პარლამენტის შენობის წინ აქცია განახლდა. ორგანიზატორები დღევანდელ აქციაზე ოკუპაციის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლების ჩვენებას გეგმავენ.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული არ არის. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. პარლამენტის შენობის წინ აქცია 12-ე დღეა მიმდინარეობს.