­უ­მი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ვარ­ძი­ის ფრეს­კის მი­ხედ­ვით ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა მხატ­ვარ­მა სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძემ შექ­მნა. მხატ­ვარს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, რომ სა­მო­სი ორი­გი­ნალ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და ამი­ტომ მისი შე­კერ­ვის დროს ძვირ­ფა­სი მე­ტა­ლე­ბი­სა და კე­თილ­შო­ბი­ლი ქვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სურ­და, თუმ­ცა წა­მო­წყე­ბას საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა მხა­რი არ და­უ­ჭი­რა და ვირ­სა­ლა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფის სა­მო­სი ბუ­ტა­ფო­რი­ე­ბით აღად­გი­ნა.

2016 წელს ბეჟუ­აშ­ვი­ლის გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის რეს­ტავ­რა­ტორ­თა ჯგუფ­მა, თა­მა­რის სა­მო­სის რეს­ტავ­რა­ცია და­ი­წყო. 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ხუ­ნე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლის სა­ფუძ­ვე­ლი გა­მაგრდა, ბუ­ტა­ფო­რი­ე­ბი კი მხატ­ვრის ჩა­ნა­ფიქ­რის მი­ხედ­ვით, ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნე­ბი­თა და კე­თილ­შო­ბი­ლი ქვე­ბით ჩა­ნაც­ვლდა.

"ეს ძვირ­ფა­სი ქვე­ბი და დე­ტა­ლე­ბი, გვაძ­ლევს იმის და­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას, თუ რა­ო­დენ მდიდ­რუ­ლი იყო შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა... იგი­ვე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ თეკ­ლა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის კა­ბა­ზე, სა­დაც ულა­მა­ზე­სი ნა­ქარ­გო­ბე­ბია.

"თა­მა­რის კაბა" არ არის რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბის, მაგ­რამ ნათ­ლად გად­მოგ­ვცემს მა­შინ­დელ სუ­რათს. აშ­კა­რად იგ­რძნო­ბა ბი­ზან­ტი­უ­რი კა­რის გავ­ლე­ნა! ის­ტო­რი­ი­დან და კულ­ტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბი­ზან­ტი­უ­რი სა­მო­სის სტი­ლი მა­შინ ძა­ლი­ან მი­ღე­ბუ­ლი იყო და ჩვენ­ზეც იქო­ნია გავ­ლე­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა ქსო­ვილს, ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია გვაქვს ქსო­ვი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კულ­ტუ­რა. ვი­ნა­ი­დან აბ­რე­შუ­მის გზა­ზე ვმდე­ბა­რე­ობთ, აქ გა­დი­ო­და რო­გორც აზი­ი­დან ისე ევ­რო­პი­დან მა­სა­ლე­ბი, მათ შო­რის ქსო­ვი­ლე­ბი და ჩვენ­თან სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი ილე­ქე­ბო­და...

X-XI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო ტან­საც­მე­ლი, ძი­რი­თა­დად ბი­ზან­ტი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­საა და მკვლე­ვარ­თა აზ­რით, პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­თა და კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. სა­მე­ფო ტან­საც­მე­ლი შედ­გე­ბო­და "კუ­არ­თის" - ბი­სო­ნი­სა და დი­ა­დე­მის­გან.

ქარ­თველ მე­ფე­თა ბი­სო­ნი ბი­ზან­ტი­უ­რის­გან ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ის შე­და­რე­ბით ფარ­თო და მოკ­ლე იყო. არ ჰქონ­და სარ­ტყე­ლი და გან­სა­ზღვრუ­ლი არ იყო მისი ფერი. შე­მორ­ჩე­ნი­ლი ფრეს­კე­ბის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ თა­მარ მეფე იის­ფერ ბი­სონს იც­ვამ­და. ბი­სო­ნი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო მძი­მე ოქ­რო­ქ­სო­ვი­ლი­სა და ძვირ­ფა­სად მორ­თუ­ლი.

ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით მდიდ­რუ­ლია თა­მარ მე­ფის ბი­სო­ნი, იის­ფე­რი ქსო­ვი­ლი და­სე­რი­ლია მარ­გა­ლი­ტით მორ­თუ­ლი ზო­ლე­ბით, რო­მელ­თა კვე­თი­თაც რომ­ბე­ბია მი­ღე­ბუ­ლი, ხოლო რომ­ბებ­ში ზამ­ბა­ხის­ფე­რი გუ­ლე­ბია ჩას­მუ­ლი. მე­ფეთ-მეფე სა­მა­ჯუ­რებს პირ­და­პირ ბი­სო­ნის ვიწ­რო სა­ხე­ლო­ზე იკე­თებ­და.

თა­მა­რის სა­მოსს ძვირ­ფა­სი ქსო­ვი­ლის, ძვირ­ფა­სი თვლე­ბით და მარ­გა­ლი­ტე­ბით მორ­თუ­ლი სა­ყე­ლო - მა­ნი­ა­კი ამ­შვე­ნებ­და. იგი სა­მე­ფო და დიდ­გვა­რო­ვან­თა ტან­საც­მლის მო­სარ­თა­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. მა­ნი­ა­კი ეგ­ვიპ­ტე­სა და არა­ბეთ­ში გაჩ­ნდა, შემ­დეგ კი ბი­ზან­ტი­ა­ში სპარ­სე­თი­დან გავ­რცელ­და. თა­მარ მე­ფის კა­ბის სა­ყე­ლო ძა­ლი­ან ჰგავს ეგ­ვიპ­ტელ ფა­რა­ონ­თა მა­ნი­აკს..." - გვიყ­ვე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე მა­რი­ამ ჩხა­ი­ძე.

სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძის დის­შვი­ლი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე გოგი ხოშ­ტა­რია თა­ვად იყო მომსწრე, თუ რო­გორ აღად­გი­ნა მხატ­ვარ­მა თა­მარ მე­ფის კაბა:

"დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლია თა­მარ მე­ფის ოთხი პორ­ტრე­ტი: ვარ­ძი­ის, ბე­თა­ნი­ის, ყინ­წვი­სის, ბერ­თუბ­ნის (და­ვით გა­რე­ჯის უდაბ­ნო) ტაძ­რე­ბის მხატ­ვრო­ბა­ში... დე­და­ჩე­მი - თი­ნა­თინ ვირ­სა­ლა­ძე შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის კედ­ლის მხატ­ვრო­ბის, ფრეს­კე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მსოფ­ლი­ო­ში და მან მი­უ­თი­თა სო­ლი­კოს ნი­მუ­ში ვარ­ძი­ის ფრეს­კი­დან აეღო...

რო­დე­საც სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძე სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის­თვის ცეკ­ვა "სა­მა­ი­ას" კოს­ტი­უ­მებ­ზე მუ­შა­ობ­და, მა­ში­ნაც ეს მო­ტი­ვი აიღო და თა­ვი­სე­ბუ­რად გა­ამ­დიდ­რა" - ამ­ბობს ხოშ­ტა­რია.

ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის­თვის არა­ნაკ­ლებ სა­გან­ძურს წარ­მო­ად­გენს თეკ­ლა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის კა­ბაც. დე­დოფ­ლის კოს­ტი­უ­მი - ძვირ­ფა­სი ოქ­რომ­კე­დით გა­ფორ­მე­ბუ­ლი კაბა, ფილმ "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის" გა­და­ღე­ბის დროს, 1942 წელს გა­მო­ი­ყე­ნეს და მთა­ვა­რი გმი­რის თეკ­ლე დე­დოფ­ლის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, ლი­ა­ნა ასა­თი­ანს ეცვა. კა­ბამ ჩვე­ნამ­დე გა­და­კე­თე­ბუ­ლი სა­ხით მო­აღ­წია - რო­გორც ჩანს, იგი ფილ­მის გა­და­ღე­ბის დროს და­ა­მოკ­ლეს. ძვირ­ფა­სი ხა­ვერ­დი 3 ათას­ზე მეტი ლი­თო­ნის მცი­რე დე­ტა­ლი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ექ­სპო­ნატ­ში კარ­გა­დაა ასა­ხუ­ლი ოქ­რომ­კე­დით ქარ­გვის ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც XX სა­უ­კუ­ნის ყო­ფა­ში ჯერ კი­დევ კარ­გად იყო შე­მო­ნა­ხუ­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უმ­თავ­რე­სად ხა­ვერ­დზე ატ­ლას­ზე და სხვა ძვირ­ფას ქსო­ვი­ლებ­ზე ქარ­გავ­დნენ. ოქ­რომ­კე­დით ნა­ქარგ სა­ხე­ებ­ში ხში­რად ურ­თავ­დნენ მარ­გა­ლიტს, ფე­რად მძი­ვებ­სა და ზოგ­ჯერ პა­ტი­ო­სან თვლებ­საც. ოქ­რომ­კე­დის ნა­ქარ­გო­ბის მთა­ვა­რი მო­ტი­ვე­ბი იყო უმ­თავ­რე­სად ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი - ვა­ზის ფოთ­ლე­ბი და მტევ­ნე­ბი, ხორ­ბლის თავ­თა­ვე­ბი და ა.შ.

ფო­ტო­ე­ბი: არ­ტა­რეა; ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

თამარ მეფის კაბა 3 621 მარგალიტით - ხელოვნების სასახლის უნიკალური ექსპონატის ისტორია

თამარ მეფის კაბა 3 621 მარგალიტით - ხელოვნების სასახლის უნიკალური ექსპონატის ისტორია

თამარ მეფის საზეიმო სამოსი, რომელიც ხელოვნების სასახლეშია გამოფენილი, ვიზიტორების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს... ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნების სასახლის სახვითი ხელოვნების ფონდის მცველი მარიამ ჩხაიძე AMBEBI.GE-ს უყვება, რომ თამარ მეფის ეს კაბა გვხვდება ცეკვაში "სამაია", სასახლეში კი სტუმარს მისი ახლოს ნახვის საშუალება აქვს, რაც წარმოდგენას უქმნის თუ რა ემოსა მეფეთ-მეფე თამარს...

თამარ მეფის საზეიმო სამოსი უნიკალური ხელოვნების ნიმუშია, რომელიც მორთულია 3621 მარგალიტით, 154 მოოქრული და 158 ვერცხლის ბალთით. კოსტიუმი გასული საუკუნის მეორე ნახევარში ვარძიის ფრესკის მიხედვით ცნობილმა ქართველმა მხატვარმა სოლიკო ვირსალაძემ შექმნა. მხატვარს ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ სამოსი ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოვებული ყოფილიყო და ამიტომ მისი შეკერვის დროს ძვირფასი მეტალებისა და კეთილშობილი ქვების გამოყენება სურდა, თუმცა წამოწყებას საბჭოთა კავშირმა მხარი არ დაუჭირა და ვირსალაძემ საქართველოს მეფის სამოსი ბუტაფორიებით აღადგინა.

2016 წელს ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მხარდაჭერით ხელოვნების სასახლის რესტავრატორთა ჯგუფმა, თამარის სამოსის რესტავრაცია დაიწყო. 6 თვის განმავლობაში გახუნებული ქსოვილის საფუძველი გამაგრდა, ბუტაფორიები კი მხატვრის ჩანაფიქრის მიხედვით, ძვირფასი ლითონებითა და კეთილშობილი ქვებით ჩანაცვლდა.

"ეს ძვირფასი ქვები და დეტალები, გვაძლევს იმის დანახვის საშუალებას, თუ რაოდენ მდიდრული იყო შუა საუკუნეების შესრულება... იგივე შეგვიძლია ვთქვათ თეკლა ბატონიშვილის კაბაზე, სადაც ულამაზესი ნაქარგობებია.

"თამარის კაბა" არ არის რეალური პიროვნების, მაგრამ ნათლად გადმოგვცემს მაშინდელ სურათს. აშკარად იგრძნობა ბიზანტიური კარის გავლენა! ისტორიიდან და კულტურიდან გამომდინარე, ბიზანტიური სამოსის სტილი მაშინ ძალიან მიღებული იყო და ჩვენზეც იქონია გავლენა. რაც შეეხება ქსოვილს, ძალიან დიდი ხანია გვაქვს ქსოვილების გამოყენების კულტურა. ვინაიდან აბრეშუმის გზაზე ვმდებარეობთ, აქ გადიოდა როგორც აზიიდან ისე ევროპიდან მასალები, მათ შორის ქსოვილები და ჩვენთან საუკეთესოები ილექებოდა...

X-XI საუკუნეების ქართული სამეფო ტანსაცმელი, ძირითადად ბიზანტიური წარმომავლობისაა და მკვლევართა აზრით, პოლიტიკური ვითარებითა და კულტურული კავშირებით იყო განპირობებული. სამეფო ტანსაცმელი შედგებოდა "კუართის" - ბისონისა და დიადემისგან.

ქართველ მეფეთა ბისონი ბიზანტიურისგან ოდნავ განსხვავებულია. ის შედარებით ფართო და მოკლე იყო. არ ჰქონდა სარტყელი და განსაზღვრული არ იყო მისი ფერი. შემორჩენილი ფრესკების მიხედვით ირკვევა, რომ თამარ მეფე იისფერ ბისონს იცვამდა. ბისონი შეიძლება ყოფილიყო მძიმე ოქროქსოვილისა და ძვირფასად მორთული.

ამ მხრივ განსაკუთრებით მდიდრულია თამარ მეფის ბისონი, იისფერი ქსოვილი დასერილია მარგალიტით მორთული ზოლებით, რომელთა კვეთითაც რომბებია მიღებული, ხოლო რომბებში ზამბახისფერი გულებია ჩასმული. მეფეთ-მეფე სამაჯურებს პირდაპირ ბისონის ვიწრო სახელოზე იკეთებდა.

თამარის სამოსს ძვირფასი ქსოვილის, ძვირფასი თვლებით და მარგალიტებით მორთული საყელო - მანიაკი ამშვენებდა. იგი სამეფო და დიდგვაროვანთა ტანსაცმლის მოსართავად გამოიყენებოდა. მანიაკი ეგვიპტესა და არაბეთში გაჩნდა, შემდეგ კი ბიზანტიაში სპარსეთიდან გავრცელდა. თამარ მეფის კაბის საყელო ძალიან ჰგავს ეგვიპტელ ფარაონთა მანიაკს..." - გვიყვება ხელოვნებათმცოდნე მარიამ ჩხაიძე.

სოლიკო ვირსალაძის დისშვილი, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია თავად იყო მომსწრე, თუ როგორ აღადგინა მხატვარმა თამარ მეფის კაბა:

"დღემდე შემორჩენილია თამარ მეფის ოთხი პორტრეტი: ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისის, ბერთუბნის (დავით გარეჯის უდაბნო) ტაძრების მხატვრობაში... დედაჩემი - თინათინ ვირსალაძე შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის, ფრესკების სპეციალისტი იყო ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში და მან მიუთითა სოლიკოს ნიმუში ვარძიის ფრესკიდან აეღო...

როდესაც სოლიკო ვირსალაძე სუხიშვილების ნაციონალური ბალეტისთვის ცეკვა "სამაიას" კოსტიუმებზე მუშაობდა, მაშინაც ეს მოტივი აიღო და თავისებურად გაამდიდრა" - ამბობს ხოშტარია.

ხელოვნების სასახლისთვის არანაკლებ საგანძურს წარმოადგენს თეკლა ბატონიშვილის კაბაც. დედოფლის კოსტიუმი - ძვირფასი ოქრომკედით გაფორმებული კაბა, ფილმ "გიორგი სააკაძის" გადაღების დროს, 1942 წელს გამოიყენეს და მთავარი გმირის თეკლე დედოფლის როლის შემსრულებელს, ლიანა ასათიანს ეცვა. კაბამ ჩვენამდე გადაკეთებული სახით მოაღწია - როგორც ჩანს, იგი ფილმის გადაღების დროს დაამოკლეს. ძვირფასი ხავერდი 3 ათასზე მეტი ლითონის მცირე დეტალითაა გაფორმებული. ექსპონატში კარგადაა ასახული ოქრომკედით ქარგვის ძველი ქართული ტრადიციები, რომელიც XX საუკუნის ყოფაში ჯერ კიდევ კარგად იყო შემონახული.

ცნობილია, რომ საქართველოში უმთავრესად ხავერდზე ატლასზე და სხვა ძვირფას ქსოვილებზე ქარგავდნენ. ოქრომკედით ნაქარგ სახეებში ხშირად ურთავდნენ მარგალიტს, ფერად მძივებსა და ზოგჯერ პატიოსან თვლებსაც. ოქრომკედის ნაქარგობის მთავარი მოტივები იყო უმთავრესად ნაყოფიერებასთან დაკავშირებული მცენარეული ორნამენტები - ვაზის ფოთლები და მტევნები, ხორბლის თავთავები და ა.შ.

ფოტოები: არტარეა; ჟურნალი "ბომონდი"

ჯიჯი ჰადიდსა და ზეინ მალიკს გოგონა შეეძინათ - ბედნიერი მშობლების ემოციური სიტყვები და პირველი ფოტოები

მაიკლ სკოფილდი მალე ეკრანს დაუბრუნდება - "ციხიდან გაქცევის" მეექვსე სეზონის გადაღების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე